თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
დაიწყო ყველაფერი იმითო რომ გავმაზე კარვის ლაშქრობა სამსახურის გამო. უკვე გული მისკდებოდა როცა მოულოდნელად ჩემმა მეზობელმა გიორგიმ მითხრა რომ აპირებდა წასვლას თუშეთში და თუ მინდოდა მეც შემეძლო წაყოლა. თავდაპირველად 6-ნი უნდა წავსულვიყავით მისი გაზ-69-ით (ვინც არ იცის რა მანქანაა ეგ ფოტოებს რო დავდებ მიხვდება). ჯერ იდეაში იყო 9-12 აგვისტო მარა 2 დღით გადადება მოგვიწია. ამის გამო ორი კაცი ამოვარდა. ბოლო მომენტში მანქანის პრობლემებიც დაემატა ამას და უკვე ჩემი სამურაით ვაპირებდით წასვლას მარა საბედნიეროდ მაინც მოხერხდა გაზ-69-ით წასვლა. კიდე კაი მარტო 4 ვიჯექით მაქნანაში.
ამით შესავალი დამთავრდა.
შაბათს დილით ყველაფერი იმით დაიწყო რომ ეზოში 6 საათზე ჩასულს იქ არავინ დამხვდა. თურმე მაღვიძარამ არ იმუშავა და საბოლოოდ მარტო 7-ზე მოვახერხეთ გასვლა. წავედით მე, გიორგი, მამამისი ვაჟა და გიორგის ბიძაშვილი გოგა. ვინაიდან ტრასაზე მანქანა 70-ზე სწრაფად ვერ მიდიოდა თელავში გომბორით გადავედით რითაც მინიმუმ ნახევარი საათი მოვიგეთ. თუმცა თელავში დავკარგეთ ბლომად დრო ბაზარში რაღაცეების ყიდვაზე და საწვავის ჩასხმაზე. საწვავი ჩვენი მთავარი პრობლემა იყ. გაზ-69 მაინც ლამის ომისდროინდელი მანქანაა და ცუდ გზებზე 2-ჯერ მეტ საწვავს მიირთმევს. ფაქტიურად ძლივს გვეყო 70 ლირტი ბნზინი თელავი-თუშეთი-ალვანი გავლაზე. აქვე დავამატებ რომ თუშეთში უნდა მოხვდეთ სოფელი ფშაველიდან თვითონ ფშაველში გადასახვევი ჯობია იკითხოთ. ჩვენ გზის მაჩვენებელს გავყევით და ასე 5 კილომეტრამდე უაზროდ ვიარეთ სხვა ხეობის მიმართულებით.
მაშ ასე. თუ მიდიხართ ბაკურზიხის მხრიდან და თელავში არაფერი გესაქმებათ გადაუხვევთ ეგრევე ყვარლის მიმართულებით და ალაზანზე გადასვლისთანავე ეგრევე წახვალთ მარცხნივ ახმეტისკენ. გაივლით ნაფარეულს, სანიორეს და მერე ფშაველია. ეს მარშუტი ყველაზე მოკლეა. ოღონდ ვიმეორებ ფშაველში რომ შეხვალთ ომალოს მაჩვენებელისკენ არ გაყვეთ. გაუხვიეთ ახმეტისკენ და მერე ცოტა ხანში გადაუხვიეთ მარჯვნივ (ანდა იკითხეთ).
გომბორზე გადასულებს შეგიძლიათ ვარდისუბნიდან ალავედისკენ გაუყვეთ გზას (თუმცა ცოტა წრე გამოდის ასე) მე მაინც თელავის გავლით გირჩევთ გავლას.
გომბორზე გზა მაინც ცუდ დღეშია. თუმცა მოძრაობა აღდგა თუ ტრასაზე 90-100 შეგიძლიათ სიარული ბაკურციხეზე ჯობია გაიაროთ. ბაკურციხის გავლით თელავამდე 150 კიოომეტრია. გომბორიდან 100.
ბოლო ბოლო გავედით ფშაველიდან და გავიყევით მდ. სტორი (ან სთორი) ხეობას.
გაგრძელება იქნება.
მანამდე დავწერ რა მოვინახულეთ.
1 დღეს ომალო. და დავბანაკდით დართლოს ძირში ალაზნის პირას.
2 დღეს კვავლო და დართლო. მერე ჭეშო ფარსმანთა და გირევი (შორიდან რადგან ალაზანზე მანქაით გადასვლა აღარ გვინდოდა). შემდეგ დავბრუნდით ომალოში და გადავედით შენაქო დიკლოში. მარა დიკლოს ციხეს ვერ ვასწრებდით უკვე და წამოვედით უკან. დავბანაკდით ხისოსთან.
3 დღე დილით თევზაობის შემდეგ წავედით ტბაზე (სახელ არ მახსოვს)
4 დღეს დავბრუნდით უკან და გზად თავისუფალი დროის არესებობის გამო ვნახეთ კვეტერა.
ჩემი პირადი აზრით კვავლო-დართლო აუცილებლად სანახავია თუ ვინმე იქ წახვალთ. ასევე მაგარია ჭეშოს კირქვით ნაშენები კოშკები. თუმა თუ დიდი ხნით ხართ მაშინ ბოლოსკენ მოიტოვეთ რომ სხვა სოფლების სანახაობა არ დაიჩრდილოს.

Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ესაა თუშეთში მინდინარე მშენებლობების მაშტაბები. არ ვიცი თბილისის გარდა მე საქართველოში სხვა კითხე არ მინახავს სადაც ასეთი მაშტაბებით მიდიოდეს მშენებლობები (აჭარა და ურეკი არ მაქ ნანახი
). ფაქტიურად ყველა სოფელში სადაც გავიარეთ რაღაცას აშენებდნენ. ამან ყველაფერმა ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენა. მანქანების რაოდენობამ რომლებიც ჯერ დართლოში და მერე ხისოსთან, ჩვენ ბანაკთან დადიოდნენ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
Nika
როგორც ვატყობ. თქვენ გომეწრის ხეობა არ გინახავთ.
ერთს დავამატებ - ფშაველში უნდა იკითხოთ ლეჩურის გადასახვევი. ისე, ჩვენც გამოგვეპარა ეგ გადასახვევი და 5 კილომეტრი კი არა, კარგა ბევრად მეტი გავიკატავეთ გავაზის ველზე.აქვე დავამატებ რომ თუშეთში უნდა მოხვდეთ სოფელი ფშაველიდან თვითონ ფშაველში გადასახვევი ჯობია იკითხოთ. ჩვენ გზის მაჩვენებელს გავყევით და ასე 5 კილომეტრამდე უაზროდ ვიარეთ სხვა ხეობის მიმართულებით.

ნუ, რაკი ხისოსტან დაბანაკებილხართ, მაშინ, ეგ უძიროს, იგივე ორეთის ტბა უნდა იყოს. სხვა ტბა მაგ მიდამოებში არაა.3 დღე დილით თევზაობის შემდეგ წავედით ტბაზე (სახელ არ მახსოვს)

მაგან ჩვენც სასიამოვნოდ გაგვაოცა. და მანქანებს რაც შეეხება, პირველად რომ ამოვედი, ცოტა არ იყოს და ომალოზე (მე სახვა სოფელში ვისვენებდი - ხისოს გაღმა, მაგრამ მაქედან ვერ დაინახავდით) ცოტა ირონიით ვლაპარაკოვბდი, როგორც თუშეთიოს დედაქალაქზე, მაგრამ როცა იქ ღამე დავრჩი და შუაღამის 2 საათზეც არ წყდებოდა მანქანების ხმაური, მერე კი ვიკადრე და სევწყვიტე ქილიკი.მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ესაა თუშეთში მინდინარე მშენებლობების მაშტაბები. არ ვიცი თბილისის გარდა მე საქართველოში სხვა კითხე არ მინახავს სადაც ასეთი მაშტაბებით მიდიოდეს მშენებლობები (აჭარა და ურეკი არ მაქ ნანახი ). ფაქტიურად ყველა სოფელში სადაც გავიარეთ რაღაცას აშენებდნენ.

როგორც ვატყობ. თქვენ გომეწრის ხეობა არ გინახავთ.
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
იმის თქმა დამავიწყდა რომ გომბორიდანვე გამოჩნდა რა ცუდი ამინდი გველოდა წინ. უღელტეხილზე ასვლა არ გვქონდა დაწყებული და უკვე ნისლები დაიწყო. მალე გაწვიმდა კიდევაც.

ხეობა უკან აი ასე მოჩანდა

ამის მერე ფოტოები ფაქტიურად არც კი გადამიღია. შორტებში და მაისურში ვიჯექი მანქანაში და ვკანკალებდი. ჩემი თთბილი ტანისამოსი კი ზურგჩანთაში მანქანის საბარგულის ძირში იყო. მანქანა ჯიუტად ადიოდა აღმართებზე სერპანტინზე. უკვე 10 მეტრში არაფერი ჩანდა. ნელ-ნელა ცა უფრო და უფრო ნათდებოდა და იმედი მოგვეცა რომ ეგებ ზევით ღრუბლებს მაღლა აღმოვჩნდებოდით და მზეს დავინახავდით. მაგრამ ამაოდ. უღელტეხილზე GPS-მა მაქსიმალური სიმაღლე 2850 მეტრი ანახა. მერე დაიწყო დაშვება.
ეს უკვე ხედი ქვევიდან. კომუნისტების დროს აქ მაღალი ძაბვის ხაზები გადიოდა.

წინ კიდევ საიმედოდ კარგი ამინდი ჩანდა

აქ უკვე ხისოს ალაზნის ხეობაში ვართ (მგონი) და პატარა ჩანჩქერუკაცაა.

აი პირველი სოფლებიც. ქვევით ჭალა. ახალი დასახლებაა. ზევით კიდე ხისო.

გავაგრძელეთ გზა და აი მივუახლოვდით ომალოს რომელიც სადღაც იქ ზევით გვემალება

ქვევით კიდევ ალაზანი მიედინება (თუშეთის ალაზანი).

ეს ძროხები ომალოში ვნახეთ

კოშკები გამოჩნდა შორიდან

აქ ქართული დროშა ფრიალებს!!!

ხედი დართლო-ბოჭორმას გზისკენ

აქ უკვე მივხვდით რომ პირვანდელ გეგმიდან, შენაქო დიკლოს მონახულება, უნდა გადავეხვია. საქმე იმაშია რომ მანქანა უზომოდ მიირთმევდა საწვავს. ხოლო შენაქოსკენ ისევ ქვევით უნდა წავსულვიყავით. ამიტომაც გზა დართლოსკენ გავაგრძელეთ. დართლო-ბოჭორმა გზის გასაყარზე ჩეხი ტურისტები შეგვხვდნენ. ისინიც ჩვენსავით ფიქრობდნენ საით წასულიყვნენ. საბედნიეროდ ამ დროს მანქანამ ჩაიარა და დართლოს გზა მიგვასწავლა. საერთოდ მანქანები ძაან ბევრი დადის. საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.
ესეც ხედი. ქვევით დართლო. ზევით კიდევ კვავლო ჩანს. მარა ეს კვავლოს 1% თუ იქნება. დანარჩენი აქედან არ მოჩანს.

პირიქითის ალაზნის ხეობა და დართლოს ახლად გაშენებული ნაწილი

ისევ დართლო და კვავლო (საერთოდ ამ ადგილას ალბათ 100 ფოტო გადავიღე ისეთი სილამაზე იყო).

ესეც ჩვენი ბანაკი

ალაზნის ხეობა მზის ჩასვლისას

ჩეხი ტურისტები ივანა და ტომასი. მიდიოდნენ ხევსურეთისკენ. მათი ინფორმაციით შატილამდე 35 კილომეტრი იყო. უკვე მეორე დღეს რუკაზე რო დავხედე მივხვდი რომ 35 კილომეტრი მარტო აწუნთამდე იყო. მოკლედ ძაან კარგად ვისაუბრეთ იმ საღამოს. ვარძია ჰქონდათ ნანახი და კიდევ რამეს ნახვა უნდოდათ. ან სვანეთი ან სტეფანწმინდა. გააჩნია რას მოასწრებდნენ.

ასე დამთავრდა პირველი დღე.

ისე, გომეწრისა და პირიქითის გამყოფ გორაზე თავისუფლად შეიძლება საფეხოსნო მარშრუტის მოწყობა - ორივე ხეობას ნახავ. თან, ნაყაიჩოზე უპრობლემოდ ახვალ.
აი, მაგ უღელტეხილზე ყოფილა თუსეთის პარლამენტი, სადაც თურმე თუსეთოს ოთხივე ხეობის 3-3 წარმომადგენელი იკრიბებოდა სათათბიროდ და ერთხელ ერეკლე მეფეც კი დასწრებია.საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.
ისე, გომეწრისა და პირიქითის გამყოფ გორაზე თავისუფლად შეიძლება საფეხოსნო მარშრუტის მოწყობა - ორივე ხეობას ნახავ. თან, ნაყაიჩოზე უპრობლემოდ ახვალ.
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
Nika
აუ ნიკა ძაან მაგარ ფოტოებს იღებ რაა
მეც მინდა მასე გადაღება
აუ ნიკა ძაან მაგარ ფოტოებს იღებ რაა

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
+1
"Ñõрõóøтõ ßрøрþôу - Üðть Òðшу!!!"
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
გაიხარე ნიკა მაგარია
ხო, მშენებლობების შესახებ მეც დავწერე - ძალიან გამიხარდა რომ თუშეთში ცხოვრება დუღს
ხო, მშენებლობების შესახებ მეც დავწერე - ძალიან გამიხარდა რომ თუშეთში ცხოვრება დუღს

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
მაგ ადგილს ღელეს ეძახან. მაგრამ არ გეგონონოტ ნაკადული ცამოდიოდეს მოტიტვლებული ალპური გორაკია ალპურ ვაკეებში. ეხლაც ეტყობა ზედ გორაკზე ოდნავ ცაღრმავებული ადგილი სადაც თუშთა საჭირბოროტო საქმეები წყდებოდა.guruli wrote:Nikaაი, მაგ უღელტეხილზე ყოფილა თუსეთის პარლამენტი, სადაც თურმე თუსეთოს ოთხივე ხეობის 3-3 წარმომადგენელი იკრიბებოდა სათათბიროდ და ერთხელ ერეკლე მეფეც კი დასწრებია.საკმაოდ ლამაზი უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩავედით დართლოში.
ისე, გომეწრისა და პირიქითის გამყოფ გორაზე თავისუფლად შეიძლება საფეხოსნო მარშრუტის მოწყობა - ორივე ხეობას ნახავ. თან, ნაყაიჩოზე უპრობლემოდ ახვალ.
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
ულამაზესი ადგილია და ფოტოებიც რაღა თქმა უნდა.... 
მგონია მასეთ სამოთხის მოსანახულებლად 4 დღე ნამეტენი ცოტაა...

მგონია მასეთ სამოთხის მოსანახულებლად 4 დღე ნამეტენი ცოტაა...
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
Nika
ძალიან ჯიგარი ხარ
ფოტოები .....
მაგარი ფოტოებია
ოცნებად მაქვს მანდეთ წასვლა და ავისრულებ კაცო
აბა რაის ვიზამ?!

იმეტყველე გამართული ქართულით!!!
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
მოხიბლული ვარ ფოტოებით!
ხედები დიდი გემოვნებითაა შერჩეული.
კიდევ ბევრი გემოგზაუროს და ბევრზე ბევრი კარგი სურათი დაგედოს ჩვენი ფორუმის გვერდებზე.
ხედები დიდი გემოვნებითაა შერჩეული.
კიდევ ბევრი გემოგზაუროს და ბევრზე ბევრი კარგი სურათი დაგედოს ჩვენი ფორუმის გვერდებზე.

თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
გავნაგრძობ.
დღე მეორე. დილით გავიღვიძეთ არც ისე ადრე და არც ისე გვიან. ნუ მზე ხეობაში არ აპირებდა შემოხედვას ასე 8.30 იქნებოდა მარშუტზე გასასვლელად რო ვიყავით მზად. გადავწყვიტეთ გირევამდე ფეხით ასვლა (ბენზინის ეკონომიის მიზნით და ასევე სამანქანე გზის არსებობის გაურკვევლობის გამო), ხოლო უკან მოსულები კვავლოს დავათვალიერებდით და იქიდან ჩამოვიდოდით დართლოში. მარა თავიდანვე ყველაფერი არასწორად გამოგვივიდა. 200-ოდე მეტრში გზა ორად გაიყო და ჩვენ უფრო ნავალი გზით გავგრძელეთ სიარული. მალევე ცხადი გახდა რომ ეს გზა სოფელ დანოში ადიოდა, მერე კიდევ სავარაუდოდ აღარ გრძელდებოდა გირევისკენ.
დართლოს ხედი ზედა გზიდან. ქვედა გზა ჩანს მარჯვნივ.

საბედნიეროდ მალევე გაირკვა რომ ეს გზა კვავლოსკენაც გრძელბოდა. გადავწყვიტეთ შეგვეცვალა გეგმა და ჯერ კვავლო გვენახა. შემდეგ უკან დანოსკენ მოვსულიყავით და აქედან დავშვებულიყავით ქვედა გზაზე გირევისკენ წასასვლელად.
ხედი სოფელ დანოზე

წინ კვავლოს კოშკები გამონდა.

ამინდმა ხელი შეგვიწყო. ფაქტიურად მთელი ასვლის პროცესში (1800-დან 2200 მეტრამდე) მოღრუბლულობა იყო და უკვე კვავლოში მისულებს დაგვხვდა ადგილზე მზე და უღრუბლო ცა.
ქვევით დართლო მოჩანს

ნელ ნელა "ახალი კვავლო"-ს გამოჩნდა (ეს სახელი მე შევარქვი). სოფლის ნაწილი ახლადაა აშენებული მთის მეორე ფერდობზე სადაც სამანქანე გზა მიდის.

ისევ დართლო

თივის ზვინები. უკან კვავლოს კოშკები მოჩანს.

ზევით კი აი ასეთი ნისლებია

კვავლოში ზამთარში ერთადერთი ბერიკაცი რჩება რომლის სახლზე აი ასეთი ნახატია.

ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა რომ გირევამდე საკმაოდ კარგი სამანქანე გზა მიდის. ამიტომაც გეგმას კიდევ ერთხელ ვცვლით. აქედან გადავდივართ კვავლოში. შემდეგ დავეშვებით დართლოში სათიბებით, მერე მანქანით წავალთ გირევისკენ. შემდეგ უკან დავბრუნდებით და შენაქო დიკლოს ვნახავთ. გომეწარში კიდევ ან ფეხით წავალთ მესამე დღეს ან საერთოდ ამჯერად გამოვტოვებთ თუ ტბაზე ასვლას ვამჯობინებთ. მაგრამ ამაზე მერე მოვიფიქრებთ.
"ახალი კვავლო"

კვავლო

აი ეს ხევი ყოფს ორ კვავლოს

ასეთი ლამაზი ბილიკით გადავდივართ მეორე ფერდობზე

კარველებისთვის უკვე ნაცნობი თვითმფრინავი

კვავლოს კოშკი.

კიდევ კვავლოს ხედი უკვე ზევიდან. ჩანს რომ კოშკს დიდი ბზარი აქვს გაჩენილი.

ცოტა სხვა რაკურსით

აი ეს ქვევრი ვნახეთ სოფელში

იქაური ბოვშები

დართლოსკენ პირდაპირ სათიბებით დავეშვით. გზაზე ყველა მიმართულებით მოსიარულე უცხოელი ტურისტები შეგვხვდნენ. და ძალიან ლამაზი ყვავილნარი იყო.

აი ასეთი სველი წერტილი ვნახეთ დართოში ერთ ერთ სახლში

საშხაპე

კოშკი იქვე

ამ გადახურვებზე გონება გადამეკეტა.

ეს კიდე ცივილიზაციის ნიშანი

ამით დამთავრდა მეორე დღის პირველი ნაწილი. კიდევ ორი ნაწილი იქნება
გირევის მხარე და შენაქო-დიკლო.

Last edited by Nika on 15 აგვ 2007, 11:27, edited 1 time in total.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშეთი. 11-14 აგვისტო 2007
Nika
აუუუუ გავგიჟდიი.....უუულამაზესი ადგილებიაა.... და მაგარი ფოტოები..
გაიხარეეე!!!