Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ნოე 2007, 11:34
ღიირს ასეთ რამეზე კამათი ბატონებო?
"ფორუმ.გე"-ზე რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი. როგორც ვიხსენებ, შარშანწინ ვნახე ამ
მონათესავე საიტის მხოლოდ თავფურცელი.
არ ვიცი, იქ რა იწერება და რისთვის იკრიბება ხალხი, მაგრამ როცა "კარავი.გე"-ს
იდეების კიდობანი გადავათვალიერე, აღმოვაჩინე, რომ მაისიდან დღემდე გახსნილია თემები
რთველში, "თაღლაურაში", საავადმყოფოში, ნაყინზე, სახინკლეზე, ლუდზე შეკრების მიზნით
(ახლა პირველი 2 გვერდი ვნახე. მომდევნო გვერდებში, ალბათ, სხვაგან შეკრებაზეც წერია.
ზოგადად, ამ თემას არ ვათვალიერებ ხოლმე, რადგან იდეები უკვე განხოციელებულია).
ოღონდ, პირველი რაც ვიფიქრე, ისაა, რომ თემის გამხსნელს ძალიან უნდოდა
კარაველების თავშეყრით,
ათასი რამეზე საუბრით და მოგონებებით 1მანეთის სიხარულის გამოწვევა.
ჰოდა, როცა ფეხბურთსა და თეატრში შეკრებაზე იხსნება თემა, თემის გამხსნელიც ამ შემთხვევაშიც,
ალბათ, იმაზე ფიქრობს, რომ კარაველების შეხვედრა კიდევ ერთ სასიამოვნო განწყობას მოიატანს.
ჩვენ ხომ კგდ ვიცით, რომ, როდესაც ლაშქრობა-ექსკურსიაზე ახალგაცნობილებთან
დადებითათ იმუხტები (ანუ, მოგწონსა რა), სურვილი გიჩნდება, ურთი1ობა სხვა გარემოშიც გააგრძელო.
თანაც, არასალაშქრო შეკრებების დროსაც მშვენივრად შეგიძლია გაიცნო ადამიანი და ბევრი ღირსეული თვისება აღმოაჩინო.
მკდ, იმის თქმა მინდა, რომ ასეთ თემებზე განსჯა არ ღირს.
ყველაზე კგ განსასჯელი დუმილია.
პირადად მე, სათაურში გამოტანილი იდეა ან შინაარსი თუ არ მომწონს, არ ვეხმიანები ხომე.
ვინმეს რომ დაეწერა, "ყანა მაქვს მოსათიბი და წავიდეთო", შეიძლება, გულიანად მეცინა,
მაგრამ არც იმას ვეტყოდი, ეგ რა "კარავის" საქმეა-მეთქი და არც მოსათიბად გავყვებოდი.
მგონია, რომ ჩვენ ასეთი შეკრებებით მხოლოდ ვმდიდრდებით და ვმეგობრდებით.
ბოდიში ამხელა არზისთვის.
რარაც განსჯასავით მეც გამომივიდა.
არ მინდოდა