ეჰლა დავაკოპირებ სჰარსჰან იანვარსჰი სჰვენი გასვლის სჰტაბესჰდილებების მოკლე მიმოჰილვას მეტი ცარმოდგენისტვის...
ისტორია კვება ლიკა : )
ვიყავით ოთხნი: Chanunpa Wakan- ანუ ლობო, Climber, Pinky და მე.
მარშრუტი: მანგლისი, კლდე-კარი, რკონი დაახალქალაქი...
დღე პირველი:
შევიკრიბეთ ვაგზალზე, ჩავჯექით მარშუტკაში და გავწიეთ მანგლისისაკენ.
სადღაც პირველ საათზე იქ ჩავედით და გავუყევით ალგეთის ხეობას. ორ
საათში მივუახლოვდით სოფელ არხოტს, სადაც ცოტა შევისვენეთ,
წავიმხესეთ, Chanunpa Wakan-მა გაირემონტა თავისი ფეხები:) (რომლებიც
საშინელად ჰქონდა გადახეხილი:() და გავაგრძელეთ გზა...ცოტა ხანში
მივადექით მიტოვებულ ფერმას, სადაც გადავწყვიტეთ დავბანაკებულიყავით...
ციოდა, ქროდა ცივი სუსხიანი ქარი... ავანთეთ კოცონი, ავადუღეთ წყალი და
გავშალეთ კარავი... ოღონდ ბიჭებმა ექსტრიმი მოინდომეს და კარავი ფერმის
სახურავზე შემოდეს:D ვაი თქვენს პატრონს კი გავიფიქრე ჩემთვის, მარა ცოტა
ხანში ჩემი კარავიც შემოვადებინე:D დაწოლის წინ Pinky-მა დაგეგმა ხვალ 8-ზე ავდგებითო, მე წყალს მოვიტანო, Climber ცეცხლს დაანთებს,
დანარჩენები კარვებს აშლითო და 9 ზე გავალთაქედანო...ასე ჩაიარა იმ დღემ..
დღე მეორე:
მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო, ბანაკი ავშალეთ 11 საათზე:D ცოტა ვიარეთ
თუ ბევრი, უცბად Pinky-მა უარი თქვა Chanunpa Wakan-ის მიერ
შემოთავაზებულ მარშრუტზე, და თავისი შემოგვთავაზა, მთა-მთა ვიაროთო,
მას მხარი დაუჭირა Climber-მაც, მე არ დავეთანხმე, საქმე ჯგუფის
გახლეჩამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ Chanunpa Wakan-მა ვაი და ვერ
შევხდეთო ერთმანეთსო, ცოდოები არიანო, და ჯობია გავყვეთო მათო
(კარვები ჩვენ გვქონდა)... ასეც მოხდა:( (გეტყვით რომ მანგლისიდან
კლდეკარამდე მარშუტი Chanunpa Wakan-ზე იყო, და კლდეკარიდან
რკონამდე Pinky-სა )... როგორც კი ავიარეთ ერთი მთა, მისი მეორე მხარე
საკმაოდ ციცაბო აღმოჩნდა.. ჩასვლა შეუძლებელი იყო... აქ Pinky-მა მაშინ
გავუყვეთ გვერდითო... რამოდენიმე ნაბიჯში შევამჩნიეთ ბილიკი, რომელიც
ზუსტად ტყეში შედიოდა, რაც ჩვენ გვინდოდა...
დავეშვით ტყეში... არ დამავიწყდება ეს ტყე... თოვლი ადგილ ადგილ ნახევარი
მეტრი ან მეტრზე მეტი იყო... პლიუს ამას ნაძვები, რომელთა ტოტები საკმაოდ
დაბალი იყო... გვიწევდა ზოგი ტოტის აწევა, რათა ჩვენი მაღალი
ზურგჩანთები არ წამოდებულიყო... გვხდებოდა კიდევ წაქცეული ხეები,
რომლებიც ან უნდა მოგვევლო, ან ქვეშ უნდა გავმძრალიყავით ან და კიდევ
ზემოდან გადავსულიყავით... აღმართი, დაღმართი და ეს ყელამდე თოვლი...

კაი ხანი მივდიოდით ასე... დრო და დრო ვჩერდებოდით და მე და Climber-ი
მსმენელის როლში გამოვდიოდით Chanunpa Wakan-სა და Pinky-ის დავისა
თუ საით უნდა წავსულიყავით:( საბოლოოდ ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო
და Pinky-ის გეგმას, მივსულიყავით კლდეკარის ძირში და იქიდან ზურგ
ჩანთებით თოვლიან მაღალ კლდეზე ავცოცებულიყავით, სასტიკი უარი
განუცხადეთ! Pinky-ს ძალიან გაუტყდა... Chanunpa Wakan-მა წამოაყენა
ახალი მარშრუტი, რადგან მისი ძველი უკვე აღარ გამოდიოდა, რომ სადმე
იქნებოდა გასასვლელი ამ ტყიდან... დაიწყო ყველაფერი ისევ თავიდან: ისევ
ყელამდე თოვლი, ეს ხეები, ზოგი ეკლიანი, აღმართი, დაღმართი:( გარშემო
ცხოველების ნაკვალევს ვაწყდებოდით, დათვი, კურდღელი თუ მგელი,
განსაკუთრებით ეს უკანასკენელი ჭარბობდა...გადიოდა საათები, გასასვლელი
კი არსად არ ჩანდა:( საბოლოოდ ავძვერით ერთ მთის თხემზე, რომელიც
Chanunpa Wakan-ს ეცნო და ბანაკი გავშალეთ ზუსტად იმ ადგილას სადაც
ადრე მას გაეშალა...
დავანთეთ დიიდი კოცონი (სურათებში იქნება იგი) ცუდი ის იყო რომ წყალი
არსად არ იყო ახლო მახლო:( ამიტომ გვიწევდა თოვლის დნობა და ასეთი
სახით წყურვილის მოკვლა:( იმ ღამეს გვიან დავწექით, Chanunpa Wakan-ი
და Pinky ყვებოდნენ თავიანთი "ბომჟური" ცხოვრებიდან სასაცილო ამბებს:)
ქარი კი ისევ ცივი და სუსხიანი უბერავდა....
დღე მესამე:
დილით სანამ მისი აღემატებულება Pinky გაიღვიძებდა და გამოვიდოდა
კარვიდან კი გახდა პირველი საათი:)... გავწიეთ კლდეკარისაკენ... ერთ საათში
მივადექით კარიბჭეს, დავმალეთ იქვე ზურგ ჩანთები და შევედით
კლდეკარში... აქაც ვერ ავცდით სიურპრიზებს:( სადღაც ოცი მეტრის
სიმაღლის საკმაოდ ციცაბო თოვლით დაფარული ფერდობზე, ძლიიივს,
წვალებ წვალებით, ფორთხოალით, ხელებით, ფეხებით, 40 წუთში ავედით,
უფრო სწორედ ავეთრიეთ! ციხეზე არც ისე დიდი ხანი დავყავით, გადავიღეთ
სურათები, Climber-მა კეში დამალა და დავეშვით დაბლა... დაშვება
იცოცხლეთ, ორ წუთში ჩავსრიალდით იმ უბედურ ციცაბო ფერდობზე:D ახლა
მხოლოდ სამანქანე გზაღა გვრჩებოდა გასავლელი მანგლისამდე...რაც შეეხება
რკონს, ის ამოვაგდეთ გეგმიდან, რადგან ეჭვი შეგვეპარა Pinky-ის გზის
ცოდნაში:(... არც მას გამოუხატავს რაიმე წინააღმდეგობა... მართალია უკვე 4
საათი იყო, მაგრამ სადამდეც მოვასწრებდით ხო მოვასწრებდით, იქვე
გავშლიდით ბანაკს... სამანქანე გზაააოოო, ეგეთი სამანქანე გზის.......!
თითქმის მთელი გზა სქელი თოვლით იყო დაფარული:( ისევ ვეფლობოდით
თოვლში, ისევ გვიწევდა შემოვლები ხან საიდან ხან კი საიდან... იქვე მგლის
ნაფეხურები შევამჩნიეთ, ის უბედურიც ჩვენ დღეში იყო... როგორ მესმოდა
მისი:( ბოლოს ბიჭებმა გადაწყვიტეს, მოკლეზე მოეჭრათ, შეამჩნიეს რაღაც
მოტიტვლებული მთა და იქ გადავიდეთო...ო არააა! გავიფიქრე ჩემთვის... ისევ
ტყე:( მარა გზაზეც არა ნაკლები თოვლი იყო და მართლა ჯობდა მოგვეჭრა...
დაიწყო მორიგი წამებააა: ახალი ამ წამებაში ის იყო რომ, მივადექით პატარა
ვიწრო ხეობას, გასასვლელი ვიწრო იყო, გვერდებში ციცაბო ფერდობები
სქელი თოვლით იყო დაფარული და ამიტომ ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო
პირდაპირ ღელეში გვეტოპა... ფეხები ისედაც სველი გვქონდა ყველას:(
დაბნელდა, მაგრამ თოვლის ანარეკლით გზის გაკვლევა შეიძლებოდა... დრო
და დრო წინ გადატეხილი ხეები გვეღობებოდა წინ, ხან ზემოდან
გადავძრებოდით, ხან ქვემოდანაც გავძრებოდით, მაგრამ იყო ისეთი
დაბრკოლებებიც, როცა არც აძრომა-გაძრომა შეუძლებელი იყო...აი ეგ იყო
საშინელებაააა....უნდა ავცოცებულიყავით თოვლიან ფერდობზე (რაც დიდ
ჯაფას მოითხოვდა, რადგან თოვლზე გვისრიალებდა ფეხები და ისევ უკან
ვარდებოდით... ხელებიც მოყინული გვქონდა უკვე:( ბოლოს და ბოლოს
მივადექით იმ მოტიტვლებულ მთას და ავძვერით მასზე...მალევე გავიარეთ ის
და ტყეში შესასვლელთან გავშალეთ ბანაკი...
სამწუხაროდ Chanunpa Wakan-ი ავად გაგვიხდა, მოვემსახურეთ როგორც
შეიძლებოდა: დავალევინეთ ცხელი ჩაი, გაუშრეთ წინდები, ბატინკები და
ვაჭამეთ შოკოლადი:) ჩვენც გავიშრეთ ყველაფერი და ვივახშმეთ, დავლიეთ
თოვლიანი წყალი და დავიძინეთ...
იმ ღამეს ერთი სიოც კი არ უბერავდა...
* * *
დღე მეოთხე და მეხუთე:
დილით სადღაც 45 წუთი ველოდებოდით Chanunpa Wakan-ს როდის
მოემზადებოდა... მოუწია თავის ბატინკებისათვის უკანა ნაწილები მოეჭრა,
რადგან საშინელ ტკივილს აყენებდნენ...საბოლოოდ გავუდექით
გზას...დავეშვით დაბლა, და წავაწყდით ერთ ერთ ადგილობრივს, რომელმაც
გზა მიგვასწავლა არხოტამდე... მაგრამ Chanunpa Wakan-მა და Pinky-მა
მოინდომეს მოკლეზე ჩასვლა, ანუ ისევ ძრომიალი ფორთხიალი, რაზეც მე და
Climber-ი არ დავეთანხმეთ... მოხდა ჯგუფის გახლეჩა:( დავთქვით რომ
არხოტში შევხდებოდით ერთმანეთს... საათნახევარში მე და Climber-ი
არხოტში ვიყავით, ისინი კი არ ჩანდნენ, ვერც ურეკავდით, რადგან არ იჭერდა:(
დავტოვეთ სპეციალური ნიშნები კანფეტების და წარწერების სახით და
გავეშურეთ მანგლისისაკენ...საათნახევარში მანგლისში ვიყავით...სამწუხაროდ
მარშუტკამ 40 წუთით ადრე გაგვასწრო:( ბიჭები არ ჩანდნენ, ისინი ჯერ კიდევ
შორს იყვნენ...იქვე ვნახეთ ტაქსი, რომელმაც შემოგვთავაზა 28 ლარად
ჩაგვიყვანთ თბილისშიო... მარა რა აზრი ჰქონდა:( ჩავედით მანგლისის
შემოსასვლელამდე და იქვე ბენზინ გასამართ სადგურში მყოფმა კკეთილმა
კაცმა შემოგვთავაზა შემოსვლა და ღამის გათენებაც:) არადა მოციცქნული
ოთახი ჰქონდა...ღუმელი, მაგიდა, ერთი საწოლი და პატარა შავ თეთრი
ტელევიზორი:) უკვე 7 საათი იყო, დაურეკე ბიჭებს და როგორც იქნა
მანგლისამდე მოეღწიათ, ავუხსენი სად ვიყავით და მალევე ისინიც
შემოგვიერთდნენ... ისევ ერთად ვიყავით:) შემდეგ კი გამოჩნდა ვარიანტები
თბილისში წასვლისა, მაგრამ ტაქსისტები დიდ თანხას გვისახელებდნენ, რაც
ფიზიკურად უბრალოდ არ გვქონდა:( გავშალეთ ძირს პარალონები და
დავიძინეეთ...მეორე დილას, დავემშვიდობეთ იმ კეთილ კაცს და 9 საათიან
მარშუტკით ჩამოვედით თბილისში...
