თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by shatilis asuli » 20 ნოე 2007, 12:44

paata_ wrote:ნინუკალა,

მე და შენ რო მივდივართ თეატრში რატო არ გახსენი თემა?

მე მერე რეპორტაჟს გავაკეთებ სპექტაკლიდან :D
:D :D :D

ისე, თავისთავად, კულტურული ღონისძიებები მშვენიერი ამბავია :idea:

რაც, შეეხება სად უნდა იყოს იდეურად კი იდეების კიდობანს უხდება, მაგრამ, რადგან არალაშქრული ვარიანტია, ყველაზე ლაითი და მრავალმხრივი თემები Ciaooooooooooooooooo- შია და იქ ხომ არა?

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by paata_ » 20 ნოე 2007, 12:48

shatilis asuli


საერთოდ არაა საჭირო

კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ თეატრში ან გამოფენაზე და ყველაფრისთვის თემის გახსნაა საჭირო?

და მერე ალბათ აუცილებლად რეპორტაჟიც უნდა გავაკეთო ხო?

ეს ფორუმი არის karavi.ge და არა forum.ge

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by shatilis asuli » 20 ნოე 2007, 13:05

paata_

სადღაც კი გეთანხმები, მაგრამ როცა ერთობლივად გვინდა დავგეგმოთ, თემის გახსნა ამას აადვილებს, ყველა ადვილად ნახულობს რა, რას იტყვი?

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by paata_ » 20 ნოე 2007, 13:22

shatilis asuli

ტელეფონი არა გაქვს ვინმესი?

კაი რა თამუნა, ეს ხო არაა საჩეტაო ფორუმი

რავიცი რაც გინდათ ის გიქნიათ, ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by lama » 20 ნოე 2007, 16:03

paata_ wrote:shatilis asuli

ტელეფონი არა გაქვს ვინმესი?

კაი რა თამუნა, ეს ხო არაა საჩეტაო ფორუმი

რავიცი რაც გინდათ ის გიქნიათ, ხმას აღარ ამოვიღებ საერთოდ
მაგაზე ნუ ინერვიულებ ძალიან გთხოვ

ყველაფერი კარგად არის და იქნება

ძმა ხარ !!!!!!!!!!!!!!!!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by paata_ » 20 ნოე 2007, 16:50

lama

არ ვნერვიულობ

არ მომწონს უბრალოდ კარავის გაჩეტება

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by saskva » 20 ნოე 2007, 17:15

გამარჯობა paata_

არ მეგონა ჩემი გახსნილი თემა ესე ძალიან თუ გაგაღიზიანებდა.
ნეტა ეს რისი ბრალია? იმის რომ ახალი ვარ არ მიცნობ და უარყოფითად ხარ განწყობილი თუ მართლა ესე ძალიან განიცდი რომ კარავზე იხსნება ისეთი თემებიც ლაშქრობებს რომ არ ეხება. დარწმუნებული ვიყავი ამ თემას პრობლემები არ უნდა შეექმნა, მითუმეტეს როდესაც იგივე განყოდილებაში ხედავ თემას სადაც უკვე 10 გვერდია იმაზე მიდის ბჭობა სად და როდის ვიყიდოთ ფეხბურთის ბილეთები.
აქ როცა ვრეგისტრირდებოდი მეგონა მეგობრულ წრეში შემოვდიოდი და არა ლაშქრობებში სასიარულო საშუალებაში. მემგონი მეგობრები ლაშქრობების გარდა ერთად თეატრშიც დადიან, კინოშიც, ფეხბურთზეც, კაფეებშიც. სამწუხაროდ შენნაირად ყველას არ ვიცნობ აქ, ვერც სახელებით მივმართავ (მხოლოდ ნიკები ვიცი რატომღაც) და რა თქმა უნდა არც ტელეფონები ვიცი. ამიტომ თეატრში წასვლას თემის გარეშე ვერ დავგეგმავდი. კარავის გარდა მეც არ მაკლია გამოფენა და სპექტაკლი, უბრალოდ მე თქვენთან ერთად მინდოდა და თუ არ გამოვა არ არის პრობლემა, როგორმე ჩემ მეგობრებთან ერთადაც მოვახერხებ. ერთად კი მხოლოდ ლაშქრობებში ვიაროთ და სხვა ინტერესები არ გამოვნახოთ.

Gvalva
ჩემმა გახსნილმა თემამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია კარავზე რო გთხოვ წაშალე. მე მართლა არ მაქვს ამის პრობლემა და არ მინდა ერთი უბრალო სათაურიანი და 2 გვერდიანი თემა განხეთქილების და დაპირისპირების მიზეზი გახდეს.
წინასწარ მადლობას გიხდი

paata_
მოკლედ მაპატიე ჩემი გახსნილი პირველი თემა პირდაპირ ლაშქრობას რომ არ შეეხებოდა, მაპატიე თუ ნერვები მოგიშალე, მართლა არ მინდოდა. იმედია ერთ-ერთ შაბათ-კვირას თეატრში ან გამოფენაზე შევხვდებით.

ისე მომავალში გავითვალისწინებ და პირდაპირ თემას არ გავხსნი, შევეცდები დაგიმესიჯოთ, აქ ხომ მხოლოდ ლაშქრობებზე იხსნება თემები.


paata_
by the way ჟურნალ თბილისელების ფოტოგრაფმა მოგიკითხა :)

ყველას მადლობა ყურადღებისთვის
პატივისცემით
saskva

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by paata_ » 20 ნოე 2007, 17:21

saskva
არა ვარ აგრესიულად განწყობილი, პირიქით :)

მარიკას მეგობარი ჩემი მეგობარია

არა მარტო ეს თემა, ფეხბურთის ბილეთების თემაც არ მომწონს და არც ფოტოკონკურსების და კიდევ რო არ მახსოვს ეხლა ისეთი ბევრი თემა

მე შეგპირდით ხმას არ ამოვიღებ ამის მეტი მეთქი და ვედები გავჩუმდე

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by saskva » 20 ნოე 2007, 17:31

იმაზე უფრო მეტს ვკითხულობ აქ ვიდრე ვწერ და რატომღაც შენი მხრიდან ესეთი წინააღმდეგობა არცერთ ტემასი არ შემიმჩნევია

კარგი მეც გავჩუმდები და გვექნება world peace :P

ისე მე არ ვიცი (არ ვარ დიდად ფორუმის საკითხებში გარკვეული) და თუ შესაძლებელია ამ თემის წაშლა მასწავლეთ რა. აი მერე კარავი ნამდვილად ძველ კალაპოტს დაუბრუნდება :)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ნოე 2007, 11:34

ღიირს ასეთ რამეზე კამათი ბატონებო?

"ფორუმ.გე"-ზე რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი. როგორც ვიხსენებ, შარშანწინ ვნახე ამ
მონათესავე საიტის მხოლოდ თავფურცელი.

არ ვიცი, იქ რა იწერება და რისთვის იკრიბება ხალხი, მაგრამ როცა "კარავი.გე"-ს
იდეების კიდობანი გადავათვალიერე, აღმოვაჩინე, რომ მაისიდან დღემდე გახსნილია თემები
რთველში, "თაღლაურაში", საავადმყოფოში, ნაყინზე, სახინკლეზე, ლუდზე შეკრების მიზნით
(ახლა პირველი 2 გვერდი ვნახე. მომდევნო გვერდებში, ალბათ, სხვაგან შეკრებაზეც წერია.
ზოგადად, ამ თემას არ ვათვალიერებ ხოლმე, რადგან იდეები უკვე განხოციელებულია).

ოღონდ, პირველი რაც ვიფიქრე, ისაა, რომ თემის გამხსნელს ძალიან უნდოდა
კარაველების თავშეყრით,
ათასი რამეზე საუბრით და მოგონებებით 1მანეთის სიხარულის გამოწვევა.

ჰოდა, როცა ფეხბურთსა და თეატრში შეკრებაზე იხსნება თემა, თემის გამხსნელიც ამ შემთხვევაშიც,
ალბათ, იმაზე ფიქრობს, რომ კარაველების შეხვედრა კიდევ ერთ სასიამოვნო განწყობას მოიატანს.

ჩვენ ხომ კგდ ვიცით, რომ, როდესაც ლაშქრობა-ექსკურსიაზე ახალგაცნობილებთან
დადებითათ იმუხტები (ანუ, მოგწონსა რა), სურვილი გიჩნდება, ურთი1ობა სხვა გარემოშიც გააგრძელო.

თანაც, არასალაშქრო შეკრებების დროსაც მშვენივრად შეგიძლია გაიცნო ადამიანი და ბევრი ღირსეული თვისება აღმოაჩინო.

მკდ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთ თემებზე განსჯა არ ღირს.

ყველაზე კგ განსასჯელი დუმილია.

პირადად მე, სათაურში გამოტანილი იდეა ან შინაარსი თუ არ მომწონს, არ ვეხმიანები ხომე.

ვინმეს რომ დაეწერა, "ყანა მაქვს მოსათიბი და წავიდეთო", შეიძლება, გულიანად მეცინა,
მაგრამ არც იმას ვეტყოდი, ეგ რა "კარავის" საქმეა-მეთქი და არც მოსათიბად გავყვებოდი.

მგონია, რომ ჩვენ ასეთი შეკრებებით მხოლოდ ვმდიდრდებით და ვმეგობრდებით.


ბოდიში ამხელა არზისთვის.
რარაც განსჯასავით მეც გამომივიდა.
არ მინდოდა

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by Mta Mkvarebia » 21 ნოე 2007, 11:55

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:....... მაისიდან დღემდე გახსნილია თემები რთველში, "თაღლაურაში", საავადმყოფოში, ნაყინზე, სახინკლეზე, ლუდზე შეკრების მიზნით ....ოღონდ, პირველი რაც ვიფიქრე, ისაა, რომ თემის გამხსნელს ძალიან უნდოდა
კარაველების თავშეყრით,
ათასი რამეზე საუბრით და მოგონებებით 1მანეთის სიხარულის გამოწვევა......
ჩვენ ხომ კგდ ვიცით, რომ, როდესაც ლაშქრობა-ექსკურსიაზე ახალგაცნობილებთან
დადებითათ იმუხტები (ანუ, მოგწონსა რა), სურვილი გიჩნდება, ურთი1ობა სხვა გარემოშიც გააგრძელო.....პირადად მე, სათაურში გამოტანილი იდეა ან შინაარსი თუ არ მომწონს, არ ვეხმიანები ხომე.....მგონია, რომ ჩვენ ასეთი შეკრებებით მხოლოდ ვმდიდრდებით და ვმეგობრდებით....
გაიხარე :D :D :D ჩემი სათქმელი თქვი :!:

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by shatilis asuli » 21 ნოე 2007, 11:56

paata_
გაჩუმება, არც ამ შემთხვევაში, არც საერთოდ, როცა რაიმეა გასარკვევი, არ არის გამოსავალი. პირიქით, ვიკამათოთ, და იქნებ რაიმე ერთობლივად მისაღებ ვარიანტზე შევთანხმდეთ.
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:

მგონია, რომ ჩვენ ასეთი შეკრებებით მხოლოდ ვმდიდრდებით და ვმეგობრდებით.

მეც ასე მგონია :D

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by paata_ » 21 ნოე 2007, 12:04

shatilis asuli

გამდიდრება და მეგობრობა კი და უამრავი მეგობარი შევიძინე აქ. ლაშქრობებში და ექსკურსიებზე
მაგრამ მე აქ შემოვდივარ იმიტომ, რომ კონკრეტულ საკითხებზეა საუბარი - რაც მე მაინტერესებს და უკვე იმდენი უაზრო თემებია რა წავიკითხო აღარც კი ვიცი და პრინციპში საერთოდ ვეღარაფერს ვერ ვკითხულობ .

თეატრში, რესტორანში, ფეხბურთზე და ერთმანეთთან ოჯახში ისედაც დავდივართ რომ თემა არ გაიხსნას. უკვე ვმეგობრობთ და ერთმანეთის ტელეფონებიც ვიცით, მესინჯერებიც და სახლის და სამსახურის მისამართებიც

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by shatilis asuli » 21 ნოე 2007, 12:17

paata_

ოოოო, ეგ სულ სხვა ამბავია :D თუ საინტერესო თემების სიმცირეს განვიცდით, ესე იგი კრიზისია???? ან იქნებ უბრალოდ ამჟამად კარავზე უფრო social event-ების განწყობა სჭარბობს?

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
თეატრში ხომ არ წავსულიყავით???

Post by shatilis asuli » 21 ნოე 2007, 12:19

ეჰ, არ ვიცი, არ ვიცი :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]