მთას მაშინ არ ეცალა, საჭმელებს აკეთებდა და ჭურჭელს რეცხავდა და...TuTa wrote:ეხლა მაფიოზობანა გამახსენდა, ნეტა ამის ფოტოები არავის აქვსMao wrote:
მაფია უ კ ვ დ ა ვ ი ა ა ა ა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!![]()
![]()
ახალი წელი ბაკურიანში
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში
როგორც ვთქვი დროდადრო თიკო და ნაია მირეკავდნენ ჩუმად, ვიცოდი დახვედრას გვიმზადებდნენ. მაოს კიდევ გოგასთვის დაურეკავს, მისი მაგნიტოფონი წამოვიღეთ ბაკურიანიდან და სამთო ქიმიასთან დაგხვდებითო, მაგრამ გოგამ სურპრიზის შესახებ არაფერი იცოდა. თბილისის შესასვლელს რომ მივუახლოვდით და დიდი დიღმის გადასახვევთან ლეგენდას ძმა დახვდა მანქანით, კინაღამ გული გამისკდა. ესეც არ იკმარა და კორტიც თან გაიყოლა. ვეხვეწე, არ წახვიდეთ, სამთო ქიმიამდე მივიდეთ და მერე იქ დავიშალოთ-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერებდა?! ალბათ, იფიქრეს, გაგიჟდაო, ისე საეჭვოდ ვიქცეოდი, მაგრამ აბა სურპრიზს ხომ ვერ გავამჟღავნებდი?! მოკლედ გამოგვაკლდნენ ნათიები, დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ. ჯერ კიდევ მცხეთიდან თიკოს და ნაიას რომ დავურეკე, გაგიჟდნენ, ასე ჩქარა როგორ ჩამოხვედით, მოფრინავდითო?! უკვე თბილისში რომ ჩამოვედით და სამთო ქიმიიდან ოდნავ მოშორებით გავაჩერეთ მინიბუსი, თიკოსგან დავალებაც მივიღე, ამბრაზურასავით გადაეფარე ხალხს და სამთო ქიმიასთან არ მოუშვაო
. ცოტა ხანში გოგას ტელეფონზეც შემოვიდა მაოს ზარი და გამარჯობა საქართველო დასაზვერად წავიდა. მალევე დაგვიბრუნდა და უცბაშად და სირბილ-სირბილით ს.ქიმიისკენ გაგვაქცუნა. იქ კი მაკენას მანქანა გველოდებოდა, ზედ შემოწყობილი შამპანურის ბოთლებით და ჭიქებით. ასევე გველოდებოდნენ ფეირევერკევით და შუშხუნებით აღჭურვილი მაკენა, მაო, თიკო, ნაია და ზვიო. ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, თითქოს საუკუნე არ გვყავდნენ ნანახი და თითქოს სულ სხვები გამოვაცილეთ წინა დღით ბაკურიანიდან. ეს იყო მონატრების, სიყვარულის, სითბოს და კარვის ზეიმი. ძალიან გულთბილი და დაუვიწყარი დახვედრა იყო... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ძვირფასო ადამიანებო!

ახალი წელი ბაკურიანში
Mta Mkvarebia
ჰე ჰეეე
გამოგვივიდა ჰო სიურპრიზი?
დილით გავიღვიძე თუ არა გავიფიქრე 'ჩემი ბაკურიანელები დღეს ჩამოდიან და აუცილებლად უნდა დავხვდე-მეთქი'
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ თიკომაც დამირეკა: არ გინდა დღეს დავხვდეთო?
მერე მაოს გადავურეკეთ და იმან კიდევ 'მე და ტომა უთქვენოდაც ვაპირებდით დახვედრასო'. თიკო მაკენასაც შეეხმიანა და ასე შევიკრიბეთ საგანგებოდ.
ჩვენი ახალი წელი ამით არ დამთავრებულა. ს/ქიმიასთან მაკენამ, თიკომ, მაომ და მე კარაველები მანქანებში გადავინაწილეთ და საჩილიმისკენ გავემართეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონების უმრავლესობა მაკენას მანქანაში მოთავსდა
შუქნიშანთან როგორც იქნა წამოვეწიე და გადავუსწარი მაკენას ჯიპს. გოგამ მანქანის მანქანის ლუკში გაყო თავი და მთელი ხმით დაიწყო 'რა ლამაზი დღეა'-ს შესრულება
ესეც კიდევ ერთი სიურპრიზი კარაველ გოგონებს 
ჰე ჰეეე
გამოგვივიდა ჰო სიურპრიზი?
დილით გავიღვიძე თუ არა გავიფიქრე 'ჩემი ბაკურიანელები დღეს ჩამოდიან და აუცილებლად უნდა დავხვდე-მეთქი'
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ თიკომაც დამირეკა: არ გინდა დღეს დავხვდეთო?
მერე მაოს გადავურეკეთ და იმან კიდევ 'მე და ტომა უთქვენოდაც ვაპირებდით დახვედრასო'. თიკო მაკენასაც შეეხმიანა და ასე შევიკრიბეთ საგანგებოდ.
ჩვენი ახალი წელი ამით არ დამთავრებულა. ს/ქიმიასთან მაკენამ, თიკომ, მაომ და მე კარაველები მანქანებში გადავინაწილეთ და საჩილიმისკენ გავემართეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონების უმრავლესობა მაკენას მანქანაში მოთავსდა
Last edited by Naia on 10 იან 2008, 14:36, edited 3 times in total.
ახალი წელი ბაკურიანში
მე უნდა მქონდეს, დავდებ სახლში რომ მივალMta Mkvarebia wrote:მთას მაშინ არ ეცალა, საჭმელებს აკეთებდა და ჭურჭელს რეცხავდა და...TuTa wrote:ეხლა მაფიოზობანა გამახსენდა, ნეტა ამის ფოტოები არავის აქვსMao wrote:
მაფია უ კ ვ დ ა ვ ი ა ა ა ა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!![]()
![]()
წამო, ზღაპარში ...

ახალი წელი ბაკურიანში
Mta Mkvarebia
მთელი გზა რაღაცას ვგრძნობდი რომ მზადდებოდა, მაგრამ რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!!!
მე პირადად სიტყვებით ვერ ავღწერ რა გრძნობები დამეუფლა როცა ჩვენს დასახვედრად მოსული ღიმილები დავინახე, უზომოდ ბედნიერი ვიყავი
დიდი დიდი მადლობა ხალხნო რომ ასეთები ხართ, მიყვარხართ ძალიან
მთელი გზა რაღაცას ვგრძნობდი რომ მზადდებოდა, მაგრამ რეალობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!!!
მე პირადად სიტყვებით ვერ ავღწერ რა გრძნობები დამეუფლა როცა ჩვენს დასახვედრად მოსული ღიმილები დავინახე, უზომოდ ბედნიერი ვიყავი
დიდი დიდი მადლობა ხალხნო რომ ასეთები ხართ, მიყვარხართ ძალიან
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში
მერე გამარჯობა საქართველომ, ნახვამდის ისე როგორ ვუთხრათ ერთმანეთს, თუ დომნას ბარში არ გავიარეთო. ჰოოოდა, გავემართეთ კეკელიძის 2-სკენ. ოთხი მანქანა იყო, მაგრამ ყველა მაკენას ჯიპში მოძვრებოდა, საბარგულში უნდა ჩავჯდეთო
საჩილიმეში გვემატებოდნენ და გვემატებოდნენ მონატრებული კარველები: პაატა, ტრულალა, ქეთუნა-4. გვქონდა ერთი ჟივილ-ხივილი. ქეთუნამ, აბა მომიყევით როგორი დრო გაატარეთო და დავაძვრე ჩემი სონი ერიქსონი, და ფოტომასალის თანხლებით ჩავაბარე ანგარიში, კარვული რეპორტაჟის ერთგვარი რეპეტიცია გავაკეთეთ. სხვათაშორის ცენზურადადებული ფოტოებიც ნახა... მოკვდა სიცილით
ესეც ფოტოები დომნას ბარიდან:

იმოქმედა ჩილიმმა
...

ესეც ფოტოები დომნას ბარიდან:

იმოქმედა ჩილიმმა

Last edited by Mta Mkvarebia on 10 იან 2008, 16:00, edited 2 times in total.
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში
Naia wrote:Mta Mkvarebia
ჩვენი ახალი წელი ამით არ დამთავრებულა. ს/ქიმიასთან მაკენამ, თიკომ, მაომ და მე კარაველები მანქანებში გადავინაწილეთ და საჩილიმისკენ გავემართეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, გოგონების უმრავლესობა მაკენას მანქანაში მოთავსდაშუქნიშანთან როგორც იქნა წამოვეწიე და გადავუსწარი მაკენას ჯიპს. გოგამ მანქანის მანქანის ლუკში გაყო თავი და მთელი ხმით დაიწყო 'რა ლამაზი დღეა'-ს შესრულება
ესეც კიდევ ერთი სიურპრიზი კარაველ გოგონებს
შენ გეგონა ამით დავამთავრებდი?! არა, ბატონო!
გოგა მართლა მაგარი სანახავი იყო ლუკიდან გარეთ გადმომძვრალი. და რაც მთავარია, გადავრიეთ გამვლელები. ბაკურიანში რომ ვყოფილიყავით, უბრალოდ გაგვიღიმებდნენ, მოგვესალმებოდნენ და გვკითხავდნენ: "აბა, დღეს ვისი დაბადების დღეაო", მაგრამ თბილისმა ვერ მოახერხა ჯერ ჩვენი გაცნობა. .. თუმცა ყველაფერი წინაა
ახალი წელი ბაკურიანში
მოკლედ ხალხნო, თქვენ კაი მსუქანი ალმანახის გამოცემა შეგიძლიათ საინტერესო ისტორიებით და ილუსტრაციებით 
აცხა ღორებო 

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში
რა თქმა უნდა, "რა ლამაზი დღეა" იქიდანაც ვუმღერეთ ხალხს
...
აბა, ახლა ვის დავურეკოთ?!

დომნა, ჩუმად!...

აბა, ერთად...

ჰოოპ, მობილური დაიხურა

ასე მობილურის მოულოდნელი დახურვით "ვემშვიდობებოდით" ადრესატ "იუბილარებს", ისე რომ საპასუხო მადლობას (თუმცა, მადლობას რატომ?:roll: ) არც კი ველოდებოდით.

ნელ-ნელა ხმაც დავხვეწეთ,სმენაც და ეხლა სინდისიც:):):):):):):)
- shatilis asuli
- იეტი
- Posts: 1059
- Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ახალი წელი ბაკურიანში
Mta Mkvarebia
გენიალურია "რა ლამაზი დღეას" უნიკალური სიმღერის ყველა დეტალი დაფიქსირებულია
გენიალურია "რა ლამაზი დღეას" უნიკალური სიმღერის ყველა დეტალი დაფიქსირებულია
Just Do It!
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში
მერე არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში გობესთან ასვლა და ფანჯრების წინ ამ სიმღერით სერენადების შესრულება. ვიფიქრე, რადგან თქვეს რომ გობე ახლოს ცხოვრობდა, იმიტომ შეირჩა როგორც პოტენციური მასპინძელი (როგორც მერე გაირკვა), მაგრამ თურმე ეს უფრო ვრცელი ისტორია ყოფილა, რომლისთვისაც თიკო-რ-ს აუხდია უნებლიედ ფარდა .
მოკლედ, გავემართეთ გობეს სახლისკენ.
მაკენას ჯიპში... (ამ სურათებს იმ მანდილოსნების გულის გასახარად ვდებ, ვინც 2 იანვრის შემდეგ შეყვარებულია ამ მანქანაზე
)

ყველაზე მაგარი და ჯიგარი მძღოლი... და რა თქმა უნდა, საუცხოო ადამიანი

"დედა, მცხეთას გამოვცდით და მალე მოვალ სახლში"
(ზუსტად ასე უთხრა
)

მოკლედ, გავემართეთ გობეს სახლისკენ.
მაკენას ჯიპში... (ამ სურათებს იმ მანდილოსნების გულის გასახარად ვდებ, ვინც 2 იანვრის შემდეგ შეყვარებულია ამ მანქანაზე

ყველაზე მაგარი და ჯიგარი მძღოლი... და რა თქმა უნდა, საუცხოო ადამიანი

"დედა, მცხეთას გამოვცდით და მალე მოვალ სახლში"

- shatilis asuli
- იეტი
- Posts: 1059
- Joined: 01 აგვ 2007, 15:53
ახალი წელი ბაკურიანში
პატრა შEცდომა გაიპარა. "გორში ვარ დედა გორში!"Mta Mkvarebia wrote:
"დედა, მცხეთას გამოვცდით და მალე მოვალ სახლში"(ზუსტად ასე უთხრა
)
Just Do It!
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში
მივედით გობესთან, განვლაგდით ფანჯრების წინ. სამწუხაროდ შუშხუნების ყიდვა ვერ მოვასწარით და ასეთი იდეა მოგვივიდა, ანთებული მობილურები გვექნია და მათ ფონზე გვემღერა. ასეც მოვიქეცით. ვხავივარ (ხმა იცით უკვე, რომ აღარ მაქვს
) და თან დროდადრო განურჩევლად ვაჭერ ტელეფონის ღილაკებს თითს, რომ ტელეფონმა ნათება არ შეწყვიტოს. "წარმატებით" შევუსრულეთ გობეს სერენადა და საიდანღაც დედაჩემის კივილი მესმის:roll: გავგიჟდი, მე ვთქვი, ალბათ ამდენი სასიამოვნო მოულოდნენლობების შემდეგ ჰალუცინაციები დამეწყო მეთქი. თურმე დედაჩემის მობილურზე უნებლიედ ზარი გამიშვია და ქალს ვასმენინებ ჩემს განწირულ ხავილს. "რა გჭირს, რა ხდებაო?!" კინაღამ გადამერია
"ვალმოხდილები" გამოვბრუნდით უკან და რას ვხედავ, ჩვენი ილია, სანტა-კლაუსის ქუდით. ისისც დაბნეული გვიყურებს. ვეკითხები, ვიცი, აქეთ არ ცხოვრობ და აქ რას აკეთებ მეთქი? "ვსეირნობო"- მპასუხობს. "სეირნობ რას ჰქვია, ვერ დაგიჯერებ, რომ ცოლი და სამი შვილი სახლში დატოვე და კავსაძეზე ამოხვედი სასეირნოდ-მეთქი"- მაინც ვერ ვხვდები ვერაფერს. მერე მეორე მხარეს მოვიხედე და რას ვხედავ?! ადმინი!
მოკლედ სანამ გაუგებრობა გაირკვეოდა, მაგრად ვიხალისეთ.
ესეც ფოტოები:
ადმინი

ილია: "აქ რამ მოგიყვანათ ამდენი, თქვე დალოცვილებო, თქვენა?! "

თიკო: "თუ სადმე წასვლას აპირებთ, მე მითხარით
"
არსუკიძის 40-ს არ იყოს, ეს ფოტოც რა იცი როდის გამოგადგება?!

Last edited by Mta Mkvarebia on 10 იან 2008, 15:25, edited 1 time in total.
ახალი წელი ბაკურიანში
რა საყვარლები ხართ,
ბაკურიანული ზღაპრის ნამდვილო გმირებოოო... თქვენ, ხო თქვენ ვინც 3-ში ჩამოხვედით და სრულად დატკბით ამ თავისუფლებით ...
გკოცნით
ბაკურიანული ზღაპრის ნამდვილო გმირებოოო... თქვენ, ხო თქვენ ვინც 3-ში ჩამოხვედით და სრულად დატკბით ამ თავისუფლებით ...
გკოცნით