კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 17:29

შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული.
სახილველი გველოდება სამოთხისა,
აპრილება გველოდება არხვატული.

კიდეგანა ბისნა თოვლის ქუდიანი,
ტახის წყალზე გმირთა ეპიტაფიები.
საბეკურთან გრაალები ლუდიანი,
შარაგზაზე არხვატული კაფიები.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 17:30

სადაც შვლებს და ფიქრებს ერთად ვაბალახებ,
წამოდი და მე გაჩვენებ, იმ ხეობის, იმ ადგილებს.
წამოდი და შენი თვალით დაგანახებ,
მითების და ლეგენდების სინამდვილეს.

შენ გინახავს თოვლიანი თხემი მთისა,
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული,
სახილველი გველოდება სამოთხისა,
აპრილები გველოდება არხვატული.

თამაზ წიკლაური
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by legenda » 07 თებ 2008, 17:31

lomikata


ჩვენთან ისეთი სითბოა ნამდვილად არ შეგცივდებათ, გპირდებით....


მალე იყოს... :wink:

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lomikata » 07 თებ 2008, 17:36

meore monadire


არ მინახავს თოვლიანი თხემი მთისა
მთის ფერდობი, ყვავილებით დახატული.
არ მინახავს საოცრება სამოთხისა,
აპრილება, ჯადოსნური არხვატული.

კიდეგანა ბისნა თოვლის ქუდიანი,
ტახის წყალზე გმირთა ეპიტაფიები.
საბეკურთან გრაალები ლუდიანი,
შარაგზაზე არხვატული კაფიები.

არ გეგონა პლაგიატი, გიჟმაჟი ვარ,
მოტრფიალე საქართველოს სანახების,
გეფიცები, სიკვდილამდე დაგიფასებ,
ერთხელ თუ არხოტს ცხადში მანახებდი.

:D :D :D :D :D :D

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 07 თებ 2008, 17:41

lomikata

პლაგიატობის მეც არა მცხია,
პასუხად დავიხარჯვი, მომენატრე!
სული კბილებით მომთრევია,
კიდევ შეხვედრამდე, არხვატამდე :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lomikata » 07 თებ 2008, 18:45

meore monadire


ბექ, გენაცვალოს ჩემი თავი :) :)

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by GOGONA » 07 თებ 2008, 23:31

meore monadire wrote: ...
წამოდი და შენი თვალით დაგანახებ,
მითების და ლეგენდების სინამდვილეს.

...
ჩვენი გასვლა გამახსენდა აბუდელაურზე... როგორ მართლა ეგრე იყო! :)
Who is John Galt?

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 08 თებ 2008, 00:07

"...მე იქნებ ვჩქარობ, და სიჩქარეში
რაც დღეს მეკუთვნის იმასაც ვკარგავ,
მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენს გარეშე
ვერასდროს ვეღარ ვიქნები კარგად..."

:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 08 თებ 2008, 01:32

meore monadire
უჰ, გაიხარე !!!!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by zura N. » 08 თებ 2008, 02:06

მომენატრა ყველაფერი არხვატული,
მთის ფერდები, მწვერვალები დახატული,
ხეობები, ჩანჩქერები არხვატული,
ყვავილების სურნელება არხვატული.

ათენგენა მომენატრა არხვატული,
ხატის კართან ფიალები ლუდიანი...
მე ღრეობა მომენატრა არხვატული,
ყველაფერი მენატრება არხვატული...
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 08 თებ 2008, 11:06

მოგწონს არხვატი? ჰაი, ქვექვურის ძალო!
თვალ-მარგალიტით მორთულ მეგონე, ქალო,
თავზე ნათელი გააგდიოდა ზენა,
ასე ვგონებდი, აი, თორღვაის მზემა!

შავ ქალ ყოფილხარ, გვირგვინ გრქმევია არცა...
რკენას თუ იყავ, ამღიონების ხატსა?
მნახე ხატობას? ან საით უნდა გეცვნე?
ხალხ ცოტა იყო- წელს არ მოვიდა მეძღვნე..
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 08 თებ 2008, 11:07

რა გედარდებისთ, რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
ჩემს სალოცავებს...სანთელ მე უნდა ვუნთო,
მე უნდ ვუმზირო ბისნა-ჩორეხის ნისლებს,
მე უნდ ვასხურო ნიშთა სამსხვერპლო სისხლი...
მე უნდ შევწირო შესაწირავი ჩვენი!...

თუ... ვინ გაღონებს? ხმალზედ ავაგებ, ქალო,
რას გეცინების? ერთი მოვზიდო ვადა...
მაისტელიც კი ვერ უმთელებდეს ნაჭრევს,
წავა ბარუქას ათენგენაის მადლმა!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 08 თებ 2008, 11:08

ხვალე გიჩვენებ კიდეგანაის მყინვარს-
იმისი მუხლი მოსდევს არაგვის წყალას...
ყურს ნუ ათხოვებ შავი ჭკეების ყივილს:
ბეჩავი არი, ნაღვლიანია, ქალო!

ამღას მივდივარ, კალოთანაის მხარეს-
ცხვარი იქა მყავ, (თუ ხევში სამ არ ჩავრჩი...)
ისე მიცვნია შენი ყოველი ლექსი,
როგორც კალმახი ვიცი ასაის წყალჩი!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 08 თებ 2008, 11:08

გნახე მშვიდობით, ცა ჩირაღივით ბოლავს-
ნისლები დიან...ქვექვური ჯვარის ძალო!
არ-კი გექყინოს-ლუდ მაუბნებდეს ასე,
ჩემ ათი შვილის გახარებამა, ქალო!
\ანა კალანდაძე\
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
lomikata
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 13 აგვ 2007, 22:00
Location: Tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lomikata » 08 თებ 2008, 14:24

აქ ნამდვილად მოგინდება ლექსად დაიღვარო და თანაც ხევსურებს გამოუტყდე სიყვარულში....:))))))))



ნეტავ რად გადაგეყარე,
ბარს მოვარდნილო ირემო,
რქა ზედ გულზედა გამკარი,
ვნებათა მორევს მირევო.

ვშიშობ,მზერამ არ გამყიდოს,
მისთვის გიცქერი ალმაცერ,
არადა შენზე ფიქრებში
რამდენი ღამე ჩავმარცვლე.

თავზე დამამხე ზეცა, თან
ვარსკვლავთ მაფინე მანდილი.
გულს ძმარავს ცოდვის გემო და
ემაგ ტუჩების წადილი.

ნეტავ შენი მქმნა სწორფერი,
დღესაც გიქცევდი ღამედა,
არ დაიჯერო, თუ გეტყვი,
რომ არც მიღირხარ რამედა.

თავს მტრად გაჩვენებ ამაოდ,
ცეცხლი გამყიდის თოლების,
შენს მზერას შეჯახებული
და ტრფობით შენათრთოლები...

ხარ-ირემს ნაიალაღარს ნეტავ,
რად შეგხვდი ბარადა,
ან რითი უნდა დამთავრდეს,
ამ უხმო ტრფობის ბალადა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]