დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 13:24

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი,
ბოლნისის და დმანისის რაიონები

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-აკაურთა-აკვანება-დმანისის სიონი-ბოლნისის სიონი-წუღრუღაშენი-მარნეული, ჩაიხანა "ქარვანი"-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
200 ლარი მინიბუსისთვის, მგზავრზე 10 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
23 მათ შორის ილიას პატარები

1. GAMARJOBA SAKARTVELO
2. მთა მყვარებია
3. იაკო
4. გვალდა
5. MeLeKsa
6. L/F
7. SHANSHIKA
8-12. GAMARJOBA SAKARTVELOს 5 +
13. იაკოს +
14. GAMARJOBA SAKARTVELOს + თეა
15. თამარი-ხევი
16. იაკოს+
17.GAMARJOBA SAKARTVELOს + ალექსანდრე
18. ჯიმი
19. GAMARJOBA SAKARTVELOს კიდევ 1 პლიუსი
20. ილია
21-22. ილიას პატარები
23.კაზრეთთან შემოგვიერთდა თიკრინე :D


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მარნეული-ბოლნისი-დმანისი და სხვა მრავალი სოფელი.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
???

10. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
აკაურტას და აკვანების უძველესი ეკლესიები
ნაქალაქარი, დმანისის სიონი, 1ლი ევროპელების მზიასა და ზეზვას
სამარხები (2009 წლის ზაფხულიდან ღია მუზეუმის სახით)
ბოლნისის სიონი
წუღრუღაშენის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ულამაზესი გუმბათის ყელით

12. საბანაკე ადგილები:
თელეთი - მონასტრის უკან, კრწანისისკენ გადამავალი ბილიკების სიახლოვეს
ჭაპალა - ციხესთან ახლოს
განთიადი - ახლომახლოს არ არის
პატარა დმანისი - შესანიშნავი ადგილებია სიონის გვერდით ჩამომავალი მდინარე მოშევანის ნაპირებთან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებულ ადგილებში ყველგან არის.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრებში შესასვლელად ქალებისთვის თავსაბურავი და კაბით(!) შესვლა

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:


17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

თელეთი
შავნაბადის მონასტერი
ჭაპალა
ცურტავისა (ქოლაგირი) და ქვეშის ციხეები, კაზრეთის ლამაზი ტაძარი
განთიადი-პატარა დმანისი
დმანისის ეპარქიის ეკლესია-რეზიდენცია, სალუგლიგელის ტბა

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
თელეთი
ლაშქრობა თელეთიდან თბილისისკენ კრწანისი-აბანოთუბანში ჩამოსვლით
ჭაპალა
თევზაობა ისტორიულ ხიდთან ახლოს
პატარა დმანისი
თევზაობა მონასტერთან ახლოს,
კენკრისა და სხვა სამკურნალო მცენარეების შეგროვება

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური ოპერატორები ყველაგნ შეუფერხებლად მუშაობს.
მცირეოდენი ხარვეზებია დმანისის ნაქალაქართან

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
განთიადი
სოფლის თემის რწმუნებული ჯემალ დაუთაშვილი, ტელ: 855 25 84 73
პატარა დმანისი
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი: 1706, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
ტელეფონი: (+995) 99 91 52 70

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
დმანისი
41°19'49"N 44°12'47"E
ბოლნისის კოორდინატები
41° 22' 39
44° 30' 3

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია

23. სასარგებლო ბმულები
ამ გასვლის გეგმა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4279&start=0
სხვა გასვლების თემები

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3060&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1867
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1471
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 13:25

სანამ ლაშქრობის შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, ნანახი ძეგლების შესახებ მოგაწვდით ცნობებს:

აკაურთას ეკლესია, V-VI სს. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ბოლნისის რაიონის სოფ. აკაურთაში. ნაშენებია მსხვილი თლილი კვადრებით. აღმოსავლეთით შვერილ-წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007-2008 წწ.

Image

ხედები აკაურთადან
Image

აკვანების ეკლესია

Image

Image

აკვანება, VI-VII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში. დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან ეგეტერი აქვს მიშენებული. ნაგებია თლილი ქვის ზუსტი წყობით. შემკულია რელიეფებითა და ჩუქურთმებით.


Image

ტაძარს სახურავი არ აქვს :(
Image

ეკლესია ამ ლამაზი რელიეფური გამოსახულებითაა ცნობილი
Image

Image

ქვეშის ციხე აკვანების ეკლესიიდან
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 13:26

დმანისის სიონი

Image

Image

Image


Image

Image

Image

Image

დმანისის ნაქალაქარის მუზეუმ-ნაკრძალში 150-მდე ძეგლი შედის. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:

ქ ა ლ ა ქ ი:
I. გალავანი
II. შიდა ციხე

ა)–გ) სამი კოშკი
დ) სასახლე აბანოთი
ე)–კ) ნაგებობები

III. დმანისის სიონი
ა) ტაძარი
ბ) სამრეკლო

IV. წმ. მარინეს ეკლესია
V. ორი ეკლესია
VI წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი

ქალაქის გარეუბანი
ა) სასაფლაოები
ბ) თევდორეს ეკლესია
გ)აბანოები.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.

დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა – უძველესი ადამიანების თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. მათი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებული იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. ამერიკული ჟურნალის შიენცე-ის მიერ დასახელებულ 2000 წლის ათ საუკეთესო მეცნიერულ მიღწევათა შორის მსოფლიოში მეცნიერების ყველა დარგში დმანისური აღმოჩენა პირველ სამეულში მოხვდა.

მეცნიერების მიერ საბოლოოდ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Eრეცტუს-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Eრგასტერ -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგებობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით. ამ პერიოდში მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან – ევროპიდან.

ადგილმდებარეობა
ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე.

ისტორიული მიმოხილვა

დმანისის რაიონი თავისი ისტორიული წარსულით ქვემო ქართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია. ეს ტერიტორია დასახლებულია ადრე ბრინჯაოს ხანიდან. ყველაზე საინტერესო ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი გამოვლინდა: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები, მდიდარი არქეოლოგიური მასალით. სახელწოდება „დმანისი“ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგივე „დბანისი“ უნდა იყოს და მისი აზრით, იგი „დაბის“ ან „დაბებისგან“ უნდა წარმოქმნილიყო.
წერილობით წყაროებში დმანისი VI საუკუნეშია ცნობილი. VI-VII საუკუნეებში აქ მცირე ქალაქური ტიპის დასახლება და დმანისის საეპისკოპოსო კათედრალი (დმანისის ღვთისმშობლის სახელობის სიონი სწორედ ამ პერიოდშია აგებული) იყო. როგორც ქალაქი, პირველად იხსენიება IX საუკუნეში. ამ დროს მას არაბები ფლობდნენ: „დარიალით გადმოიყვანნა (ბუღა თურქმა) ოვსნი ვითარ სახლი ასი და დასხნა იგინი დმანისს“ – გვამცნობს მატიანე ქართლისაი. ამავე პერიოდში უნდა აგებულიყო ის ძირითადი ნაგებობები – შიდაციხე, ქალაქის გალავანი და სხვა, რაც ნანგრევების სახით დღეს ნაქალაქარის ზედა ფენაზეა წარმოდგენილი. XI საუკუნის 80-იანი წლებიდან დმანისი სელჩუკთა ხელშია. 1223 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. შემდგომში მცირე ხნით კვლავ მტრის ხელში იყო. 1125 წელს დემეტრე I-მა აიღო და ამიერიდან იგი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. განსაკუთრებით დაწინაურდა დმანისი XII-XIII საუკუნეებში. ეს ქალაქის ახალი აღმშენებლობისა და აყვავების ხანაა. გაჩაღდა ვაჭრობა და ხელოსნობა, აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა. ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთისა და ქსოვილების წარმოებას, ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს.
XIV საუკუნის ბოლოს ქალაქი თემურ-ლენგის ჯარებმა დაარბიეს, 1486 წელს – იაყუბ ყაენის ჯარებმა. დმანისი ამ პერიოდიდან დაცემის გზაზეა. XVI საუკუნიდან ამ მხარის ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს ბარათაშვილების მიერ აღსდგა მხოლოდ მისი ციხე. ამავე საუკუნის ბოლოს ქალაქი ოსმალებმა დაიკავეს, XVII საუკუნის დასაწყისში – სპარსელებმა. XVIII საუკუნეში დმანისი საბოლოოდ გაპარტახდა, სიცოცხლე შეწყდა და ნაქალაქარად იქცა.
XIX საუკუნის პირველი მეოთხედიდან ხელახლა იწყება დმანისის ტერიტორიის ათვისება. ნაქალაქარის მიდამოებში – დღევანდელი დმანისის ტერიტორიაზე – პირველად დასახლდნენ ჯავახეთიდან ლტოლვილები და სხვადასხვა კუთხიდან მოსული ქართველები. ამ ტერიტორიაზე დასახლება დაიწყო უცხო ერის ხალხმაც, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ აქ. ესენი იყვნენ ბერძნები, გერმანელები და რუსები. 1921- 47 წლებში მას (თანამედროვე დმანისს) ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს.
დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.
შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბს და გარეუბნის ნაგემობებს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.

შუასაუკუნეების ნანგრევების ქვეშ განმარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთები აღმოაჩინეს. პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ 1983 წელს ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus. ცხოველის ეს სახეობა ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. 1991 წელს ქართველ მეცნიერებს შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ–გერმანეშ– ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ს, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით. 1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს. დღესდღეობით უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი. თავის ქალები და ქედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული. მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ დმანისელი ადამიანი HOMO Erectus-ების ადრეულ ჯგუფს HOMO Ergaster -ს განეკუთვნება და თარიღდება 1,8-1,7 მილიონი წლით. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში აფრიკის გარეთ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა. ჩამოყალიბდა გარკვეული აზრი მთელ მსოფლიოში, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

ლეგენდები, თქმულებები:

სოფელ ვანათში (დმანისის მახლობლად) გავრცელებულია ერთი გადმოცემა დმანისის ციხის ლეკების მიერ აღების შესახებ. გადმოცემის მიხედვით, ეს ციხე თამარის დროს აშენებულა, რათა მახლობელი სოფლების მოსახლეობას შიშიანობის დროს თავი შეეფარებინა. ერთხელ, საქართველოს ძნელბედობის ჟამს, ამ ციხეს ლეკები დასხმიან თავს. ბევრს ცდილან, მაგრამ ვერ შესულან. ბოლოს ერთ გარემოებას უშველია მათთვის: ციხიდან ერთი შეხიზნულთაგანის ცოლს თვალი მოუკრავს ლეკების ბელადისთვის და ძლიერ შეჰყვარებია. ქალს ძაფის გორგლის წვერისთვის წერილი მოუბამს და ძირს ჩამოუშვია. წერილში ეწერა, რომ ამ ძაფის სიგრძე კიბე გააკეთეთ და ამოდითო. ლეკები ასეც მოქცეულან. შუაღამისას შესულან ციხეში და იქ მყოფები დაუხოცავთ. ქალი ბელადს შეურთავს და ციხეში დაბინავებულა. მიმდებარე სოფლები აუოხრებიათ.

არქეოლოგიური აღწერა

დმანისის ნაქალაქარი ორი მკაფიოდ გარჩეული ნაწილისგან შედგება. ერთია ქალაქი, მოთავსებული კონცხზე, რომლის ფართობი 13 ჰა-ს უდრის და მეორე – მის სამხრეთით, მდ. ფინეზაურის ორივე ნაპირზე მდებარე გარეუბანი, რომლის ფართობი დაახლოებით 12 ჰა-ს მოიცავს.
ქალაქი
ქალაქის ზემო ნაწილში კულტურული ფენის სიღრმე ყველგან 2,50-3,0 მეტრს აღწევს. ქვევით, ნაპირებისკენ, ამ ფენის სისქე მცირდება. ასე რომ, კონცხის ბოლოში აწეული ზედაპირი მეტწილად მხოლოდ 0,40-0,5 მეტრით მაღლა მდებარეობს ძველ ზედაპირთან შედარებით. აქ შენობები პირდაპირ კლდეზეა დაფუძნებული. ნაშალი თხლად ფარავს ნანგრევს და ხშირად კარის ზღურბლი ისევ ისე გამოდის გარეთ, როგორც 7-8 საუკუნის წინათ გამოდიოდა. სამხრეთიდან ქალაქს ადგება ძველი გზა, რომელიც ჭიშკრის გავლით ქუჩის სახით გრძელდება შიგ ქალაქში. ქალაქის ქუჩების სიგანეა 2,50-4,70 მ. ქუჩა შემოფარგლულია დაბალი კედლებით. მსხვილი, ერთმანეთთან მორგებული ქვები შეადგენენ ქუჩის მკვრივ ქვაფენილს. სახლები ნაგებია ბაზალტით, არც ისე გულდასმით. ქვა გაუთლელია. შიგნიდან შენობები შელესილია, მდიდრულ სახლებში კი მოპირკეთებულია შორენკეცით. იატაკებში ჩაფლულია ქვევრები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია სამეთუნეო, ზეთსახდელი დაწესებულებები, სახელოსნოები, მინარეთიანი მეჩეთისა და მედრესის ნაშთები.
I. გალავანი, რომელიც ქალაქს 3 მხრიდან (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთისა) აკრავს, ამავე დროს, ციხის გალავანსაც წარმოადგენს. მისი სიგრძე მთელ პერიმეტრზე 322 მ-ია. გალავნის კედლის სიგანე სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ზომისაა. ეს, ალბათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან იყო ციხეზე მოსალოდნელი მტრის შემოტევა და ასევე, ბუნებრივი თავდაცვითი გარემოს საიმედოობაზე. გალავნის სრული სიმაღლე არსად არის შემორჩენილი. მისი საძირკველი უშუალოდ კლდეზეა დასმული. რელიეფი ისეა გამოყენებული, რომ ძირის გამოთხრა და ამ ხერხით ციხეში შეღწევა შეუძლებელი ყოფილიყო. კედლები ნაგებია ქვიშაქვით და ბაზალტით, ასევე, სხვადასხვა უფორმო ქვებით კირის დუღაბზე. ბურჯებიც სხვადასხვა სიმაღლისა და დიამეტრისაა. უმრავლესი მათგანი ბაზალტით არის ნაგები, ზოგიერთი კი – მთლიანად ქვიშაქვით. გალავნის კედელს შიგნიდან საბრძოლო ბაქნები ჰქონია. მათი სიგანე 1 მეტრამდეა. ბაქნები კიბის საფეხურებითაც გვაქვს, რადგან რელიეფი დახრილია. გალავნის კედლები და ბაქნებიც რელიეფს მიუყვება. საფეხურების გარეშე გადაადგილება შეუძლებელია.
II. შიდაციხე იმყოფება გალავნის შიგნით, მის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, სადაც ნიადაგი უცებ 20-25 მეტრით მაღლდება. ქალაქიდან იგი გამოყოფილია სპეციალურად აგებული გალავნის კედლით, რომელშიც არის ქალაქიდან შესასვლელი ერთადერთი კ ა რ ი ბ ჭ ე. ციხეს, რომელსაც 3250 მ² უჭირავს, სამი საბრძოლო კ ო შ კ ი ჰქონდა. ყველა მათგანი სამხრეთის მხარეზეა (საიდანაც მტრის მიერ ციხეზე შეტევა ხდებოდა).
ა) პირველი კოშკი განსაკუთრებული ნაგებობაა მთელი ციხის ტერიტორიაზე. მისი კედლების მშენებლობა 2 სხვადასხვა პერიოდს გვიჩვენებს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა სამი საცხოვრებელი დონე (ფენა). დღეს შემორჩენილი ციხის მშენებლობა (ზედა დონე) უშუალოდ IX-XII საუკუნეებით თარიღდება. კოშკს სამმაგი კედლები აქვს. პირველი – ბაზალტის, მეორე – ქვიშაქვით ნაგები და მესამე – ორი მეტრის სიგანის კედელი, ისიც ქვიშაქვით ნაგები. კოშკის მომეტებულ ნაწილში ორი სართული ყოფილა, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთის მხრიდან აგებულ ბურჯებთან კედელში კოჭების ბუდეები. ჩრდილოეთი კედლისა და ბურჯების შემორჩენილი სიმაღლეა 6,10 მ, ხოლო კედლის სიგანე – 1,90 მ. კედელი ნაგებია დუღაბზე, ძირითადად ბაზალტის ქვით, თუმცა მასში შერეულია ქვიშაქვები. შესასვლელი კოშკის დასავლეთ ბურჯსა და ციხის გალავნის კედელს შორის მოუთავსებიათ. შემორჩენილია კარის ღიობის ფრაგმენტი. აღნიშნულ ბურჯში არის კარის ურდულის შესაყრელი ბუდე (0,15 X 0,2 მ). ღიობი თაღოვანი ყოფილა. მის წინ კიბის საფეხურებია. ბურჯსა და გალავნის კედელს შორის აღმართულია 2 მეტრი სიმაღლის კედელი, რომელზეც ადიოდნენ ხის მისადგმელი კიბით. ეს კიდევ ერთი ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობაა კოშკში შემსვლელი მტრისთვის. კოშკში შესასვლელ კართან მცველისთვის საგანგებოდ მოწყობილი პატარა ოთახია (2,0 X 1,8 მ). #1 კოშკი ყველა ძირითადი მონაცემით, ითვლება ქალაქის შიდაციხეში შიდაციხედ. მშენებლობის ქვედა – მეორე დონე 1,20 მ სიღრმეზე აღმოჩნდა. აქ მდგარა ძლიერი სასიმაგრო თუ საცხოვრებელი ნაგებობა. ის უფრო პატარა ყოფილა (6,0 X 6,60 მ). კედლები ბაზალტის ქვით, ჰორიზონტალური წყობით იყო ნაგები. საშენ მასალად გამოყენებული იყო ასევე ალიზი, ქვიშაქვა და მუხის ხის კონსტრუქციები. კოშკი ოთხკუთხედი, თითქმის კვადრატული ფორმის იყო. მისი კედლების სიგანე, გარდა ჩრდილოეთი კედლი ...
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 13:31

V. ქალაქში დგას კიდევ ორი პატარა ეკლესიის ნანგრევი. ესენი, თითქოს, უბნის ეკლესიების ნაშთებს წარმოადგენენ. ორივე ქალაქის აღმოსავლეთ ნაპირის გასწვრივაა გაშენებული. ერთი – ზემოუბნისა, ქალაქის შესავალი ქუჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას, მეორე – ქვემო უბნისა კი დაშორებულია პირველს 250-300 მეტრით ქვევით, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ერთნავიანი ეკლესიები საკმაოდ გვიან უნდა იყოს აგებული, რაც იქიდან ჩანს, რომ მათ კედლებში ჩაშენებულია ძველი ორნამენტირებული ქვები. ქვემო უბნის ეკლესია სომხური უნდა იყოს, რადგან სამხრეთ კარში ჩაშენებულია სომხური ჯვრებიანი და სომხური წარწერიანი ქვა (აღარ იკითხება). ზემო უბნის ეკლესია კი, თუმცა, მის სამხრეთ კედელშიც არის სომხური ჯვრებიანი ქვა, ქართულია, რადგან, იმ მცირე სასაფლაოზე, რომელიც ამ ეკლესიას ახლავს, ერთი საფლავის ქვა ქართულ წარწერას ატარებს.
VI. ცალკე აღსანიშნავია 200 მეტრის სიგრძის წყალსაზიდი საიდუმლო გვირაბი, რომლითაც, ალბათ, ქალაქი ალყის დროს წყლით მარაგდებოდა. გვირაბი სიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიუყვება მაშავერას ხეობის ქარაფებს წყლის პირამდე. გვირაბის ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, ქვედა (უდიდესი) ნაწილი კი დღესაც მშვენივრადაა დაცული, გარდა კიბისა, რომლის საფეხურები ძალიან დაშავებულია. გვირაბი ზედ კლდეზეა მიდგმული. მას დიდი ქვის კედლები აქვს, რომლებსაც ეყრდნობა ისრული კამარა. გარკვეულ მანძილზე გაკეთებულია სარკმლები. გვირაბის სიგანე დაახლოებით 2 მეტრს უდრის, სიმაღლით კაცი შიგ კარგად გაიმართება.
გარეუბანი
გარეუბანი ქალაქის სამხრეთით მდებარეობს, ფინეზაურის ორივე ნაპირზე. მარცხენა სანაპიროზე ყოფილა სასაფლაოები და სასაფლაოს ეკლესია, ჩანს წისქვილების კვალი; მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული იყო აბანოები.
ა) სასაფლაოები მარცხენა ნაპირის მაღლობზე მდებარეობს. ჯერ მუსულმანურია, ხოლო მისგან 120-130 მეტრის მოშორებით – ქრისტიანული. სასაფლაოს ისეთივე ფართობი უჭირავს, როგორც ქალაქს. ამასთან, მუსულმანური სასაფლაო გაცილებით უფრო დიდია. სამარხების ნაწილი XIV საუკუნეს მიეკუთვნება, მცირე ნაწილი – XIII საუკუნეს. ქრისტიანული სამარხები კი (სომხური და ქართული) XII-XIII საუკუნით თარიღდება. გათხრები ადასტურებენ, რომ შუასაუკუნეების სამაროვანი მდებარეობს უძველეს – ჩვ. წ. აღმ-დე VIII-VII საუკუნეების სამაროვანზე (ა. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა).
ბ) სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარეობს მცირე ეკლესიის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ეკლესია თევდორეს სახელობის ყოფილა. იგი ახალი გზატკეცილის აღმოსავლეთ მხარეს, სოფელ პატარა დმანისის საზღვართან მდებარეობს. ეკლესია ერთნავიან მცირე ნაგებობას წარმოადგენს. ცხადად ეტყობა არაერთგზის რესტავრაციის კვალი. კედლებში ალაგ-ალაგ უწესრიგოდაა ჩასმული ჩუქურთმიანი ქვები.


გ) მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ გაშენებული იყო აბანოები. ყველაზე უფრო დიდი ზემო აბანოა, რომელიც ახლანდელი პატარა დმანისის საზღვარზე მდებარეობს. შუა აბანო, რომლის დიდი ნაწილი წყალს წაუღია, 150-მდე მეტრით უფრო ქვევითაა. ამ უკანასკნელის მარჯვნივ კი – დანარჩენებზე უკეთ შემონახული ქვემო აბანო. ქვემო აბანო ხუთი ოთახისგან შედგება. ერთი გასახდელია, ოთხი – საბანაო და ერთიც – საღუმელე. შენობა ძირითადად ქვითაა ნაგები. აგური მხოლოდ დამხმარე მოწყობილობისთვისაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან ჰქონდა.

ძეგლის დაქვემდებარება და სტატუსი
დმანისის სიონის საკათედრო ტაძარი დმანისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ტაძარი მოქმედია.

ბმულები:

http://ka.wikipedia.org

http://ka.wikipedia.org/

http://www.nplg.gov.ge

http://ertguleba.ge

http://www.georgianmuseums.ge

http://www.museum.ge

http://lemill.net
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 13:31

ბოლნისის სიონი
Image

Image

ბოლნისის სიონი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფ. ბოლნისში (ბოლნისის რაიონი), მდ. ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულია 478-493, მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. ნავები ჯვარისებრი გეგმის ბოძების ხუთი წყვილითაა გამოყოფილი, საკურთხეველს სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს, ნახევარწრიული აფსიდი შვერილია. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე ღია ტაღოვანი გალერეაა, სამხრეთით - თაღოვანი სტოა და ორაფსიდიანი სანათლავი, რომელსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის ერთადერთი ნიმუშია საქართველოში), შესასვლელების (ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით) თავზე, მძლავრი ჰორიზონტალური ზღუდარების ზემოთ, ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრია შიგნითა თაღებიც. შია ნავი ნახევარცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდელი გადახურვა XVII საუკუნისაა), გვერდის ნავები - ნახევარკამარებით, სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს. ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის, ბოლნისის სიონისთვისაც დამახასიათებელია ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობა - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.


ბოლნისის სიონის სამრეკლოსაქართველოსათვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVII საუკუნეშია გაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის "სიგრძივ" ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) "ბოლნური ჯვრის" სახელითაა ცნობილი. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.

ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას წრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და არადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამხადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 13:32

წუღრუღაშენი

Image

Image
Image

Image

Image

Image

Image

წუღრუღაშენი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი ბოლნისის რაიონში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რ. შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.

წუღრუღაშენი გეგმით ბეთანია-ქვათახევ-ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ძლიერ აზიდული პროპორციებისა აქვს. ნაგებობა გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანომ ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ეგვტერი. განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ეკლესიაში ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით. განსაკუთრებით ოსტატურადაა გამოყვანილი მუქი ყვითელი ფერის ქვის გუმბათის ყელის საპირეები და ბაცი მოყვითალო ქვის კარნიზი.
წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი იყო და უკაცრიელობის პერიოდში დაზიანებულა გადახურვა და გუმბათი მთლიანად და ტაძრის ზოგიერთი დეტალი.
ადრეულ ისტორიულ წყაროებში ძეგლზე ცნობები არ მოიპოვება. რაც ვიცით მხოლოდ ტაძარზე არსებული წარწერების წყალობით. ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი წარწერიდან, რომელიც დასავლეთ კარის მარჯვნივ არის, ვიგებთ რომ ტაძარი „დიდისა გიორგი მეფეთ მეფის“ (ტაძრის სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა რომ აღნიშნული მეფე ლაშა–გიორგი უნდა ყოფილიყო) მეფობის ხანაში აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს. მეორე წარწერა, სამხრეთი კარის თავზე თითქმის იგივე ცნობებს შეიცავს. მესამე დაუმთავრებელი წარწერა კი დასავლეთის კარის თავზეა ამოკვეთილი.
გვიან უკვე ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ეკლესიას მონასტრად–„პირისპირ ამ ეკლესიისა (ბოლნისის სიონი) არის მონასტერი წუღრუღაშენისა, გუმბათიანი, მშვენივრად ნაშენი მშვენიერს ადგილას და აწ უქმ არს“. ანუ XVIII საუკუნეში მონასტერი უკვე გაუქმებული ყოფილა, ხოლო როდის და რატომ გაუქმდა ამაზე არაფერი ვიცით.
შემდეგი ხსენება ტაძარისა უკვე XIX საუკუნეს განეკუთვნება, როდესაც 1853 წელს მკვლევარმა, პოლკოვნიკმა ბარტოლომეიმ გადაიღო წარწერები, ხოლო აკადემიკოსმა მ. ბროსემ იგი ფრანგული თარგმანით და კომენტარებით გამოსცა. მოგვიანებით კი აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა თავის კვლევაში „ქართული არქიტექტურის გზები“ საკმაო ადგილი დაუთმო ძეგლს და დავიწყების საბურველი შემოაცალა მას. შემდეგ გამოცემულ წიგნებში უკვე წუღრუღაშენი ხშირად მოიხსენიება.

გადმოცემით სამალავის და მასში ასეთი უცნაური ფუნქციური რელიეფის არსებობა უკავშირდება ფაქტს, ქართველ და არაქართველ მოსახლეობას შორის დაპირისპირებას და ეკლესიის მითვისებას. აღნიშნული სამალავის და ქვის არსებობა მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობას სცოდნია.

ეკლესია გარედან გეგმით სწორკუთხაა, შიდა სივრცე კი ჯვრული. ჯვრის მკლავები დასავლეთით და აღმოსავლეთით გრძელია, სამხრეთის და ჩრდილოეთის კი მასზე მოკლე. ეს ორი მკლავი ორიარუსიანია. ზემოთ ასასვლელი არ არის (სავარაუდოდ, ხის კიბით სარგებლობდნენ), მეორე იარუსი 6 მ. სიმაღლეზეა მოწყობილი. სამხრეთის იარუსის დასავლეთ კედელში არსებობს მცირე ზომის ხვრელები, რომელიც სამხრეთ კუთხის სადგომის სახურავზე გადის. დასავლეთის მკლავი გვერდის ნავებთან ერთი თაღითაა გახსნილი. ეკლესიის გვერდითა ნაწილები ცილინდრული კამარით არის გადახურული. საკურთხევლის გვერდითა ოთახები (სამკვეთლო და სადიაკვნე) ორსართულიანია. ოთახები თითო კარით არის დაკავშირებული როგორც საკურთხეველთან (გვერდიდან), ისე ცენტრალურ სივრცესთან (დასავლეთიდან). სამკვეთლო და სადიაკვნე გეგმით სწორკუთხა უსწორმასწორო კამარით გადახურული სადგომებია, რომელიც აღმოსავლეთით დატანებული თითო სწორკუთხა სარკმლით ნათდება.


მეორე სართულზედაც თითო ოთახია ცილინდრული კამარით გადახურული, აღმოსავლეთით თითო წრიული სარკმლით. საერთოდ ტაძრის ინტერიერი ძალიან ვიწრო და გარე მასებთან შედარებით გასაოცრად მჭიდროა. მაღალი გუმბათის ყელის ჭასავით სიღრმე და დაბალი განათება კიდევ უფრო ამძაფრებს სიმჭიდროვის შეგრძნებას. ტაძარს ჩრდილოეთით აქვს მინაშენი, რომელიც საგვარეულო საძვალეს უნდა წარმოადგენდეს და მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეგვტერი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია აღმოსავლეთით აფსიდით დაბოლოებული. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჩრდილოეთით უშუალოდ კედელს ეყრდნობა, ხოლო სამხრეთით –ეკლესიის კედელზე მიდგმულ ორ თაღს.
მინაშენის კედლები და კამარა ნაგებია სხვადასხვა ზომის ყორექვით, თლილი ქვა კი გამოყენებულია ისეთ ადგილებში როგორიცაა: თაღები, პილასტრები, აფსიდის და დასავლეთი კარის წირთხლები.
ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი კვადრებით. სარკმლები და გუმბათის გამორჩეულად მაღალი ყელი ჩუქურთმებითაა შემკული.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 13:42

ძალიან სასიამოვნო გასვლა იყო, ისეთი, მთელი გზა სულ "ყოჩაღ, ყოჩაღ"-ს ვიძახდით. ყოჩაღი იყო ილია, რომ არ დაიზარა და თავის 2 შვილი წამოიყვანა კარველი გოგოების მისახედად :D , ასევე ყოჩაღი იყო მელექსა, დიტოს რომ სისხლს უშრობდა :wink: , ყოჩაღები იყვნენ გოგას პლიუსებიც, კარველებს რომ არ ჩამორჩნენ, ყოჩაღი იყო დიტო, თისკრინეს ადგილი რომ დაუთმო და მთაშენკას და გვალდას კალთაში გადმოჯდა და პროტესტის ნიშნად სულ მუჯლუგუნებს იქნევდა :lol: , ყოჩაღები იყვნენ ის უცხო მოქეიფეები ჩვენს ლექციებს რომ ისმენდნენ გარემოს დაცვაზე და გვპირდებოდნენ, ნაგავს არავითარ შემთხვევაში არ დავყრითო, გოგა ხომ სულ ყოჩაღი იყო, ასეთი სასიამოვნო გასვლა რომ დაგეგმა :D .

ორი სიტყვაში ვერ ჩავტევ რეპორტაჟს :wink: , ამიტომ დანარჩენი ჯობია მოგვიანებით მოგითხროთ, ფოტოებს რომ დავათვალიერებ და ავტვირთავ მერე. მანამდე კი ერთ საერთო ფოტოს დავდებ, წუღრუღაშენის ეზოში რომ გადავიღეთ :D

Image

პ.ს. ჰოდა, ეჭვი მაქვს, გოგა შემოვა და "ყოჩაღ, მთაშენკა, ყოჩაღო," იტყვის :lol:
Last edited by Mta Mkvarebia on 07 ივნ 2010, 13:59, edited 1 time in total.
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by tamuna_gudarexi » 07 ივნ 2010, 13:46

უუუჰ, ყ ო ჩ ა ღ თქვენ! ვიცი, წინ საინტერესო და ლამაზი რეპორტაჟი გველის, მთაშენკას რომ სჩვევია, ისეთი!
ძალიან მინდა მაქეთ მოგზაურობა და ასე მაინც ვიმოგზაურებ.
კლდეკარისკენ რომ არ წავსულიყავით, აუცილებლად თქვენთან ვიქნებოდი...
ჩვენი მხრივ, ჩვენ კლდეკარში გამოგზაურებთ ;)
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Mta Mkvarebia » 07 ივნ 2010, 14:00

tamuna_gudarexi
ეჰჰ, მეც მინდოდა კლდეკარში :( , ამჯერად მეც თქვენს რეპორტაჯს დავჯერდები :D , ძალიან მაინტერესებს..
Image

Iako.
მაწანწალა
Posts: 523
Joined: 07 მაი 2009, 23:06
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Iako. » 07 ივნ 2010, 15:23

ყოჩაღ ლიკა, ყოჩაღ :)
ყოჩაღ გოგა, ყოჩაღ :)
ყველას ყოჩაღ :)

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Jimmy » 07 ივნ 2010, 15:28

ყოჩაღთ კარაველებო, ყოჩაღთ :D
Last edited by Jimmy on 07 ივნ 2010, 15:59, edited 1 time in total.

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Jimmy » 07 ივნ 2010, 15:58

აკაურთა
Image

Image

Image

Image
ბ-ნი მოდერი
Image
ხედი აკვანების ეკლესიიდან
Image

Image
აკვანების ეკლესია
Image

Image

Image
Last edited by Jimmy on 07 ივნ 2010, 17:56, edited 2 times in total.

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Jimmy » 07 ივნ 2010, 16:06

Image

Image
დმანისის სიონი
Image

Image
Last edited by Jimmy on 07 ივნ 2010, 17:35, edited 1 time in total.

User avatar
Jimmy
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 07 თებ 2009, 09:52
Location: tbilisi
Contact:
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by Jimmy » 07 ივნ 2010, 16:13

Image

Image

Image
ილია და თორნიკე
Image
Last edited by Jimmy on 07 ივნ 2010, 17:54, edited 1 time in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დმანისი, ბოლნისი, აკაურთა, აკვანება, წუღრუღაშენი 6.06.10.

Post by qvevri » 07 ივნ 2010, 16:21

Mta Mkvarebia
გეთაყვა დმანისის სიონზედ ლაპიდარული წარწერბი შევნიშნე და სურათი მიბოძეთ თუ არ შეწუხდებით :!:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]