
ვინ იყო ეს ადამიანი, რა ღვაწლი მიუძღვის ქათული სიტყვისა და აზროვნების განვითარებაში და რა მდგომარეობაში იყო ბოლოს, მაგი ყველამ ვიცით და მისი სიკვდილმა გული დამწყვიტა.
პაატას ჰქონდა მასთან სურათი გადაღებული ბოლოს, მოტეხილი იყო საშინლად.
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ეს ციტატა "მგლები"-ს თემიდან გადმოვიტანე, გუშინ დადო მეკომ ეს ჩანახატი და ქვევრმა კიდევ კომენტარი დღეს დილით გააკეთა... როგორი დამთხვევააqvevri wrote:ეგ წაკითხული მქონდა. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თავიდან ვეღარ ამოვიგდე. ძალიან კარგი კაცია გოდერძი. ადამიანი რო ასეთ რამეს დაწერს აბა ცუდი ხომ არ იქნება?meko wrote:ეს რომ აქ დავდო მგონი არაუშავს ხოო?!
რაღაცნაირად თბილად მომხვდა გულზე რომ წავიკითხე![]()
![]()
გოდერძი ჩოხელი
მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.
ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.
ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.
მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.
- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.
-სად? - ეკითხება ცოლი.
- მგელთან.
- გადაირიე კაცო?!
- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.
- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.
გამიხარდას თოფი არ მიაქვს.
ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.
დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.
გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.
მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.
დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.
გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...
მერე?
გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.
- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.
ქალი სახლში შევიდა.
- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:
- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!
- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.
ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.
ამ საიტთან ცოტა ფრთხილად, კასპერსკიმ რაღაცა ამომიგდო, ვირუსი არ იყოს.ლეონტი wrote:ინტერვიუ.
http://www.kvali.com/guest/vol74_1.html
წაიკითხეთ ,ძალზე საინტერესო და დამაფიქრებელია.