კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 04:54

ჰოდა იდეებსჰი ვჰსნი იმიტომ რომ სანამ ზუსტად არგადაცკდება ვინმოდის და რასვიზამტ..

ჰოდა ჯერჯერობიტ მივდივარტ მე, არსჰილი
Image

და სავარაუდოდ ფრი რაიდერი

Image

აკ

Image

ანუ კლდეკარზე

ალგეტის ხეობის და

სოფლების მანგლისი არჰოტი ნაპილნარი , (აგარმაჰსომს), ნამტვრიანი მანგლისი გავლიტ..


გასვლა გვინდა პარასკევს დილიტ

დაგვსჰირდება ცესიტ 4 დგე..

ამაზეგასაგებად ვერვამბობ ჰვალე დზველ ნატკვამებს დავაკოპირებ :oops:

ტუ რამესჰეკიტჰვები ან სურვილები გაგისჰნდებატ სჰევეცდები გულცრფელივიკო : )

ჰოდა სჰეგიდლიატ ან მჰარი დაგვიცჰიროტ ან მჰარსჰი ამოგვიდგეტ :D
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 05:17

კლდეკარის უკანა მჰარე..

Image

ამ კუტჰიდან სამანკანე გზაც არის და ჰალჰიც ეგრე ადის მაგრამ ის გზა ცინა მჰრიდან სჰეუდარებლად საინტერესოა ამასტან სჰედარებიტ..

ეს ზოგადად ინფო რაც ოდესგაც როცკარგად ცერა სჰემედლო დამიცერია ერტფორუმზე ალგეტის ხეობაზე



და ეჰლა დავაკოპირებ : )



ალგეთი ჩემი უსაყვარლესი ადგილია საქართველოში... ვინც ნამყოფი ხართ
ალბათ გეცოდინებათ ამ ადგილების ისტორია (ბაღვაშთა აუღებელი და
მიუდგომელი ციხესიმაგრის ამბები) და გადმოცემები (როგორ გააკეთებინა
თამარ მეფემ ოქროს წერაქვი და დააწესა ჯილდო მისთვის ვინც ამ წერაქვს
კლდის გაჭრისას გაცვეთდა და ეგეთები), ბრწყინვალე და მრავალფეროვანი
ბუნება, კულტურული თავისებურებები, ეთნიკური მრავალფეროვნება,
ყინულივით წყაროები და ა.შ.

მოკლედ ალგეთი ყველაზე კარგი მაშინაა თუ აქ მანგლისიდან ოსური სოფლის
არხოტის გავლით მოხვდებით (აქედან უკვე მანქანის გზა მთავრდებოდა და
აუცილებლად ფეხით უნდა ახვიდეთ; არადა ძირითადად ქართული სოფლის
ნამტრიანის გავლით სამანქანო გზით ადიან ხოლმე კლდეკარამდე), შემდეგი
აზერბაიჯანული სოფელი ნაპილნარია საიდანაც ბერძნული სოფლის (2 თუ 3
წლის წინ აქ მხლოლოდ 2 მოხუცი ადამიანი- კოსტა და მისი მეუღლე
ცხოვრობდა, სამწუხაროდ სოფლის სახელი აღარ მახსოვს და ამჟამად არ ვიცი
რა მდგომარეობაა) გავლით კლდეკარამდე ავდივართ (სხვათაშორის
აზერბაიჯანელების სოფელში რომ შევედი პირველად პანიკა ატყდა იმდენად
მოულოდნელი იყო უცხო ადამიანის გამოჩენა:D ) ..

კლდეკარზე თუ ახვალთ 2 შემოვლითი მარშუტი არსებობს საიიდანაც კლდეზე
ციხეში ერთი ბილიკით ასვლაა შესაძლებელი (თუმცა პირდაპირ კლდეზე
ასვლაც შეიძლება, მაგრამ ამას ყველას არ ვურჩევდი:) ).. ციხიდან უკვე
დასაბანაკებელი ადგილებისკენ ნამტვრიანის მიმართულებით უნდა წახვიდეთ
სადაც შეშის, და წყლის პრობლემა არ იქნება (მაღლა აქედან არცერთი არ
არის)...

აქ პირველი წყაროა რომელიც მე ვერცერთხელ ვერ ვიპოვე, მაგრამ ბაყაყების
ყიყინი გავიგე და არავის ვურჩევვ ეძებოს:) .. მეორე ადგილს და საუკეთესო
ადგილია დასაბანაკებლად.. აქედან გზა უკვე ქართული სოფლის ნამტრიანისკენ
მიდის საიდანაც ისევ მანგლისში ვბრუნდებით..

ალგეთის ჩემი აზრით ძალიან კარგია განსხვავებულ კულტურებთან და
ტრადიციებთან (ქართველები - მათ შორის მთიულეთიდან ჩამოსახლებულიც,
ოსები, აზერბაიჯანელები, ბერძნები) და ჰელიჰლებელ ბუნებასთან
საკონტაქტოდ..

ადრე ყოველთვის მეგონა რომ ხალხური ლექსი "კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანიო" ალეგორიულად იყო ნაგულისხმევი მაგრამ
როდესაც დაღამების წინ ადგილობრივი გამცილებელი გამექცა ტყიდან და
რამდენიმე საათში დამფრთხალი მონადირე ძაღლიც წკმუტუნით უკან მიჰყვა
მაშინ მივხვდი რომ ეგრეც არ იყო საქმე :D

მოკლედ რა არ შეიძლება ალგეთის უღრანებში ნახო: მგელი, დათვი,
ფოცხვერი, შველი, ღორი, ირემი, არწივი, გველებიც კი..

კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება მაგრამ ამჯერად ეს გვეყოფა:)
Last edited by ლობო on 19 იან 2008, 06:15, edited 1 time in total.
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 05:38

აქ მარსჰუტი მჰოლოდ კლდეკარამდეა მერე სჰვაგამიდის

ჰოდა იკიდან სოფელირომ ჰატია მაკეტ უნდა ცამოვიდეტ და იგივე გზაზე დავბრუნდეტ ბოლოს

Image
Image
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 06:06

ეჰლა დავაკოპირებ სჰარსჰან იანვარსჰი სჰვენი გასვლის სჰტაბესჰდილებების მოკლე მიმოჰილვას მეტი ცარმოდგენისტვის...

ისტორია კვება ლიკა : )

ვიყავით ოთხნი: Chanunpa Wakan- ანუ ლობო, Climber, Pinky და მე.
მარშრუტი: მანგლისი, კლდე-კარი, რკონი დაახალქალაქი...

დღე პირველი:

შევიკრიბეთ ვაგზალზე, ჩავჯექით მარშუტკაში და გავწიეთ მანგლისისაკენ.
სადღაც პირველ საათზე იქ ჩავედით და გავუყევით ალგეთის ხეობას. ორ
საათში მივუახლოვდით სოფელ არხოტს, სადაც ცოტა შევისვენეთ,
წავიმხესეთ, Chanunpa Wakan-მა გაირემონტა თავისი ფეხები:) (რომლებიც
საშინელად ჰქონდა გადახეხილი:() და გავაგრძელეთ გზა...ცოტა ხანში
მივადექით მიტოვებულ ფერმას, სადაც გადავწყვიტეთ დავბანაკებულიყავით...
ციოდა, ქროდა ცივი სუსხიანი ქარი... ავანთეთ კოცონი, ავადუღეთ წყალი და
გავშალეთ კარავი... ოღონდ ბიჭებმა ექსტრიმი მოინდომეს და კარავი ფერმის
სახურავზე შემოდეს:D ვაი თქვენს პატრონს კი გავიფიქრე ჩემთვის, მარა ცოტა
ხანში ჩემი კარავიც შემოვადებინე:D დაწოლის წინ Pinky-მა დაგეგმა ხვალ 8-ზე ავდგებითო, მე წყალს მოვიტანო, Climber ცეცხლს დაანთებს,
დანარჩენები კარვებს აშლითო და 9 ზე გავალთაქედანო...ასე ჩაიარა იმ დღემ..

დღე მეორე:

მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო, ბანაკი ავშალეთ 11 საათზე:D ცოტა ვიარეთ
თუ ბევრი, უცბად Pinky-მა უარი თქვა Chanunpa Wakan-ის მიერ
შემოთავაზებულ მარშრუტზე, და თავისი შემოგვთავაზა, მთა-მთა ვიაროთო,
მას მხარი დაუჭირა Climber-მაც, მე არ დავეთანხმე, საქმე ჯგუფის
გახლეჩამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ Chanunpa Wakan-მა ვაი და ვერ
შევხდეთო ერთმანეთსო, ცოდოები არიანო, და ჯობია გავყვეთო მათო
(კარვები ჩვენ გვქონდა)... ასეც მოხდა:( (გეტყვით რომ მანგლისიდან
კლდეკარამდე მარშუტი Chanunpa Wakan-ზე იყო, და კლდეკარიდან
რკონამდე Pinky-სა )... როგორც კი ავიარეთ ერთი მთა, მისი მეორე მხარე
საკმაოდ ციცაბო აღმოჩნდა.. ჩასვლა შეუძლებელი იყო... აქ Pinky-მა მაშინ
გავუყვეთ გვერდითო... რამოდენიმე ნაბიჯში შევამჩნიეთ ბილიკი, რომელიც
ზუსტად ტყეში შედიოდა, რაც ჩვენ გვინდოდა...
დავეშვით ტყეში... არ დამავიწყდება ეს ტყე... თოვლი ადგილ ადგილ ნახევარი
მეტრი ან მეტრზე მეტი იყო... პლიუს ამას ნაძვები, რომელთა ტოტები საკმაოდ
დაბალი იყო... გვიწევდა ზოგი ტოტის აწევა, რათა ჩვენი მაღალი
ზურგჩანთები არ წამოდებულიყო... გვხდებოდა კიდევ წაქცეული ხეები,
რომლებიც ან უნდა მოგვევლო, ან ქვეშ უნდა გავმძრალიყავით ან და კიდევ
ზემოდან გადავსულიყავით... აღმართი, დაღმართი და ეს ყელამდე თოვლი... :(
კაი ხანი მივდიოდით ასე... დრო და დრო ვჩერდებოდით და მე და Climber-ი
მსმენელის როლში გამოვდიოდით Chanunpa Wakan-სა და Pinky-ის დავისა
თუ საით უნდა წავსულიყავით:( საბოლოოდ ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო
და Pinky-ის გეგმას, მივსულიყავით კლდეკარის ძირში და იქიდან ზურგ
ჩანთებით თოვლიან მაღალ კლდეზე ავცოცებულიყავით, სასტიკი უარი
განუცხადეთ! Pinky-ს ძალიან გაუტყდა... Chanunpa Wakan-მა წამოაყენა
ახალი მარშრუტი, რადგან მისი ძველი უკვე აღარ გამოდიოდა, რომ სადმე
იქნებოდა გასასვლელი ამ ტყიდან... დაიწყო ყველაფერი ისევ თავიდან: ისევ
ყელამდე თოვლი, ეს ხეები, ზოგი ეკლიანი, აღმართი, დაღმართი:( გარშემო
ცხოველების ნაკვალევს ვაწყდებოდით, დათვი, კურდღელი თუ მგელი,
განსაკუთრებით ეს უკანასკენელი ჭარბობდა...გადიოდა საათები, გასასვლელი
კი არსად არ ჩანდა:( საბოლოოდ ავძვერით ერთ მთის თხემზე, რომელიც
Chanunpa Wakan-ს ეცნო და ბანაკი გავშალეთ ზუსტად იმ ადგილას სადაც
ადრე მას გაეშალა...
დავანთეთ დიიდი კოცონი (სურათებში იქნება იგი) ცუდი ის იყო რომ წყალი
არსად არ იყო ახლო მახლო:( ამიტომ გვიწევდა თოვლის დნობა და ასეთი
სახით წყურვილის მოკვლა:( იმ ღამეს გვიან დავწექით, Chanunpa Wakan-ი
და Pinky ყვებოდნენ თავიანთი "ბომჟური" ცხოვრებიდან სასაცილო ამბებს:)
ქარი კი ისევ ცივი და სუსხიანი უბერავდა....

დღე მესამე:

დილით სანამ მისი აღემატებულება Pinky გაიღვიძებდა და გამოვიდოდა
კარვიდან კი გახდა პირველი საათი:)... გავწიეთ კლდეკარისაკენ... ერთ საათში
მივადექით კარიბჭეს, დავმალეთ იქვე ზურგ ჩანთები და შევედით
კლდეკარში... აქაც ვერ ავცდით სიურპრიზებს:( სადღაც ოცი მეტრის
სიმაღლის საკმაოდ ციცაბო თოვლით დაფარული ფერდობზე, ძლიიივს,
წვალებ წვალებით, ფორთხოალით, ხელებით, ფეხებით, 40 წუთში ავედით,
უფრო სწორედ ავეთრიეთ! ციხეზე არც ისე დიდი ხანი დავყავით, გადავიღეთ
სურათები, Climber-მა კეში დამალა და დავეშვით დაბლა... დაშვება
იცოცხლეთ, ორ წუთში ჩავსრიალდით იმ უბედურ ციცაბო ფერდობზე:D ახლა
მხოლოდ სამანქანე გზაღა გვრჩებოდა გასავლელი მანგლისამდე...რაც შეეხება
რკონს, ის ამოვაგდეთ გეგმიდან, რადგან ეჭვი შეგვეპარა Pinky-ის გზის
ცოდნაში:(... არც მას გამოუხატავს რაიმე წინააღმდეგობა... მართალია უკვე 4
საათი იყო, მაგრამ სადამდეც მოვასწრებდით ხო მოვასწრებდით, იქვე
გავშლიდით ბანაკს... სამანქანე გზაააოოო, ეგეთი სამანქანე გზის.......!
თითქმის მთელი გზა სქელი თოვლით იყო დაფარული:( ისევ ვეფლობოდით
თოვლში, ისევ გვიწევდა შემოვლები ხან საიდან ხან კი საიდან... იქვე მგლის
ნაფეხურები შევამჩნიეთ, ის უბედურიც ჩვენ დღეში იყო... როგორ მესმოდა
მისი:( ბოლოს ბიჭებმა გადაწყვიტეს, მოკლეზე მოეჭრათ, შეამჩნიეს რაღაც
მოტიტვლებული მთა და იქ გადავიდეთო...ო არააა! გავიფიქრე ჩემთვის... ისევ
ტყე:( მარა გზაზეც არა ნაკლები თოვლი იყო და მართლა ჯობდა მოგვეჭრა...
დაიწყო მორიგი წამებააა: ახალი ამ წამებაში ის იყო რომ, მივადექით პატარა
ვიწრო ხეობას, გასასვლელი ვიწრო იყო, გვერდებში ციცაბო ფერდობები
სქელი თოვლით იყო დაფარული და ამიტომ ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო
პირდაპირ ღელეში გვეტოპა... ფეხები ისედაც სველი გვქონდა ყველას:(
დაბნელდა, მაგრამ თოვლის ანარეკლით გზის გაკვლევა შეიძლებოდა... დრო
და დრო წინ გადატეხილი ხეები გვეღობებოდა წინ, ხან ზემოდან
გადავძრებოდით, ხან ქვემოდანაც გავძრებოდით, მაგრამ იყო ისეთი
დაბრკოლებებიც, როცა არც აძრომა-გაძრომა შეუძლებელი იყო...აი ეგ იყო
საშინელებაააა....უნდა ავცოცებულიყავით თოვლიან ფერდობზე (რაც დიდ
ჯაფას მოითხოვდა, რადგან თოვლზე გვისრიალებდა ფეხები და ისევ უკან
ვარდებოდით... ხელებიც მოყინული გვქონდა უკვე:( ბოლოს და ბოლოს
მივადექით იმ მოტიტვლებულ მთას და ავძვერით მასზე...მალევე გავიარეთ ის
და ტყეში შესასვლელთან გავშალეთ ბანაკი...
სამწუხაროდ Chanunpa Wakan-ი ავად გაგვიხდა, მოვემსახურეთ როგორც
შეიძლებოდა: დავალევინეთ ცხელი ჩაი, გაუშრეთ წინდები, ბატინკები და
ვაჭამეთ შოკოლადი:) ჩვენც გავიშრეთ ყველაფერი და ვივახშმეთ, დავლიეთ
თოვლიანი წყალი და დავიძინეთ...
იმ ღამეს ერთი სიოც კი არ უბერავდა...
* * *
დღე მეოთხე და მეხუთე:

დილით სადღაც 45 წუთი ველოდებოდით Chanunpa Wakan-ს როდის
მოემზადებოდა... მოუწია თავის ბატინკებისათვის უკანა ნაწილები მოეჭრა,
რადგან საშინელ ტკივილს აყენებდნენ...საბოლოოდ გავუდექით
გზას...დავეშვით დაბლა, და წავაწყდით ერთ ერთ ადგილობრივს, რომელმაც
გზა მიგვასწავლა არხოტამდე... მაგრამ Chanunpa Wakan-მა და Pinky-მა
მოინდომეს მოკლეზე ჩასვლა, ანუ ისევ ძრომიალი ფორთხიალი, რაზეც მე და
Climber-ი არ დავეთანხმეთ... მოხდა ჯგუფის გახლეჩა:( დავთქვით რომ
არხოტში შევხდებოდით ერთმანეთს... საათნახევარში მე და Climber-ი
არხოტში ვიყავით, ისინი კი არ ჩანდნენ, ვერც ურეკავდით, რადგან არ იჭერდა:(
დავტოვეთ სპეციალური ნიშნები კანფეტების და წარწერების სახით და
გავეშურეთ მანგლისისაკენ...საათნახევარში მანგლისში ვიყავით...სამწუხაროდ
მარშუტკამ 40 წუთით ადრე გაგვასწრო:( ბიჭები არ ჩანდნენ, ისინი ჯერ კიდევ
შორს იყვნენ...იქვე ვნახეთ ტაქსი, რომელმაც შემოგვთავაზა 28 ლარად
ჩაგვიყვანთ თბილისშიო... მარა რა აზრი ჰქონდა:( ჩავედით მანგლისის
შემოსასვლელამდე და იქვე ბენზინ გასამართ სადგურში მყოფმა კკეთილმა
კაცმა შემოგვთავაზა შემოსვლა და ღამის გათენებაც:) არადა მოციცქნული
ოთახი ჰქონდა...ღუმელი, მაგიდა, ერთი საწოლი და პატარა შავ თეთრი
ტელევიზორი:) უკვე 7 საათი იყო, დაურეკე ბიჭებს და როგორც იქნა
მანგლისამდე მოეღწიათ, ავუხსენი სად ვიყავით და მალევე ისინიც
შემოგვიერთდნენ... ისევ ერთად ვიყავით:) შემდეგ კი გამოჩნდა ვარიანტები
თბილისში წასვლისა, მაგრამ ტაქსისტები დიდ თანხას გვისახელებდნენ, რაც
ფიზიკურად უბრალოდ არ გვქონდა:( გავშალეთ ძირს პარალონები და
დავიძინეეთ...მეორე დილას, დავემშვიდობეთ იმ კეთილ კაცს და 9 საათიან
მარშუტკით ჩამოვედით თბილისში...:)
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 06:24

მემგონი აბსოლიტურად ამომცურავი ინფორმაცია დავდე გეგმის მარსჰუტის და პირობების სჰესაჰებ : )

ცვლილება ალბატ უფრო დაბალი ტემპერატურა და უფრო მაგალი ტოვლი იკნება :roll:
"ETOT QABAB NASH!!!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 იან 2008, 06:51

ლობო wrote:ჰოდა იდეებსჰი ვჰსნი იმიტომ რომ სანამ ზუსტად არგადაცკდება ვინმოდის და რასვიზამტ..

ანუ კლდეკარზე, ალგეტის ხეობის და სოფლების მანგლისი არჰოტი ნაპილნარი , (აგარმაჰსომს), ნამტვრიანი მანგლისი გავლიტ..

გასვლა გვინდა პარასკევს დილიტ
დაგვსჰირდება ცესიტ 4 დგე..
ჰოდა სჰეგიდლიატ ან მჰარი დაგვიცჰიროტ ან მჰარსჰი ამოგვიდგეტ :D
ლობო, მშვენიერი გეზი მოგიფიქრებია. ძნ მომეწონა.
რა ვქნა, შაბათ-კვირას ბოდბეში წასვლა მაქვს დაგეგმილი და ვერ გი1დები.
არადა, ჰომ ვიცი, რა კგ იქნება.
მისმინე, წერ, ან მხარი დაგვიჭიროთ, ან მხარში ამოგვიდგეთო.
აბა, ერთი მითხარი, რას ითხოვ, რას გულისხმობ მხარში ამოდგომად?
ეგებ რაღაც მართლა შევძლო თქვენი ლაშქრობისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 14:20

მჰარსჰი ამოდგომა = ცამოსვლა სჰვენტანერტად

მჰარის დაცჰერა = გულსჰემატკივრობა ტუ რაგაცა

მადლობა მჰარდაცჰერისტვის : )
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by Archil » 19 იან 2008, 16:16

ლობო

ეხლა რომელი მარშუტი შევარჩიოთ? ;)

ნ-----------------------------

ვეთანხმები ლიკას მოსაზრებებს !!!
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 16:36

Archil
გზასჰი ტუარამიჯანკდებიტ სჰემი ნაცადი მარსჰუტი მირსჰევნია : )

უბრალოდ ნაპილნარის მერე მარჯვნივ ქედიდან გავივლიტ..

და არა დაბლა ხეობიდან .. მარტლალია ზაან ლამაზ ტკეს გვერდს ვუვლიტ ნაცილობრივ მაგრამ გზას ვიმოკლებიტ ამიტ..

დამერე ნამტრიანის მაგივრად სჰეილება პირდაპირ არხოტისკენ დავესჰვატ გაასჰნია გზებს როგორ აგვიკვავტ ესეტ ტოვლსჰი :D
Last edited by ლობო on 19 იან 2008, 16:42, edited 1 time in total.
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by Archil » 19 იან 2008, 16:38

ლობო

პახოდუ გზაში "არხოტო, სამშობლოოო" ვიმღეროთ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 19 იან 2008, 16:42

Archil
დამკვრელები ცავიკვანოტ? :shock: :lol:

კლდეკარამდე დააჰლოების ისე : )

სჰევეცდებიტმაინც :P

ჰოდა უაკნ მარჯვენა მჰარეს რომ ბილიკები ესჰვება ერტი არჰოტისკენ და მეორე ორი დიდი და პატარა ნაპილნარისკენ აი მაგ ბილიკებიტ სჰამოვალტ დაბლ..

იმ ციტელს ბოლომდე არმივკვებიტ მჰოლოდ კლდეკარამდე

ეგარაფერი მტავარია იკარმოგესჰვენოს სჰინურად სჰვენი მარსჰუტი რო გაჰედამ გზას :twisted:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by Nika » 19 იან 2008, 20:06

ახლა რა ხდება. შარშან დეკემბერში (2006) ანუ ვიყავით მანგლისი, ნამტვრიანი მერე (რაზვალინი გოგიტი რო წერია აი მანდ. კაცი ცხოვრობდა და გვითხრა რომ აქედან რკონში ვერ ჩახვალთო დაჟე საქონელი ვერ გადადისო ისეა გზა ჩახერგილი.
ამიტომაც მანდედან ჩერეზ სოფელი გოსტიბე ჩავედით.

მანქანებით ვიყავით.

დეტალური რუკა დევს ჩვენ საიტზე www.off-road.ge

2007-ის ივლისში ვიყავით ისევ მაგ გზაზე. კლდეკარამდე ვერ ავედით იმიტო რო დაგვაგვიანდა ქალაქიდან გასვლა და უკვე გვაღამდებოდა. თან გზები საერთოდ რ ჩანდა ისეთი ჩაქერგილი იყო.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by ლობო » 20 იან 2008, 14:25

Nika
ვიცი ზაან რტული გზებია

ამ მარსჰუტის ნაცილზე საერტოდ არარის.. ბოლო დროს სცადეს სოფლამდე მიყვანა გზისმაგვარი რაგაცის და საიტ უნდა იაროს მიჰვდება ადამაინი : )

და ეგ გზები ზამტარსჰი ბევრგან არცჰანს და ზაფჰულსჰი დგისიტაც კი სცჰირდება ზოგგან დაკვირვება : )









ჰოდა ესე იგი ტემა რომ გამოვაცოცჰლო :roll:



კველა მივდივარტ ავტობუსიტ

აჰალიცელების დამტავრების აგსანისჰნავად

ახალი სუპერსაჰინკლე და არასჰვეულებრივი რესტორანი გაუჰსნიატ ბაგვასჰებს სასაჰლესჰი 8)


კოტეჯები დაჯავსჰნილია :wink:





:lol:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by Archil » 20 იან 2008, 20:26

მანგლისიდან რომ ავიდეთ? მასე უფრო მალე არ იქნება?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
კლდეკარი, ალგეთის ჰეობა

Post by Nika » 20 იან 2008, 23:31

Archil
მანგლისიდან არ ადის მგონი გზა. იტოგში მთავარია წყალგამყოფზე ახვიდე. წყალგამყოფს მერე მიუყვება გზა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]