აი, ეს 11ეული:

თუმცა, იმთავითვე გამცილებლის ფუნქცია ვიკისრე, რადგან სამშობლო და სამსახურეობრივი მოვალეობა ინაუგურაციაზე ყოფნას არ მაპატიებდა.
მინიბუსის მგზავრებს სიმბოლურად ნახევარი კილომეტრით დავემგზავრე და 1მანეთს საღამოს შეხვედრის გეგმით დავემშვიდობეთ.
2თაჭალაში მინიბუსს მეორე მონადირე და ნამცეცა შეემატა, ცოტა მოგვიანებით კი - მაკენა.
ინაუგურაცია ორის ნახევარზე დასრულდა და მთა მყვარებიას მოსაკითხად დავურეკე. კორტი და ლეგენდა წირვაზე ბოლომდე გაჩერდნენ და ამიტომ ჩვენ ისევ შავნაბადეზე ვართო.
ჰოდა, მაღაზი-მაღაზია შუშხუნების ძებნაში დავიარე და ორბელიანის (იგივე კოლმეურნეობის) მოედანზე ტაქსში ჩავჯექი.
ხალხს შავნაბადის ასახვევთან შევუ1დი, ოღონდ, ვიდრე მათთან მივედი, მძღოლი მეუბნება, შეხედე კაცო, მგონი ეს ხალხი სულ გაგიჟებულა, ხელებს და უკანალს ისე ისე იქნევენ, გეგონება ჭინკებს აფრთხობენო.
ეს დამაფრთხალნი ზუსტად ჩვენები არ ყოფილან?
კაციშვილი ფეხზე ვერ იდგა, ისეთი მთვრალები იყვნენ. შატილის ასული და ერი-ერი თიკო-ერი კი ყანწიდან ახლადამომხტრები იყვნენ, ენას პირში ვერ ატრიალებდნენ.
არაყი უსვამთ, არაყი.
შუშხუნა გავისროლეთ და დმანისის გზას მხიარულად დავადექით
(ლაშქრობის აღწერის წესებს მარშრუტის სიადვილისა და ტაძრების დედაქალაქთან ახლომდებარეობის გამო არ ვიცავ)