იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 10 აგვ 2007, 11:07

თუშეთში წასვლა როგორ იგემებოდა, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ, რადგან შესაბამისი თემა არსებობს. არც რეპორტაჟს გთავაზობთ, რადგან ამას მოგვიანებით ფოტოების თანხლებით დათო შემოგთავაზებთ - ასე უფრო ეფექტურია. ამჯერად მცირე ექსკურსს გავაკეთებ ჩემეული შთაბეჭდილებებით - 5 დღე 5-მა კარაველმა დაუვიწყარ თუშურ ზღაპარში ვიცხოვრეთ! ჩემთვისაც კი უამრავი რამ აღმოჩნდა ახალი და ზღაპრული და დანარჩენი კარაველებისთვის მით უფრო დიდი ეფექტი იქნებოდა, რადგან ყველანი პირველდ იყვნენ. ეჰ-დათომ მეორე დღეს ასეთი რამ თქვა - ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, აქ ვარ, მაგრამ რაც ვნახე, იმითაც კი უკვე გავხდი თუშეთის ფანიო.
...მიკვირს, დიკლო-შენაქოსა და ომალო-დართლოს გვერდით რატომ არავინ ახსენებს დოჭუს... :roll: ეს სოფელი რამდენჯერმე შორიდან - შუამთის გორიდან დამითვალიერებია; მის სილამაზეზე ბევრი რამეც გამეგონა, მაგრამ ახლოდან ნანახი სულ სხვაა, დროში გადმოტანილი და რეალურ ცხოვრებაში განივთებული თუშური ლეგენდა თავისი პირველყოფილ-არქაული იერით, სიპით ნაგებ-ნახური სახლებით თუ მათ შორის გამავალი ვიწრო ბილიკებით. სოფელი საკმაოდ მაღალი მთის წვერზე, იმდენად ვიწრო ადგილზეა გაშენებული, სიარულისას ფეხს ძლივს უქცევ ერთმანეთს. სამაგიეროდ, ულამაზესია...
არანაკლებ ლამაზია და მომხიბლავი კვავლო, სოფელ-მუზეუმად გამოცხადებული დართლოს თავზე, მთის კალთაზე გადაფენილი ვეება ნასოფლარი. ერთ ხაზზე განლაგებული დართლოსა და კვავლოს კოშკები ერთ მთლიან კომპლექსს ქმნის. სამწუხაროდ, კვავლოში სახლების უმეტესობა დანგრეულია, მაგრამ "ნაშთი ძველი დიდებისა" დღესაც აშკარად ეტყობა. ცხადია, ულამაზესია კვავლოს განთქმული კოშკი, რომელიც დღეს დაზიანებულია, მაგრამ დრო-ჟამის მსახვრალ ხელთან საბრძოლველად დართლოში არქიტექტორები დაგვხვდნენ, მათ შორის ერთი კახას მეგობარი იყო, მეორე - ჩვენი გოგი-გობე-ვან გოგის და. ისინი დართლოსა და კვავლოში კოშკებისა და სახლების აზომვით სამუშაოებს იწყებენ - სახელმწიფოს ამ სოფლების რესტავრაცია განუზრახავს. ნეტამც!!! ეს პროცესი დროშიც გაიწელება, თანხებიც ბევრი დასჭირდება, მაგრამ ნამდვილად ღირს! მათი აღდგენის შემდეგ ისტორია დღევანდელ რეალობაში გაცოცხლდება.
4 აგვისტოს, დილის 7 საათზე კახას მანქანით მე, ეჰ-დათო, კახა, მისი მეუღლე - ელისო და ნატალია გავემგზავრეთ
"იქ, სადაც გაზაფხული ივნისში იწყებს,
იქ,სადაც საჯიხვეს თოვლი არ სცილდება,
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება,
იქ, სადაც თუში კაცის წარსული იწყება".
ცოტა ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენი ხანი სჭირდება თბილისიდან ომალოში ასვლას, რადგან გზაში ბევრგან შევჩერდით სურათების გადასაღებად. თანაც, წინა ღამის წვიმას გზებიც ჩამოეშალა, ძირითადად აბანოს უღელტეხილის მიდამოებში, და ბევრგან მანქანიდან გადმოვდიოდით. საღამოს 5 საათისთვის ომალოში ვიყავით და იმავე ღამეს კესელოს ციხეებიც მოვინახულეთ.
მთლიანობაში რა ვნახეთ...
1). ჩაღმა თუშეთში - ჭალა, ომალო თავის კესელოებით და მუზეუმით, დიკლო, შენაქო, ქუმელაურთა, უძიროს ტბა. გზიდან შევათვალიერეთ ხისო, შტროლთა, ჩიგლაურთა, ხახაბო, ჟველურთა. ცოკალთა.
2). გომეწარში - თუშის სოფელი ბოჭორნა (თუშები ბოჭორმასაც ეძახიან), დოჭუ, ბეღელა, ალისგორი, ჯვარბოსელი, ვერხოვანი... გზიდან დავინახეთ გოგრულთა, ბუხურთა, ილიურთა, კოკლათა, ვეძისხევი და ნაყაიჩოს მთა.
3). პირიქითში - დართლო, დანო - ლელა და ეთერ თათარაიძეების სოფელი, კვავლო.
P.S. გაგრძელება ცოტა ხანში.
Last edited by guruli on 10 აგვ 2007, 12:52, edited 1 time in total.

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by paata_ » 10 აგვ 2007, 11:16

კვავლო ყოფილა - მე კვამლო მეგონა

გაიხარე ირკალი თუშეთი მართლაც ზღაპარია

სანამ დათო დადებს ფოტოს მე მოვიპარავ გვერდითა ტოპიკიდან კვავლოს ფოტოს და იქაც ჩავასწორებ :)

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Naia » 10 აგვ 2007, 11:23

guruli
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ! დილიდან ველოდები როდის გაიხსნება თუშეთის თემა :) უკვე PM-ის მოწერას ვაპირებდი :)
გული დამწყდა რომ ვერ წამოვედი. ბევრი რამის ნახვა მოგისწრიათ ამ 5 დღეში

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by natalia » 10 აგვ 2007, 11:38

ეს იყო დაუვიწყარი 5 დღე ჩემს ცხოვრებაში.

მადლობა ადმინს ამ საჩუქრისთვის. დიდი მალდობა.

მე ვიყავი არაჩვეულებრივ, შესანისნავ კარველებთან ერთად. მოხიბლული ვარ ჯერ მათთით.

თუშეთი იმდენად საოცარია, იმდენად ლამაზი და ბუმბერაზი რომ ამას სიტყვით ვერ გადმოცემ ეს უნდა ნახოთ და შეიგრძნოთ თუშური სული.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 10 აგვ 2007, 15:06

რაკი განცდებზე დავიწყეთ საუბარი, ისევ ამ თემით გავაგრძელებ, ოღონდ მხოლოდ ჩემთვის გამორჩეულებზე ვისაუბრებ, დანარჩენებზე ლაპარაკის პრეროგატივა კი სხვებისთვის დამითმია.
თავისი სილამაზით კიდევ ერთხელ მომხიბლა ორეთის ტბამ. განსაკუთრებით -დეკიანებმა. მართლაც საოცარი სანახაობაა მწვანე ველზე გადაფენილი მოყვითალო დეკა... ჩაისთვის წამოვიღე კიდეც, მაგრამ დათოს ზურგჩანთაში დამრჩა. იმედია, გააშრობს, გაახმობს და მერე კარაველები ერთად დავლევთ დეკის ჩაის. დაუვიწყარი იყო ტბაში ბანაობაც. რაღაც უცნაური რამ ხდებოდა. ეტყობა, იმ მცირე ტბაშიც სხვადასხვა დინებებია და თბილი თუ ცივი წყლები ისე ენაცვლებოდა ერთმანეთს, როგორც ლორის ნაჭერზე - ქონი და ხორცი. :lol: ეგ კი არა, ერთგან რომ დავდექი, ზევით თბილი წყალი იყო, წვივებზე კი - ცივი. :lol: მაგ ტბაში თუშები არ ბანაობენ, მაგრამ ჩვენ ყველამ გავცურეთ, ხოლო ეჰ-დათო ვერ ამოვიყვანეთ წყლიდან. :lol: სათვალავიც აგვერია, იმდენჯერ გადაცურ-გადმოცურა ტბა. ნირვანაში იყო. :lol: მერე იქაურობა ნაგვის ნარჩენებისგანაც გავათავისუფლეთ და წამოვედით.
ბოჭორნაში მოგვხიბლა თუში-ს სახლმა და განსაკუთრებით - ვერანდამ. გაჩნდა იდეა, რომ ერთხელ ერთი ღამე იმ აივანზეც გავათიოთ იმის მიუხედავად, იქნება იქ თუში ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი თუ არა.
ისე, სიტყვამ მოიტანა და როგორც ომალოში გვითხრეს, თურმე ერთხელ თუში-ს მამა წამლისთვის ფეხით ჩამოსულა ალვანში და იმავე დღეს დაბრუნებულა სოფელში. :lol: :lol: ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ იქაურებისთვის ფეხით სიარული ბევრად უფრო იოლი მცნებაა, ვიდრე - ჩვენთვის - იმათთვის 1 საათის სავალი ჩვენთვის ლამის 3 საათისა იყო. :lol: დიკლოდან რომ მოვდიოდით, მესაზღვრეები დაგვემგზავრნენ სოფლამდე. მათ შორის ერთი ადგილობრივიც იყო - 15-16 წლის ბიჭი, შამილ ქორთოშიძის ძმისშვილი (აი, აფხაზეთში რომ ძმა დაეკარგა, იმის შვილი). წყალისთვის გააგზავნეს გზაში და იმხელა აღმართი აირბინა შეუსვენებლად... :lol: ჯიხვივით მიკუნტრუშებდა იმ აღმართში. :lol:
პირველი ორი დღე - დიკლო-შენაქო და გომეწარი მანქანით მოვიარეთ, მესამე დღეს კი პირიქითში ფეხით წავედით. ბედის ირონიაა - ყველაზე კარგი გზა იქ იყო და ჩვენ მაინცდამაინც იქ წავბლაყუნდით ფეხით. კიდევ კარგი, აქეთობას ომალოელმა ნაცნობმა ამოგვიყვანა დართლოდან, თორემ ზოგიერთები დარჩებოდნენ დართლოში. როგორც გითხარით, კახამ იქ თავისი მეგობარი და ნასტუდენტარი ნაცნობი არქეოლოგი ნახა, მერე გობე-ს დაც აღმოვაჩინეთ და ბინა ქე ქონდათ დასარჩენად. :lol:
აქედან ასულები ომალოში დავბანაკდით. სამწუხაროდ, სოფელში წყალი არ იყო, მაგრამ იქაური ნაცნობების დახმარებით, ამ პრობლემას მაინც იოლად გავიმკლავდით. შეიძლებოდა სხვა სოფელში დაბანაკებაც - მაგალითად, წყლითა და ტყით მდიდარ ქუმელაურთაში, მაგრამ იქიდან მოძრაობა ძნელია. თან, ომალოში ახლობლები დაგვპატრონდნენ (თუშური გამოთქმაა) და ამიტომ იქ ვარჩიეთ.
პირველი ღამე ზედა ანუ ძველ ომალოში გავათენეთ, კესელოების ძირში. იმ ღამითაც იწვიმა და ცოტა კი შეგვაწუხა, მაგრამ მეორე დღეს უმშვენიერესი დილა გათენდა და ხეობებიდან წამოსულ ნისლს ჩვენებმა ბლომად ფოტოებიც გადაუღეს მთის წვერიდან.
მე ყოველ დილას ადრე მეღვიძებოდა - 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. იმ დილითაც რომ ავდექი, მინდოდა, ნატალიას კარავი ერთი კარგად შემეჯანჯღარებინა და შემეშინებინა, მაგრამ 6-ს აკლდა 10 წუთი და შემეცოდა. :lol: არადა, საკარავედ გზის პირას შეარჩია ადგილი და ვეხუმრებოდი, ეზოს სიღრმეში დადგი, ღამით ცხენიანმა ჩერქეზმა არ ჩამოგიაროს და არ მოგიტაცოს-მეთქი.
მეორე ღამეს უკვე ბოსელ-ომალოში ჩამოვინაცვლეთ და ჩემი ახლობლების სახლთან დავბანაკდით, იქაური მეტყევეების უფროსის ეზოში. ჩვენდა ბედად, ის კაცი თბილისში დაებარებინათ, სახლში არავინ ცხოვრობდა და რაკი კარგი ეზო ჰქონდა, იქ დავეცით კარვები. ეს იმითაც იყო მოსახერხებელი, რომ იქ კარვებს გაშლილს დავტოვებდით და ყურადღებას მიაქცევდნენ, ბარგს კი მასპინძლებს მივაბარებდით. თან, აქედან კარგი ხედი იშლებოდა - შემაღლებულზე ვიყავით. ეზოს სიახლოვეს სამოკლეო გზა ადიოდა და რომ დავიძინეთ, იმ ბილიკზე რამდენიმე ცხენოსანი ამოჭენდა თქარა-თქურით. მე კი ვიცოდი, იქ გზა რომ იყო, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ცხენებს პირდაპირ ჩვენსკენ მოაჭენებდნენ. ნატალიას შეეშინდა, არ გადაგვთელონო და უცებ მისი შეშფოთებული ხმა ისმის - ნეტა, კარვებს ხომ შეამჩნევენ? :lol: :lol: საბოლოოდ გადარჩა გადათელვას.
ნატალიას მესამე კურიოზი ორეთის ტბას უკავშირდება. მაგის ცხენი მე მიმყავდა აღვირით და გზაში ვეხუმრე, დედოფალივით ტახტრევანდით მიგაბრძანებთ-მეთქი. 5 წუთი არ იყო გასული და ნატალიას ფეხზე დიდი ბუზი დააჯდა, რომელიც მწარედ იკბინება. ნატალიამ ფეხის გაქნევით ბუზი ვერ მოიშორა. არადა, იმდენად იყო დაძაბული, ვერც უნაგირის კეხს გაუშვა ხელი და ვერც ის მოიფიქრა, ცხენისთვის გაესვა ფეხი და ასე მოეშორებინა. ჰოდა, ზის ცხენზე და ლამის კივის - მიშველეთ, მომაშორეთ, მიკბინა, ვაი, ვაი!!! :lol: :lol: აბა-მეთქი, შენ ახლა მართლა დედოფალი ნუ გგონია თავი, ბუზი მაინც მოიშორე შენით-მეთქი. მერე ვახელებდი, მარაოც ხომ არ დაგინიაოთ-მეთქი. :D
ორიდე კურიოზი თუსებსაც უკავშირდება. დართლოდან რომ ამოვდივართ, იქით მიმავალი ნივა შეგვხვდა. მძღოლები, წესისამებრ, მიესალმნენ ერთმანეთს და უცებ ის ეკითხება ჩვენსას - ნუგზარ, მიდიხარ თუ მოდიხარო. :lol: :lol: :lol: ვითომ ძნელი იყო ამის გამოცნობა.
ერთ საღამოს, როცა კოცონთან ვისხედით, "ჩვენს" ეზოში ნივა ჩამოვიდა. სახლის პატრონი გვეგონა, მაგრამ იმ ჩემი ახლობლების სტუმარი აღმოჩნდა. გადაბარგდნენ მანქანიდან და მძღოლმა გვკითხა, მანქანა აქ ხელს ხომ არ შეგიშლითო. არადა, მართლა არ გვიშლიდა, მაგრამ მძღოლმა რატომღაც ჩათვალა, რომ გვიშლიდა და გვერიდებოდა ამის თქმა. წამოიყვანა ეს მანქანა და ზედ იმ ადგილას დააყენა, სადაც გაზი გვედგა და საიდანაც სახლის აივანზე გავდიოდით. მოკლედ, ყველანაირად რომ გვიშლლიდა, ისეთ ადგილას გადმოაყენა. :D
დართლოდან მომავლებს ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ნუგზარ იდოიძის მანქანით წამოვედით. ეს კაცი თუშეთის ცოცხალი მემატიანეა და გზაში ბევრი საინტერესო რამეც გვაჩვენა (მანამ მუზეუმში უაღრესად საინტერესო ლექცია წაგვიკითხა თუშეთზე), მაგრამ ერთს გამოვარცევ - თუშეთის პარლამენტს. ეს ადგილი გიმეწრისა და პირიქითის გამყოფ სერზეა, სადაც ადრეც გამივლია, მაგრამ ჩვეულებრივად. იქაურობა ჩემს ყურადღებას მხოლოდ მთებში ნადირობისას დაღუპულთა ნიშებით თუ იქცევდა, არადა, უმნიშვნელოვანესი ადგილი ყოფილა და თვით ერეკლე მეფეც კი ყოფილა ნამყოფი. თურმე იქ თუშეთის პარლამენტი იკრიბებოდა - 3-3 კაცი ოთხივე ხეობიდან, პირიქითიდან, წოვათიდან, გომეწრიდან და ჩაღმადან.
იმედია, შთაბეჭდილებებს სხვებიც დაწერენ, მე კი გამოცდილების გაზიარებაზე გადავალ.
გამოცდილებამ კი გვაჩვენა, რომ საკუთარი მანქანით წასვლა ბევრად იაფია. როგორც ადრე ვწერდი, ალვანიდან ომალოში ნივით ასვლა 150 ლარი ჯდება, ჩვენ კი ეს თანხა გვეყო თავიდან ბოლომდე. სულ დაგვჭირდა 100 ლიტრა ბენზინი, რამაც თბილისიდან ომალოში აგვიყვანა, ჩამოგვიყვანა და იქ კიდე ორი დღე გვატარა! სულ ეს 5-დღიანი ლაშქრობა თითოს 50 ლარი დაჯგვიჯდა - 30 ლარი ბენზინის ფული და 20 - საჭმელისა. მაგრამ საკვები ბევრი დაგვრჩა -პური და რაღაცები, რაც იმ პირობით მასპინძლებს დავუტოვეთ.
დავრწმუნდი, რომ პირიქითის ნახვა 1 დღეში სისულელეა - ერთი დღე მარტო დართლო-დანო-კვავლოს სჭირდება. ასევე გომეწარშიც ორი დღეა სასურველი, თუმცა შეიძლება ესეც არ გეყოს.
უძირო ტბაზე 3 საათში ავედით, მაგრამ კარგი სიარულით ნაკლები დასჭირდება. საქმე რაში იყო - ქუმელაურთელმა ნაცნობმა ცხენებიც გვათხოვა და თვითონაც გამოგვყვა (უკან დაბრუნებულებს ცხვრის მწვადიც გაგვასინჯა და თუშეთის თემაში ასე ნაქები კოტორიც :lol: ). ცხენებზე ქალები და კახა შევსვით, რომელსაც წინა დღეს ცოტა ფეხი ეტკინა, მაგრამ იმდენად ციცაბო აღმართები იყო, მაინც დაქვეითდნენ და გარკვეული ნაწილი ფეხით იარეს. ბუნებრივია, ისინი ისე ჩქარა ვერ დადიოდნენ, თორემ ჩემნაირი ბევრად მალე ავიდოდა. საბოლოოდ, ქუმელაურთის აღმართი 1 საათში ავიარეთ, თუმცა ხისოდან თუ ახვალთ, იმ სერზე ასასვლელად ბევრად მოკლე აღმართია. თავად ტბაზე 3 საათში ვიყავით 3 დიდი და რამდენიმე პატარა შესვენებით.
რაც შეეხება უკან დაბრუნებას, ომალოდან უღელტეხილზე 2 საათში ამოვედით, იქიდან ალვანში კი 3 საათში ვიყავით. ცხადია, ესეც შესვენებებით და არა სირბილით.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by gobe » 10 აგვ 2007, 15:33

guruli, გაიხარე და გაიხარეთ!
დიდი მადლობა თხრობისათვის!
იმედია მალე ფოტოებსაც ვიხილავთ :wink:

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by natalia » 10 აგვ 2007, 19:55

მადლობა გურულო ყველაფერი შესანიშნავად მოყევი:):)

ძალიან მზრუნველი პიროვნება ხარ. და დიდი მადლობა რომ დედოფალივით მატარე მთელი დღე.

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by meko » 10 აგვ 2007, 20:25

guruli
აუუ... გუ(რუ)ლი კი არა გული ხარ ცარიელი :D

შენი მონათხრობის წაკითხვა სამსახურში ვერა და ვერ მოვახერხე.. ხოოოდა, ააამოვბეჭდე და მეტროში კმაყოფილი სახით და დიიიდი ინტერესით ვკითხულობდი... დრო და დრო სიცილიც წამსკდებოდა ხოლმე.. :D (ნატალიას და ბუზის ამბავზე მაგრად ვიცინე :lol: ) .... ხოდა რომ დავამთავრე და რამოდენიმე მგზავრის წაგრძელებული კისერი დავინახე, ცნობისმოყვარეობით რომ იჭყიტებოდნენ ჩემს უსტარში მერე გამახსენდა რომ მარტო არ ვიყავი და ცოოტა თავშეკავება მმართებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში :lol: :lol: :lol:

ვოტ! ეგეთი კურიოზი გადამხდა დღეს! :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 10 აგვ 2007, 20:54

natalia
ძალიან მზრუნველი პიროვნება ხარ. და დიდი მადლობა რომ დედოფალივით მატარე მთელი დღე.
უნდა ვაღიარო, რომ მოკრძალებული დედოფალი იყავი და პრეტენზიებით არ შეგვაწუხე. ერთი, ბუზია გაქშევას თუ არ ჩავთვლით. :lol: :lol:
meko
ხოდა რომ დავამთავრე და რამოდენიმე მგზავრის წაგრძელებული კისერი დავინახე, ცნობისმოყვარეობით რომ იჭყიტებოდნენ ჩემს უსტარში მერე გამახსენდა რომ მარტო არ ვიყავი და ცოოტა თავშეკავება მმართებდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში
:lol: :lol: :lol:
მონათხრობს კი რაც შეეხება, დიდი არაფერი - ზედაპირული თხრობით, მხოლოდ ლასქრობის პირობების აღწერით შემოვიფარგლე, რადგან ეჰ-დათოს თხრობას ველოდი. ისე, იმან ცალკე თემა გახსნა და იქაც სედით, ფოტოები დადო.

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by meko » 10 აგვ 2007, 21:00

guruli
უიი გაიხარე, ის თემა არც მინახავს და აქ ველოდი სურათებს :D
რა მაგარიაააა... დედა გული გამისკდებოდა იმ გზებზე.... ყოოოჩაღ თქვენ!!! :shock:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 10 აგვ 2007, 21:52

meko
დედა გული გამისკდებოდა იმ გზებზე.... ყოოოჩაღ თქვენ!!!
ჯერ იმგზავრე და გულის გახეთქვა მერე ნახე. :lol: :lol: მე შევეჩვიე უკვე და ისეთი რეაქცია არც მაქვს. :lol: ხუმრობა ხომ არაა, მესამედ ვიმგზავრე მაგ გზებზე. თუშებს ვეხუმრებოდი, ნელ-ნელა ვთუშდები-მეთქი.

natalia
იეტი
Posts: 1276
Joined: 25 ოქტ 2006, 22:14
Location: tbilisi
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by natalia » 11 აგვ 2007, 08:22

ხოოო, ბუზმა ძალიან შემაწუხა, ვიქნიე ფეხი და არ გაფრინდა ამიტომ ვიტხოვე შველა.

ეს თუშები ისე დააჯირითებენ ამ ცხენს რომ მეგონა ეგაა გადამთელეს მეთქი.

მარტო ცხენს კი არა და მანქანებსაც ისე დაჰქრიან იმ გზაბზე თითქოს ავტობანზე იყვნენ. დღეც და ღამეც სულ ერთია მაგათთვის.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Eh_Dato » 11 აგვ 2007, 14:12

როგორც ილიამ თქვა - ყველაფერი შესავლით იწყება.
მეც პატარა შესავლით დავიწყებ.
თუშეთში წასვლა დიიიდი ხანი მინდოდა.
მაგრამ ისე აეწყო რომ ვერა და ვერ მომიხერხდა.
ამიტომ დიდი მადლობა კახას. მისი მანქანა და ოსტატობა რომ არა, ალბათ ბევრი დაგვაკლდებოდა სანახავად.
განსაკუთრებული მიძღვნა - გურულს - თუშეთზე უსაზღვროდ შეყვარებულს.
მადლობა ელისოს და ნატალის, რომლებმაც სიარულსა და გამძლეობაში ტოლი არ დაგვიდეს.
მადლობა ყველას ერთად, რადგან შეკრული და მობილური ჯგუფი გამოგვივიდა და ერთმანეთს ყველანაირად გვერდში ვედექით.

საქართველოში არის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს და მეძახის.
მათ უკვე თუშეთიც მიემატა.
ორი დღეა დაუზარლად და დაუსვენებლად ვუყვები ყველას - რა კარგები არიან თუშები და რა გამორჩეულად და სხვანაირად ლამაზია თუშეთი.
ვეცდები აქაც.
ვნახოთ რა გამომივა... :)
რაც არ უნდა გამომივიდეს - თუშეთი კიდევ უფრო უკეთესია.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Eh_Dato » 11 აგვ 2007, 14:14

პირველი დღე

გასვლა დავგეგმეთ დილის 6 საათზე.
7-ზე რეალურად დავტოვეთ თბილისი და კახეთის გზას დავადექით.
დაახლოებით 11-ზე პირველი შესვენება გავაკეთეთ უღელტეხილამდე ჩანჩქერთან.

Image

ქვემოთ, ხეობაში ასეთი ნაზვავარები ჩანდა.

Image

გზა კი ასეთი იყო.

Image

შორიდან უღელტეხილიც გამოჩნდა.

Image
Last edited by Eh_Dato on 11 აგვ 2007, 14:24, edited 1 time in total.

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Eh_Dato » 11 აგვ 2007, 14:22

უღელტეხილს რომ მვუახლოვდით ალაგ-ალაგ ჩამონაშალები დაგვხვდა.
დიდი მანქანები ვერ გადადიოდნენ და ტრაქტორს ელოდნენ, რომელსაც გზა უნდა გაეწმინდა.
კახა გადავიდა. :o
ელისო კი ცოტ-ცოტას შფოთავდა.
მეც ვშფოთავდი ასეთი გზის შემხედვარე, მაგრამ არ ვიმჩნევდი კია. :wink:

Image


Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]