ახალი წელი ბაკურიანში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 10 იან 2008, 14:04

TuTa wrote:
Mao wrote:

მაფია უ კ ვ დ ა ვ ი ა ა ა ა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :twisted: :twisted:
ეხლა მაფიოზობანა გამახსენდა, ნეტა ამის ფოტოები არავის აქვს :wink:
მთას მაშინ არ ეცალა, საჭმელებს აკეთებდა და ჭურჭელს რეცხავდა და... :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 10 იან 2008, 14:23

როგორც ვთქვი დროდადრო თიკო და ნაია მირეკავდნენ ჩუმად, ვიცოდი დახვედრას გვიმზადებდნენ. მაოს კიდევ გოგასთვის დაურეკავს, მისი მაგნიტოფონი წამოვიღეთ ბაკურიანიდან და სამთო ქიმიასთან დაგხვდებითო, მაგრამ გოგამ სურპრიზის შესახებ არაფერი იცოდა. თბილისის შესასვლელს რომ მივუახლოვდით და დიდი დიღმის გადასახვევთან ლეგენდას ძმა დახვდა მანქანით, კინაღამ გული გამისკდა. ესეც არ იკმარა და კორტიც თან გაიყოლა. ვეხვეწე, არ წახვიდეთ, სამთო ქიმიამდე მივიდეთ და მერე იქ დავიშალოთ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერებდა?! ალბათ, იფიქრეს, გაგიჟდაო, ისე საეჭვოდ ვიქცეოდი, მაგრამ აბა სურპრიზს ხომ ვერ გავამჟღავნებდი?! მოკლედ გამოგვაკლდნენ ნათიები, დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ. ჯერ კიდევ მცხეთიდან თიკოს და ნაიას რომ დავურეკე, გაგიჟდნენ, ასე ჩქარა როგორ ჩამოხვედით, მოფრინავდითო?! უკვე თბილისში რომ ჩამოვედით და სამთო ქიმიიდან ოდნავ მოშორებით გავაჩერეთ მინიბუსი, თიკოსგან დავალებაც მივიღე, ამბრაზურასავით გადაეფარე ხალხს და სამთო ქიმიასთან არ მოუშვაო :wink: . ცოტა ხანში გოგას ტელეფონზეც შემოვიდა მაოს ზარი და გამარჯობა საქართველო დასაზვერად წავიდა. მალევე დაგვიბრუნდა და უცბაშად და სირბილ-სირბილით ს.ქიმიისკენ გაგვაქცუნა. იქ კი მაკენას მანქანა გველოდებოდა, ზედ შემოწყობილი შამპანურის ბოთლებით და ჭიქებით. ასევე გველოდებოდნენ ფეირევერკევით და შუშხუნებით აღჭურვილი მაკენა, მაო, თიკო, ნაია და ზვიო. ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, თითქოს საუკუნე არ გვყავდნენ ნანახი და თითქოს სულ სხვები გამოვაცილეთ წინა დღით ბაკურიანიდან. ეს იყო მონატრების, სიყვარულის, სითბოს და კარვის ზეიმი. ძალიან გულთბილი და დაუვიწყარი დახვედრა იყო... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ძვირფასო ადამიანებო! :D

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Naia » 10 იან 2008, 14:34

Mta Mkvarebia
ჰე ჰეეე

გამოგვივიდა ჰო სიურპრიზი?

დილით გავიღვიძე თუ არა გავიფიქრე 'ჩემი ბაკურიანელები დღეს ჩამოდიან და აუცილებლად უნდა დავხვდე-მეთქი'

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ თიკომაც დამირეკა: არ გინდა დღეს დავხვდეთო? :)

მერე მაოს გადავურეკეთ და იმან კიდევ 'მე და ტომა უთქვენოდაც ვაპირებდით დახვედრასო'. თიკო მაკენასაც შეეხმიანა და ასე შევიკრიბეთ საგანგებოდ.

ჩვენი ახალი წელი ამით არ დამთავრებულა. ს/ქიმიასთან მაკენამ, თიკომ, მაომ და მე კარაველები მანქანებში გადავინაწილეთ და საჩილიმისკენ გავემართეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონების უმრავლესობა მაკენას მანქანაში მოთავსდა :) შუქნიშანთან როგორც იქნა წამოვეწიე და გადავუსწარი მაკენას ჯიპს. გოგამ მანქანის მანქანის ლუკში გაყო თავი და მთელი ხმით დაიწყო 'რა ლამაზი დღეა'-ს შესრულება :D ესეც კიდევ ერთი სიურპრიზი კარაველ გოგონებს :)
Last edited by Naia on 10 იან 2008, 14:36, edited 3 times in total.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 10 იან 2008, 14:35

Mta Mkvarebia wrote:
TuTa wrote:
Mao wrote:

მაფია უ კ ვ დ ა ვ ი ა ა ა ა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :twisted: :twisted:
ეხლა მაფიოზობანა გამახსენდა, ნეტა ამის ფოტოები არავის აქვს :wink:
მთას მაშინ არ ეცალა, საჭმელებს აკეთებდა და ჭურჭელს რეცხავდა და... :wink:
მე უნდა მქონდეს, დავდებ სახლში რომ მივალ :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ახალი წელი ბაკურიანში

Post by TuTa » 10 იან 2008, 14:37

Mta Mkvarebia


მთელი გზა რაღაცას ვგრძნობდი რომ მზადდებოდა, მაგრამ რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!!!

მე პირადად სიტყვებით ვერ ავღწერ რა გრძნობები დამეუფლა როცა ჩვენს დასახვედრად მოსული ღიმილები დავინახე, უზომოდ ბედნიერი ვიყავი

დიდი დიდი მადლობა ხალხნო რომ ასეთები ხართ, მიყვარხართ ძალიან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 10 იან 2008, 14:38

მერე გამარჯობა საქართველომ, ნახვამდის ისე როგორ ვუთხრათ ერთმანეთს, თუ დომნას ბარში არ გავიარეთო. ჰოოოდა, გავემართეთ კეკელიძის 2-სკენ. ოთხი მანქანა იყო, მაგრამ ყველა მაკენას ჯიპში მოძვრებოდა, საბარგულში უნდა ჩავჯდეთო :wink: საჩილიმეში გვემატებოდნენ და გვემატებოდნენ მონატრებული კარველები: პაატა, ტრულალა, ქეთუნა-4. გვქონდა ერთი ჟივილ-ხივილი. ქეთუნამ, აბა მომიყევით როგორი დრო გაატარეთო და დავაძვრე ჩემი სონი ერიქსონი, და ფოტომასალის თანხლებით ჩავაბარე ანგარიში, კარვული რეპორტაჟის ერთგვარი რეპეტიცია გავაკეთეთ. სხვათაშორის ცენზურადადებული ფოტოებიც ნახა... მოკვდა სიცილით :wink:

ესეც ფოტოები დომნას ბარიდან:

Image

Image

Image

Image

Image


იმოქმედა ჩილიმმა :wink: ...
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 10 იან 2008, 16:00, edited 2 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 10 იან 2008, 14:44

Naia wrote:Mta Mkvarebia

ჩვენი ახალი წელი ამით არ დამთავრებულა. ს/ქიმიასთან მაკენამ, თიკომ, მაომ და მე კარაველები მანქანებში გადავინაწილეთ და საჩილიმისკენ გავემართეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონების უმრავლესობა მაკენას მანქანაში მოთავსდა :) შუქნიშანთან როგორც იქნა წამოვეწიე და გადავუსწარი მაკენას ჯიპს. გოგამ მანქანის მანქანის ლუკში გაყო თავი და მთელი ხმით დაიწყო 'რა ლამაზი დღეა'-ს შესრულება :D ესეც კიდევ ერთი სიურპრიზი კარაველ გოგონებს :)
:lol: :lol: :lol:

შენ გეგონა ამით დავამთავრებდი?! არა, ბატონო! :wink:

გოგა მართლა მაგარი სანახავი იყო ლუკიდან გარეთ გადმომძვრალი. და რაც მთავარია, გადავრიეთ გამვლელები. ბაკურიანში რომ ვყოფილიყავით, უბრალოდ გაგვიღიმებდნენ, მოგვესალმებოდნენ და გვკითხავდნენ: "აბა, დღეს ვისი დაბადების დღეაო", მაგრამ თბილისმა ვერ მოახერხა ჯერ ჩვენი გაცნობა. .. თუმცა ყველაფერი წინაა :wink:
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ახალი წელი ბაკურიანში

Post by navigator » 10 იან 2008, 14:44

მოკლედ ხალხნო, თქვენ კაი მსუქანი ალმანახის გამოცემა შეგიძლიათ საინტერესო ისტორიებით და ილუსტრაციებით :)
აცხა ღორებო Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 10 იან 2008, 14:50

რა თქმა უნდა, "რა ლამაზი დღეა" იქიდანაც ვუმღერეთ ხალხს :D ...

აბა, ახლა ვის დავურეკოთ?!
Image

დომნა, ჩუმად!...
Image

აბა, ერთად...
Image
Image
Image

ჰოოპ, მობილური დაიხურა :wink:
Image

ასე მობილურის მოულოდნელი დახურვით "ვემშვიდობებოდით" ადრესატ "იუბილარებს", ისე რომ საპასუხო მადლობას (თუმცა, მადლობას რატომ?:roll: ) არც კი ველოდებოდით.
Image

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
ახალი წელი ბაკურიანში

Post by likakoo » 10 იან 2008, 14:56

ნელ-ნელა ხმაც დავხვეწეთ,სმენაც და ეხლა სინდისიც:):):):):):):)

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ახალი წელი ბაკურიანში

Post by shatilis asuli » 10 იან 2008, 14:59

Mta Mkvarebia
გენიალურია "რა ლამაზი დღეას" უნიკალური სიმღერის ყველა დეტალი დაფიქსირებულია
Just Do It!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 10 იან 2008, 15:02

მერე არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში გობესთან ასვლა და ფანჯრების წინ ამ სიმღერით სერენადების შესრულება. ვიფიქრე, რადგან თქვეს რომ გობე ახლოს ცხოვრობდა, იმიტომ შეირჩა როგორც პოტენციური მასპინძელი (როგორც მერე გაირკვა), მაგრამ თურმე ეს უფრო ვრცელი ისტორია ყოფილა, რომლისთვისაც თიკო-რ-ს აუხდია უნებლიედ ფარდა . :wink:
მოკლედ, გავემართეთ გობეს სახლისკენ.

მაკენას ჯიპში... (ამ სურათებს იმ მანდილოსნების გულის გასახარად ვდებ, ვინც 2 იანვრის შემდეგ შეყვარებულია ამ მანქანაზე :wink: )

Image
Image

ყველაზე მაგარი და ჯიგარი მძღოლი... და რა თქმა უნდა, საუცხოო ადამიანი :)
Image

"დედა, მცხეთას გამოვცდით და მალე მოვალ სახლში" :wink: (ზუსტად ასე უთხრა :) )
Image
Image

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ახალი წელი ბაკურიანში

Post by shatilis asuli » 10 იან 2008, 15:09

Mta Mkvarebia wrote:
"დედა, მცხეთას გამოვცდით და მალე მოვალ სახლში" :wink: (ზუსტად ასე უთხრა :) )
Image
პატრა შEცდომა გაიპარა. "გორში ვარ დედა გორში!" :D :D :D
Just Do It!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 10 იან 2008, 15:22

მივედით გობესთან, განვლაგდით ფანჯრების წინ. სამწუხაროდ შუშხუნების ყიდვა ვერ მოვასწარით და ასეთი იდეა მოგვივიდა, ანთებული მობილურები გვექნია და მათ ფონზე გვემღერა. ასეც მოვიქეცით. ვხავივარ (ხმა იცით უკვე, რომ აღარ მაქვს :wink: ) და თან დროდადრო განურჩევლად ვაჭერ ტელეფონის ღილაკებს თითს, რომ ტელეფონმა ნათება არ შეწყვიტოს. "წარმატებით" შევუსრულეთ გობეს სერენადა და საიდანღაც დედაჩემის კივილი მესმის:roll: გავგიჟდი, მე ვთქვი, ალბათ ამდენი სასიამოვნო მოულოდნენლობების შემდეგ ჰალუცინაციები დამეწყო მეთქი. თურმე დედაჩემის მობილურზე უნებლიედ ზარი გამიშვია და ქალს ვასმენინებ ჩემს განწირულ ხავილს. "რა გჭირს, რა ხდებაო?!" კინაღამ გადამერია :wink: :) "ვალმოხდილები" გამოვბრუნდით უკან და რას ვხედავ, ჩვენი ილია, სანტა-კლაუსის ქუდით. ისისც დაბნეული გვიყურებს. ვეკითხები, ვიცი, აქეთ არ ცხოვრობ და აქ რას აკეთებ მეთქი? "ვსეირნობო"- მპასუხობს. "სეირნობ რას ჰქვია, ვერ დაგიჯერებ, რომ ცოლი და სამი შვილი სახლში დატოვე და კავსაძეზე ამოხვედი სასეირნოდ-მეთქი"- მაინც ვერ ვხვდები ვერაფერს. მერე მეორე მხარეს მოვიხედე და რას ვხედავ?! ადმინი!

მოკლედ სანამ გაუგებრობა გაირკვეოდა, მაგრად ვიხალისეთ.
ესეც ფოტოები:

ადმინი
Image

ილია: "აქ რამ მოგიყვანათ ამდენი, თქვე დალოცვილებო, თქვენა?! ":wink:
Image

თიკო: "თუ სადმე წასვლას აპირებთ, მე მითხარით :wink: "
Image

არსუკიძის 40-ს არ იყოს, ეს ფოტოც რა იცი როდის გამოგადგება?!:wink:
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 10 იან 2008, 15:25, edited 1 time in total.
Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ახალი წელი ბაკურიანში

Post by SHORENA » 10 იან 2008, 15:23

რა საყვარლები ხართ,
ბაკურიანული ზღაპრის ნამდვილო გმირებოოო... თქვენ, ხო თქვენ ვინც 3-ში ჩამოხვედით და სრულად დატკბით ამ თავისუფლებით ...
გკოცნით

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]