ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by გვალდა » 17 დეკ 2007, 21:17

აუ, ავკრიფე მგონი... :)

ძველი თბილისი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: აბანოთუბანი, კალა და ისანი (იგივე ავლაბარი).
აბანოთუბანი, ქალაქის უძველესი ნაწილი - ახლენდელი აბანოებისა და ბალნეოლოგიური კურორტის რაიონი, XVII საუკუნეში სეიდაბადის სახელით იყო ცნობილი აქ ჩამოსახლებული სპარსული ტომების - სეიდების გამო.
კალა შემოსაზღვრული იყო კედლით, რომელიც ნარიყალადან იწყებოდა, მოჰყვებოდა სოლოლაკის ქედს, ეშვებოდა დაბლა, ჩრდილოეთით, და ახლანდელი დადიანისა და პუშკინის ქუჩების გავლით უხვევდა ბარათაშვილის მიმართულებით მტკვრის პირამდე. შარდენი სპეციალურად აღნიშნავს "ქალაქი გარდა მდინარის მხარისა, საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული".
ისნის, ანუ ავლაბრის უბანი მეტეხის პლატოსა და მის გარეთ მდებარე ტერიტორიას შეიცავდა. მეტეხის პლატო გალავნით იყო შემოზღუდული, რომელიც მდინარეზე გადებული ხიდით უერთდებოდა ქალაქის ძირითად ციტადელს.
გარდა ამ სამი ძირითად უბნისა, თბილისის ტერიტორია ვრცელდებოდა გალავნიდან ჩრდილოეთით და დასავლეთითი. ქალაქის გალავანს გარეთ მოცეულ მიდამოს "გარეთუბანი" ერქვა.
თბილისის ძირითადი ტერიტორია "გარეთუბანს" გალავანში დატანებული რვა კარით უკავშირდებოდა. მათ შორის:
ჩახრუხაძის და ბარათაშვილის ქუჩების კუთხეში "მუხრანის კარი" გადიოდა. გალავნის ამ ტერიტორიაზე მუხრანბატონთა სასახლეები იდგა.
ბარათაშვილის და შავთელის ქუჩების კუთხეში იყო "მეიდნის კარი", ანუ "ტრიუმფალური კარი", ხიდით. დღემდე შემორჩენილია ამ კარის მატერიალური ნაშთი.
შემდეგი იყო "დიღმის კარი". ამ კარიდან იწყებოდა გზა დიღმისკენ. იგი ქალაქის გალავანს დღევანდელი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების შესაყარზე ჰქონდა დატანებული (ვერცხლის ქუჩის შესახვევთან).
"კოჯრის კარი" მდებარეობდა იქ, სადაც ლესელიძის ქუჩა თავისუფლების მოედანს უერთდება. ამ კარიდან იწყებოდა კოჯრისკენ მიმავალი გზა. ასევე, ქალაქის გალავანში დატანებული "განჯის კარი" განჯისკენ მიმავალ გზას კეტავდა. იგი მდებარეობდა 300 არაგველის ობელისკთან.
შემდეგი იყო "აბანოს კარი". აქ იწყებოდა გზა, რომელიც ჯერ ააბანოების, შემდეგ კი თბილისელთა ბაღების გავლით სეიდაბადს გადასჭრიდ. ამ კარით იწყებოდა სპარსეთისაკენ მიმავალი გზა. შარდენი ამბობს: "საქართველოს მთავარი, როდესაც ხელმწიფის წერილებისა და საჩუქრების მისაღებად... ქალაქის კარიბჭის გარეთ გადის ხოლმე, მან ციხის შუაგულში უნდა გაიაროს, რადგან სპარსეთიდან თბილისში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ამ ციხის გავლით შეიძლება".

კალა თბილისის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი იყო და მოიცავდა ნარიყალას, დადიანის, პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებს. ის ორ ძირითად უბნად იყოფოდა, "ქვემო უბანი" და "ზემო უბანი". "ზემო უბნის" ცენტრი იყო "ბატონის მოედანი" , ქვემოსი კი - თათრის მოედანი. ამ მოედანს ნარიყალასთან სიახლოვის გამო "ციხის მოედანსაც უწოდებდნენ". უბნების გამყოფი გზა - ლესელიძის ქუჩა - "შუა ბაზარად" იწოდებოდა.
ქვემო და ზემო უბნები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მცხოვრებთა რელიგიური და ეთნიკური შემადგენლობით. ზემო უბანში თავმოყრილი იყო თბილისელი ქართველობა, ქვემო უბანში კი სპარსელები და სომხები. ამას მიუთითებს ამ უბნებში სალოცავების განლაგებაც. ზემო უბანში მდებარეობდა ქართული მართლმადიდებლური ტაძრები - სიონი, ანჩისხატი, წმ. გიორგის, კვირაცხოვლის. ერთადერთი იყო სომხური ეკლესია - სურბნიშანი.
ქვემო უბანში კი მხოლოდ სომხური ეკლესიები იყო - ნორაშენის, სააკაშენის, მოდნინის, კოზმა და დამიანეს სახელობის. ასევე იყო 2 ბერძნული ეკლესია - ჯვარის მამა (თუმცა იგი წარმოადგენდა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის "მეტოქს") და წმ. ეკატერინესი.
"ზემო უბნის" მთავარი ქუჩა ანჩისხატისა და "მეფის მოედნის" გავლით სიონამდე მიემართებოდა. აქ იყო ქალაქის უმნიშვნელოვანესი ნაგებობები. მას შემდეგ რაც XVIIს-ში როსტომმა რეზიდენცია აქ გადმოიტანა, ქალაქის არისტოკრატიაც ამ მიდამეობში დასახლდა. აქ სახლობდნენ მუხრანბატონები, ქსნის და არაგვის ერისთავები, აბაშიძეები, ორბელიანები.
სეიდაბადს XVIII საუკუდან ხარფუხი ეწოდებოდა, ძირითადად კი თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთას. სიტყვა "ხარფუხი" სომხური წარმოშობისაა და სურდოს ნიშნავს. ადგილმა კი აღნიშნული სახელი მიიღო მთის ძირში, თათრების სასაფლაოსთან ახლოს მდგარი საკულტო დანიშნულების ნიშის გამო, სადაც ხატი იყო დაბრძანებული და თბილისელ ქრისტიანებს თავიანთი სურდოიანი ბავშვები მოჰყავდათ განსაკურნებლად.
"გარეთუბანი" კალას გალავნის გარე ტერიტორია იყო და მოიცავდა ქაშუეთის ეკლესიას ციციშვილის სასახლით, მეფის საასპარეზოსა და ყაიბულას ბაღს (ალექსანდრეს ბაღი). დღევანდელი გართუბანი დაახლოებით ასე გამოიყურება: ბარათაშვილის და პუშკინის ქუჩები, მთაწმინდის კალთები და ელბაქიძის დაღმართი, აღმოსავლეთით მტკვარი. გარეთუბნის ვრცელ ტერიტორიაზე განთავსებული იყო აგურის ქარხნები.
სვანეთოლოგი

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by popins » 17 დეკ 2007, 21:55

გვალდა

მალადეც გოგონი:):):)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by lama » 17 დეკ 2007, 23:35

navigator wrote:ოი მამა
ლამამ ჯერ ორიენტაცია შეიცვალა , მერე რელიგია :shock:
კაი კაცო მართალს ამბობ?????
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by Naia » 17 დეკ 2007, 23:38

გვალდა
ვაჰ, რა საინტერესოა...

პს. მახსოვს ადრე ერთ ნიუ-იორკელს დავცინე. ბრუკლინის ხიდის მოსანახულებლად წავედით და აღმოჩნდა, რომ იქ დაბადებულსა და გაზრდილს ნანახიც კი არ ჰქონდა....

თურმე მე ვყოფილვარ დასაცინი... :roll:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by lama » 17 დეკ 2007, 23:42

ფოტოებს რატომ არ ხსნის????

ადრე ანუ დილას ხსნიდა და ახლა რა დაემართა :(
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by Archil » 17 დეკ 2007, 23:43

ისა და...


მაგ დღეს ვერ შემოგიერთდით, ვერ გამოვედი, გული დამწყდა, საქმე იყო და სახლში ვიჯექი და.... ვმუშაობდი......

ვორონცოვზე რომ ვიყავი... მადათოვს რომ გავცქეროდი, მიხაილოვზე რომ გადავირბინე პურის ამოსატანად, კირიჩნიზე რომ გავედი, ბანკომატიდან რომ ფული გამომეტანა ... მაგენი ისტორიულ თბილისში ყოფნად არ ჩამეთვლება?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by pataputina » 17 დეკ 2007, 23:45

ეს სურათი ჩემს ტელეფონში აღმოვაჩინე

დიდი არაფერია

მაგრამ იყოს...............მაინც,..................


:)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by Archil » 17 დეკ 2007, 23:46

lama wrote:ფოტოებს რატომ არ ხსნის????

ადრე ანუ დილას ხსნიდა და ახლა რა დაემართა :(
ეხლა გვიანია, ღამის 12 საათი ხდება და დასაძინებლად წავიდნენ. ხვალე ისევ გაიხსნებიან... 9-მდე მუშაობენ...

შენ ეტყობა კრუგლოსუტოჩნი გეგონა ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by GOGONA » 18 დეკ 2007, 01:03

გვალდა
შენ გაიხარე :)
Who is John Galt?

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by kotetbeli » 18 დეკ 2007, 02:04

მეც ვისიამოვნე live-თაც და ფოტოებითაც... :)

მდააა... რაც შეეხება ახლა ამას:
Mta Mkvarebia wrote:
Ninukala wrote:ამ სურათის კომენტარი მთას ეკუთვნის...

Image

გისმენთ ლიკუნ....
ჰოოოოო, აბა თუ მიხვედებით, რაზე ფიქრობს კოტე? რა თქმა უნდა მორიგ ტყუილს აცხობს. ისე "ტყუილი"-ს ნაცვლად "ხუმრობა" უნდა დამეწერა, როგორც თავად გვარწმუნებდა, ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამსო, (ვის სჯერა მაგის? ირონიანარევი ტონით და ურწმუნო თომას სმაილიკით).
ამ ჩვენს "მიუნჰაუზენს", სამწუხაროდ, ყველა სიტყვაზე უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ. მოგვიანებით მეკო რომ შემოგვიერთდა და მასზე მკითხა, "ეს გოგო ვინააო", არც ეს დავიჯერე. მერე მეკოს ვკითხე: "ამას იცნობ"?-მექო და უარყოფითი პასუხი რომ მივიღე, არც ეს დავიჯერე - იქნებ ერთმანეთს აუბეს მხარი, რა ვიცი? ეჰჰჰჰჰ, ყველას გახსოვთ ალბათ სკოლიდან არაკი ცრუპენტელა ბიჭზე. ჰოდა, კოტე-ვასო-კავკასიკას სულ მაგას ვეუბნები, სადმე ლაშქრობაში მართლა მგელი რომ დაინახო, და დაიყვირო, მაინც არ დაგიჯერებთ-მეთქი
ესე იგი, ძვირფასო, შეუფასებელო, ზემიმოსაგანძეულობავ და ინფლაციაგამძლევ, მინდა გითხრა, რომ თუ ჩემს ხუმრობებს შემდეგშიც ტყუილად აღიქვამ, მაშინ მწარე და გაუცინარი სიმართლის რეჟიმზე გადავალ :D თუ ვხუმრობ, მოგვიანებით, მაგრამ მაინც, ბოლოს ყოველთვის ვაყოლებ "საავტორო უფლებებს", "ბიბლიოგრაფიას", "ნედლეულის" წარმომავლობას, "გადამამუშავებელი ქარხნის" სერტიფიკატს და საერთოდაც, გაფხრეწილი სიცილისთვის და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის გადამიხადე რა (ანგარიშის ნომერს PM-ით მოგწერ, თუ მაშინდელივით ბევრი გადმოგერიცხა, უკან აღარ დაგიბრუნებ)... ანუ, როგორც გითხარი, იმდენად, რამდენადაც სინამდვილეში მართლა ვერ ვიტყუები, ხუმრობაში ვინაზღაურებ ხუმრობით (USAID-ის ეგიდით გავლილი მაქვს "gobe-ტრენინგები", ბოლო 2 გავაცდინე და აშკარად მეტყობა :().
ხო, რაც შეეხება მგელს, ძველ მოლაშქრე გოგოებს გააჟრიალებთ, მარა ბორჯომში მართლა დაგვინახავს (თანაც რამდენიმე ერთად), მაგრამ არ გვითქვამს, რომ გოგოები პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ და თუ ვინმეს გეცნობათ სიტუაცია, როდესაც "რატომღაც" ბიჭებმა წრეში მოგაქციეთ და ისე გავიარეთ ტყის ნაპირის გარკვეული ტერიტორია, იცოდეთ, მაშინ იყო მგლების დამშეულ "სმაილიკებს" რომ ვხედავდით აქა-იქ :D ასე, რომ თუ შემდეგშიც დავინახე მგელი, შენ ამას ვერ გაიგებ... :D
Last edited by kotetbeli on 18 დეკ 2007, 13:41, edited 1 time in total.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by ლობო » 18 დეკ 2007, 02:24

ჰეჰე ისინი რაკარგებია :oops:

ZVIOSULI
კარგიგოგოა მაგრამ.. რა? :?

გვალდა
მააკ საგოლ სჰენა!! გამაოცე ჰეჰეჰე

აბა სვანეტოლოგიო? ;)

ტბილისოლოგიც კოფილა და კიდო გვიმალამს რაგაცეებს ალბატ :lol: 8)
"ETOT QABAB NASH!!!"

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2007, 06:43

გვალდა
სვანეთოლოგი, გარეჯოლოგო, ტიფლისოლოგი ...
შემოგევლე. ოქრო ხარ.

რა მაგის პასუხია და ახლა წარმოვიდგინე, ჩვენს ტიფლის-ქალაქს უწინდელი, მაგრამ დღევანდელობისთვის დეკორატიულ-სიმბოლური კარ-გალავნიანი სარტყელი რომ ერტყას, როგროც რომშია, როგორც ისტანბულ-კონსტანტინოპოლშია, როგორც სხვა ბევრ ქალაქშია, ლამაზი არ იქნებოდა?

აბა, წარმოიდგინეთ, ლესელიძის ქუჩა თავისუფლების მოედანზე რომ გამოდის, იქ რომ ქვითკირიანი კედელ-თაღი იყოს აღმართული, ანდა, პუშკინის ქუჩის აღმართის დასაწყისშივე (ორბელიანის, ყოფილი კოლმეურნეობის მოედნიდან თავისუფლებაზე რომ ამოდიხარ) თაღი გხვდებოდეს...

ვაჰ, რაღაც კგ, ისტორიაში გადამხედავი მგონია რა...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by Mta Mkvarebia » 18 დეკ 2007, 09:34

kotetbeli wrote:......გაფხრეწილი სიცილისთვის და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის გადამიხადე რა (ანგარიშის ნომერს PM-ით მოგწერ, თუ მაშინდელივით ბევრი გადმოგერიცხა, უკან აღარ დაგიბრუნებ) ...
ანგარიშის ნომერს ველოდები :)
kotetbeli wrote:...(USAID-ის ეგიდით გავლილი მაქვს "gobe-ტრენინგები", ბოლო 2 გავაცდინე და აშკარად მეტყობა :()....
:lol: :lol: :lol:
kotetbeli wrote:....ხო, რაც შეეხება მგელს, ძველ მოლაშქრე გოგოებს გააჟრიალებთ, მარა ბორჯომში მართლა დაგვინახავს (თანაც რამდენიმე ერთად), მაგრამ არ გვითქვამს, რომ გოგოები პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ და თუ ვინმეს გეცნობათ სიტუაცია, როდესაც "რატომღაც" ბიჭებმა წრეში მოგაქციეთ და ისე გავიარეთ ტყის ნაპირის გარკვეული ტერიტორია, იცოდეთ, მაშინ იყო მგლების დამშეულ "სმაილიკებს" რომ ვხედავდით აქა-იქ :D ასე, რომ თუ შემდეგშიც დავინახე მგელი, შენ ამას ვერ გაიგებ... :D
ტალღების ამპლიტუდა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა :wink:

მადლობა... უბრალოდ იმისთვის რომ ასეთი ხარ :D
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by TuTa » 18 დეკ 2007, 09:47

გვალდა


გაიხარე ჩვენს ქაოსს რომ თავი მოაბი და ასე ლამაზად ჩამოაყალიბე:)

ეს ამდენი აკრეფილი წაგეშალა გუშინ დილით? :( მე მეორეჯერ მაგას ვეღარ დავწერდი ნამდვილად :)

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ისტორიული თბილისი 16 დეკემბერი

Post by Truli » 18 დეკ 2007, 10:28

გვალდა
დიდი მადლობა!
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]