ჯერ თემის პირველ წერილს დავწერ ლაშქრობის წესების დაცვით და შემდეგ რეპორტაჟს დავიწყებ.
ჰო, მართლა, სათაურზე საავტორო უფლებები იაკოს ეკუთვნის, სწორედ მისი თხოვნით დავარქვი თემას ეს სახელი. წოვა თუშეთში ყოფნისას, ლეო პაპამ რომ გვიმასპინძლა, იაკომ კითხა ბაცბურად როგორ იქნებოდა "ლამაზია თუშეთი" და სწორედ ეს პასუხი მივიღეთ

მართლაც, თემისთვის ამაზე უკეთეს სათაურს ვერც მოვიფიქრებდით

1. რეგიონი: კახეთის მხარე, ახმეტის რაიონი (თუშეთი)
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ალვანი-ფშაველი-აბანოს უღელტეხილის უმაღლესი წერტილი - ცერი (მეტრმზომმა 2875 მეტრი აჩვენა)-ცერიდან უღელტეხილზე გადავედით ფეხით (მეტრმზომმა დაახ. 3150 მ. აჩვენა)-მდინარე ორიწყლის სათავეში მდებარე ტბები (ჩვენ კარავი.გე-ის ტბები დავარქვით


3. ხანგრძლივობა:
8 დღე და 7 ღამე
4. სირთულე:
საშუალოდ რთული (უღელტეხილების გადასვლა), ზოგი მონაკვეთი რთული (ჩაწყვეტილი ბილიკები, სადაც რისკის ფასად გადავდიოდით), ზოგი მონაკვეთი კი მარტივი (გზა ილიურთადან -ვერხოვნამდე, ვერხოვნიდან წოვათაში და ფარსმიდან დართლომდე)
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
230 ლარი - კაცზე. აქ შედიოდა მგზავრობა მინიბუსით თბილისი-ფშაველი და უკან - ალვანი-თბილისი - 440 ლარი, მგზავრობა ჯიპებით ფშაველი-ცერი და უკან დართლო- ალვანი, სულ (3 მანქანა - 1500 ლარი, თითო 500 ლარად, ცხენები - 8 ცხენი 6 დღის გან-ში, თითო - 35 ლარად - 1680 ლარი, მეგზური - 40 ლარი, 6 დღე, 2 მეგზური გვყავდა - სულ 480 ლარი, დარჩენილი თანხით პროდუქტები ვიყიდეთ და მერე თუშეთშიც დავაცხობინეთ პური, ჭადი და კოტრები.
6. მონაწილეთა რაოდენობა
22 ადამიანი, + პაატა ჯი და ცვენი 2 მეგზური - პაატა და გელა.
0. პაატა (სრული აღჭურვილობა და 3კაციანი კარავი)
1. მთა მყვარებია (სრული არჭურვილობა, პაატა მაძლევს 3კაციან კარავს)
2. ქეთო (სრული აღჭურვილობა, 2კაციანი კარავი)
3. ფალკონი (სრული აღჭურვილობა, 1კაციანი კარავი)
4. თებუკა (საძილეს პაატა ათხოვებს საგებელი არ აქვს, ადგილი მთაშენკას კარავში)
5. რუსკიტო (საძილეს პაატა ათხოვებს საგებელი არ აქვს, ადგილი მთაშენკას კარავში)
6. იაკოს + ანი (სრული აღჭურვილობა და 2კაციანი კარავი)
7. იაკოს + (სრული აღჭურვილობა და ადგილი ანის კარავში)
8. ფალკონის + (სრული აღჭურვილობა და 2კაციანი კარავი)
9. მარიშკა (საძილესა პაატა ათხოვებს, საგებელს- კაკატული, ადგილი თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
10. გიორგი-ბარსა(სრული აღჭურვილობა, ადგილი პაატას კარავში)
11 დათო (სრული აღჭურვილობა 1 კაციანი კარავი)
12. იაკო (სრული აღჭურვილობა, თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
13. ეკატო (სრული აღჭურვილობა, 1კაციანი კარავი, გაჭირვების შემთხვევაში მეორე გამხდარი გოგოც დაეტევა და თუ 4კაციან კარავში 4 გოგო ვერ მოთავსდა კარგად, ერთერთი ეკატოსთან გადავა თუ იქ მეტი ადგილი იქნა)
14. ბუნტურიკა (სრული აღჭურვილობა, 2კაციანი კარავი (ცელოფნის პარკით)
15. ზვიოსული (სრული აღჭურვილობა, ადგილი პაატას კარავში)
16 . ლალიმას (სრული აღჭურვილობა, ადგილი ქეთოს კარავში)
17. ინა-უნა (სრული აღჭურვილობა, 2ადგილიანი კარავი)
18. ლაილა (სრული აღჭურვილობა, ადგილი ინა-უნას კარავში)
19. ნათია ტუხაშვილი ninininuca + (საძილეს პაატა ათხოვებს, საგებელი არ აქვს, თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
20.მაკა სხვიტარიძე (სრული აღჭურვილობა, თამოს (ქეთოს მეგობრის) 4კაციან კარავში)
21. ნიკა აბესაძე - გიო-ბარსას +
22. ლაშა ხეხელაშვილი - გიო-ბარსას +
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მთა მყვარებია, პაატა.ჯი
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩამოთვლილ სოფლებთან მეტნაკლებად ახლომდებარე სხვა სოფლები: თუშეთში- ხახაბო, დიკლო, შენაქო, დოჭუ
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მანქანით მთლიანად გავლილი მანძილი -433კმ
აქედან თუშეთში:
თბილისი-თელავი - 160კმ
თელავი-სოფელი ფშაველი-32კმ
სოფელი ფშაველი - ომალო-72 კმ. ამ მონაკვეთზე იმდენად ცუდი გზაა, რომ მის დაფარვას მანქანა დაახლოებით 4 საათს ანდომებს. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილით.
10. ფეხით გავლილი მანძილი: კაცმა არ იცის რამდენი

11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
თითქმის ყველა სოფელში კოშკები, ლამაზი სახლები, ხატები და სალოცავები, რომელთან მიახლოებაც ქალისთვის კი არა მამაკაცისთვისაც კი არ შეიძლება, ულამაზესი სოფელი დართლო, კოშკებით და დანგრეული ეკლესიით, სადაც ასევე არ შეიძლება ქალის მიახლოება, ასევე ლამაზია ფარსმა და ომალო, ულამაზესი ხეობები, სულისშემკვრელი ხედები უღელტეხილებიდან.
12. საბანაკე ადგილები: ყველგან მშვენიერი საბანაკე ადგილებია, თუმცა ზოგიერთი სასტუმროს ეზოში ან სიახლოვეს ბანაკის დასაცემად სასტუმროს მეპატრონის ნებართვაა საჭირო. ასევე დაცულ ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებშია შესაძლებელი. (სასტუმროს ტერიტორიაზე ან ახლოს დაბანაკება სასმელი წყლის გამოა მიზანშეწონილი)
თუმცა რაც უფრო მაღლა ადიხარ იდეალურად სწორი ზედაპირის ნახვა ჭირს, ამიტომ ხანდახან წერაყინს ვნატრობდით ღამით საგებლიდან ძირს ჩაცურებულები ზემოთ აფოფხებისას

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში, სხვაგან იშვიათად. თუმცა გვხვდება მთიდან ჩამომდინარე პატარა ნაკადულები, რომელიც სასმელად ვარგისია.
14. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
კიდევ აუცილებელი აღჭურვილობაა სამთო ან ჩვეულებრივი ხის ჯოხი, რაც ძალიან გამოგადგებათ ამ და მსგავს მარშრუტებზე.
მგონი კარგი აზრია აქვე ჩავამატო რჩევების შესახებ ის ნაწილი, რაც სამომავლო გეგმებში დავდე.
აუცილებლად წამოიღეთ:
1. პირადობის მოწმობა
2. მზისგან დამცავი ქუდი და ნელსაცხებელი
3. საწვიმარი
4. ფარანი (გაითვალისწინეთ რომ იქ ელექტროენერგია არაა, მხოლოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა, სასტუმროებში მაგალითად, ამიტომ ვერც ტელეფონებს, ვერც ფოტოაპარატებს, ვერც ფარანს ვერ დატენით, და თუ სათადარიგო ბატარიები გაქვთ, წამოღება არ დაგავიწყდეთ)
5. მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი, და ასევე მოხერხებული გამოსაცვლელი ფეხსაცმელი. თუ სანდლები გაქვთ, აუცილებლად წამოიღეთ, სავარაუდოდ მდინარეებში გავლა-გამოვლა მოგვიწევს, ასევე კარგი იქნება ისეთი შარვალი რომელიც ადვილად შრება. ასევე კარგია თუ გაქვთ ისეთი შარვალი, რომელიც ელვა შესაკრავების საშუალებით მოკლდება ან გრძელდება. დილით ეციება, მერე კი ეცხელება. მაგრამ თუ ასეთი შარვალი არ გაქვთ, არაუშავს, მე პირადად მუხლამდე ბრიჯები მაცვია ხოლმე მაღალ წინდებთან, როცა დაცხება მაღალ წინდებს დაბალი წინდებით ვანაცვლებ, ასევე თუ დამისველდა ფეხი, მხოლოდ წინდებს ვიცვლი, და დისკომფორტი არ მაქვს. არ გირჩევთ ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას. ფეხს გატკენთ. მანამდე მაგ ფეხსაცმელი სადმე გამოსცადეთ, თუნდაც 1-2 დღე ქალაქში ჩაიცვით.
6. სულ მცირე 1 ხელი თბილი ტანსაცმელი (მე მაგალითად 1 ქუდიანი როლინგი, 1 ჟაკეტი, ერთი თხელი, უსახელო ე.წ. დუტის შემოსაცმელი და საწვიმარი მომაქვს, ერთად როცა ვიცვამ ხოლმე არ მცივა)
7. ძირითადი ზურგჩანთის გარდა 1 პატარა ზურგჩანთა ან მოხერხებული მხარზე გადასაკიდებელი ჩანტა წამოიღეთ, სადაც საწვიმარს, ფარანს, ჟაკეტს, სანდლებს, წყალს, სასუსნავებს, ან ისეთ ნივთებს ჩადებთ, რაც იმ დღის განმავლობაში დაგჭირდებათ, რადგან ცხენებმა შეიძლება ჩვენთან ერთად ვერ იარონ ( ვიწრო ბილიკზე ცხენისთვის და ადამიანისთვის ერთ ტემპში სიარული ძნელია), და ჯობია საჭირო, აუცილებელი ნივთები თან გქონდეთ.
8. ტანსაცმელი და საძილე პოლიეთილენის პარკში გაახვიეთ და ისე ჩადეთ ზურგჩანთაში (მდინარეზე ხიდი რომც იყოს, ცხენები საცალფეხო ხიდზე ვერ გადავლენ და ხანდახან ზურგჩანთებს ძირი უსველდებათ ხოლმე), ასევე კარგია თუ გაქვთ ზურგჩანტის საწვიმარი, თუ არადა, დიდი ლურჯი პარკები რომ არის, 1-2 ის წამოიღეთ, რომ წვიმაში ბარგი არ დაგისველდეთ).
9. სანტავიკი, ციტრამონი, ბამბა, და ასეთი რაღაცეებიც წამოიღეთ. სანტავიკი ყველას ინდივიდუალურად უნდა ჰქონდეს, რადგან ასეთ გასვლებში, ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო საშუალებაა.
10. არ დაგავიწყდეთ სალაშქრო აღჭურვილობის: საგებელი, საძილე, წყალგაუმტარი კარვის წამოღება (ვისაც გაქვთ). ვისაც კარავი არ გაქვთ, იქნებ მეგობრებში იშოვოთ.
დაწერეთ ვის რამდენ კაციანი კარავი აქვს, რომ გათვლა მაგის მიხედვით გავაკეთოთ.
11. საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი: რკინის ან პლასტმასის ჭიქა, თეფში ან ჯამი, პატარა კოვზი, ჩანგალი და თუ გჭირდებათ ხოლმე დანაც.
12. სალაშქრო ან ჩვეულებრივი, ხის ჯოხი. არ დაგეზაროთ ტარება, მერე კარგ სამსახურს გაგიწევთ.
კიდევ ერთი, როცა საცხენოსნო ტურით მიდიხართ, კარგი აზრია, შაქრის დიდ - 50კგ-იან ტომარას თუ წაიღებთ (გარეცხეთ წინასწარ

15. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი:
ახმეტის რ-ნი, სოფელი ომალო
ტელ: 899 98 24 17
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მისამართი:
თბილისი, გულუას ქ.6
ტელ./ფაქსი: 75 23 55
ელ.ფოსტა: info@dpa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.dpa.gov.ge
საოჯახო სასტუმროები თუშეთში:
"თუშეთი" (სოფელი ომალო) მეპატრონე ვაჟა შაბალაიძე
"დართლო" (სოფელი დართლო) ტელ:893 444 229
"სამციხე" (სოფელი დართლო) ტელ:899 11 89 93
"კრუისკარი" (სოფელი დოჭუ) ტელ:899 28 56 47
"დოჭუ" (სოფელი დოჭუ) ტელ: 899 53 33 98
"ომალო-2005" (სოფელი ომალო) ტელ: 899 67 22 43
"ლამატი" (სოფელი ვერხოვანი) ტელ: 899 700 378
'ჯიქი" (სოფელი ჭეშო) 899 67 42 10
ჯიპების მძღოლები, რომლებსაც ალვანიდან აჰყავთ ტურისტები ომალოში:
ლევანი შაბალაიძე
ტელეფონი: (+995) 5 99 25 38 18
Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო - 200ლარი და ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული, რუსული
დავით აქიმიძე
ტელეფონი: (+995) 5 99 76 05 54
Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო 4 ვიზიტორისთვის - 200ლარი, 6 ვიზიტორისთვის- 300 ლარი; ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული
ზაზა დათუნაიძე
ტელეფონი: (+995) 5 99 69 44 63
Jeep Nisaci - ტევადობა 4 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო - 200ლარი და ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული, რუსული
დევი გიგოიძე
ტელეფონი: (+995) 5 95 73 79 11
RAF 4 ორ კარიანი - ტევადობა 4 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო - 200ლარი და ალვანი - დართლო - 250 ლარი
ენა: ქართული
ელდარი იდოიძე
ტელეფონი: (+995) 5 98 28 16 76; ალვანი - ომალო - 320 ლარი; Landcruiser - ტევადობა 8 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
იური ომაიძე
ტელეფონი: (+995) 5 51 11 81 59
Nissan Patrul 4 კარიანი - ტევადობა 7 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო -300 ლარი
ენა: ქართული
ლევან ითიურიძე
ტელეფონი: (+995) 5 97 06 60 00
Landrover Defender 4 კარიანი - ტევადობა 8 ადამიანი
ფასი: ალვანი - ომალო -250 ლარი
ენა: ქართული, რუსული
ტრისტან ნეკერაული - ტელ: (+995) 599 40 49 34; ალვანი- ომალო - 250 ლარი; Mitsubishi Pajero- ტევადობა - 6 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
სულიკო ღაზიაიძე - ტელ: (+995) 595 51 94 03; ალვანი- ომალო - 250-300 ლარი;Opel Monterey - ტევადობა - 6 ადამინი; ენა: ქართული, რუსული, გერმანული
გიორგი ქარსამაული - ტელ: (+995) 598 83 15 94; ალვანი - ომალო- 300 ლარი; ალვანი-დართლო - 400 ლარრი; ალვანი - ჯვარბოსელი - 400 ლარი;Mitsubishi Delika - ტევადობა - 8 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
თორნიკე იდოიძე - ტელ: (+995) 555 23 12 35; ალვანი - ომალო - 300 ლარი;Mitsubishi Delika - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, ინგლისური
ვაჟა კარდლიძე - ტელ: (+995) 555 30 02 21; ალვანი - ომალო - 300 ლარი; Nissan - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ბესიკ ელანიძე - ტელ: (+995) 599 11 89 93; ალვანი - ომალო - 200 ლარი Toyota - ტევადობა - 4-5 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
მურად იჭირაული - ტელ: (+995) 557 12 77 22; ალვანი - ომალო 300 ლარი; Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, ებრაული
ლევან სულაკაური - ტელ: (+995) 558 45 42 42; ალვანი - ომალო 250 ლარი; Mitstubishi Delika - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ალეკო ყიზილაშვილი - ტელ:(+995) 599 11 10 68;ალვანი - ომალო 300 ლარი;Toyota landrover - ტევადობა 8 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
გიორგი წიქარაძე - ტელ: (+995) 598 60 86 61; თბილისი - ომალო - 250 ლარი; თბილისი - დართლო - 300 ლარი;ალვანი - ომალო - 180 - 200 ლარი; ალვანი - დართლო - 250 ლარი; Mitsubishi Montero - ტევადობა 6 ადამიანი; ენა:ქართული, ინგლისური, რუსული, ლატვიური
ნოდარ ჭვრიტიძე - (+995) 599 71 36 43; ალვანი - ომალო - 250 ლარი; Mitstubishi Pajeron- ტევადობა 5 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
თემურ ბაშინურიძე - (+995) 59974 23 54; ალვანი - ომალო 800 ლარი; ალვანი - დართლო - 900 ლარი; Kamazi - ტევადობა 30 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ილია იჩუაიძე - (+995) 593 39 93 73; ალვანი - ომალო 250 ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 7 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
მამუკა კინდოლაური - (+995) 593 32 35 86; ალვანი - ომალო - 250 ლარი; Mitsubishi Pajero - ტევადობა 6 ადამიანი; Mitsubishi Delika-ტევადობა 7 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ბესიკ კარდლიძე - ტელ: (+995) 599 68 76 90; ალვანი-ომალო 300 ლარი;Toyota Landcruiser - ტევადობა 9 ადამიანი; ენა: ქართული
სოსო გიგოიძე - ტელ: (+995) 598 51 81 24; ალვანი - ომალო 200 ლარი; Isuzu Truper - ტევადობა 4 ადამიანი; ენა: ქართული, ინგლისური
რეზო ჯელიძე - (+995) 555 17 74 80; ალვანი- ომალო 250 ლარი; Hunday Galloper- ტევადობა 7 ადამიანი; ენა: ქართული, რუსული
ლევან იდიძე- (+995) 595 64 36 28; ალვანი - ომალო 300 ლარი; Landcruiser - ტევადობა 8 კაცი; ენა: ქართული, ესპანური
დავით იდოიძე - (+995) 593 76 91 35; ალვანი- ომალო 300 ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 6 კაცი; ენა: ქართული
გოგია იჭირაული - (+995) 593 32 48 41; ალვანი - ომალო - 200 ლარი; Landrover - ტევადობა 5 კაცი; ენა: ქართული, იტალიური, რუსული
სოსო იჭირაული - (+995) 595 51 56 88; ალვანი - ომალო - 300ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 6 კაცი; ენა: ქართული, რუსული
ირაკლი ბექურიძე - (+995) 598 48 85 70; ალვანი - ომალო - 300 ლარი; Mitsubishi Delika - ტევადობა 6 ადამიანი; ენა: ქართული
არკადი წვერაიძე - (+995) 599 62 61 72; ალვანი - ომალო - 300 ლარი Mitsubishi Delika - ტევა ...