კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 06 დეკ 2011, 18:46

ანდეზიტი - თორი – დაბაძველი (2008) - ოთხი მოგზაურის თვალით დანახული ერთი ამბავი

გვალვა

ყველაფერი ნ67-ით დაიწყო, რომელთან ერთადაც არსად ნამყოფი არ ვიყავი მაგრამ, პირველი ნახვისთანავე (რომელიღაც გამოფენაზე) მივხვდი რომ მასთან ერთად სადმე წასვლა კარგი იქნებოდა

საინტერესო ის იყო რომ არავინ იცოდა სად მიგვყავდა და პრინციპში არც ჩვენ ვიცოდეთ სად მივდიოდით, რადგან ნამყოფი არავინ ვიყავით, უბრალოდ გვქონდა ერთი რუკა და ორი კომპასი

განსაკუთრებით მომეწონა ასეთ პირობებში ამ ჯგუფთან გზის გაკვლევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ზოგიერთ ჯგუფში ყველა ლაპარაკობს და ვერაფერს გადაწყვეტ, ზოგიერთში ერთი ლაპარაკობს და იქეთ მიდიხარ, თუნდაც არასწორი იყოს, აქ კი, ვმსჯელობდით, უმეტესად ნიკას ვეთანხმებოდით, მაგრამ სხვისი აზრის მოსმენა და საკუთარი აზრის გადახედვა აშკარად ხდებოდა.

ბოლოს დაბაძველიდან გამოსვლისას ისე თოვდა ხედვა არ იყო და ჩვენ ყველა ფოტოების გადაღებაში და ასეთ რამეებში გავერთეთ და გადაგვავიწყდა რომ გზა არავინ ვიცოდით და მთელი პასუხისმგებლობა ნიკას მხრებზე დარჩა.

მთლიანად ამ მოგზაურობას არაფერი შეემჩნა რომ ჩვენ გზა არ ვიცოდით და ყველა პირველად ვიყავით, უტყუარად, 10 ნაბიჯის ზედმტად გადადგმი გარეშე ვიარეთ 3 დღე.

მოკლედ, რატო ვწერე ამდენი: დიდი მადლობა ნიკას!!

მძღოლი რომ ბაკურიანელი იყო, ისიც დაგვეხმარა, მან გზიდანვე დაგვანახა, აი, თორიო

როგორც უკვე ითქვა, ჩვენი მოგზაურობა ასეთ ნაწილებად დაიყო:

ანდეზიტი - თორი

I კოტეჯი

თორი - დაბაძველი

II კოტეჯი

დაბაძველი - ჭობისხევი

ანდეზიტი - თორი: ვიგუნდავეთ. რომ ცოდნოდათ ბოლო დღეს რამდენს ივლიდნენ თოვლში შეიძლება ძალით თავზე არ დაეყარათ, მაგრამ ახლა თოვლი ახალი ხილი იყო და ვერთობოდით

გამოჩნდა თორი . თორელების ერთ-ერთი ოჯახის მურნეობაა .

თორში რომ კოტეჯში დავრჩით უკვე ითქვა, ამ კოტეჯში რომ ღუმელი იდგა და ისიც ადგილობრივებმა აგიგზგიზებული დაგვახვედრეს! წერილობითი მადლობა მათ

პატარა მაგიდა იყო, ვერ შემოვუსხდებოდით და ტრადიციულ სუფრას ვერ გავმართავდით, აიღე-გადი ან უფრო ლამაზად ა ლა ფურშეტი გამოგვივიდა...

ფაქტიურად აღარ გვშია, გასაშრობადაც ყველაფერი მივაფიცხეთ და ვბორიალობთ... მის უდიდებულესობა ადმინთან ერთად ლაშქრობაში ყველა პირველად იყო პაუნას გარდა ხოდა როდეო ეკითხება ნიკას, ერთი რამე მაინტერესებს when we start to drink? ეტყობა დრინკმოძულის იერი ჯერ კიდევ მქონდა მაგრამ მარტივი ინგლისური წინადადებების გამგებს აღარ ვგავდი

საგონებელში ჩავარდნილი ნიკა მდუმარედ დადიოდა რადგან არ იცოდა რა ეპასუხა ან რა ენაზე...

მოკლედ, როგორღაც მოხერხდა და ბომჟური სმა დაიწყო რომელიღაც მუზიკანტის სადღეგრძელოთი, მე-3 მე-4 ჭიქაზე, როცა ბობ დილანს და მორისონს ერთმანეთს ადარებედნენ მეც აზრზე მოვედი და ისიც გავიგე რომ რომ ბრიტნი სპირსი სასტავს არ ნაყვარება... თან ძლიერ არ ნაყვარება რომ მისი ხსენება თურმე ძლიერმომქმედ მედიკამენტადაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო

ტბასთან რომ კოტეჯები იყო უკვე ვიცოდით, აქ რა კარგია, მოდი ხვალაც დავრჩეთ იმ კოტეჯებშიო, ვთქვით, დილას ადრე გავიდეთ მაინც, ვისაც უნდა დარჩეს, ვისაც უნდა წავიდესო...

აშკარად წასვლა არავის უნდოდა და სადღაც თერთმეტის ნახევარზე გავედით...

ისევ მზიანი ჩახჩახა დღე იყო და სიარული სასიამოვნო იყო.

გზის გაკვლევისთვის ადგილობრივებმა გვითხრეს: ... გახვალთ დიდ მინდორზე, იქა დგას დიდი მუხა, იმ მუხასთან აი ესე დადგებით როგორც მე ვდგევარ და წახვალ პირდაპირ, არც მარცნივ, არც მარჯვნივ.

ვინმეს უკეთესი ახსნა უნდა?? აესე აი, როგორც ეხლა მე ვდგევარ!

წავედით... პირველი წარმატება ის იყო რომ მინდორი საერთოდ ვიპოვეთ, მერე ის რომ იქ რომ მომცრო ხე იდგა მასში დიდი მუხა შევიცანით, ეხლა ისღა დარჩა ისე დავდგეთ როგორც ის კაცი იდგა

სწორედ აქ ვიმსჯელეთ, რუკაც ბერვი ვატვალიერეთ, მინდორიც ის კაციც მადლიერებით მოვიხსენით, ნიკას დასკვნას ვენდეთ და წავედით, როგორც გაირკვა უტყუარი გზით.

კოტეჯთან რომ მივედით ნაწილი წავიდა, იქნებ სხვა კოტეჯი უკეთესი იყოსო, ნაწილი დავრჩით, ღუმელი ავანთეთ და ხელების და ფეხსაცმელების გაშრობა დავიწყეთ... მე დამეზარა გახდა, მოვლენ და ტბების სანახავად წავალთ მეთქი, თურმე კოტეჯ-კოტეჯ თვალიერებაში ტბამდე მისულან, რომ მოვიდნენ ცოტა კიდევ ვისაუბრეთ და უკვე მათი ნაკვალევის მიხედვით წავედით კახისის ტბის სანახავად, მე, პაუნა დაუზარელი და N67... ფეხებს ფაქტიურად ვეღარ ვგრძნობდი მაგრამ სიარულში გამითბა... ტბა გაყინული იყო და N67 დასეირნობდა

მესამე დღე:

დილას მე და გიო წყლის მოსატანად წავედით, კახისის ტბაზეც გადავირბინეთ

მერე სწრაფად გამოვლაგდით, სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ ჩვენი კოტეჯის წინ და გზას გავუდექით

მინდა ვთქვა კოტეჯების მფლობელების დასამშვიდებლად რომ ჩვენ იმდენად მადლობელი ვიყავით რომ კოტეჯებში გვეძინა, რომ არაფერი ისეთი არ გვიქნია, რასაც ეს კოტეჯი ჩვენი რომ ყოფილიყო არ ვიზამდით

გამოვედით სოფლიდან და დავადექით სამანქანე გზას... მთელი გზა თოვდა!! და ხედვა არც ისე კარგი იყო, სამაგიეროდ სიჩუმეს და განწყობას საუკეთესოს ქმნიდა!!

თოვლის ქვეშ ყინული იყო და ფეხი სრიალებდა.




მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 06 დეკ 2011, 18:50

ადგილები ჩავასწორე. ავტორებო გადაიკითხეთ, თუ რამე შენიშვნა გექნებათ მომწერეთ!
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 06 დეკ 2011, 20:25

ტრული – საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

თბილისი - ხერთვისი - ვარძია - ვანისქვაბები - ასპინძა - ურაველის ხეობა - ახალციხე - თბილისი
2009 წლის იანვარი


როგორც მოგეხსენებათ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ „ტოხამ“ კარავზე ავრტოსტოპის თემა აწია.. და მე რა „ტრული„ ვიქნებოდი თუ გზას დავინახავდი და არ წავიდოდი..
ყველაფერი გაგრძელდა ლუდის განადგურებით, რუკების თვალიერებითა და გზების შესწავლით. შევთანხმდით, ვიყიდეთ საჭმელი და აი, შაბათს, 17 იანვარს მე და ტოხა შევხვდით ერთმანეთს 73-ის ბოლო გაჩერებასთან.
გეგმა მარტივი იყო. უნდა გავსულიყავით დიღმის გზატკეცილზე, დიდი დიღმის გადასახვევის შემდეგ და იქ უკვე ბედს მივნდობოდით.
ითქვა და გაკეთდა... 10 საათზე ჩვენ უკვე გზის პირას ვიდექით და ხელს ვუქნევდით მიმავალ მანქანებს...
მანქანა 1 - სამხედრო
ცოტა ხანში გაგვიჩერა ოპელმა.. ჟინვალისკენ მივდივარო... ჩვენ ვთხოვეთ გადასახვევამდე გაყოლა და წავედით. ჩვენი მძღოლი სამხედრო აღმოჩნდა, თუმცა ჩოულებრივი ტანსაცმელი ეცვა. ტოხამ ომზე დაიწყო საუბარი, მოყვა რომ მისი ძმა რეზერვისტია, გაიწვიეს ომის დროს, გორში ფეხში დაიჭრა და ა.შ. ჩვენი მძღოლი ბევრს არ საუბრობდა.. მალე უკვე სტეფანწმინდის გადასახვევთან მივედით და ჩამოვსხედით. ჩვენს მანქანაში კი 100 მეტრშივე გლეხები ჩასხდნენ..
ჩვენ ვიდექით ავტობანზე, ვიშვერდით ხელს და ვუყურებდით გიჟებივით მიმავალ მანქანებს. უკან გზა მოჭრილია, ჩვენ სულ წინ უნდა ვიაროთ!
მანქანა 2 - "ბიზნესმენი"
ბოლოს ტოიოტა ლენდ კრუიზერმა გაგვიჩერა. მანქანაში ქალი და კაცი ისხდნენ.. საკმაოდ უცნაურ კლიპებს უყურებდნენ, ხან თურქულად, ხან სომხურად, ხან დაუდგენელ სლავურ ენაზე. მიუხედავად ტოხას მცდელობისა საუბარი არ აეწყო. ამ მანქანამ საჩხერეს გადასახვევამდე მიგვიყვანა და გზა საჩხერესკენ განაგრძეს. ჩვენ კი გომში ავღმოვჩნდით. ავტობანი უკან დაგვჩა და მანქანების გაჩერებაც უფრო ადვილი ჩანდა...
მანქანა 3 - ტრეილერი
არც ისე დიდხანს ვიდექით და გაგვიჩერა თურქულმა ტრეილერმა. პირველი ტოხა აძვრა, შემდეგ ბარგი ავაწოდე და მეც ავღოღდი კაბინაში. ტრეილერის სიმაღლიდან გზა სულ სხვანაერი ჩანდა. სანამ ჩვენ საქართვედლოს ტრეილერის კაბინიდან ვუყურებდით, მძღოლმა საუბარი დაიწყო. ჩემი და ტოხას თურქული ისეთ პრიმიტიულ დონეზეა რომ ბევრი არაფერი გამოვიდა...თუმცა ძალიან ემოციური იყო
ჩვენ ავუხსენით რომ ახალციხისკენ მივდივართ.
-აკალსიკე, ვალე! გამოამჟღავნა საქართვედლოს გეოგრაფიის ცოდნა კეთილმა თურქმა.
-ეეე სარფი? - ვკითხე მე და თანხმობა მივიღე. მძღოლი დაინტერესდა სადაურები ვართ. ტოხამ დაზუთხული თურქულით უპასუხა
- რუსჩა, გურჩა
ამ პასუხმა ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია.
ხაშურშიც შევედით. აქ გზაზე ვიღაც ცხენოსანი მოდიოდა, რომელმაც კეთილ თურქში ასევე დიდი ემოციები აღძრა. ჩვენ მარტო ბოლო ფრაზა "პეტროლ იოკ" გავიგეთ და ხარხარი აგვიტყდა. ხაშურის ცენტრში დიდი მადლობებით დავემშვიდობეთ სარფისაკენ მიმავალ თურქს და გზა მაღაზიისკენ განვაგრძეთ. ვიყიდეთ რაც გვინდოდა და ბორჯომის გზას გავუდექით.
სახლებს გავცდით და გზის პირას ცოტა წავიხემსეთ და ლუდიც დავაყოლეთ.
მანქანა 4 - თეთრი ტოიოტა
გზაზე ცოტა ხანს ვიქნიეთ ხელი, როცა თეთრმა ტოიოტამ ჯერ ჩაგვიქროლა, მერე უკან მოტრიალდა და ჩაგვისვა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და პატარა ბავშვი ბაკურიანში მიდიოდნენ. ჩვენც ჩავსხედით. ტოხა ისევ უკრაინის ქალაქებზე და განსაკუთრებით ლვოვზე ყვებოდა, ერთად ლანძღეს რუსები, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს... გზად მძღოლმა ზვიადიმ ხაჭაპური იყიდა და გაგვიმასპინძლდა. ასე ჩავედით ბორჯომში, სადაც ბაკურიანის გადასახვევთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ტოხამ მადლობის ნიშნად ზვიადის შოკოლადიც აჩუქა...
გზაგასაყარი ვალე <---> ხაშური...
მეთქი აქ დამებედა გზის დაწყება და წავედით ვალეს მიმართულებით... ვიარეთ 2 კილომეტრი, და დავიწყეთ მანქანების გაჩერება..
მანქანა 5 - შავი პაჯერო
უკვე იმედი გადაგვეწურა და გვინდოდა ქალაქ გარეთ წასვლა, როცა დიდმა შავმა პაჯერომ გაგვიჩერა. მძღოლი ასაკოვანი კაცი იყო, მას ახალგაზრდა ქალი ახლდა. ახალციხეში მიდიოდნენ, იქაურები იყვნენ. ტოხამ ისევ უკრაინაზე, პოლიტიკაზე, კრიზისზე და ომზე საუბარი დაიწყო.. გაირკვა რომ პაჯეროს მძღოლი ჯარში პოლონეთში მსახურობდა და ცოტა პოლონეთზეც ისაუბრეს. დიალოგი ძალიან ჰგავდა წინას. ახალციხელს მიაჩნდა რომ სამცხეში ისეთი მდიდარი მიწაა, რომ ვინც მუშაობს გასაჭირში არ იქნება, კრიზისი სულაც არ აღელვებდა.. ტოხამ მოუყვა თუ როგორ განიცდის კრიზისს უკრაინა და ევროპა. ახალციხელის აზრით, კრიზისი ხელოვნურია და რუსეთის დასაქცევადაა მოწყობილი, უკრაინა ცოდოაო, ხოლო ევროპა ღირსიაო, გაზში რომ გაგვცვალესო. რუსეთზე კი "მაგათი დედაცო". გზაზე გაჩერდა მეგობრებთან სასაუბროთ და ნახევარი საათი ჩვენც ველოდებოდით. განვაგრძელეთ გზა და ასპინძის გადასახვევთან დავემშვიდობეთ შრომისმოყვარე ახალციხელს.

ახალციხე... ასპინძის გადასახვევი, წრე, ხიდი.. უკვე დავწერე რომ მიყვარს ეს მხარე მთელი გულით და სულით, პატივს ვცემ ახალციხელებს, და ამიტომ ამ ქალაქის ასეთ შავ დღეში ყოფნა ორმაგად მტკენს გულს...
მოედანი გადავკვეთეთ, ტოხამ მოასწრო ორი იქაური სომეხის გაცნობა, რომლებსაც მანქანაში სომხეთის დროშა ჰქონდათ გამოკიდული...
გავცდით დასახლებას და ასპინძის გზაზე დავდექით მანქანების ლოდინში.
- აქ უკვე მეეჭვება ისეთი მაგარი ჯიპი დავიჭიროთ, მანამდე რომ ვმგზავრობდით.. ოღონდ რამე იყოს 4 ბორბალზე მავალი და... - ვთქვი მე და ტოხაც დამეთანხმა.
მანქანა 6 - უაზიკი
ცოტა ვიდექით თუ ბევრი, გავაჩერეთ ვილისი. უკანა სავარძლების მაგივრად ხის გრძელი სკამი იყო, რომელზეც ჩვენ ჩვენი ბარგით უცბათ ავსკუპდით.
მძღოლი ქართველი იყო, მისი მეგობარი კი სომეხი. ისინი რომელიღაც სოფელში მიდიოდნენ აქვე, და 2-3 კილომეტრს დაგვაფარინებდნენ.
ტოხა მათ ტურისტი ეგონათ და მითხრეს ამ სიცივეში ეს სტუმარი კაცი სად მიგყავსო
ტოხამ უკვე მეექვსეჯერ მოყვა თავისი ბიოგრაფია, უკრაინული წარმომავლობისა და თბილისში გატარებული წლების შესახებ და რომ მას განსაკუთრებით უნდოდა ვარძიის ნახვა.
- გაჩვენებ მე შენ ვარძიას - თქვა მძღოლმა და მისი ჩეხი სტუმრის მიერ გადაღებული სურათები გაუწოდა.
- მე ქართველი ვარ, ეს სომეხი, შენ უკრაინელი, ესეც ქართველი. კარგია მეგობრობა! - ასეთი რეზიუმე გაუკეთა მძღოლმა ჩვენს ეკიპაჟს და დაგვემშვიდობა ურაველის შესართავთან.
ჩვენ ისევ გზაზე ვართ, მარტო.. არავინ არ არის.. ტოხამ ლუდი ამოიღო და ვსვამთ... ლამაზია სამცხე... ისეთი ლამაზი, რომ თვალს ცრემლი მადგება... სალი კლდეები გახუნებული მცენარეული საფარით მოულოდნელ და საოცარ ორნამენტებს ქმნიდნენ. გამახსენდა როგორი იყო ეს პეიზაჟი შემოდგომაზე, ხასხასა ფერებით შეღებილი... არა, ზამთარი არ აფუჭებდა მას, მიუხედავად გაერთფეროვნებისა.. ტოხასაც მოვუყევი აქაური ფერების სილამაზეზე და ჩემი სისხლის ყივილზე... ის აქეთ ნამყოფი არ იყო და დამშეული თვალებით ტკბებოდა აქაურობის დიდებითა და სილამაზით.
მანქანა 7 - სამხედროები
უკვე ბანაკის ადგილის შერჩევაზე ფიქრი დავიწყეთ, როცა თეთრმა ტოიოტამ ჩამოიარა და გაგვიჩერა. მანქანაში 2 სამხედრო იჯდა, ერთი ასაკოვანი, მეორე ახალგაზრდა. ტოხამ ისევ მოყვა თავისი მოკლე ბიოგრაფია. საუბარი ომზე დაიწყო. ასაკოვანმა სამხედრომ თავისი აზრი გამოთქვა რუსეთის ჯარის მომზადებაზე.
- საჰაერო დაცვა რომ არ გვქონდა საკმარისი მაგით გვძლიეს და რაოდენობით. - დაასკვნა მან.. ვისაუბრეთ დანაკარგებზეც... უკრაინაზეც და ასპინძაში ავღმოვჩნდით. სამხედროები ვიღაცის სამძიმარზე მიდიოდნენ. დავემშვიდობეთ გზას გავუდექით. 500 მეტრი არ მქონდა გავლილი, რომ დაგვეწია იგივე მანქანა ახალგაზრდა სამხედროთი და მანქანაში რუკა დაგჩაო მითხრა. რუკის დაბრუნებისთვის მადლობა გადავუხადე და განვაგრძეთ გზა.
ასპინძა საკმაოდ გრძელი დასახლებაა. უნდა გაგვევლო მთლიანად და შემდეგ გაგვეჩერებინა მანქანა. დიდიან პატარიანათ ყველა ჩვენ გვიყურებდა. ტაქსისტების შეტევის მოგერიებაც დაგვჭირდა და დავტოვეთ ასპინძა. მანქანები თითქმის არ იყო. ზოგი ეკლესიაში მიდიოდა, ზოგი ეკლესიიდან, ზოგს ნახირი სახლში მიყავდა.. ჩვენც ჩვენი გზით მივდიოდით..
ქვიშისფერი კლდეები, ჩალისფერი მცენარეული, მტკვარი მიჩუხჩუხებდა...
ბორჯომში თუ ციოდა და თოვლი იდო, ახალციხეში უბრალოდ ციოდა, ასპინძაში კი გაზაფხულის ამინდი იყო, თბილი სიო უბერავდა და გვეფერებოდა ნაზად.. ჩვენც ხარბად ვუშვერდით ნაზ სიოს სახეებს..
- აქ სახლს ვიყიდდი... დიდი აივნით და ახლა გამოვიდოდი აივანზე, ყავას მოვიდუღებდი და დაგპატიჟებდი.. ასეთ საღამოს სახლში ჯდომა ცოდვაა.. - ვუთხარი ტოხას, რომელიც ნერატის სახით უყურებდა არემარეს...
ფერდობები უხვად იყო შემკული ნაწილობრივ ჩამოშლილი მესხური ტერასებით... თითქოს ისინი კვლავ ელოდებოდნენ შრომისმოყვარე მესხ გლეხს, მოსულიყო და დაემუშავებინა მიწა.. აეწვავებინა ატამი, ვაშლი.. უამრავი სხვა მცენარე, რაც ამ დალოცვილ მიწაზე მოდის...
ტერასები, ქვები, კლდეები, მიწაც.. ყველაფერი რაღაც, მხოლოდ ამ მხარისთვის დამახასიათებელი სითბოთი სუნთქავდა. ეს მიწა ბებერი ბრძენივითაა... მან ყველაფერი განიცადა რაც განსაცდელი ჰქონდა, ახლა კი სიმშვიდით სუნთქავდა და მისი სიმშვიდე ჩვენ გადმოგვეცემოდა.. ორ მგზავრს, რომლებიც მივაბიჯებთ ამ მადლიან მიწაზე.
Last edited by Ketevan Guliashvili on 04 ივნ 2012, 22:23, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 06 დეკ 2011, 20:26

ტრული – საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

თბილისი - ხერთვისი - ვარძია - ვანისქვაბები - ასპინძა - ურაველის ხეობა - ახალციხე - თბილისი
2009 წლის იანვარი



მანქანა 8 - ხიზაბავრა
ასე ოცნება ოცნებაში გაგვახსენდა რომ კარგი გრძელი გზა გვაქვს წინ და ისევ მანქანებზე ზრუნვა დავიწყეთ. ცოტა ხანში გაგვიჩერა მიკროავტობუსმა, რომლის უკანა ნაწილი საბარგულად გამოიყენებოდა და ლეიბებით იყო დატვირთული. მანქანაში ხიზაბავრელი გლეხები ისხდნენ, გორში კარტოფილი გაყიდეს, ახალციხეშიც ივაჭრეს და სახლში ბრუნდებოდნენ.
-თქვენ ახალციხეში დაგინახეთ, მაგრამ ადგილი არ გვქონდა რომ აგვეყვანეთ. - გვითხრეს მათ.
ტოხამ ისევ მოყვა თავისი ბიოგრაფია, თუმცა გლეხებს არც უკრაინა აღელვებდათ, არც კრიზისი, არც პოლიტიკა.
მე მკითხეს სადაური ხარო, და მიამატეს, კილოზე გეტყობა სომეხი ხარო.. დავიბენი და ვერაფერი ვუთხარი... ნიჯგორში დავემშვიდობეთ გლეხებს და გზას გავუდექით.
ულამაზესი საღამო იყო. ჩამავალმა მზემ არემარე ოქროსფრად შეღება.. ნიჯგორი უკან დაგვჩა, წინ კი რაღაც სოფლის სახურავები ბრწყინავდა.
მანქანა 9 - ახალქალაქელები
ცოტა ხანში 06 ჟიგული გავაჩერეთ, რომლის მგზავრებიც ახალქალაქელი სომხები იყვნენ. მათ უკრაინული აქცენტი აღმომიჩინეს და დაჟინებით გვირჩიეს ღამე ან ხერთვისში ან ხერთვისიდან 3 კილომეტრში სოფელში გაგვეტარებინა. ჩვენ დავეთანხმეთ და ხერთვისში ვარძიის გადასახვევზე ჩამოვედით.

ხერთვისის ციხეს ჩამავალი მზის სხივები უკანასკნელი ოქროსფერი სხივებით კაზმავდნენ... ყველაფერს წყვდიადი იზავდა... ლამაზი ოქროს ფერი სულ მაღლა და მაღლა კლდეებზე ადიოდა, ხეობაში კი ბინდი ისადგურებდა. ცხადი იყო რომ აქ მანქანას ვერ ვიშოვიდით და საბანაკე ადგილი უნდა გვეპოვნა. გავიარეთ ახალი საგზაო ნიშნებით და მაჩვენებლებით აღჭურვილი ხერთვისი და დავიწყეთ ადგილის ძებნა. არ გვიმართლებდა.. ამ მხარეში ტყეები არაა, შეშა ჭირს..მტკვის ხეობა ვიწროა, მარცხნივ კლდე მარჯვნივ კი ვიწრო ნაპირი და მტკვარი. მეორე ნაპირას ალაგ ალაგ ჩანდა კარგი მდელოები, მაგრამ ხიდები არ იყო.
მივედით (მგონი) გელსუნდამდე და ქვის კარიბჭეს (მგონი, დიდი გამოქვაბული იყო კლდეში და..) შევავლეთ თვალი... მაგრამ დასახლებასთან გაჩერება არ გვინდოდა.. კიდევ 2 კილომეტრიც დავფარეთ და ფართო და უკაცრიელ ნაპირსაც მივადექით. ცა უკვე მუქი ლურჯი გახდა და ვენერა ეულად კაშკაშებდა.
ჩავედით ნაპირზე... ტოხა დასაზვერად წავიდა და მდინარის პირას იპოვა ადგილი, სადაც ადიდებისას მტკვარს ბევრი ხე და ტოტი მოაქვს, თან გზიდან ნაპირი აღარ ჩანდა. გადავწვიტეთ დაბანაკება.
კარავი გაიშალა, ფიჩხი მოვაგროვეთ, ცეცხლი დავანთეთ. თოვლი არ იდო, მხოლოდ მტკვრის ნაპირები იყო მოყინული. წყალი მტკვარშივე ავავსეთ და ასადუღებლად დავდგით.
ვახშამს არაყი მივაყოლეთ.
დავლოცეთ კარგი მძღოლები, მგზავრები, მზე და მთვარე... ჩაიც მივირთვით და დასაძინებლად გავემხადეთ.
მტკვრის უკაცრიელ ნაპირზე ეულად მდგომი კარვის შესასვლელში ორი მგზავრი იჯდა, ეწეოდა და ვარლსკვავებით მოჭედილი ცით ტკბებოდა...
პირდაპირ სალი კლდე იყო აღმართული, რომელსაც დრო და დრო გზაზე მიმავალი მანქანები ანათებდნენ..
ვტკბებოდით ამ მშვენიერებით რაც ბუნებამ გვაჩუქა, და სიხარულით ვთვრებოდით...
- მე ბედნიერი ვარ.. - ვთქვი მე.. ტოხამ კმაყოფილი სახით თავი დამიქნია..

უკვე კარგა ხნის გათენებული იყო ჩვენ რომ საძილეებიდან თავები ამოვყავით და თვალები მოვიფშვნიტეთ. ციოდა... მაგრამ ასატანად. ჩაცმა, წუწუნი - რა ცივია ეს ოხერი ტანსაცმელი და ადგომა. ტოხამ უმალვე კოცონი დაანთო და წყალიც დავადგით. სუპი (გალინა ბლანკა) მტკვრის წყალმცენარეებთან ერთად მიუხარშა და საუზმეს შევუდექით. ნასაუზმევებმა და ჩაი დალეულებმა მტკვარში პირი დავიბანეთ, ავკეცეთ კარავი, და ცოტა არ იყოს წუხილით დავემშვიდობეთ ბანაკს.
კლდეები ისევ ოქროს ფრად ბზინავდნენ. ცოტაც გავიარეთ და...
მანქანა 10 - მგზავრობა დახურულ საბარგულში
წამოგვეწია დახურული უკანა ნაწილით მინიბუსი. არჩევანი არ იყო, ამიტომ მაშინვე გავაჩერეთ და საბარგულში შევძვერით და ზურგჩანთებზე დავსხედით.
ცოტა ხანში მინიბუსმა ისეთი ნჯღევა დაიწყო, რომ ძლივს ვიკავებდით თავს რომ არ გვეხტუნავა
- კიდევ კარგი კარგი გზაა, თორემ ცუდ გზაზე ასეთი მგზავრობა შეგვიწირავდა
- მართალი ხარ - დავეთანხმე ტოხას - ადამიანის შიგნეულობით დამზადებული გოგლი-მოგლი დარჩებოდა ჩვენგან...
ვარძიასთან ჩამოგვსვეს და დავინახეთ რომ გზა სულ დანგრეული იყო... გაგვეცინა... აი თურმე ასე რატომ გვანჯღრევდა
მადლობა ვუთხარით მძღოლს და...
- ქართული ასე კარგად საიდან იცი?
- ქართველი ვარ.. თბილისიდან ვართ...
ორ დღეში ხან სომეხი, ხან უკრაინელი ახლა კი ქართული საიდან იციო
ვარძია
გავუდექით გზას და ვარძიის შესასვლელთან მივედით. იქაურებმა გაკვირვებული სახეებით შემოგვხედეს, აქ რამ მოგიყვანათო...
ბილეთები ავიღეთ, რისთვისაც ტოხას ქართულად საუბარი ვაიძულე - უცხოელები არ ვეგონოთ თქო. გიდზე უარი ვთქვით და...
დავიწყეთ დათვალიერება...
ვარძიაც და მისი შემოგარენიც ოქროსფრად იყო განათებული.. მხოლოდ ორი ფერი იყო, ოქროს ფერი და ცისფერი ცა..
ვარძიაშივე ძროხები ძოვდნენ ბალახს და ძაღლი მათ ბილიკზე ასვლის საშუალებას არ აძლევდა.
ტოხა აქ პირველად იყო და აღფრთოვანებას ვერ მალავდა..
- არამიწიური პეიზაჟებია... მგონია დედამიწაზე არ ვართ.. - თქვა მან და იღებდა სურათებს...
ოდნავ მაღალი მთები თეთრი თოვლის საფარით იყვნენ შემკულნი... დაბლები ორქოს ფერები... ქვემოთ მტკვარი...
მე მოკლე ისტორიული ექსკურსი ჩავატარე და გავიხსენე რაც კი აქაური გიდებისგან მსმენია.
კმაყოფილები და ნასიამოვნებები ჩავედით მდინარესთან. წყაროზე წყალი ავავსეთ, კბილები გამოვიხეხეთ.. წავიხემსეთ და ვანის ქვაბებისკენ წავედით. ამ დროს ვარძიის საპირისპირო მხარეს რამდენიმე ჯიპი გაჩერდა, ყველა სავსე. ეტყობა ადგილობრივები მწვადებს წვავდნენ და ქეიფობდნენ აქ.
ჩვენ წავედით, ორი მგზავრი ეულ გზაზე..
-თავი შუა საუკუნეების მგზავრი მგონია, ასე რომ მივდივარ ცარიელ გზაზე..
შემდეგ წარმოვიდგინე როგორ გავივლიდით ამ გზაზე 800 წლის წინ. მე და ტოხამ სხვადასხვა სცენარები შევქმენით და ასე მივადექით ვანის ქვაბებს. მტკვრის მეორე მხარეს თმოგვის ციხე იყო კლდეზე წამოჭიმული. იგი ისე ერწყმოდა ფერებში კლდეს რომ სანამ ახლოს არ მივედით ვერ შევამჩნიეთ. გული დაგვწყდა რომ ხიდი არ იყო რომ გადავსულიყავით და ვანის ქვაბებისკენ ავედით. გული ვიჯერეთ მისი თვალიერებით და დასასვენებლად წამოვწექით, თან კიდევ ერთხელ წავიხემსეთ.
სანამ გზაზე დავბრუნდებოდით ცოტაც წავუძინეთ.. გავედით გზაზე და ერთი კილომეტრის შემდეგ ვარძია - ახალციხის მინიბუსი წამოგვეწია. ვინაიდან აქ ტრანსპორტის არჩევის სასუალება არ იყო, გადავწყვიტეთ ხერთვისამდე გავყოლოდით.
ხერთვისში ისევ მხოლოდ ჩვენ და გზა დავრჩით..

სანამ მინიბუსით მივდიოდით სამხედრო პოლიციის მანქანამ ჩაგვიქროლა, თან უკან ღია საბარგული ჰქონდა, მიყვარს საბარგულებით მგზავრობა (ფიტარეთი).. და წავიკმუტუნეთ ორივემ... ნეტავ დავლოდებოდით...
მგონი მხოლოდ ეს იყო დასანამი ჩვენი მგზავრობიასას.
გული მღერის, სული ხარობს ამ სალი კლდეების სემყურე..
მარტონი ვდგავართ ხერთვისის გასასვლელთან, ასპინძის გზაზე და მინდა ვიკივლო "მიყვარს სამცხე!!!" მიყვარს!!! მინდოდა ტოხასაც ჩემთან ერთად ეყვირა.. კიდევ უფრო მიხაროდა.. ამ მიწაში ვგრძნობ ფესვებს, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს რამდენი საუკუნის წინ დატოვეს ჩემმა წინაპრებმა ეს მიწა.. არცერთი ნათესავი არ მყავს არ... არ ვიცი რომელი ძეგლის მშენებლობასთან ჰქონდათ მათ რაიმე საერთო.. რომელი იყო მათი სოფელი... რატომ წავიდნენ არ როდის, ანვინ იყო ის ვინც წავიდა და ქარელში დასახლდა? არაფერი არ ვიცი.. უბრალოდ რაღაც ინსტინქტი მკარნახობს რომ ეს ჩემი მიწაა და მე მისი სიყვარული რაღაც ღრმად ჩაფლულ გენებში მიდევს.
მანქანა 11 - მანილისფერი
გამოჩნდა ისევ 06 ჟიგული.. მალინისფერი, როგორც ჩვენი კარავი..
თვალები ჩავუჟუჟუნეთ.. ტელეპატურად ვაცნობეთ რომ მგზავრები ვართ, ასპინძისკენ მივდივართ და მათი მანქანის ფერი ძალიან მოგვწონს, რადგან ასეთი კარავი გვაქვს. არ ვიცი მძღოლი რას მივხვდა, მაგრამ გააჩერა და ნიჯგორამდე მიგვიყვანა. არ გვისაუბრია.
მანქანა 12 - სომხური
ვიფიქრეთ ღამე ურაველის ხეობაში გაგვეთენებინა და... უნდა მიგვეღწია იქამდე.
ნიჯგორში ხიზაბავრიდან ჩამოსული ვოლგა გავაჩერეთ, რომელშიც სომხურ მუსიკას ვისმენდით. ტოხამ აქო მუსიკა და ასპინძამდეც ჩავედით.
ასპინძა ისევ ფეხით გადავკვეთეთ. იმ სახლსაც ჩავუარეთ, სადაც გუშინდელი სამხედროები სამძიმარზე მივიდნენ. აქ მათი, სამხედრო პოლიციის, რომელიც ვარძიის გზაზე ვნახეთ, და სხვა მანქანებიც იდგნენ.
ისიც ვიფიქრეთ სამძიმარზე შევსულიყავით
გზა განვაგრძეთ, ასპინძაში ლუდი ვიყიდეთ. იმდენ ყურადღებას ვიპყრობდით ორი მოგზაური, რომ შთაბეჭდილება დაგვრჩა, აქ ყველა გვიცნობს და ყველაფერი იციან ჩვენზე. ტაქსისტებმაც გაითვალისწინეს გუშინდელი გამოცდილება და ყურადღებას აღარ გვაქცევდნენ.
ასპინძას გავცდით და გზის პირას ნაძვნარში ლუდის დასალევად ჩამოვსხედით, თან ხეობის სილამაზით ვტკბებოდით.
ჩაგვიქროლეს სამხედრო პოლიციამაც, გუშინდელებმაც.. ჩვენ კი არ ვინძრეოდით.
ბოლოს, როცა ლუდითაც და პეიზაჟებითაც ტკბობა გვეყო, გავედით გზაზე და
მანქანა 13 - სამხედრო ექიმები
გავაჩერეთ შავი ჯიპი.. უკვე მანქანებით თვლა გვერეოდა. ყველა მანქანას სახელი შევარქვით და დრო და დრო ვიმეორებდით თანმიმდეწვრობას.
ჩვენი ახალი თანამგზავრები სამხედრო ექიმები იყვნენ, ერთი პოლკოვნიკი, მეორე მაიორი, არც კი გაგვკვირვებია, როდესაც აღმოჩნდა რომ ისინიც ასპინძიდან სწორედ იმ სამძიმარიდან მოდიოდნენ, სადაც სხვა სამხედროები იყვნენ.
საუბრის თემა კვლავ ომი. დაახლოვებით იგივე რაც წინა სამხედროებთან. შევეხეთ უკრაინის პოლიტიკასაც.. ტოხა და პოლკოვნიკი მსჯელობდნენ იუშჩენკო უარესია თუ სააკაშვილი.
ტოხამ ისევ მოყვა თავისი ბიოგრაფია.. მგონი მეათეჯერ.. პოლკოვნიკმა თქვა რომ დაძმობილებულები ვართ ქართველები და უკრაინელები.. უკრაინის არმიაზეც ვისაუბრეთ, პერევში რუსების მდგომარეობაზე. ექიმი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
- მალე შიმშილით დაიხოცებიან
- უკვე დიდი ხანია მათხოვრობაზე გადავიდნენ.. - არ გავიზიარე ოპტიმიზმი მე - მარა როდის აქეთ აღელვებთ ეგ რუსებს?
- მოსახლეობა ისევ გავა და ვიღას ემათხოვრებიან?
ასე მივედით ურაველის შესართავთან და იქ დავემშვიდობეთ ექიმებს.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 06 დეკ 2011, 20:27

ტრული – საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან

თბილისი - ხერთვისი - ვარძია - ვანისქვაბები - ასპინძა - ურაველის ხეობა - ახალციხე - თბილისი
2009 წლის იანვარი


ურაველი
ბინდდებოდა. ჩვენ კვლავ მარტო დავრჩით გზაზე... უკან ასპინძაა, წინ ახალციხე, მარცხნივ ურაველი, მარჯვნივ ორფოლო.. ჩვენ ურაველი გზას ავუყევით. ვიწრო ხეობას მიუსაფარი კლდეები კრავდა, რომლებზეც აქა იქ ფოთლოვანი ხეები იზრდებოდა.. ბინდი ჩამოწვა.. მდინარის პირები თოვლით იყო დაფარული. რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგვიწია, სანამ საბანაკედ ვარგის ადგილს ვიპოვიდით. ბოლოს დაცარიელებული ფაცხები "ამაღლება დავინახეთ და დასაზვერად ჩავედით. ტოხამ მდინარეზე გადასასვლელი იპოვა და ჩვენც მეორე ნაპირზე ავღმოვჩნდით. ცოტა მანძილიც გავიარეთ, ხან თოვლში, ხან კი კლდეების ვიწყო ბილიკებზე და პატარა ველზე ავღმოვჩნდით. შეშა ბლომად იყო, ერთერთი ხის ქვეშ თოვლი არ იყო და აქ კარავი გავშალეთ, შეშა მოვაგროვეთ...
ყინავდა.. სიცივისგან თითები გვერთმეოდა... მაგრამ.. არ ვიცი რა მოხდა ჩემში.. თავი ინდიელის ქალი მეგონა.. ყინვა, ფეხების თითების მოყინვა არანაერ დისკომფორტს არ მიქმნიდა.. მშვიდად ვაგროვებდი შეშას, ვამტვრევდი ფიჩხს მოყინული ხელებით, თითქოს ეს ჩემთვის ნორმალური საქმიანობაა.
დრო და დრო ხან მე ხან ტოხა მოყინულ თითებს სულს ვუბერავდით და აქციურად ვიზელდით, რათა სისხლის მოძრაობა აღგვედგინა. ცეცხლი თოვლში ცუდად ინთებოდა და ნესტიანი შეშა მალე ქვრებოდა.
რაც კი არაყი გვქონდა დაილია და ნარჩენები ცეცხლის სულებს შევწირედ მსხვერპლად.
ნეტავ რამ გვაიძულა ჩვენ, ამ სიცივეში, ასე წამოვსულიყავით თავგადასავლების საძიებლად, თბილი ლოგინების ნაცვლად ცივ კარავში ძილი რატომ ვარჩიეთ? რა გვჭირს ნეტავ?
კითხვაზე პასუხი არცერთს არ გვქონია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივეს, არჩევანმის საშუალება რომ გვქონოდა, თბილ ოთახებს მდინარე ურაველის მოყინულ ნაპირს ვარჩევდით.
ჩაი ძლივს ავადუღეთ... დავლიეთ...
ეულ ნაპირზე, სადაც ყინვამ და წყვდიადმა დაისადგურეს, ჩამქვრალი კოცონის გვერდით, ორი გაყინული მგზავრი კარვის წინ ეწეოდა და ვარლსკვავებით მოჭედილ ცას უყურებდა. ჩვენი სიგარეტის ბოლი კოსმოსისკენ, იმ ვარლსკვავებისკენ ადიოდა, როგორც საიდუმლო გზავნილი, ჩვენი ოცნებებიც, ნატვრების და იდუმალი სურვილების შესახებ...
არა, ყინვა არ გვიშლიდა ხელს ბედნიერად გვეგრძნო თავი..
რა კარგია რომ აქ ვართ.

დილა ურაველის ხეობაში
მციოდა... ამ სიტყვით შემიძლია ავღწერიო ეს ღამე... დილით გავიგე ტოხა ამოძრავდა.. ელვის ხმა... მეც ავწიე თავი, ცხვირი საძილიდან გამოვყავი და დარწმუნებული ვარ საძილესა და მის გარეთ ტემპერატურის სხვაობა 30 გრადუსზე მეტი იყო.
თავი გამოვყავი და მომესმა ტოხა მაღალ ხმაზე კიოდა...
- შენგან კარგი სოპრანო დადგებოდა - ვუთხარი..
- აბა შენ ჩაიცვი შარვალი და ვნახოთ..
დასრულდა ჩვენი ვოკალური ნიჭის გამოვლინება, გაყინული შარვლის ჩაცმით და შევუდექით არანაკლებ გაყინული ბათინკების ჩაცმა.
კოცონთან ბრძოლა... არა.. ურაველის ხეობის ცეცხლის ღვთაებებს ჩვენ არ მოვწონვართ.
მე ისევ ინდიელი ქალის ფლეგმატიურობით.. მიუხედავად ოთხოვე კიდურის მოყინვისა აუღელვებლად ვაგროვებდი ფიჩხს და ველოდებოდი ტოხა როდის მოაგვარებდა ცეცხლის ღვთაებასთან ერთიერთობებს.
დაიდგა კანი წყლით... მოიხარშა სუპი ადგილობრივი მცენარეულობით და გაყინულერბს ცხელი სუპი ღმერთების ამბროზიად მოგვეჩვენა...
სუპს ბუტერბროდები, ჩაი და სნიკერსი დავაყოლეთ.
დადგა კარვის აკეცვის დრო. დავბერტყეთ ფენებს შორის დაგროვილი ყინული და ზედა ნაწილი იალქანივით გასაშრობად გავჭიმეთ ხეებზე.
შუა დღე ახლოვდებოდა, როდესაც ვიწყო ხეობაში მზემ შემოანათა და უმალვე დათბა.
- ეგებ ნავი გავაკეთოთ, კარვის ხედა ნაწილი იალქნად გამოვიყენოთ და ისე წავიდეთ თბილისში?
ტოხამ ვიწრო ურაველს სკეპტიკურად შეხედა, მე გავახსენე რომ სულ ოთხიოდენ კილომეტრში ურაველი მტკვარს უერთდება. მაშინ ტოხამ ზაჰესი გამახსენა, თუმცა იდეის ორიგინალურობა მოეწონა.. მალინისფერი იალქანიც ისე ლამაზად გამოიყურებოდა...
მზემ მალე გაალღვო და გააშრო კარავი. ბარგი ჩავალაგეთ და ჩვენი მეორე სახლიც მივატოვეთ.. კარგად გვიმასპინძლა ამ ველმა, თუმცა ცივად...
გავედით გზაზე და მტკვრისკენ დავიძარით. გზად ტოხა რაღაცას უსტვენდა, მე ვღიღინებდი... გზა ჩვენია, ჩვენ მივდივართ!
აქ კი უამრავი მანქანა დავინახეთ. თურმე ახალციხელები ნათლისღების დღესასწაულზე მდინარესი დანსაბანად ურაველის და მტკვრის შესართავს იყენებდნენ. გავცდით მორწმუნეთა კოლონას და დავიწყეთ ისევ მანქანების გაჩერება.

მანქანა 14 - თეთრი ტოიოტა ღია საბარგულით
როგორც იქნა გაგვიჩერა შედარებით ცარიელმა ჯიპმა ღია საბარგულით. ჩვენ საბარგულისკენ გავეშურეთ, ძალიან გვინდოდა მგზავრობა ღია საბარგულში, სახეების ქარისთვის შეშვერა... მაგრამ არაო... ჩანთები საბარგულში, ჩვენ სალონში.
საუბარი არ აეწყო. მხოლოდ ის გვკითხეს საით მივდიოდით და ახალციხხის შესასვლელში, ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე ჩამოგვსვეს. ჩვენ ცოტა გავიარეთ და უკვე ახალი მანქანის გაჩერება გვინდოდა, როდესაც ისევ მათ გაგვიჩერეს და წნისამდე გაყვანა შემოგვთავაზეს.
ჩვენც გავყევით. ათიოდენ წუთში წნისში დავრჩით მარტო გზაზე.
პეიზაჟები შეიცვალა, სამცხის ვიწყო კლდოვანი ხეობები ფართო ველებმა შეცვალა და ტყიანმა გორაკებმა... ვდგავართ, ვაჩერებთ მანქანებს.

მანქანა 15 - მალინისფერი ნისანი და ყოფილი პოლიციელი
ჰორიზონტზე ნივა დავინახეთ.
-ჯერ ნივით არ გვიმგზავრია, - ვუთხარი ტოხას.
-გამოსასწორებელია - დამეთანხმა ტოხა და აქტიურად დავიწყეთ ხელის ქნევა და ჰოლივუდური ღიმილების დემონსტრაცია. მაგრამ ამაოდ.
შემდეგ ისევ მალინისფერი ნისანი გამოჩნდა.
ამჯერად ჩვენ ვეცადეთ შთაგვეგონებინა მისი მძღოლისთვის რომ მანქანის ფერი ჩვენი კარვის ფერს ჰგავდა და ამიტომ ძალიან გვინდა ამ მანქანით ბორჯომში ჩასვლა. მძღოლი მიგვიხვდა და გაგვიჩერა.
როდესაც მანქანაში ჩავსხედით, გაირკვა რომ იგი თბილისსი მიდის, ოღონდ ნელნელა, გზაში საქმეები მაქვსო.
მძღოლი ახალციხელი, ყოფილი პოლიციელი იყო, პოლიციური ჩვევისამებრ ორივეს გამოგვკითხა ყველაფერი, ისიც იკითხა, მოსკოვის პროსპექტზე ერთ ოთახიანი ბინები რა ღირსო.
პოლიციელი უკვე პენსიაზე იყო და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, რის გამოც ხშირად უწევდა თბილისში მგზავრობა.
იგი გაგვიმასპინძლდა საკუთარი დამზადებული დამარილებული ხორცით, ლუდს კარგად უხდებაო.
ბორჯომში კი მთელი ყუთი ბორჯომი იყიდა და მე და ტოხას თითო თითო ბოთლი მოგვცა.
მზიანი სამცხე უკან დაგვჩა, ბორჯომის ხეობაში მოღრუბლული იყო და ღრუბლემი ტყიანი მთების თავებს ფარავდა... თეთრი ბურუსი ტყეების თავზე მიუსაფარი სულებივით დაფრინავდა... ჩვენ ვტკბებოდით ამ ხედებით, სანამ ხეობაც უკან არ დაგვჩა და ქართლის დაბლობზე გამოვედით...
ეჰ.. მშვიდობით სილამაზე...
ხაშურის გზაზე გაირკვა რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო, ამიტომ ხაშურში დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენ მარტო გადავკვეთეთ ხაშურის ხმაურიანი ცენტრი. ცა მოღუჟული იყო.. ქუჩემი ატალახებული და მოყინული... სამცხის მშვენიერების შემდეგ ხაშურმა ძალიან უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა..
ქალაქის გასასვლელში წავიხემსეთ... ძალიან უსიამოვნო და მტვრიან ადგილზე... მალევე გავედით ისევ გზაზე და მანქანების გაჩერება დავიწყეთ.
მანქანა 16 - გურული და ვოლვო
რაც უფრო დიდია მოძრაობა, მით ნაკლები ალბათობაა რომ გაგიჩეროს მანქანამ. ბევრი ვუღიმეთ მიმავალ მანქანებს, თვალებიც ვუპაჭუნეთ, ვცადეთ შთაგვეგონებინა რომ ჩვენ სწორედ ამ ლამაზი მანქანით გვინდა წასვლა, მაგრამ.. ბოლოს ვერცხლისფერმა ვოლვომ გააჩერა. მძღოლმა გვითხრა რომ თბილისში მიდის და ჩვენც ჩავუჯექით.
მძღოლი გურული აღმოჩნდა, ოზურგეთიდან.. ცოტა ვისაუბრეთ, ოზურგეთული ვაშლებითაც გაგვიმასპინძლდა.. მაგრამ გზის უდიდესი ნაწილი ჩუმად ვიყავით. გურული ვოლვოს მისი მხარისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი ტემპერამენტით მართავდა.. მე და ტოხა ჩავებღაუჭეთ სავარძლებს და ხშირად თვალებს ვხუჭავდით...
ქარელის რაიონისკენ მზე ისევ გამოვიდა..
გზატკეცილი.. ავტობანი..
მანქანა თბილისისკენ მიჰქროდა და ვშორდებოდით ულამაზეს სამცხეს... სევდა მიპყრობდა.. არ მინდოდა ამ მტვრიან ქალაქში დაბრუნება, მაგრამ ბედს ვერ გაექცევიო...
მალე მოგზაურობა დასრულდა.. დელისის მეტროსთან ვოლვოს, ჩემი და ტოხას გზები გაიყარა...

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 06 დეკ 2011, 20:41

ლობოს მონათხრობს მერე დავდებ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by qvevri » 07 დეკ 2011, 09:21

სადღაც თეოტირეს მონათხრობი წამიკითხავს მყინვარწვერზე რომ ადიოდა. მახსოვს, რომ კარგი იყო...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Mta Mkvarebia » 07 დეკ 2011, 09:29

Ketevan Guliashvili
ამ ბოლო დროს ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი, ამიტომ გვიან ვნახე ეს თემა. ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ! ძალიან მაგარი იდეაა!. თუმცა კონკურსის სახე მეც არ მხიბლავს დიდად, მაგრამ ამ ჩანაწერების ერთად თავმოყრა დიდებული საქმეა და კარვის შთამომავლობა დაგიფასებს ;) აქამდე მე ჩემთვის მქონდა ფავორიტი მოგზაურობების ჩანაწერების ბმულები ერთად თავმოყრილი და თავისუფალ დროს გადავიკითხავდი ხოლმე, ვინ იცის მერამდენედ. კოტეტბელის მიერ გახსნილი ნებისმიერი თემა უკვე შედევრია. ამ თემას არ ეხება, მაგრამ მისი არასალაშქრო თემებიც არაა დასაკარგი, ამიტომ დროდადრო მაღლა ამოვწევ ხოლმე რომ ახალმა კარველებმაც წაიკითხონ და ისიამოვნონ. ასევე არ ეხება ამ თემას, მაგრამ ჩემი უდაო ფავორიტია გოგას - გამარჯობა საქართველოს სხვადასხვა სეზონისადმი მიძღვნილი ფოტორეპორტაჯები "ჩემი გაზაფხულის გაზაფხული", "ჩემი შემოდგომის შემოდგომა", "ჩემი ზამთრის ზამთარი", ასევე მისი ფოტორეპორტაჟები თუშეთზე სამცხეზე და ა.შ. იმის თქმა მინდა რომ სხვა ხასიათის ბევრი ისეთი თემა გვაქვს კარავზე, რომელთა სხვა თემების ზღვაში ჩაკარგვა საცოდაობაა. და კარგი გოგო ხარ რომ ე.წ. კარვის ოქროს ფონდის შექმნაზე მუშაობა დაიწყე :)

ეს თეოტირეს მონათხრობი, რომელზეც ქვევრი წერდა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3584&start=0

ეს კიდევ გურულის "მეაც გავთუშდი", თუმცა ვალის გასტუმრება დავიწყებია და რეპორტაჟი დასასრულებელი დარჩა ;)
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2423

შეიძლება თუშეთზე გურულის ამ თემას გულისხმობდნენ? :roll: მგონი ასეა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2562

ან ამას:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1404

ლობოს თუშეთის თემაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ მის წაკითხვას დიდი გამბედაობა უნდა , ისეთი ენით აქვს დაწერილი ;)

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2496
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 16:43

ლობო - ლიახვის ხეობა 2007 წლის თებერვალი


რამდენიმე დღის წინ მოვხვდი ამ ხეობაში და ვთვლი რომ ძალიან ლამაზი ხეობაა (უფრო მის მთიან ნაწილს ვგულისხმობ) საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ ყველგან შეიარაღებული ხალხი და დანგრეული სახლია ასე რომ ბუნებით მშვიდად დატკბობა არც ისე ადვილია..

მოკლედ ქართულ სოფელ ქურთაში გავემგზავრე ერთ გერმანელ ჟურნალისტთან ერთად. წინასწარ ავტობუსი აღმოვაჩინე რომელზეც მითხრეს ქურთაში მიდისო. კონკრეტულად აღარ დავინტერესებულვარ როგორ მიდიოდა.. დარწმუნებული ვიყავი რომ შემოვლით გზას გამოიყენებდა ქართული ავტობუსი. თუმცა მხოლოდ ბილეთების ყიდვის შემდეგ გავიგეთ რომ ცხინვალის გავლით მიდიოდა და ალბათ არავინ შეგიშვებთ თქვენო..

მოკლედ გადავწყვიტეთ ერგნეთის ბლოკპოსტამდე მისვლა და იქიდან ტაქსის მოძებნა რომელიც შემოვლითი გზით გადაგვიყვანდა ცხინვალის ჩრდილოეთით იმიტომ რომ ამ ეტაპზე ცხინვალი ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა და იქაც არავინ გველოდა მითუმეტეს სანაკოევის მთავრობისკენ მიმავალ სტუმრებს (მესამე დღეს ქურთაში სანაკოევთან ევროკომისარი ჩამოვიდა და მასაც კი ცხინვალის შემოვლა მოუწია).. ჰოდა მაინც შევინიღბეთ ტურისტებად მე და ჩემი კოლეგა და მივადექით ბლოკპოსტს დაახლოებით ესეთი ტექსტით: ინტერნეტში გავიგეთ ცხინვალი ლამაზი ქალაქია და სანახავად მივდივართო, მაგრამ ნურას უკაცრავად სპეცნაზმა მთელი პანიკა ატეხა გიჟები ვიპოვეთ უფროსოო და დარეკეს თბილისში . მთელი დღე იქ დაგვტოვეს. პასპორტებჩამორთმეულებს არც ცხინვალსი გვიშვებდნენ უსაფრთხოების მოტივით და არც უკან - თბილისიდან პასუხს ველოდებითო..

მოკლედ ბევრი ვიჩალიჩეთ და საღამოს როგორც იქნა მივაღწიეთ საწადელს. ნებართვა მოგვცეს, რადგან ასე ვჯიუტობდით და გვითხრეს ჯანდაბამდეც გზა გვქონოდა. ერთადერთი შანსი დღისით ცხინვალში გასავლელად უკანასკნელი ავტობუსი იყო /ოსების იყო ჰეჰ/. ხოდა გავრისკეთ და გაოსებული სახეებით ავედით ამ ავტობუსში /თითქოს ჩემზე პატრიოტი ცხინვალელი იქ არავინ იყო/. საშინლად გამიმართლა რომ არავინ გამოგველაპარაკა. ქართული ბლოკპოსტი კი გაგვატარეს მაგრამ შემდეგი იყო რუსული და ოსური ჩვენ კი არანაირი შესვლის ნებართვა არ გვქონდა. გაჩერდა ავტობუსი და ოსი სპეცრაზმელი ამოვიდა კონტროლზე... და აქ ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი რა კარგი რამეა კორუფცია! სპეცნაზელმა ავტობუსის მძღოლისგან ფული აიღო და კონტროლიც აღარ იყო საჭირო!

ჰოდა ესე დაუგეგმავად და მოულოდნელად აღმოვშნდი ცხინვალში სადაც გავარკვიე რომ საქართველოში 5 პრეზიდენტი გვყვავს: ბაღაფში, მიშა, კოკოიტი, სანაკოევი და რადგან პლაკატები დამხვდა იქ პუტინი ჩვენი პრეზიდენტიაო ესე იგი პუტინიც!

ცხინვალიდანაც იგივე მეთოდით ჯავისკენ მიმავალი ოსების ჯგუფს /აქაც გაოსებული სახით/ შევერიეთ და მოვხვდით იმ ხეობის ნაწილში სადაც მდინარის ნაპირებზე ქართული სოფლები თამარაშენი, ქურთა და კეხვია, ხოლო გარშემო ცხინვალი და ჯავა. აქ ყველა სიმაღლე – სტრატეგიული ქედები სოფლების გაყოლებაზე – ოსებს უკავიათ, საიდანაც ცეცხლს ხსნიან ხშირად. 3 დღეში მოვასწარით ძალიან ბევრი ინფორმაციის მოპოვება და ფოტოების გადაღება.. ჰო, ინფორმაცია ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის და ბევრი ისეთი რამ კეთდება რაც თავის შედეგს აუცილებლად მალე გამოიღებს..

ჩემდა გასაკვირათ იმ სიმაღლეებზე აპარვა და ოსური პოზიციების გადაღებაც შევძელით და ასევე ჯავასა და კეხვს შორის რუსების და ოსების ბლოკპოსტზეც გადავიპარეთ და ჯავის სურათები გადავიღეთ.

იქ ყოფნისას ადგილობრივი ღვინის გასინჯვა მომიწია. რასაც თქვენც გირჩევთ რადგან ძალიან კარგი იყო.

შემოვლითი გზით დავბრუნდი უკან.. თუ ოდესმე ამ ხეობაში სათავგადასავლო საინფორმაციო ლაშქრობას მოვაწყობთ /მგონი გამოცდილება მივიღე და კონტაქტებიც მშვენიერი დავამყარე/ შემიძლია წინ გაგიძღვეთ განსხვავებული შეგრძნებების ძიებაში.

ადრეც მომიწია ესეთ ზონაში მესაზღვრეებთან იმაზე კამათი რატომ მაჩერებდნენ აქ, მეორე მხარესაც ხომ საქართველოა! ზოგადად არ ჭრის ეს არგუმენტი.. კონფლიქტის ზონაა და საფრთხის არსებობის გამო ვერავის უშვებენ. ეგ კი არა შემოვლით გზასაც არ გვეუბნებოდნენ, ასაიდუმლოვებდნენ. არადა ჩვენ ტყუილად ვძაბავდით – საიდუმლო როგორ არის ინტერნეტში თუ დევს თქო! საბოლოოდ ორჯერვე გადამიშვეს მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა მობეზრდათ ჩემთან კამათი!

ცხინვალში შესვლისა და იქიდან გასვლის დროსაც ოსების კუთვნილი ცხინვალის ნომრებიანი ავტობუსით ვისარგებლეთ.. ქართულ ავტობუსში რომ დავრჩენილიყავით რუსები აუცილებლად გამოგვაბრუნებდნენ, გაგვიმართლა რომ ოსურ ავტობუსებს საფუძვლიანად მხოლოდ ქართველები ამოწმებენ. ოსები და რუსები კი ალბათ დამკვიდრებული ტრადიციით ფულს იღებენ და არავინ ამოწმებენ. ასე რომ ცხინვალიდან გასვლის დროსაც არავის გაუგია რომ იქ უცნობები მოხვდნენ. ავტობუსი იქ მისადგომად ალბათ საუკეთესო საშუალებაა, რადგან მანქანები და სამარშრუტოები მოწმდება.

ჯავისკენ რომ წავედით ქარეთველი სპეცნაზელი გვაცილებდა, რუსებისა და ოსების ბლოკპოსტთან მიახლოებისას გვითხრა ამის იქით ვერ წავალო, მაგრამ რადგან პოსტზე არავინ იდგა გაბედა და გაიარა. სპეცნაზელს მანქანაზე ცხინვალის ნომრები ეყენა. უკან დაბრუნებისას როდესაც ოსების მხრიდან მოვდიოდით არავის გავუჩერებივართ, ალბათ იფიქრეს ჩვენები მოდიან ჯავიდანო. მოკლედ რამოლენიმეჯერ ძალიან გაგვიმართლა.

კიდევ ერთი რამაც გამაოცა, ცხინვალში ისევ ისმის ქართული ლაპარაკი! არ მიცდია გამერკვია ოსები ლაპარაკობდნენ თუ ადგილობრივი ქართველები იყვნენ, მაგრამ მეუცნაურა. ცხინვალში რუსულ და ოსურ დროშებთან ქართული დროშაც დავინახე. წარწერები – კმარა! კაცი ვერ გაიგებს რა ხდება!



მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 17:28

ლობოს თემა ბევრგან ჩავასწორე.

qvevri
Mta Mkvarebia

დიდი მადლობა :)

ჩავუჯდები ნელ ნელა.


აი გოგას ფოტო-თემებს რაც შეეხება, მოსაფიქრებელია. თუმცა ფიქრიც არ უნდა, რადგან ოქროს ფონდი კეთდება უნდა შევიდეს! ერთდღიანი გასვლების ცალკე დანაყოფიც უნდა გაკეთდეს, ასე ვფიქრობ. თუ ოქროს ფონდია, რაც ღირებულია ყველაფერი უნდა მოვიცვათ.

ასევე მოსაფიქრებელია რამოდენიმე ფოტო ხომ არ დავუტოვო ხოლმე თემას?



წელს უამრავი კარგი გასვლა იყო და თემაც ბევრი დაიწერა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 17:33

ლობოს თუშეთის თემაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ მის წაკითხვას დიდი გამბედაობა უნდა , ისეთი ენით აქვს დაწერილი
სადაც ლიახვი წავიკითხე :D ცოტას ჩავასწორებ, თუ არ მოგეწონებათ მომწერეთ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 18:51

teo_ - მყინვარი (11-18.07.2009)

სტეფანწმინდა-საბერწე-მეტეოსადგური-მყინვარწვერი


მოკლედ იმდენმა რამემ შემიშალა ხელი, რომ ბოლო წუთამდე არ მეჯერა თუ მივდიოდი.. დილით ივერიასთან შევიკრიბეთ. ირაკლიმ და ლამამ გაგვაცილეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

ყაზბეგში ჩავედით თუ არა ბელა და მე ჩემს ნათესავებთან დავტყდით, ვიბოდიალეთ. ღამე სტეფანწმინდაში, ცნობილი მთამსვლელის იაგო კაზალიკაშვილის სახლ-მუზეუმში გავათიეთ. ისე შემცივდა მთელი ღამე ვერ გავთბი. როცა წარმოვიდგინე შემდეგი ღამეები სად მიწევდა ცოტა არ იყოს ავღელვდი.

მეორე დღეს გეგმაში ბევრი სიარული არ გვიწევდა. საბერწეზე ვბანაკდებოდით /რაც არც ისე შორია გერგეტიდან, ასე 5-6 საათის სავალი იქნება/ ვერც ვიგრძენი ისე ავედი. ნახევარი გზა წამოწოლილი ვიყავი და ხედებით ვტკბებოდი, ვიცოდი არსად მეჩქარებოდა და თავს არ ვიღლიდი. აი, ბელამ დაღლა თუ იცის რა არის არ ვიცი, რა ჯანზეა, გადადავირიე!

ამ გზით პირველად ვიყავი /ყოველთვის არშიდან გადავდივარ და საბერწეზეც არ ვრჩები ღამე/. ყველაზე მეტად ეს მონაკვეთი მემარტივა. აი, სულს სხვაა დაქანცული და ნახევრად მკვდარი რომ დაღოღავ, ბოლო მთას გადაივლი და უცებ მყინვარს დაინახავ! მერე ათიათასმაგი ენერგიით ივსები და მზად ხარ კი არ გაიქცე – გაფრინდე! თუმცა სამწუხაროდ 5-10 წუთში როცა ქვა-ღორღზე შედგები შეიძლება დაგავიწყდეს ეს ფიქრები და დაიწყო გინება ეს სად მოვდიოდიიიიიიიო!

ვინ იცის რამდენ რამეზე ვფიქრობს აქ რომ დავბოდიალობ: ღმერთს მადლობას ვწირავ, საკუთარ თავს შევუძახებ, ათას რამეზე გადამაქვს ყურადღება ოღონდ დაღლაზე არ ვიფიქრო, საყვარელ მელოდიას ვღიღინებ გულში, ნაბიჯებს ვითვლი, ან ვფიქრობ – ოღონ ამათთან არ შევრცხვე და არ ჩათვალონ რომ სუსტი ვარ! აი ასი ნაბიჯიც და დავისვენებ! აი, იმ ქვასთან მივალ და დავისვენებ! მინდა თუ არა მაგაზე მეფიქრება ყველაზე ხშირად ...

ოოო საყვარელი საბერწეე.. ჩვენი ბანაკი გამოჩნდა.. წინ ბელა ჩანს, ბანაკთან ახლოს /და ჩემგან მოშორებით/! გულში ვფიქრობ , რა ბედნიერია, ნეტავ იქ ვიყო! ვითომ არაფერი, 10 წუთში კი მივედი მაგრამ.. მაგრამ..

საღამოს უკვე საბერწეზე ვართ, ცოტა შევჭამეთ და მოვედით ხასიათზე. ნელნელა ერთმანეთი გავიცანით (მე ბელას გარდა არავის ვიცნობდი), კარვებში გადავნაწილდით და წვიმამაც დასცხოოო..შევიყუჟეთ კარვებში და მოვცხეთ ჯოკერი.


გარედან ხარხარი შემოგვესმა , გავიხედეთ და.. რას ვხედავ! გარედან წარწერაა:"კარავში ავი ძაღლია!"

ახლა რა მოხდა... 3 უცხოელი გვყავდა წამოყვანილი, 2 არაბი და 1 ლატვიელი. ორმა არაბმა ჩვენი დასაწოლი ადგილი მიისაკუთრა და ბელამ ცოტათი „დაცოფა“.

მეორე ღამესაც ძალიან ციოდა. თან ჰაჰა 2 საათი თუ მძინებოდა. დილა მზიანი გათენდა, ავიბარგეთ და წავედით.

საერთოდ მეტეომდე სამთო აღჭურვილობას ნაკლებად ხმარობენ, თოკებიც არაა საჭირო, მაგრამ ამ გასვლაში იმდენი გამოუცდელი იყო საჭიროდ ჩათვალეს თოკებში ჩაბმა.

მეტეომდე ნელი ნაბიჯით ვიარეთ, მე წრიაპი არ მეცვა და ბოღმის ძირში ერთი-ორჯერ ჩამოვვარდი. საბერწედან მეტეომდე რამოდენიმე მონაკვეთია რთული; 1 საათის ქვა-ღორღიანი სავალია საბერწედან სანამ ყინულებთან მიხვალ, ეს ქვები ცვივა და ამიტომ ყურადღებით უნდა იარო. შემდეგ ყინულის აღმართი იწყება, ზევიდან წყალი გადმოდის და შესაბამისად ფეხიც სრიალებს. ამ გზაზე პირველად რომ ავედი 6 საათი დაგვჭირდა. ახლა 2 საათში ავედით მეტეომდე... ყოველ წელს რო ავდივარ ყინული კილომეტრობითაა შემოკლებული.. დნება და დნება .

ხო.. შემდეგი სირთულე , უკვე ყველასთვის რთული და საზიზღარი გორა, რომელსაც"ბოღმა" ჰქვია,რომელზეც მიდიხარ და ვერ მიდიხარ.. გტანჯავს, გკლავს, გინებას გასწავლის თუ არ იცი! წელს ესეც ძალიან დადაბლებული და დაწეული იყო, ისეთი აღმართი აღარ იყო როგორც ადრე, თუმცა, ეს დაბოღმილი მთა ნაირნაირი სიტყვებით შეამკო .
მივაღწიეთ როგორც იქნა.. მეტეო!!!
ეს შენობა კომუნისტების დროსაა აგებული, ალაგ -ალაგ დადგმულია ნალექების საზომი. მოხატვით დაახლოებით 5 წლის წინათ მოიხატა..მეც იქ ვიყავი კარგად მახსოვს. ბევრი საღებავი მორჩა და ჩემი ნაჩხაპნი დღესაც ამშვენებს(თუ ამახინჯებს) იქაურ ქვებს.

საღამოს ჩავთბით საძილეებში და მოვედით ჭორაობის და სიცილის ხასიათზე

გეგმაში მეტეოზე 2 დღის გატარება იყო. მესამე ღამეს უნდა გავსულიყავით პლატოზე სადაც დავრჩებოდით. შემდეგ დღეს წვერზე ასვლას და ჩამოსვლას მოვანდომებდით. ო, როგორ მზარავდა პლატოზე ღამის გახსენება, არანორმალურად ცივა და თან ჩემს საძილეში!


აქედან ყურო ისეთი პაწაწკინტელა ჩანდა! სულ ფოტოებს ვუღებდი და არჩილი ხშირად მახსენდებოდა., ვიცოდი ყურო რომ ძალიან უყვარდა, მისთვის რომელიმე ფოტო უნდა მიმეძღვნა!

სწორედ იმ ღამეს როცა წვერზე უნდა გავსულიყავით ამინდმა აურია..ნისლი ჩამოწვა. ცოტას ვღელავდით მაგრამ არ ვიმჩნევდით. იმ ღამეს წვერზე გასვლა გადაიდო. შემდეგ ღამესაც უარესი ამინდი იყო. მერე კიდევ უარესი. მთელი დღეები კარგი ამინდის იმედით ცაში ყურებაში, ჯოკერის თამაშში, საჭმელებზე,პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ოკულტიზმზე(ამ უკანასკნელზე მაგრად დავცხეთ!) ეზოთერაპიაზე ლაპარაკში გაგყვყავდა..

საღამოსკენ როცა ჩავწვებოდით ერთი მეტად ნიჭიერი ახალგაზრდა გვახალისებდა ანეკდოტებით და ვიხეოდით სიცილით, უხეშად რომ ვთქვა.

მაღლა რომ ხარ კლიმატი ხასიათზეც სხვანაირად მოქმედებს, აქ რომ არაფერზე გაგეცინება იქ იმაზე კვდები სიცილით.
16 ში საღამოს 20 მდე უკრაინელი ამოვიდა, სასადილოში შემოვიდნენ და დაიწყეს სიმღერა, გაბურღეს ტვინი! ჩვენებმაც ეხლა გვიყურეთო და ქართულები დასცხეს. მერე იმათ კიდევ და ... აქ უკვე ცეკვის ხასიეთზე მოვედით, გავედით გარეთ და ვიგიჟეთ...
ახლა ირანელებმაც შეუბერეს თავისებური და წავიდააააააა... გიჟობა მეტეოზე და ყირაზე გადასვლები ...
ძალიან თბილი ხალხი იყვნენ ეს უკრაინელები. ჩვენი და მათი დროშები გამოიტანეს და პატრიოტული სიმღერების ფონზე ააფრიალეს. ჰიმნიც ვიმღერეთ.
წინ მძიმე ღამე გველოდება, როგორც უკვე დავწერე ეს ბოლო დღე იყო მარაგში.. არანაირი პლატოზე დარჩენა,ღამის 2 საათზე ვდგებით და მეტეო-მყინვარწვერი-მეტეო... მიუხედავად შინაგანი დაძაბულობისა მაინც გვიანობამდე ვიხარხარეთ.. მერე ნელნელა მიეძინა ხალხს..მე ფანჯრის ქვეშ მეძინა. ღრუბელი ისევ არ გადადიოდა,მყინვარ თავს არ გვაჩვენებდა, მიუხედავად ამისა გადაწყვეტოლება მიღებულია გავდივართ გავდივართთ !!! სადამდეც მივალთ მივალთ..

Last edited by Ketevan Guliashvili on 07 დეკ 2011, 18:55, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 18:54

teo_ - მყინვარი (11-18.07.2009)

სტეფანწმინდა-საბერწე-მეტეოსადგური-მყინვარწვერი



2ზე ვიღვიძებთ, ვემზადებით და გავდივართ..
თავიდან ყინულებზე სიარული არ გვიწევს ისევ ეს დასაწვავი ქვა-ღორღი.. 10-15 წუთი და უკვე ნელნელა ვგრძნობ სასტიკ გულის აჩქარებას, გახშირებულ სუნთქვას, ფეხები ერთმანეთში მერევა, ვარაუდით ვადგამ,პირი მიშრება.. ცუდად ვარ რა..ფსიქიკურად კიდევ უარესად ავურიე.. მაგრად გავჭედე , კინაღამ გული გამისკდა.. მეთქი ეხლავე ესე მემართება მერე რაღა იქნება, თან ატყობ რომ შენს გარდა ყველა მაგრად დადის და ეს უფრო გაგიჟებს, გულში ვფიქრობ ოღონდ ჯვრამდე მიმიყვანა და მერე მე ვიცი(ჯვრის მერე უკვე ყინულებია) ბოლოს უკვე ვიქცეოდი ისე ვიყავი, საშინელი შინაგანი პანიკა, იმიტო რო შენ თუ ცუდად გახდი სხვაც უნდა გამოგყვეს მარტო ვერ გაბრუნდები და ეს უფრო გაგიჟებს......... მივაღწიეთ ჯვრამდე..ჩავებით თოკებში და ცოტა დასვენებაც მოვასწარი..

გამიარაა ცუდად ყოფნამ.. სიხარულისგან დავფინავ.. რა ხედები გადაიშალა.. ღრუბლებზე მაღლა ადიხარ.. მაღლდები მაღლდები მაღლდები..არც გცივა , არც დაღლას გრძნობ ,მოგწონს ეს ყველაფერი.. ნელი ნაბიჯით მიუყვები სხვის ნაფეხურებს..
ნელნელა თოვლი უფრო და უფრო ფაფუკი ხდება, მაგრამ მშრალია ვერ იგუნდავებ. აი, თუ რამის დაწერა გინდა კარგად მოახერხებ. პლატოზე რომ ავალთ ბელასა და მე გეგმაში გვაქვს კარავი.გე დავწეროთ.
მე მაგარ ჯანებზე ვარ, წესით ნელი სვლით უნდა იარო და როგორც უკან მეუბნებიან მაგრად გავრბივარ და მებუუზღუნებიან. რა იციან რომ ცოტა ხანში ხვეწბნა მოუწევთ რომ ნაბიჯს ოდნავ ავუჩქარო.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ პლატოს მივაღწიეთ, ოოო აქ კი რა ხდება.. ცივა,გყინავს ისეთი ქარია. თოვლი, სეტყვა, თუ არ ვიცი რა ჰქვია, გიჟური ამინდია. გავიკეთეთ წრიეპები. დასვენებას აზრი არ აქვს რადგან უფრო იყინები. გავუდექით გზას რომელიც ყველაზე რთულია, თოვლიც მაღლდება აღმართიც დიდია, ვიარეთ ვიარეთ ვიარეთ.. ეს ყველაზე რთული მონაკვეთები იყო. გამიჭირდა. 1 კვირის შიმშილობამ და უძილობამ თავისი ქნა. ვოცნებობ როდის მომცემენ ჩემ წილ ჩურჩხელას და შოკოლადს. ვაიმე როგორ მინდა აი, ვკვდები ისეეე.. მგონია ერთ ლუკმა შოკოლადს რომ შევჭამ ეგრევე კარგად გავხდები, მაგრამ ვერ ვამბობ, მერიდება. ჩემს წინ გოგოს აქვს ჯიბეში სნიკერსები და ჩემი გულისთვის ხო არ გავაჩერებ მთელ ხაზს... ყოველ 2 ნაბიჯში ვეცემი, ქარია და ეგეც ხელს მიწყობს წაქცევაში..
ჩემს უკან მდგომი ბიჭი უკვე გრძნობს რომ ვერ არის ჩემი საქმე კარგად და ჩემი ჩანთის მოკიდებას მთავაზობს. თან იმით მანუგეშებს რომ ჩემზე საერთოდ არ ზრუნავს, უბრალოდ, შეიძლება ჩემი გულისთვის თვითონაც უკან გაბრუნება მოუწიოს და ეს არ უნდა. ლაპარაკის თავიც არ მაქვს ხმა ჩამეხლიჩა, თმაზე დავიხედე და, ყოველ თმის ღერზე სათითაოდ ყინულია, უცებ ჭაღარებიც კი მეგონა.. ხელები საშინლად მეყინება. თავიდან ვცდილობ ცოტა ვამოძრაო.. მერე უკვე მტკივა მაგრად..მერე საერთოდ ვეღარ ვგრძნობ..მერე როგორც იქნა ხათუნა(ჩემს წინ მდგომი გოგო) მეკითხება ცუდად ხო არა ვარ და კიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ვარ ვარ ვარ მეთქი!

ზურას ეძახის კუჭავას. ზურა მოვიდა ხელთათმანები გამხადა და ხელები მოყინული მაქ წავიდა მასაჟები და მთელი ამბებიიიიიიიიი.. აუ რა მტკივნეული იყოოოოოო.. კუნძზე რო ხელს დაგიდებენ და ზედ ჩაქუჩს გირტყავენ.. კოშმარიიიი.. გამომაფხიზლა ამ ტკივილმა მერე კიდევ სხვა ხელთათმანები ჩამაცვეს და გავაგრძელეთ გზა.. აი ისევ ისე ვარ.. 2 წუთში ხელებიც ისევ ისე , ფეხებიც ,თავიც, ენერგიაც... ვიარეთ ვიარეთ და ვგრძნობ რომ უკვე უნდა დავეცე და მესმის სიმღერა.. ჩვენ 5ად ვიყავით ჯგუფები დაყოფილი, ჩვენი ხაზი ყველაზე ბოლო იყო..რას მღეროდნენ არ მახსოვს მგონი ჩემი ხატია სამშობლოს.. უცებ გამომაფხიზლა.. ნუთუ მივედით ვფიქრობ, წინ დიდად არაფერი ჩანს ნისლია მაგარი..არადა ხმა ახლოს ისმის სიმღერის ჰაჰა 20 ნაბიჯი და იქ ხარ.. ნუთუ ესაა ბოლო.. დამთავრდა ყველაფერი..მეშინია ვიკითხო მივედით თუ არა..მგონი მოვედით, წარმოვიდგინე და უცებ ყელში ბურთი გამეჩხირა თვალებზეც ცრემლები მომადგა(აბაა.. ეგეც შემძლებია )
ხო იმის თქმა დამავიწყდა რომ 28დან მხოლოდ სამი გამოეთიშა გასვლას,1 თავიდანვე და 2 პლატომდე.

3..2..1..გამოჩნდა ხალხის ლანდი..სიმღერა ხომ მანამდეც მესმოდა, რაღაცას ფუსფუსებენ.. ჰოი საოცრებავ მგონი წრიაპებს იხსნიან მგონი მოვსულვართ,მარა შინაგანი ეჭვი მაინც მაქვს რო არა და ამის გაფიქრებაც კი გულს მიხეთქავს. ჯგუფური ფოტო გადავიღე. როგორც იქნა ზურასთან მივღოღდი და პირდაპირ ვერ ვკითხე"– ბევრი დაგვრჩა?"კიიი ,ჯერ მარტო სპარტაკის სიმაღლეზე ვართ(ზ.დ.4500) და აქედან თუ ვინმე გამოეთიშება ეგ იმას ნიშნავს რო მთელი ჯგუფი უკან უნდა გაბრუნდესო.. ყველაფერი თავში ამერია, ჩანთას ვიხსნი ვაგდებ და ზედ ვეგდები, თავი მუხლებში ჩავრგე და ყველაფერი დატრიალდა,ყველაზე დამპალი შეგრძნება როცა საკუთარ თავში ეჭვი გეპარება და კიდევ უფრო საზიზღარი როცა აღმოაჩენ რომ არც ისეთი პრინციპული და შემართული ყოფილხარ! საკუთარ თავს ვეუბნები ოღონდ ახლა ავიდე და მეტეოს აღარ გავცდები მეთქი. გგონია რომ ამოწურე საკუთარი თავი, ცარიელი ფიტული ხარ რომელსაც არაფერი შეუძლია ერთ ადგილზე დების გარდა..არანორმალურმა კანკალმა ამიტანა ალბათ მცივა მაგრამ არ მაინტერესებს! მთავარია არ დავდივარ, პირი ქურთუკის საყელოში მაქ ჩაყოფილი და ამოსუნთქვისას ოდნავ სითბოს ვგრძნობ,გარშემო სიმღერა მესმის ისევ, ვიღაც გამწარებული მეძახის ფოტოს გადასაღებად და არ ვიმჩნევ, საშინელი ქარბუქია არც თოვლი მოაქვს და არც სეტყვა ყინულის კრისტალები ცვივა..ხათო მოდის და გაყინულ სნიკერსს მაძლევს. წყლის ამოღება მინდა და ზურა მახსენდება.. ხელებს ვერ ვამოძრავებ, ისევ მასაჟები და ზურას საყვედური აქამდე რომ არ ვუთხარი და ხელზე 4 ჩამოცმული ხელთათმანი. წყალი ნახევრად გააყინულია, დალევისას ნატეხები მოყვება.. გაყინული სნიკერსის წუწნვისას კი მეორედ დავიბადე!

რამოდენიმე წუთი გამოვეთიშე სამყაროს, ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა, ქარი ისეთი რომ ცოტახანში ჰაერში აგვწევდა..იმ დროს ავწიე თავი როცა პირველი ჯგუფი დაბლა დაეშვა,ზურამ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოო , ცოტა გამიხარდა ცოტა მეწყინა.. ალბათ უფრო გამიხარდა, პირველი რაც გულში გავიფიქრე ის იყო რომ მე დავბრუინდები!
დაშვებიდან 5 წუთში ისეთ ჯანზე ვიყავი რო გავეშვი მეგონა წვერზე ავიდოდი ესეთი უცნაურობებიც ხდება აბაა...

ზოგი ღიღინით ბრუნდებოდა მეტეოსკენ,ზოგი სევდით ზოგიც დიდი ბოღმით ზოგიერთი კი უკან ამოსვლის დროს და გეგმას აწყობდა ეს უკანასკნელი მე გახლდით ..
საყვვარელი სახლიი.. ვშორდები და პატარავდება.. როცა ვბრუნდებოდი ყოველთვის უკან ვიხედებოდი და შიში მიპყობდა რომ შეიძლება ვეღარ დავბრუნებულიყავი..
ეხლა კი იმის შიში უფრო მქონდა, რო დღეს -ხვალ მაგ შენობის სარდაფში ხუთიოდე ლეკვი უნდა გაყინულიყო
ყინულები დამთავრდა თუ არა ლამაზი მინდვრები გამოჩნდა..ფერადი ყვავილებით, ჩემი მინდორი გამახსენდა და საშინლად მომინდა გაგორება.. მერე დავწექი და კარგა ხანი ვსუნთქავდი ნაცნობ სურნელებს.. აი ეხლაც მომადგა ცხვირზე რო გამახსენდა
გერგეტის სამებიდან უკვე დაწყლულებული ფეხები ისე მტკიოდა სულ კივილით ჩამოვდიოდიოდი
გერეგეტში ნათესავთან შევირბინე გამოსაცვლელად,მაგრად ცხელოდა და ზამთრის ზმანში ვიყავი დაღლილი არ ვიყავი. მარტო ფეხები მტკიოდა, 2 წუთი ჩამოვჯექი რბილ დივანზე და უუუუცეეებ ყველაფერი ერთად ვიგრძენი.. უცებ ისე დავიღალე ისეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე.. 5 წუთში უკვე ჩვენს ავტობუსთან მივედით..
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by Ketevan Guliashvili » 07 დეკ 2011, 19:00

გურული - მეაც გავთუშდ, მეაც... 2008 წლის აგვისტო

მოკლედ, მოვრჩეთ მასხარაობას (ნუ - ეს მხოლოდ მე შემეხება) და საქმეზე გადავიდეთ. არავითარი ცოლი-მოლი და არავითარი კესელოები - გუშინ საღამოს დავბრუნდი თუშეთიდან, სადაც 4 დღე გავატარე, დავესწარი ჟველურთის დღეობას და იმის მიუხედავად, რომ წლეულს ვერც კესელოებ მოვიხილ და ვერც ხითანობას დივესწარ (რაიც ძლიერ მწადოდა), მაინც უზომოდ კმაყოფილი, მაგრამ დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი. არადა, რამ დამღალა, მეაც მეტაი გამკვირვებია - მთელი გუშინდელი დღე გზაში კი გავატარე და დაღესტანის საზღვრებიდან მოყოლებული, კამაზიდან დაწყებული, ათასნაირი ტრანსპორტი გამოვიცვალე, მაგრამ კაბინაში ვიჯექ, ძარაზე არ ვმდგარვარ მთელ ისთ გზაი და იგრ საშინლად არ უნდ დავღლილიყავ, როგორც რომ დღეს ფეხზე დგომაი მეძნელების.
...რადგანაც საქმე რეგიონს ეხება, ლაშქრობის დადგენილ წესებს ცოტათი დავარღვევ და გეტყვით, რომ ადმინისტრაციულად ახმეტის რაიონში გახლდით, გეოგრაფიულად კი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გადაღმა. ძლიერ მწადოდა, იქ კარაველებთან ერთად წავსულიყავ, მაგრამ მხარ არავინ ამიბით, თუმცა მერე კი დაინტერესებულან ინტელა და სხვანი. ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად ჩემს რძალს და ბიძაშვილის ბავშვს გავყოლოდი ჟველურთას, სადაც ჩემი რძლის ოჯახი შულტა ანუ დღეობების მასპინძელი იყო. ესაა ათენგენობის დღესასწაულები, რომლებიც აღდგომიდან 100-ე დღეს იწყება და ყველა სოფელში ცოტათი განსხვავებულ დროს ტარდება, იშვიათად კი ემთხვევა ერთმანეთს. სამაგიეროდ, ძლიერ განსხვავებულია წესები. აქვე ისიც თქვათ, რომ ესაა ადგილობრივი მთის სალოცავების დღეობა და არა ქრისტიანული ტაძრებისა, რომლებიც თუშეთს ისედაც ძრიელ ცოტაა და უფრო ახლა აშენებენ.
ჯერ თბილისიდან გავემგზავრე ახმეტისავე სოფელ ქვემო ალვანში. მარშუტკები გადიან ორთაჭალის სადგურიდან. ალვნისაკ ბოლო რეისი 16,30-ზეა, თუმცა ახმეტის მარშუტკებიც ფულის დაუმატებლად ჩაგაცუნცულებენ იქ. მგზავრობა 8 ლარი ღირს. ალვნითაი უპრობლემოდ შეიძლება მთისაკ წასვლა, რადგან სოფლი ცენტრში იქაური ტაქსები - ნივები, ჯიპები და ამგვარები დგანან და ნადირობენ ტურისტებზე. მგზავრობა ომალომდე 200 ლარი ღირს, მაგრამ თუ დაევაჭრებით, ეგებ, 20-ოდე ლარი დააკლებინოთ, მაგრამ მეტზე ნუ იოცნებებთ. ომალოს იქით თუ გინდათ გამგზავრება, 50 ლარის დამატება მოგიწევთ. მაგრამ მე მათი დაქირავება არ მჭირდებოდა, რადგან ჩემი ბიძაშვილის ქვისლს მივყვებოდით ყველანი კამაზით. მთელი ის მშვენიერი გზა ამ კამაზით ავიარეთ და მშვიდობიანად ავედით პირველ სოფელში - ჭალაში. იქიდან კამაზი ომალოში უნდა გასულიყო და მერე უნდა ამოსულიყო ჟველურთაში. ამიტომ ბარგი იქ დავცალეთ და დაველოდეთ, კამაზი კი ომალოში წავიდა. ჩვენი ანგარიშით, სადღაც სამი საათი დააგვიანდებოდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, დაღამებამდე ვერ დაბრუნდა და რომ იტყვიან, დავმჟავდით ლოდინით.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
კონკურსი 2011 წ. კარავის ოქროს ფონდის შესაქმნელად

Post by teo- » 07 დეკ 2011, 21:32

რა საშინელება ჩემი ისა..ა ქ რაუნდა? :lol:
არა ექსკურსიას! Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]