თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
amuri
ბოდიალა
Posts: 129
Joined: 05 ოქტ 2005, 12:04
Location: tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by amuri » 21 ნოე 2005, 16:03

lama[/b
არაფერს ჩემო კახუჩელა,თუ რამე საინტერესოს ვიპოვი,აუცილებლად მოგწერ :) :) :)
ერთ მდინარეში ვერ ჩახვალ ორჯერ,
რადგან არაფერია მარადიული

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 14:14

კაი ხალხს სალამი!
როგორც იქნა, ვაგზავნი მთათუშეთის შეპირებულ სურათებს ჩემი არცთუ ისე დიდი თუშური ალბომიდან. თანმიმდევრობით მივყვები და ანუ კახეთიდან თუშეთის სიღმისკენდა ჯერ მხოლოდ დასაწყისის ანუ კახეთის მოსაზღვრე მხარის სურათებს დავდებ, მერე კი ომალოსკენ გავუყვეთ. არ ვიცი, რა სურატები გამოვა და ვინძლო, ხარისხი არ ვარგოდეს, წინასწარ იზვინი.
მაშ ასე, პირველი ფოტო აბანოს ხევია, ცერის მისადგომებიდან გადაღებული.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 15:01

amuri
იქაური გზები გაინტერესებდა და აჰა, იხილე - ესაა აბანოს ხევი, ხოლო გზას გაარჩევ. ესეც ზევიდანაა გადაღებული, ცერზ ასვლისას და არა მგონია, აქ გამოჩნდეს, თორემ სურათზე თვითონ აბანოს ხიდიც ჩანს.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 15:15

არა, აბანოს ხიდიც კარგად ჩანს. როგორც კი სოფელ ფშაველს გაცდებით, მერე სულ ეგეთ მთებში მიდის გზა. ულამაზესი ბუნებაა. ადრე თურმე მაგ ხიდამდე მოდიოდა სამანქანე გზა, მერე კი თუშები ფეხით მიუყვებოდნენ ბილიკებს სამშობლოსკენ. აი, სწორედ მაგ ხიდიდან იწყება ის კლდოვანი ადგილი, ადრე რომ ვწერდი, ქვათაცვენის მხრივ საშიშია-მეთქი და სადაც კინაღამ დაწყებისთანავე დავასრულე ცემი პირველი თუშური მოგზაურობა :lol: :lol: :lol:
ეს წაწვეტებული კლდოვანი სვეტიც იქვეა - ხიდზე გადასვლისას როგორც კი პირველი მოსახვევს აივლით. საგანგებოდ გეგონებათ აწოპწოპებული. არადა, ჩვეულებრივი ქვის სვეტია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 15:36

ერტხელ ვიღაცას კამაზები აინტერესებდა და მაგ სურატს იმიტომ ვდებ. მაშინ მაგ თეთრი ნივით მივდიოდი და იმ კამაზებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ამით როგორ დადიან-მეთქი, მაგრამ ომალოდან უკან დაბრუნება სწორედ იმ წითელი კამაზით დავბრუნდი, სულ უკან რომ დგას.
ამ დღეებში - გუშინ თუ გუშინწინ ეგ წითელი კამაზი გადავარდნილა სადღაც ფშაველთან... :cry: :cry: :cry: სამნი დაღუპულან - მძღოლი (ხოტე-გელა) და 2 მგზავრი... ახლა მომწერეს თუშებმა სხვა ფორუმზე... :cry: :cry: ძალიან მეწყინა... მაგ სამიდან მხოლოდ მძღოლი ვიცი, გამოცდილი და დაკვირვებული მძღოლი. იყო. რა მოხდა, დეტალები არ ვიცი... :cry: :cry:
Last edited by guruli on 09 მაი 2008, 13:18, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 15:47

ესეც აბანოს ხევია, ოღონდ უფრო ზევიდან გადაღებული. თუ დააკვირდებით, წითლად რომ მოჩანს ერთგან, ეგაა თავად თორღვას აბანო. დაბლა ის ხეობა კახეთისკენ ეშვება, სწორედ მაქედან შემოდის თუშეთის გზა. დასანანია, რომ ეგ ლამაზი ხეობა სასაკლაოდ უქცევიათ - სწორედ მანდ, რომელიღაც პატარა ხევში დაუხვრეტიათ თუშთა შეთქმულების მონაწილენი და მათ შორის, ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი ადამ ბობღიაშვილი.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 15:56

მომდევნო სამი სურათი კერეს ხევია. ეგ ჩანჩქერი აბანოს ხიდთან მისვლამდეა და ულამაზესი სანახაობა რომაა, ყველა იქ ნამყოფი დამეთანხმება, სხვები კი ახლა დარწმუნდით. ეგ ჩანჩქერი, რაც სურათზე ჩანს, ერთი მაგხელა კიდევ დაბლა, გზის ქვევითაა, მაგრამ ვერ გადავიღე.



User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 16:08

amuri
ხშირად ასეთ ლოდებშიც გადის გზა. დაჟე, ერთგან კლდის მასივი იმდენადაა გადმოწოლილი გზაზე, მანქანა კაი ხელაზე მის ქვეშ მიდის.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 16:14

ესეც გზის პირას გუსაგივით მოდარაჯე კიდევ ერთი ლოდი და მის ფონზე - ლამაზი მთა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 16:26

ეს კი ცოდვიანი ხევია. ერთ ზამთარს მაგ ადგილას ზვავს 12 თუში მეცხვარე ჩაუჩუმქრავს. რარაც უცნაური ბედისწერით, მხოლოდ მეცამეტე კაცი - დაქირავებული ლეკი მწყემსი გადარჩენილა. მას შემდეგ ეძახიან თურმე მაგ სახელს. დააკვირდით - გზის დაბლა ზვავია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 16:36

ზვავები ვახსენე და ბარემ აქვე დავდებ მაგათ 4 სურათსაც ბუნების ფონზე. გაითვალისწინეთ, რომ ყველა სურათი აგვისტოშია გადაღებული. ეგ ყველა ცერის ანუ მთავარი უღელტეხილის მისადგომებია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 16:43

ეს ორი სურათი ისევ აბანოს ხევია. აქედან უფრო კარგად ჩანს ის ვიწრო და ღრმა ხეობა, რომელშიც კახეთიდან შემოდის თუშეთის გზა.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ნოე 2005, 17:20

........................

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]