თუ აკვარიუმს მზის სხივები ხვდება, ეს ბევრი თევზისათვის არის სასურველი... გამრავლების პროცესის დაწყება, მაგალითად, ლაბირინთოვანებში (გურამები, მაკროპოდები, მამლაყინწები) და სხვა ოჯახისებრთა (ციხლიდები, კარასისიებრნი და ა.შ.) სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება..
სასურველია მზის სხივები ხვდებოდეს ისეთ აკვარიუმსაც, სადაც ცოცხალმშობი თევზები გვყავს (გუპიები, მახვილკუდები, მოლინეზიები, პეცილიები და სხვა).. მათ ასევე უყვართ მზის სხივების მოხვედრა..
თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად ნეონების ყოლისას, მაინცდამაინც სასურველი არ არის მზის სხივებთან ახლოს აკვარიუმის დადგმა..
ზაფხულობით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია აკვარიუმში ე.წ. მწვანე მიკროწყალმცენარეები გაჩნდეს.. ამისაგან თავის დსაღწევად შესაძლებელია, დროებით აკვარიუმს მუქი ტილო ჩამოაფაროთ (ოღონდ, არ დაგავიწყდეთ ჟანგბადის ჩართვა).. თუ ეს მიკროწყალმცენარეები მაინც დახავსდა და სასურველზე მეტად მოედო თქვენს აკვარიუმს, შეგიძლია ფრთხილად ამოიღოთ (სუფტა ხელით, ცხადია..) და აკვარიუმში გაუშვათ რამდენიმე ანცისტრუსი.. ასევე, თუ იყოლიებთ, მცირე მოლუსკებსა და წყლის ლოკოკინებს, ისინიც დაგეხმარებიან ამ საკიტხის მოგვარებაში..
თუ, ბოლოსდაბოლოს, არაფერი გამოვიდა და ვერ მოაშორეთ ზედმეტად მოდებული ხავსი, მაშინ წყლის გამოცვლას გირჩევთ და აკვარიუმის კედლებისა და გრუნტის ქვების კარგად გარეცხვას..
ასე, რომ.. თევზების მიხედვით, აკვარიუმი, სასურველია დადგათ ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები ხვდება, ოღონდ ყურადღებაც მიქციეთ ხოლმე..
ზაფხულში კი, ზედმეტი გულმოდგინება არ მოგივიდეთ, ტემპერატურასთან დაკავშირებით, რადგან აკვარიუმისა და ტროპიკული თევზების უმრავლესობა, თუმც თბილი წყლისაა (საშუალოდ, 18-26 გრადუსი), ისინი არამცდაარამც არ არიან ცხელი წყლისანი.. თუ აქაც თქვენმა გულმოდგინებამ გადააჭარბა სასურველ კონდიციას, მაშინ.. აკვარიუმში ჩაუმატეთ სტაფილო, ხახვი, კარტოფილი და ა.შ. საუხაე პროდუქტები და ადგილზევე მიირთვით..
თუმცა, იმედია, ამ უკანასკნელის საჭიროება არ იქნება..
აბალდუი
