ახალი წელი ბაკურიანში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 04 იან 2008, 21:45

tiko_r

თიკუნია, ეს "ბუჩქი ცუზანე მახერ" სურათი ენაგადმოგდებული ზვიოთი :wink: სულ აღარ მახსოვდა. მაგარიაა!! :D
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Truli » 04 იან 2008, 21:47

Mta Mkvarebia
რეპორტაჟი გააგრძელე პლიიიიიიზ
მი მალატ შვან

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 04 იან 2008, 21:51

Trulala
ვერა ტრულალ, საშინელი სიჩქარე აქვს ინტერნეტს და ვერაფრით ავტვირთავ :(
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Truli » 04 იან 2008, 21:53

Mta Mkvarebia
ეჰ :(
მი მალატ შვან

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 01:19

მე კოკო, ნინელი, ნინო, იელოუ ჩიქენ, კოკოითი და კიდევ რა ვიცი რას აღარ მეძახდნენ მოგესალმებით : :)

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 01:41

ჯერ კიდევ 2007 წლის 31 დეკემბერი იყო, ანუ გასული წლის ბოლო კვირა დღე, როდესაც ს. ქიმიასთან პირველი მივედი. დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას არავინ დამხვდა და ცოტა ავნერვიულდი, მაგრამ როდესაც ჩემსკენ მომვალი უცნობი 2 გოგონა დავინახე, მივხვდი რომ კარაველები იყვნენ, აბა კარაველი თუ არა ამ საახალწლო მზადების ჟამს სამგზავრო ჩანთებით ვინ მოემზადებოდა მოგზაურობისთვის. მალე ჩემი ერთადერთი ნაცნობი გოგაც შემოგვიერთდა და დაიწყო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ფულის აგროვება, ბაზარსა და ,,გუდვილში" საჭირო პროდუქტების საყიდელი სია, ამასობაში გავმრავლდით კარაველები და ჩვენი უამრავი ბარგითა და უკვე ნაყიდი საკვები პროდუქტებით ,,გუდვილისკენ" გავემართეთ.
აი უკვე დაიწყო ანცობაც და სიურპრიზებისთვის მზადებაც, მე ხომ ჯერ არ ვიცნობდი კარაველებს კარგად, თურმე როგორ ჰყვარებიათ დაბადებისღეების მილოცვა, თან ყველგან, ყველასთვის და ნებისმიერ დროს, არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა დაბადებისდღე, მაინც მოგილოცავენ , მთავარია კარაველი იყო და მობილურ ტელეფონს უპასუხო ალოოოოოოოო......
მოკლედ მაოს დაბადებისდგეაო და ტორტის არჩევა დავიწყეთ, მეც სიხარულით სანთლებსაც ვეძებდი და 1 იანვარს იუბილისთვის ვემზადებოდი, მაგარამ როგორც რამდენიმე დღის მერე მივხვდი ეს მოგონილი იუბილეები კარაველების სახალისო, სენი ყოფილა და აი დაიწყო ლეგენდარული ,,რა ლამაზიიიიიიი დღეააააააააააას" შესრულება, სწრაფად,მოულოდნელად და ხალისიანდ :D

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 01:59

როგორც კი შევისუნთქე ბაკურიანის სუფთა ჰაერი და სპეტაკ თეთრ თოვლს ხელითაც შევეხე მივხვდი , რომ მშვენიერია ასეთ ადგილას ახალი 2008 წლისთვის კარის გაღება და შეგებება.
დაიწყო საახალწლო სამზადისიც
როგორც კარავის ახალ წევრს მიჭირდა ჯერ ნიკების , შემდეგ კი სახელების დამახსოვრება და ასე უსახელოდ, ახლოს მისვლით და ხელის შეხებით დავიწყე კარაველებთან დამეგობრება. ოთახები გადავინაწილეთ, ჩიჩილაკი მოვრთეთ, სუფრის გაშლაც დაიწყეს და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საახალწლო აქსესუარებით მორთვა და მოკაზმვაც დაიწყო, რაც კი წენები და ტუჩსაცხი ქვქონდა მივიცხეთ, მოვიკაზმეათ და უკვე წინასწარ გოგას მიერ შერჩეულ თოვლიან, გადაშლილ მინდორზე გავემართეთ შამპანიურითა და ფეიერვერკებით ხელში.

ეს მართლაც ზეიმი იყო: ხმამაღალი სიმღერა, ფეიერვერკები, შეძახილები, მილოცვები, დიდი გაშლილი წრე და ახალი 2008 წლის დადგომაც. გილოცავთ, გი ლო ცა ვთთთთთთთთთთთთ, აი ახლა კი გილოცავთ კარაველებო შობა-ახალ წელს!

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 02:15

დადგა 2008 წელი. გილოცავთ, გილოცავთ, გ ი ლ ო ც ა ვ თ!

აი დაიწყო და რა დაიწყოოოოოო: ცეცხლვანი ცეკვები, უამრავი ლამაზმანი, გაბრუებული ბიჭები (გენდერული ბალანსი მართლაც და დარღვეული იყო), რომელთაც ვერ გადაეწყვიტათ ვისთან ეცეკათ და რამდენთან ერთდროულად ეცეკვათ, მართლაც საახალწლო ზღაპარში ეგონათ თავი, ამდენი აცეკვებული, გაბრწყინებული გოგო. მეც გადავერთე ირიალურ სამყაროში და აი დაიწყოოოოოოოოო, მართლა უმაგრესი გართობა, გიჟობები, სიურპრიზები და რაც მთავარია მილოცვები და არ გაგიკვირდეთ ახალი წლის კი არა დაბადებისდღეების ,,რა ლამაზი დღეაააააააა რა ლამაზი მზეააააააა"

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 02:24

2008 წელი 1 იანვარი, სამშაბათი დღე ( არა ღამე, 4 საათი). არა მოწყენილი არ ვარ, უბრალოდ ცეკვით გათანგულებმა მე და ტრულალამ თოვლში გასეირნება გადავწყვითეთ.

უმაგრესი იყო ღამე, თოვლი, ხრაშუნი, ნახევარმთვარე (ისე სავსე მთარე კი მოუხდებოდა ) ტრიალი დათოვლილი ვაკე და სიჩუმე დიდხანს გაგრძელებული სიჩუმე. რა მაგარი იყოოოოოოოოო :roll: თოვლში ჩემი სახელი ჩავწერე და ისე სიმბოლოების მოყვარულმა მეორე დღეს დილით მივედი ჩემი ნაწერების სანახავად , მაგრამ თოვლმავლებს უკვე წაეშალათ :(

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 02:41

2008 წელი 2 იანვარი ოთხშაბათი დღე, მოწყენილი არ ვარ :D
მაკენას ჯიპი, 15 მგზავრით და ,,დიდი ველი", ვაჰ მოწყენილი არ ვარ მეთქი
ანდა რა მომაწყენდა. ჯიპი დაიცალა და დაიწყო კარაველების დიკსოთეკა, უმაგრესი ცეკვები, დაკეტილი საბაგირო, მაგრამ კარაველების გართობა , დაუვიწყარი, უჩვეულო გიჟური გართობა.

,,დიდ ველზე" ამოსულ მოთხილამურეებს აღარ ახსოვდათ რომ სრიალი უნდოდათ მწვერვალიდან, მათ უმაგრესი კარაველთა შოუ დახვდათ, მოცეკვავე კარაველები მაკენას ჯიპთან. დაცვამაც კი პოსტი მიატოვა და შოუს ყურება დაიწყო.


ოთხშაბათი დღე მოწყენილი არ ვარ არააააააააააა

გაცილებაააააააა ტრულალას და ზვიოსი, ბაკურიანის ავტოსადგური, კვლავ მაკენას ამღერებული ჯიპი, კვლავ მოცეკვავე კარაველები, ფეიერვერკები, და დიდი გრძელი მატარებელი, რა მატარებელიო იკითხავთ, მაგარმ ახლავე გეტყვით , კარაველთა მოცეკვავე მატარებელი, სადაც უცხო დამსვენებლებიც ებმებოდნენ და ჩვენს განწყობას უერთდებოდნენ.
:)

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mao » 05 იან 2008, 02:52

koko255
გაიხარე! მე ისე ვკითხულობ თითქოს იქ არ ვიყავი........
:D :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 03:00

ბედობას კინოში და ჩემი მოგონილი დაბადებისდღე

2008 წელი, 2 იანვარი, ოთხშაბათი დღე მოწყენილი არ ვარრრრრრრრრრ
ახალი წელიც გამიგია, ბაკურიანიც გამიგია, მაგრამ კინოში წასვლა ბაკურიანში ახალ წელს აღარ გამიგიააააააააააააააა. მოკლედ ბაკურიანული სიანსიც ვიხილეთ, :twisted: ფანტასტიკა, ანუ როგორც ჩემი 4 წლის დიშვილი ეძახის ,,ცეციანი კაცი". ისე გოგას დიდ არჩევანი არ დახვდა კინოში, თორემ რამე სამარხო ფილმი რომ გვენახა უკეთესი იქნებოდა. კარაველი მემარომ იუბილე ხულეები თვალდახუჭულები უყურებდნენ ფილმს. ბოლოს დიდი ჟრიამულითა და მხირულებით ,,კაპუჩინოში" შევედით გლინტვეინის დასალევათ.
მაგარმ გლინტვეინი ვის ახსოვდა უცბაშათ, როგორც გოგა იტყოდა, ნინელის (ანუ ჩემი) დაბადებისდღის მილოცვა რომ დაიწყო, ხმამაღალი , მაჟორული ბგერებით კარაველთა მომღერალმა გუნდმა.

მეც სხვა რა გზა მქონდა ურცხვად შევიფერე იუბილარობა და ,,კაპუჩინოს" სტუმართა (ანუ ჩემი დაბადებისდღის) მილოცვები მივიღე. აქაც ავტეხეთ ცეცხლოვანი ცეკვები და დავლიეთ შეკვეთილი გლინტვეინი , მეზობელი სუფრიდან ხილის ასორტი დავაგემოვნეთ და სახლში დაწურული არაყითაც შევსვით ნინელის სადღეგრძელო.

იმდენად ირიალურ სამყაროში ვიყავი , რომ მეც დავიჯერე მოგონილი იუბილარობა და გულში ვფიქრობდი, რატომ არაფერს მჩუქნიან მეთქი და მეც გლინტვეინის მეტი რატომ არაფერი მოვუმზადე იუბილეზე მოსულ სტუმრებს მეთქი. :roll:

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 03:04

Mao wrote:koko255
გაიხარე! მე ისე ვკითხულობ თითქოს იქ არ ვიყავი........
:D :D :D :D :D[/quote

ეხლა მომივიდა იქური რეპორტაჟის დაწერის მუზა და შეუდექი წერასა.
ისე მართლა მე მართლა მეგონა რომ 1-ში დაბადებისდღე გქონდა :D , ტორტიც რა გულიანდა შემოგიტანე და სიმღერასაც გულწრფელად ვასრულებდი, მაგარმ მერე მივხვდი და მივხვდიიიიიიიი :D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ახალი წელი ბაკურიანში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 იან 2008, 03:06

koko255

ვაჰ, ეგრე რა ნინელი.

ფოტოების დადება-თვალიერებაში ყველას დაავიწყდა თანმიმდევრობა.
რაიმეს დასაწერად მეც ახლა მოვიცალე. მთელი დღე პარალელურ რეჟიმში ვათვალიერებდი თემებს და
აღმოჩნდა, რომ აქ დადებული ბევრი ფოტო ნანახი მაინც არ მქონდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
koko255
ბოდიალა
Posts: 131
Joined: 17 დეკ 2007, 00:33
ახალი წელი ბაკურიანში

Post by koko255 » 05 იან 2008, 03:20

ლოტოს თამაში
2008 წელი მოწყენილი არ ვარ, აბა რაც მოგიყევით მაგის მერე მოწყენილი როგორ ვიქნები.
ჯერ კიდევ 2007 წლის შაბათი დღე იყო,(მოწყენილი არ ვიყავი მეთქი)გოგამ პიონერული დავალება მომცა, ლოტო მეყიდა და წამომეღო ბაკურიანში. აღმოჩნდა რომ მთელი რუსთაველის, ვაკის, საბურთალოს მაღაზიებში გიჟივით დავდიოდი და ლოტოს ვეძებდი, როცა ხალხი საახალწლო სუფრისთვის ინდაურსა და გოჭს არჩევდა. გამყიდველები გაოცებულები მიყურებდნენდა , რომ ვეკითხებოდი ლოტო ხომ არ გაქვთ მეთქი. ბოლოს ერთგან უიმედოდ ვიკითხე ,,უკაცრავად შემთხვევით ლოტო ხომ არ გაქვთ მეთქი" და გამყიდველმა მიპასუხა, რაღა შემთხვევით და მაქვსო. ისე გამიხარდა გადავირიე, მე ვუთხარი ,,ხომ არ გაგითავდებათ, ახლავე ბანკომატიდან ფულს ავიღებ და მოვალ მეთქი", მაგარი სასაცილოა, 30-ში საღამოს ლოტო რომ გათავდეს და რიგები დადგეს. მოკლედ როგორც იქნა ვიყიდე საოცნებო ლოტო, შემდეგ გულდასმით ტომარა შეუკერე და დაუქარგე , რათა კოჭები მოხდენილად აგვერია ტომარაში :D

და აი გოგამ ტრადიციულად დაიწყოოოოოოოოო
ხურდები მოიმარაგეთ, ლოტო ვითამაშოთოოოო
კარგად მახსოვს სამშაბათი დღე იყო, სამზარეულოში დიდლის 9 საათზე , უზმოზე ლოტოს როგორ თამაშობდნენ ეს ჩვენი კარაველები.

მერე უკვე ოთხშაბათი დღე იყო ღამის 3 საათი კვლავ ლოტოს ვთამაშობდით.

მოკლედ რაც მართალია , მართალია ამ ლოტომ გაამართლა რააააააა :D

ამ ლოტოს თამაშმა არ იცის დრო და ადგილი რა , ერთი ეგაა რომ ხმამაღლაა დაწერილი :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]