ლოტოს თამაში
2008 წელი მოწყენილი არ ვარ, აბა რაც მოგიყევით მაგის მერე მოწყენილი როგორ ვიქნები.
ჯერ კიდევ 2007 წლის შაბათი დღე იყო,(მოწყენილი არ ვიყავი მეთქი)გოგამ პიონერული დავალება მომცა, ლოტო მეყიდა და წამომეღო ბაკურიანში. აღმოჩნდა რომ მთელი რუსთაველის, ვაკის, საბურთალოს მაღაზიებში გიჟივით დავდიოდი და ლოტოს ვეძებდი, როცა ხალხი საახალწლო სუფრისთვის ინდაურსა და გოჭს არჩევდა. გამყიდველები გაოცებულები მიყურებდნენდა , რომ ვეკითხებოდი ლოტო ხომ არ გაქვთ მეთქი. ბოლოს ერთგან უიმედოდ ვიკითხე ,,უკაცრავად შემთხვევით ლოტო ხომ არ გაქვთ მეთქი" და გამყიდველმა მიპასუხა, რაღა შემთხვევით და მაქვსო. ისე გამიხარდა გადავირიე, მე ვუთხარი ,,ხომ არ გაგითავდებათ, ახლავე ბანკომატიდან ფულს ავიღებ და მოვალ მეთქი", მაგარი სასაცილოა, 30-ში საღამოს ლოტო რომ გათავდეს და რიგები დადგეს. მოკლედ როგორც იქნა ვიყიდე საოცნებო ლოტო, შემდეგ გულდასმით ტომარა შეუკერე და დაუქარგე , რათა კოჭები მოხდენილად აგვერია ტომარაში
და აი გოგამ ტრადიციულად დაიწყოოოოოოოოო
ხურდები მოიმარაგეთ, ლოტო ვითამაშოთოოოო
კარგად მახსოვს სამშაბათი დღე იყო, სამზარეულოში დიდლის 9 საათზე , უზმოზე ლოტოს როგორ თამაშობდნენ ეს ჩვენი კარაველები.
მერე უკვე ოთხშაბათი დღე იყო ღამის 3 საათი კვლავ ლოტოს ვთამაშობდით.
მოკლედ რაც მართალია , მართალია ამ ლოტომ გაამართლა რააააააა
ამ ლოტოს თამაშმა არ იცის დრო და ადგილი რა , ერთი ეგაა რომ ხმამაღლაა დაწერილი
