ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by navigator » 03 თებ 2008, 00:44

zura N.
მხოლოდ ნაწილობრივ მართალი ხარ :)
რესტორანში ისედაც დადიან კარველები, მიზეზითაც და უმიზეზოდაც, ამისათვის ამხელა ტურის მოწყობა არ ქინებოდა საჭირო :)
ისტორიული ძეგლის მონახულება, სურსათ-სანოვაგფის ჩატანა, რაა ამაში ცუდი, მოდი მეორე მხდიდან შევხედოთ, ბევრი ვინც ეხლა მიდის, ფეხით რთულ ლაშქრობაში არ წავიდოდა, მაგრამ შემდეგზე შეიძლება ესეთი სურვილი გაუჩნდეს, ასე რომ გზა დავულოცოთ ხვალინდელი ტურის მონაწილეებს და საინტერესო დღე ვუსურვოთ :)
აცხა ღორებო Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by Wanderer » 03 თებ 2008, 01:19

tiko_r
ხვალ კარგად უნდა გამოვიკითხო და გავარკვიო ქვათახევია თუ ქვაბთახევი...
მაგაზე ფირუზა გაგცემს სათანადო და ჯეროვან პასუხს. :wink:

zura N.
საღოლ! გეთანხმები აბსოლუტურად! :) სამწუხაროდ მასეა: ცოტა არ იყოს რესტორან-ორიენტირებული თუ სახინკლე-ორიენტირებულია კარავი. ისე უნდა ვიფიქროთ ხოლმე ხანდახან: ნუთუ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გატარებული დროის კეთილი დაგვირგვინება(ჰეპი ენდი) მხოლოდ სიგარეტის ბოლით გამჭვარტლული რესტორანია? :) მე მაგალითად ვფიქრობ რომ არა.

ისე ამ რესტორანობანას თამაშს კიდევ ერთი უარყოფითი აქვს, მაგრამ ამაზე შემდგომ...

ახლა კი წავედი დავიძინე... :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 თებ 2008, 01:50

დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ.
ზოგს ბუნებაში მწვადაობის სურვილი აქვს, ზოგს - რესტორანში.
აბა, ამის გამო ვინმეს გამტყუნება როგორ შეიძლება?
ბოლოს და ბოლოს, საქმის დამთავრების შემდეგ სუფრის გაწყობა ქართული ადათია.
(ფეხზე დგომა ჭამა არც სუფრაა, არც ნაღდი ქართული ქეიფი)

ვიცი, ყველა ყოჩაღები ხართ, ბუნებაში, მინუს 20 გრადუსზე, დიდ თოვლშიც შეგიძლიათ მწვადაობა,
მაგრამ სხვამ ამის გამო რესტორანში არ უნდა იქეიფოს?
ნუ იკბინებით იმის გამო, რომ ვიღაცას ყინვაში ქეიფი არ უნდა.
ქოზიფაში გაჯიპების შემდეგ ისიც გამოვცადეთ, ესეც. 2ვე კგ იყო, მაგრამ გაყინულ ქალებს
რომ ვუყურებდი, ხალისიანი ელფერი იქაურობას აღარ ჰქონდა. ბევრ კაცს, შეიძლება, ნასვამობის
გამო, ეს, შეიძლება, არც შეუმჩნევია.

რაც შეეხება თემიდან ამოვარდნილ საუბრებს, მომკალი და ამას კი, ვერც ვიწონებ რა.

ჩემის მხრივ კი, ისეთი ამინდების გამოსვლას ველი, როცა ბუნებაში მწვადის შეწვას სატრაბახოზე უფრო, გემოიანი ხიბლი აქვს.

მკდ, გემრიელ გაჯიპებას გისურვებთ.
მაშხალები არ დაგავიწყდეთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by Archil » 03 თებ 2008, 01:53

zura N.

გაიხარე ძმაო, მართალი ხარ, მართალი !!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by zura N. » 03 თებ 2008, 02:11

GAMARJOBA SAKARTVELO

ჩემი დაწერილი თუ ყურადღებით წაიკითხე, მემგონი მე არსად არ მქონდა ნახსენები არც -20 გრადუსი ყინვა, არც ვინმეს შესაძლებლობებზე გამისვია ხაზი და არც ტრაბახზე იყო მემგონი ლაპარაკი და თუკი ვინემს გაჭირვებია სადმე წინ არასდროს გავქცეულვარ და არ დამიტოვებია!
ამიტომ ტრაბახად ნუ გამოგყავარ!

მე ხაზის გასმა იმაზე მინდა, რომ უმრავლესობა თემები აბსოლიტურად ამოვარდნილია და გაოფებული.. თუნდაც ამ თემას გადახედე წინა გვერდებზე.

კიდევ იმაზე მწყდება გული რომ აქცენტი და ხალხის ყურადღება უმეტესად გადატანილია ლაშქრობის შემდგომ პერიპეტიებზე და რესტორანზე და არა ლაშქრობაზე კონკრეტულად. თორემ ლაშქრობის მერე მეც კარგად ვქეიფობ რესტორანში და არც უარს ვამბობ, მაგრამ მანამდე მხოლოდ ლაშქრობაზე ვფიქრობ. და აქ -20 გრადუსი ყინვა არაფერ შუაშია!
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by chuna » 03 თებ 2008, 11:13

zura N.!
დაწყნარდი, ჩემო სიხარულო! არაფერია სანერვიულო!
უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ "კარავის"
მიმართულება სახეცვლილი და მოდერნიზებულია!
ახალი თაობისთვის უცხოა "ტრადიცია" და ფორუმის წესებიი!
ვისი ბრალია?
ჩვენი!!!!!!!
ვერ ვასწავლეთ ნაბიჯ-ნაბიჯ! მოვიკოჭლეთ! თანაც ეს ტალღა ერთად მოვიდა,ვერ მოვერიეთ! კინაღამ წაგვლეკეს!

გამოთბება, გვერდით მოვიყენებთ და ყველაფერს ვასწავლით!!!!!!!!
ესენიც გაიზრდებიან და ჩვენ ვიამაყებთ ამათით!
საკმაოდ ნიჭიერი, ძალიან ენერგიული და მონდომებულები არიან!! არც ერთსულოვნება აკლიათ, რომ იცოდე!

თქვენი ღვაწლმოსილი "პედაგოგი" ჭუნა

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by qvevri » 03 თებ 2008, 11:20

ვააააა აგაშენათ ღმერთმა, თორემ სახლში ხომ მარტო ვარ და კარავშიც მარტო მეგონა ჩემი თავი, მე მგონი მთრლი კარავი ქვაბთახევშია დახვეტილი :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by guruli » 03 თებ 2008, 12:25

zura N., Wanderer - აბსოლუტურად გეთანხმებით, უხუცესო კარაველებო. მეც ძაან ამ მომწონს კარავის ბოლოდროინდელი სახეცვლილება და ლაშქრობების გარესტორნება, რაზეც საკმაოდ ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ ამის გამო ზოგისთვის ჟანდარმი გამვდექი, ზოგისთვის - ჯალათი, ერთი სულაც გადაიკარგა კარავიდან და მერე მეც გავჩუმდი. კარგია, რომ ამაზე სხვებიც ალაპარაკდით. რესტორანში ქეიფი კარგია (თუმცა მე საშინლად ვერ ვიტან ეგეთ ხმაურიან რამე-რუმეებს და ბუნებაში, თუნდაც ფეხზე დამდგარი ან მოუხერხებლად ჩამომჯდარზე წაქეიფება ბევრად მირჩევნია), მაგრამ ასე მგონია, დღეს კარავის ადრინდელი ფუნქცია თავიდან ბოლომდე ეწირება ამას. გადახედეთ ადრინდელ თემებს - იქ ეკლესიების მოვლა-პატრონობაზე, მათ ახლო გაცნობაზე, რაღაც საჭირბოროტო საკითხებზე იყო მსჯელობა (ძველებს გემახსოვრებათ, რამდენს ვკამათობდით, ვქვათ, ხევსურეთის დახმარებაზე), უფრო შემეცნებითი ხასიათის საუბრები მიდიოდა, დღეს კი აქაურობა რესტორან.გე-ს უფრო ჰგავს. :D :D ამას ვინმეს საწყენად და მით უფრო - კარავიდან გასაქცევად არც მე ვამბობ, მაგრამ იმ სახეს თუ დავიბრუნებთ, აჯობებს. აბსოლუტურად ვეთანხმები დედილო chuna-ს - ცამდე მართალია.
ახლა, რაზე შემოვასკდი ამ თემაში - როგორც უკვე პროფესიონალმა გამცილებელმა, :roll: :roll: :roll: ამ დილითაც პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი - ზუსტად 9 საათზე მივედი აჭარასთან. გზა დავულოცე, ზღაპარში მოხვედრა ვუსურვე და გავაცილე.
როგორც ყოველთვის, სია ამჯერადაც სანახევროდ შედგა - ბევრი არ მოვიდა. ამას ისიც დაემატა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ერთი ჯიპი გამოაკლდათ, მაგრამ მაფიამ - მამიდა მაომ ეგრევე დაალაგა სიტუაცია და ყველა გადაანაწილა მანქანებში. 10-ს 15 წუთი აკლდა, როცა ბოლო მანქანა გავიდა მზეჭაბუკადან. :P

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by qvevri » 03 თებ 2008, 12:38

მეც მინდა დაგეთანხმოთ რესტორნების ამბავში. არ მიყვარს ღრიანცელი... ერთი კვირა მჭირდება თAვიდან რომ ამოვიყარო ის ხმაური და "თავდაყირა" რასაც იქ ვიღებ ხოლმე, თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც ხშირად მიწევს ამგვარ ზაბეგალოვკებში მისვლა, არადა ჩემი მარნის პატრონი იქ უნდა დავდიოდე :roll: ერთ რამეზე შევთანხმდეთ, როცა რესტორანს ვახსენებთ რას ვგულისხმობთ? იმას რასაც ნამდვილი რესტორანი ჰქვია საქართველოში არა მგონია რომ იყოს...
თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ლამაზი დღე ლამაზად უნდა დამთავრდეს და არა ღრიანცელითა და თავდაყირათი.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by Toma » 03 თებ 2008, 13:38

zura N.
chuna
qvevri
Wanderer
guruli
მეც ყველაფერში გეთანხმებით,

მე მახსოვს 15-20 კაცისთვის შემწვარი მწვადი, ფეხსე დამდგარი წახემსება მინდორზე გაშლილი სუფრის ირგვლივ საინტერესო საუბარი და დისკუსიები, თანადგომა, თანაგრძნობა, ერთმანეთის გაფრთხილება ერთმანეთზე ზრუნვა.....

მაგრამ ვერ წარმომიდგენია 40-50 კაცზე ეს როგორ უნდა მოხდეს, ...... ვინმეს უნახავს ადამიანი ვინც 40-50 პერსონაზე წვავს მწვადს სიტუაციას შედარებით მოწყვეტილია და მზარეულის ფუნქციასაც დიდი სიამოვნებით ითავსებს? მე არ ვიცნობ ეგეთს არავის და თქვენ??????...... სწორედ ამიტომ არის რომ ეს საზოგადოება სადმე დასხდომას და იქ დანაყრებას ამჯობინებს......

ასე რომ ძვირფასებო კარავი გაიზარდა.... არა გაბევრდა.... გამრავლდა და იმაზე რაზეც ძველებს გული სტკივათ ეგ პროცესი შეუქცევადია.
დედილო chuna, ნეტარი არიან მორწმუნენი :D :D :D
Last edited by Toma on 03 თებ 2008, 13:48, edited 2 times in total.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by navigator » 03 თებ 2008, 13:39

guruli
რამდენი მანქანა იყო სულ?

რესტორანზე კიდე ნურავის დაძრახავთ, ძალით ხო არავის მიყავხართ? :) მე დროის უქონლობის გამო აღარ მივდივარ ხოლმე რესტორანში :)
დემოკრატია თქვენ ლობიობანა ხომ არ გგონიათ? :lol: :lol:
მართალია ცოტა პაპსა ელემენტები შემოიჭრა ლაშქრული ცხოვრების წესებში მარა მთელი მუღამი იმაშია რომ პაპსას შთანთქავს ნაღდი ლაშქრული სული თუ ის უფრო ძლიერია, და თუ სუსტია კიდე მაშინ არც ქონია არსებობის უფლება :)
ასე რომ მე მომხრე ვარ ჯანსაღი კონკურენციის :)
აცხა ღორებო Image

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by Bocho » 03 თებ 2008, 13:57

მაშ ასე. დავიწყებ იქედან, რომ კარავზე მეც შედარებით ახალი ვარ. არავის გამტყუნებას ან შექებას არ ვაპირებ, მაგრამ ერთი ფაქტია, მე რომ შემოვედი, კარავი ცოტა სხვანაირი იყო. უფრო ფეხით სიარულზე და დათვალიერებაზე ზრუნავდნენ, ვიდრე ჭამაზე.
არ ვამბობ რომ ჭამა-სმა ცუდია. პირიქით, ვინც მიცნობს ადვილად დაიჯერებს. უბრალოდ ვფიქრობ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ვისაც უნდა ჭამოს, ვისაც უნდა იაროს. უბრალოდ მთავარია ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ.
რაც შეეხება ტომას გამოსვლას...
ძვირფასო თამუნა, მწვადი 40 ადამიანზეც შემიწვავს და 52-ზეც. ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ სამსახურიდან წავედით მაშინ ჯერ კიდევ იკარუსით და შესანიშნავი იყო ყველაფერი. მხოლოდ იყო ერთი მაგრამ. იმ 52 ადამიანიდან. არც ერთ კაცს(ტრადიციული გაგებით) და ქალს(ასევე) აზრადაც არ მოსვლია სუფრაზე დამჯდარიყოს, თავისი ძმაკაცი ან დაქალისთვის ადგილი დაეკავებინოს, დიდი ჭიქა შეევსოს და ქართული ტრადიციების სადღეგრძელო დაელიოს. ამაყად ედრღეგრძელებინოს იქვე ფეხზე მდგარი და თავისუფალი ადგილის მომლოდინე ქალები და ბავშვები და ოდნავი დისკომფორტიც არ ეგრძნოს. და ეს აქ ხდება პერმანენტულად.
აი ეს არის პრობლემა, ან იქნებ სულაც არ არის პრობლემა და არა ის, კარველები ფეხით ივრიან ბევრს თუ ჭიქით. ეს თუ მოგვარდა, დამიჯერეთ, მეორეხარისხოვანი იქნება, როდის ვისეირნოთ და როდის ვიქეიფოთ.
ეს იყო სულ რა... :lol: :P :D
Анархия Мать Порядка

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by ლობო » 03 თებ 2008, 16:16

zura N.
მეამა! : )

ნელნელა მეკარგება აქ სადმე ცასვლასჰი მომკოლის პოვნისიმედი და სჰესაბამისად სჰემოსვლის სურვილიც..

სჰეილება მარტლა კაია რესტორნები (სჰემტვისნაკლებად ) მაგრამმაინც ესეტი აქტოვობებისტვის სჰვა ფორუმია სჰესაკმნელი დაარაკარავი და

ამმდომარეობასჰიკარავი რომ არერკვას საიტს ალბატ დნელიიკნებოდა მიჰვედრა რა დანისჰნულების ფორუმტან გვაკვსსაკმე :roll:

მამენტ ბუნების გარესჰეც მაგრამ მიტუმეტეს ტკიდან და მტიდან კვამლისსუნიტ სასიამოვნოდ აკროლებული რესტორანსჰი რომმოვჰვდე მტელი სჰტაბესჰდილებები ჰო ცამესლება.. ეგტუმომინდა ვერმიგრდნია ბუნებადა ეგერის მაჰსინ..

რაცსჰეჰება ტაობების აგზრდას მაჰინჯი აგზრდა აგზდატუიკო არმეგონა

ფრტჰილადიკავიტ ემანდ ვინმეს ეგარ ეგონოს პაჰოდი ან სადმევინემ არდასცინოს კარაველს :wink:

ჰარისჰი და არა რაოდენობაო ტურაგაცაც

აქ რაარის პრიორიტეტი 1კაი მოლასჰკრე ჯობია ტუ კაი 100 ტამადა?
Last edited by ლობო on 03 თებ 2008, 18:41, edited 1 time in total.
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by guruli » 03 თებ 2008, 17:00

navigator
guruli
რამდენი მანქანა იყო სულ?
მომიტევეთ - მანქანების დათვლა მხოლოდ იქიდან წამოსვლის შემდეგ მომაგონდა. :oops: :oops: :oops: თან, მძღოლები, ძირითადად, მეზობელი ფორუმიდან იყვნენ, ანუ პირადად არ ვიცნობ და ვერც მერე აღვიდგინე რაოდენობა. მიახლოებით - 5-6.
Toma
მაგრამ ვერ წარმომიდგენია 40-50 კაცზე ეს როგორ უნდა მოხდეს, ...... ვინმეს უნახავს ადამიანი ვინც 40-50 პერსონაზე წვავს მწვადს სიტუაციას შედარებით მოწყვეტილია და მზარეულის ფუნქციასაც დიდი სიამოვნებით ითავსებს?
გული გულობდეს და ქადა ორივე ხელით იჭმებაო. არა მგონია, ეგ დიდი პრობლემა იყოს.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ჯიპტური ქვაბთახევის სამონასტრო კომპლექსში

Post by popins » 03 თებ 2008, 18:38

ყველა თავისი ტემპით დადისო,ასე მითხრეს კახისის ტბისკენ ,რომ მივდიოდი.
ყველამ თავისი გზით უნდა იაროსო.დამარიგეს ჭკუა.

პ.ს.

ჰოდა ჯერ თავისი სიკარგით ხალხი მიიზიდეს ,მერე პაწა განუდგნენ,იუცხოვეს..
მერე როგორც იქნა შედგა შეხვედრა. თანაზიარნი გახდნენ.უმრავლესობა წყვეტს როგორც წესი...ეს უმცირესობას არ მოეწონა..როდის იყო კარავი ასეთი აქტიური წელიწადის ამ დროს?
დათბება და ყველაფერი აჟურში იქნებაა.
აღარავინ წავა რესტორანში.ყველა იმ სურნელს წაჰყვება ფიჩხს რომ ასდის...ასე იქნება.

და კიდევ,როცა თემა ოფდება .არსებობს ამისთვის მოდერი.რომელსაც ევალება რომ ოფები წაშალოს..............

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]