zura N.,
Wanderer - აბსოლუტურად გეთანხმებით, უხუცესო კარაველებო. მეც ძაან ამ მომწონს კარავის ბოლოდროინდელი სახეცვლილება და ლაშქრობების გარესტორნება, რაზეც საკმაოდ ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ ამის გამო ზოგისთვის ჟანდარმი გამვდექი, ზოგისთვის - ჯალათი, ერთი სულაც გადაიკარგა კარავიდან და მერე მეც გავჩუმდი. კარგია, რომ ამაზე სხვებიც ალაპარაკდით. რესტორანში ქეიფი კარგია (თუმცა მე საშინლად ვერ ვიტან ეგეთ ხმაურიან რამე-რუმეებს და ბუნებაში, თუნდაც ფეხზე დამდგარი ან მოუხერხებლად ჩამომჯდარზე წაქეიფება ბევრად მირჩევნია), მაგრამ ასე მგონია, დღეს კარავის ადრინდელი ფუნქცია თავიდან ბოლომდე ეწირება ამას. გადახედეთ ადრინდელ თემებს - იქ ეკლესიების მოვლა-პატრონობაზე, მათ ახლო გაცნობაზე, რაღაც საჭირბოროტო საკითხებზე იყო მსჯელობა (ძველებს გემახსოვრებათ, რამდენს ვკამათობდით, ვქვათ, ხევსურეთის დახმარებაზე), უფრო შემეცნებითი ხასიათის საუბრები მიდიოდა, დღეს კი აქაურობა რესტორან.გე-ს უფრო ჰგავს.

ამას ვინმეს საწყენად და მით უფრო - კარავიდან გასაქცევად არც მე ვამბობ, მაგრამ იმ სახეს თუ დავიბრუნებთ, აჯობებს. აბსოლუტურად ვეთანხმები დედილო
chuna-ს - ცამდე მართალია.
ახლა, რაზე შემოვასკდი ამ თემაში - როგორც უკვე პროფესიონალმა გამცილებელმა,

ამ დილითაც პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი - ზუსტად 9 საათზე მივედი აჭარასთან. გზა დავულოცე, ზღაპარში მოხვედრა ვუსურვე და გავაცილე.
როგორც ყოველთვის, სია ამჯერადაც სანახევროდ შედგა - ბევრი არ მოვიდა. ამას ისიც დაემატა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ერთი ჯიპი გამოაკლდათ, მაგრამ მაფიამ - მამიდა მაომ ეგრევე დაალაგა სიტუაცია და ყველა გადაანაწილა მანქანებში. 10-ს 15 წუთი აკლდა, როცა ბოლო მანქანა გავიდა მზეჭაბუკადან.
