უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
amuri
- ბოდიალა
- Posts: 129
- Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
- Location: tbilisi
Post
by amuri » 21 ნოე 2005, 16:03
lama[/b
არაფერს ჩემო კახუჩელა,თუ რამე საინტერესოს ვიპოვი,აუცილებლად მოგწერ

ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 14:14
კაი ხალხს სალამი!
როგორც იქნა, ვაგზავნი მთათუშეთის შეპირებულ სურათებს ჩემი არცთუ ისე დიდი თუშური ალბომიდან. თანმიმდევრობით მივყვები და ანუ კახეთიდან თუშეთის სიღმისკენდა ჯერ მხოლოდ დასაწყისის ანუ კახეთის მოსაზღვრე მხარის სურათებს დავდებ, მერე კი ომალოსკენ გავუყვეთ. არ ვიცი, რა სურატები გამოვა და ვინძლო, ხარისხი არ ვარგოდეს, წინასწარ იზვინი.
მაშ ასე, პირველი ფოტო აბანოს ხევია, ცერის მისადგომებიდან გადაღებული.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 15:01
amuri
იქაური გზები გაინტერესებდა და აჰა, იხილე - ესაა აბანოს ხევი, ხოლო გზას გაარჩევ. ესეც ზევიდანაა გადაღებული, ცერზ ასვლისას და არა მგონია, აქ გამოჩნდეს, თორემ სურათზე თვითონ აბანოს ხიდიც ჩანს.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 15:15
არა, აბანოს ხიდიც კარგად ჩანს. როგორც კი სოფელ ფშაველს გაცდებით, მერე სულ ეგეთ მთებში მიდის გზა. ულამაზესი ბუნებაა. ადრე თურმე მაგ ხიდამდე მოდიოდა სამანქანე გზა, მერე კი თუშები ფეხით მიუყვებოდნენ ბილიკებს სამშობლოსკენ. აი, სწორედ მაგ ხიდიდან იწყება ის კლდოვანი ადგილი, ადრე რომ ვწერდი, ქვათაცვენის მხრივ საშიშია-მეთქი და სადაც კინაღამ დაწყებისთანავე დავასრულე ცემი პირველი თუშური მოგზაურობა
ეს წაწვეტებული კლდოვანი სვეტიც იქვეა - ხიდზე გადასვლისას როგორც კი პირველი მოსახვევს აივლით. საგანგებოდ გეგონებათ აწოპწოპებული. არადა, ჩვეულებრივი ქვის სვეტია.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 15:36
Last edited by
guruli on 09 მაი 2008, 13:18, edited 1 time in total.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 15:47
ესეც აბანოს ხევია, ოღონდ უფრო ზევიდან გადაღებული. თუ დააკვირდებით, წითლად რომ მოჩანს ერთგან, ეგაა თავად თორღვას აბანო. დაბლა ის ხეობა კახეთისკენ ეშვება, სწორედ მაქედან შემოდის თუშეთის გზა. დასანანია, რომ ეგ ლამაზი ხეობა სასაკლაოდ უქცევიათ - სწორედ მანდ, რომელიღაც პატარა ხევში დაუხვრეტიათ თუშთა შეთქმულების მონაწილენი და მათ შორის, ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი ადამ ბობღიაშვილი.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 15:56
მომდევნო სამი სურათი კერეს ხევია. ეგ ჩანჩქერი აბანოს ხიდთან მისვლამდეა და ულამაზესი სანახაობა რომაა, ყველა იქ ნამყოფი დამეთანხმება, სხვები კი ახლა დარწმუნდით. ეგ ჩანჩქერი, რაც სურათზე ჩანს, ერთი მაგხელა კიდევ დაბლა, გზის ქვევითაა, მაგრამ ვერ გადავიღე.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 16:08
amuri
ხშირად ასეთ ლოდებშიც გადის გზა. დაჟე, ერთგან კლდის მასივი იმდენადაა გადმოწოლილი გზაზე, მანქანა კაი ხელაზე მის ქვეშ მიდის.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 16:14
ესეც გზის პირას გუსაგივით მოდარაჯე კიდევ ერთი ლოდი და მის ფონზე - ლამაზი მთა.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 16:26
ეს კი ცოდვიანი ხევია. ერთ ზამთარს მაგ ადგილას ზვავს 12 თუში მეცხვარე ჩაუჩუმქრავს. რარაც უცნაური ბედისწერით, მხოლოდ მეცამეტე კაცი - დაქირავებული ლეკი მწყემსი გადარჩენილა. მას შემდეგ ეძახიან თურმე მაგ სახელს. დააკვირდით - გზის დაბლა ზვავია.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 16:36
ზვავები ვახსენე და ბარემ აქვე დავდებ მაგათ 4 სურათსაც ბუნების ფონზე. გაითვალისწინეთ, რომ ყველა სურათი აგვისტოშია გადაღებული. ეგ ყველა ცერის ანუ მთავარი უღელტეხილის მისადგომებია.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 16:43
ეს ორი სურათი ისევ აბანოს ხევია. აქედან უფრო კარგად ჩანს ის ვიწრო და ღრმა ხეობა, რომელშიც კახეთიდან შემოდის თუშეთის გზა.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 27 ნოე 2005, 17:20
........................