კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 11 იან 2008, 01:17

Archil
მააგარიაა :D:D:D
Image
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 11 იან 2008, 01:22

tama wrote:თოვლის ზეწარზე ადათი წვეთავს,
..... ........... ...............
და გაჟღენთილი შეშის ნაპობი.
მთაში ნათქვამი და ნაამბობი. . .
Image
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 11 იან 2008, 01:29

ყველაფერი ფერია
მოფერებაც ერია
მოფრინდება ფერია
ფიქრი შემომერია
მერე გადამერია
და, ბოლოს მომერია

მაგარი გამოგივიდა აი
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by KINALOKO » 11 იან 2008, 01:31

tama
კარგია ხოლმე სიტყვა-წერაატანილობა :D:D:D
და კიდე სერფინგს გავს :roll:
:roll: :roll:
გეგონება გამჭირვალე ტალღებზე დაფრინავ , :)
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by tama » 11 იან 2008, 01:37

სერფინგზე რა გითხრა :roll:

სულს კი გავს . მსუბუქია და სუფთა :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Archil » 11 იან 2008, 04:05

ANIKOKOL wrote:Archil
მააგარიაა :D:D:D
Image
მაგარია როცა თოვს,
გულს ტკივილი არ ახსოვს
როცა ლოკოკინა ფრთხის
სადღაც ახლოს სკვინჩაც ხტის...

მაგარია როცა
ყველა რომ დახოცა
სიცილითა, ლაღობით....
შემდეგ კბილის მოცვლა...

ახტუნავდა მგელიც
კარგს არაფერს ველით
ჟამი აღარ გვწყალობს..
ჭაჭათი თუ ვწამლობთ...

მაგარია როცა..
შიგ ტუჩებში კოცნა...
გიჟი სულის ბუქნვა
მკლავებში ჩახუტვა...

მაგარია როცა..
გული თავისას გთხოვს..
წუთისოფელს არ ესმის და
თავის წილ დროსა გთხოვს..

მაგარია როცა...
პატარას და მცოცავს
ლოკოკინა გლოცავს :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 11 იან 2008, 09:55

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლობო » 11 იან 2008, 17:31

ეს აჰალგაზრდა რომვიკავი სჰემი მეგობრიტ ტჰოვნიტ დავცერე :oops:

ჰოდა ტემაიკო ურნაო

ურნა

კატა თუ ზის ურნაში
არ ეზრდება ულვაში
ეს რომ კატამ გაიგო
ურნა მაგრად გაიგდო

ურნას უყვარს თამაში
კატებთან და ლავაში
ეხლა რასვწერ მითხარით
ნინა შენ რა გითხარი!

ეხლა უნდა დავწერო
ურნა ყველა ბრუნვაში
ურნა მიყვარს ძალაინ
ურნა ჩემი სახლია

ხელში მიჭირავს ჩანგალი
ურნაში არის ნადავლი
გაიხადე ტყავის კურტკა
ურნაში ჩაყარე ალუბლის კურკა

ნუ ხარ ფუნდამენტალისტი
გახდი ურნამე(ნ)ტალისტი
ურნა ურნა ურნა
ჩურჩულებდა ხურმა :roll:







8)
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლობო » 11 იან 2008, 17:38

ჰეჰ აგარავინ მკამს მამგონი
ცამერტმევა მალე გონი
ტუარ ავიგე რაზგონი - nach Oni!

ესეც დზველია და სრულივარიანტი დამავიცკდა :lol:

:პოეტი:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლობო » 11 იან 2008, 17:43

მეზგვნება მე :oops: 8)

ვიტმეომარი რამზესის
აჰლა ის ცჰემსსკამზე ზის
ტვალს სჰეავლებს რა მზეს ის
დააჰვევს და გაქრების


:roll:
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by caucasica » 11 იან 2008, 21:23

შატილს ვართ...

შატილს ვართ, ღრინავს არღუნი,
ქარი ქარაფებს შეწკმუის...
დგას რწმენად მთათა წარსულის
ქავ-ციხე მუშტად შეკრული.

ღამე თბილია - ფიცივით,
გიცქერ... ქიცი-ქიც ვიშლები,
თვალებში - ცისკრის სიცილი,
მკერდზე - ყვავილი ნისლების.

მთვარე სარკმელში ირხევა
(თეთრი სიზმრების ვალი მდევს!),
გულს ამოვიტან მთის ხელას
და ხელის გულზე დაგიდებ.

სიტყვაც ნაღდია, ღიმილიც,
აქ მყარად ვდგავართ მიწაზე,
რომ დაგყვებოდი ჩრდილივით -
ქალაქით გამოგიტაცე.

მოვედით უცხო ფერისთვის,
ცა მხურავს - შენი ფარაგით...
აქ ნათქვამს სხვაგან ვერ იტყვი -
მზედ მოდუღს გრძნობის ბადაგი.

და ზეცა - ღამის ბალიში
ვიდრე ქონგურებს გასცურავს,
თმებში ქარიშხალს გაგიშლი,
გულს - არღუნივით დავწურავ.

დღეს სიხარული ეყოფა,
ხასხასი - მდელოს ნაირფერს.
კოშკებში დაგსვამ დედოფლად,
დაბლა გარიჟრაჟს გაგიფენ.

მერე გინდ ხმალი დამკარით,
გინდ წყალს ჩავქონდე მოდენილს...
მე - უგერშ დასაკარგავი,
შენ - მზის და მთვარის სწორფერი

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by GOGONA » 12 იან 2008, 00:58

აუჰ, აქ რა ამბავი შეგიქნიათ :)

ჰოო, მეც ვიტყვი

ტანმოხატულიუცხოზოლებით
გასრიალდებახევშიზმორებით
დაშიშისმგვრელი
ლოცულობს
გველი...
Who is John Galt?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 12 იან 2008, 02:48

GOGONA
ტანმოხატულიუცხოზოლებით
გასრიალდებახევშიზმორებით
დაშიშისმგვრელი
ლოცულობს
გველი...
ანას ვაღმერთებ, მაგარი ლექსები აქვს.

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by GOGONA » 12 იან 2008, 14:23

guruli
მეც :lol:
ისა:

და რა ქალი...
ხელის გულზე სატარები!
რა თვალები...
ელვის ცეცხლის დამჭერი!
....

:)
Who is John Galt?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ლეონტი » 12 იან 2008, 18:36

შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები.
დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები.
ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც
(ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან).
მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი,
ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა.
და ეცემოდენ სადღაც წვიმები,
შორეულ ღრუბლის სანაპიროდან.
კუბოსთან იდგნენ სერაფიმები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა.
არც შორეული დების ლოცვები
ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა.
მიმასვენებდნენ ანგელოზები
და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა.
ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია,
რა მექნა, სულო, დაუცხრომელო!
მსურდა, სიბნელე რომ გამერღვია,
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო.
შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადრაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდენ ცის ვარსკვლავები..........

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]