გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by Archil » 16 ნოე 2007, 14:10

ეხლა ვუყურებდი პირველი არხის ინფორმაციას და გამოაცხადეს რომ გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა. :cry:

ვინ იყო ეს ადამიანი, რა ღვაწლი მიუძღვის ქათული სიტყვისა და აზროვნების განვითარებაში და რა მდგომარეობაში იყო ბოლოს, მაგი ყველამ ვიცით და მისი სიკვდილმა გული დამწყვიტა.

პაატას ჰქონდა მასთან სურათი გადაღებული ბოლოს, მოტეხილი იყო საშინლად.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by N67 » 16 ნოე 2007, 14:15

...
ქართველებიდან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია..

ძალიან ცუდია..

...................

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by გვალდა » 16 ნოე 2007, 14:17

:cry:
ფოტო რომ ვნახე, გული დამწყდა. ამ კაცის თვალებიღა მეტყველებდნენ. ადამიანი - სევდა იყო.
სვანეთოლოგი

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by Mta Mkvarebia » 16 ნოე 2007, 14:17

:cry: :cry: :cry:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by lama » 16 ნოე 2007, 14:18

აუ კაი რა ეს რა ცუდი ამბავი გავიგე ;( :cry: :cry: :cry: :cry:

ძალიან სამწუხაროა ;(

უფალმა აცხოვნოს ზეციურ სასუფეველში

მსუბუქი იყოს ქართული მიწა მასზე :cry: :cry: :cry:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by likakoo » 16 ნოე 2007, 14:21

:cry: :cry: :cry:
ძალიან მეწყინააა!! :cry: :cry:
:cry: :cry:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by Mta Mkvarebia » 16 ნოე 2007, 14:26

qvevri wrote:
meko wrote:ეს რომ აქ დავდო მგონი არაუშავს ხოო?!
რაღაცნაირად თბილად მომხვდა გულზე რომ წავიკითხე :roll: :?

გოდერძი ჩოხელი
მგელი

გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.
ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.
ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.
მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.
- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.
-სად? - ეკითხება ცოლი.
- მგელთან.
- გადაირიე კაცო?!
- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.
- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.
გამიხარდას თოფი არ მიაქვს.
ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.
დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.
გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.
მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.
დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.
გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.
- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.
ქალი სახლში შევიდა.
- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:
- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!
- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.
ეგ წაკითხული მქონდა. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თავიდან ვეღარ ამოვიგდე. ძალიან კარგი კაცია გოდერძი. ადამიანი რო ასეთ რამეს დაწერს აბა ცუდი ხომ არ იქნება? :wink:
ეს ციტატა "მგლები"-ს თემიდან გადმოვიტანე, გუშინ დადო მეკომ ეს ჩანახატი და ქვევრმა კიდევ კომენტარი დღეს დილით გააკეთა... როგორი დამთხვევაა :cry:

User avatar
meko
მაწანწალა
Posts: 681
Joined: 25 სექ 2006, 23:57
Location: Georgia
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by meko » 16 ნოე 2007, 14:30

ვაააა :( :(

Mta Mkvarebia
:shock: :shock:
მართალი ხარ, საოცარია, გუშინ მთელი დღე მის რაღაცეებს ვკითხულობდი, მერე ესეც დავდე ... :(:(:(

როგორ დამწყდა გული :(

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by ლეონტი » 16 ნოე 2007, 14:40

ინტერვიუ.
http://www.kvali.com/guest/vol74_1.html

წაიკითხეთ ,ძალზე საინტერესო და დამაფიქრებელია.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by Mta Mkvarebia » 16 ნოე 2007, 15:06

ლეონტი
ძალიან დიიდი მადლობა ამ ლინკისათვის... ტირილი მომინდა... ყველას ვურჩევ, წაიკითხოს.
ისეთი ალალი რესპონდენტია, თითქოს სული გადაგიხსნა და შიგ ჩაგახედაო...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by namcecuna » 16 ნოე 2007, 15:10

ვაი, ახლა გავიგე თქვენგან, ძალიან მეტკინა გული :(
ჩემი საყვარელი მწერალი :(
კარგი პოეტიც...
:( :( :(

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by Archil » 16 ნოე 2007, 15:13

ლეონტი wrote:ინტერვიუ.
http://www.kvali.com/guest/vol74_1.html

წაიკითხეთ ,ძალზე საინტერესო და დამაფიქრებელია.
ამ საიტთან ცოტა ფრთხილად, კასპერსკიმ რაღაცა ამომიგდო, ვირუსი არ იყოს.

დილით გარდაცვლილა გულის უკმარისობით. რომელ ეკლესიაში დაკრძალონ, იმაზე ფიქრობენ ეხლა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by Ninukala » 16 ნოე 2007, 15:15

ცრემლი წამომივიდა ეხლა მოთხრობის წაკითხვის მერე....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by meore monadire » 16 ნოე 2007, 15:17

ძალიან დამწყდა გული :(

მამაჩემის მეგობარი იყო, კლასელი

ძალიან კარგი პიროვნება
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by namcecuna » 16 ნოე 2007, 15:20

( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)


კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!



გოდერძი ჩოხელი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]