აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 28 ივნ 2007, 17:41

caucasica wrote:abaldui
თუ ამაზე ამბობ http://www.jjphoto.dk/fish_archive/aqua ... riatum.htm
მისი სახელი ასეა Aphyosemion australe
მე არ მყოლია, ისე ერთი ორგან ოფისში მინახავს,ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი თევზია, ზოომაღაზიებში არ მინახავს

ისე.. მაგის და ასევე..კიდევ რამე იშვიათი სააკვარიუმე თევზები.. ძალიან საინტერესოა... ან გამოYვანილები..

მაგალითად, ტელესკოპი კარასისებრთა ოჯახიდან არის გამოყვანილი...

ხოლო გურამები, თავის ისტორიულ სამშობლოში ბევრად დიდი იზრდება და სარეწაო თევადაც ითვლება...

გუპიებიც...ასევე .. ბრინჯის მინდვრებში ბევრად უფრო სადა თევზია და ძირითადად, მათ ფუნქციად მალარიის წინააღმდეგ კოღოს მატლის განადგურება ითვლება და ა.შ.

კიდევ ვინმეს თუ აქვს ამგვარი ტიპის ინფორმაცია.. საინტერესო იქნებოდა მათი გაზიარება...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 04 ივლ 2007, 16:02

აი.. სილამაზე სად არის....

შეხედეთ კარაველებო და მერე თქვით, მიწა უფრო ლამაზია თუ წყალი???

Image
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 27 ივლ 2007, 13:04

თუ აკვარიუმს მზის სხივები ხვდება, ეს ბევრი თევზისათვის არის სასურველი... გამრავლების პროცესის დაწყება, მაგალითად, ლაბირინთოვანებში (გურამები, მაკროპოდები, მამლაყინწები) და სხვა ოჯახისებრთა (ციხლიდები, კარასისიებრნი და ა.შ.) სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება..

სასურველია მზის სხივები ხვდებოდეს ისეთ აკვარიუმსაც, სადაც ცოცხალმშობი თევზები გვყავს (გუპიები, მახვილკუდები, მოლინეზიები, პეცილიები და სხვა).. მათ ასევე უყვართ მზის სხივების მოხვედრა..

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად ნეონების ყოლისას, მაინცდამაინც სასურველი არ არის მზის სხივებთან ახლოს აკვარიუმის დადგმა..

ზაფხულობით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია აკვარიუმში ე.წ. მწვანე მიკროწყალმცენარეები გაჩნდეს.. ამისაგან თავის დსაღწევად შესაძლებელია, დროებით აკვარიუმს მუქი ტილო ჩამოაფაროთ (ოღონდ, არ დაგავიწყდეთ ჟანგბადის ჩართვა).. თუ ეს მიკროწყალმცენარეები მაინც დახავსდა და სასურველზე მეტად მოედო თქვენს აკვარიუმს, შეგიძლია ფრთხილად ამოიღოთ (სუფტა ხელით, ცხადია..) და აკვარიუმში გაუშვათ რამდენიმე ანცისტრუსი.. ასევე, თუ იყოლიებთ, მცირე მოლუსკებსა და წყლის ლოკოკინებს, ისინიც დაგეხმარებიან ამ საკიტხის მოგვარებაში..

თუ, ბოლოსდაბოლოს, არაფერი გამოვიდა და ვერ მოაშორეთ ზედმეტად მოდებული ხავსი, მაშინ წყლის გამოცვლას გირჩევთ და აკვარიუმის კედლებისა და გრუნტის ქვების კარგად გარეცხვას..

ასე, რომ.. თევზების მიხედვით, აკვარიუმი, სასურველია დადგათ ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები ხვდება, ოღონდ ყურადღებაც მიქციეთ ხოლმე..

ზაფხულში კი, ზედმეტი გულმოდგინება არ მოგივიდეთ, ტემპერატურასთან დაკავშირებით, რადგან აკვარიუმისა და ტროპიკული თევზების უმრავლესობა, თუმც თბილი წყლისაა (საშუალოდ, 18-26 გრადუსი), ისინი არამცდაარამც არ არიან ცხელი წყლისანი.. თუ აქაც თქვენმა გულმოდგინებამ გადააჭარბა სასურველ კონდიციას, მაშინ.. აკვარიუმში ჩაუმატეთ სტაფილო, ხახვი, კარტოფილი და ა.შ. საუხაე პროდუქტები და ადგილზევე მიირთვით..

თუმცა, იმედია, ამ უკანასკნელის საჭიროება არ იქნება..

:wink:

აბალდუი :wink:
Image

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by Toma » 27 ივლ 2007, 14:14

abaldui
წყალი

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 27 ივლ 2007, 14:35

Toma wrote:abaldui
წყალი

სააკვარიუმე წყალი რამდენიმე მაჩვენებლით ხასიათდება ძირითადად, მათ შორის რეაქციის (PH) და სამი ტიპისაა ტუტე--ნეიტრალური--მჟავე.. ასევე DH.. მარილის შეცველობა, მინერალების შემცველობა და ასე შემდეგ..

ცხადია, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ძირითად შემთხევვაში სასურველია ნეიტრალური რეაქციისა და საშუალო მარილშემცველობის წყლები (1 ჩ/კ 10-12 ლიტრაზე და უფრო ნაკლები)..

აკვარიუმში წყალი უნდა იყოს კრისტალურად სუფთა (სასურველია ყოველსემთხვევაში), ზოგჯერ მარილს ხმარობენ წყლის დასუფთავების მიზნითაც.. ასევე ზოგიერთი პარაზიტის მოსაშორებლად, თევზების ვანებისათვის და ა.შ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის, როცა კი აკვარიუმში წყალს გამოცვლიტ, ახალი წყლის ჩასხმა არაფრით არ შეიძლება.. სულ ცოტა 4-5 საათის ნადგომი მაინც უნდა იყოს..
Image

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by Gio-horus » 09 აგვ 2007, 19:49

abaldui wrote:აი.. სილამაზე სად არის....

შეხედეთ კარაველებო და მერე თქვით, მიწა უფრო ლამაზია თუ წყალი???

Image

წყალი აბალდუი წყალი... წყალქვეშეთი
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ZVIOSULI » 10 აგვ 2007, 11:07

თავისუფლება თევზებს თქვე ტარტაროზებო :!: :!: :!: :!: :!: :evil: :evil:
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 10 აგვ 2007, 11:16

zviorgatori wrote:თავისუფლება თევზებს თქვე ტარტაროზებო :!: :!: :!: :!: :!: :evil: :evil:
პროკურატურის თანამშრომელი რომ სხვას დაუწყებს ტარტაროზის ძახილს.. ჰმ..

ისა.. და სერიოზულად რომ ვთქვათ.. ამას მიკროსისტემა ჰქვია... და აქ თევზები, ჩემო ბატონო ზვიორგატორი, სრულიად თავისუფლები არიან.. ბუნებრივი პირობებიდან გადმოყვანის შემდეგ თევზის ჯიშები, ასე ვთქვათ, "გენის გაკეთილშობილების" პროცესს გადიან.. ანუ სელექციას.. მათგან გამოჰყავთ სპეციალური სააკვარიუმე ჯიშები და ა.შ.

ამიტომ.. ისინი, არა თუ თავისუფლებაშელახული არიან, არამედ, პირიქით.. ფრიად თავისუფლად და სასიამოვნოდ დანავარდობენ აქეთ-იქეთ.. დენისა და წყლის გადასახადი მაგათ არ ადარდებთ და საშემოდგომოდ დაკვლას არავინ უპირებს.. კი არიან , ასე.. სილამაზისათვის გაჩენილები..


შენს წინამდებარე ფოტოებზე სწორედ ასეთი ჯიშებია გამოპრეზენტირებული: ნეონები, რასბორა ჰეტერმორფები, კარდინალები და ანცისტრუსები...

ყველა მათგანი მაგარი კაი ტიპია და სპეციალურად სააკვარიუმედ გამოყვანილი.. სპეციალურ პირობებში მოთავსებული.. ეს იმას ჰგავს დაახლოებით, შენ რომ მაგარ ქალაქში მაგარი სახლი, მაგარი ცხოვერბის პირობები და ა.შ. მოგცენ და არაფერი საზრუნავი არ გქონდეს..

დაშლო ? :wink:

ასე, რომ... სასწრაფოდ ბოდიში აკვარიუმის მოყვარულებს... :wink:
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by GOGONA » 16 აგვ 2007, 18:05

abaldui wrote:აი.. სილამაზე სად არის....

შეხედეთ კარაველებო და მერე თქვით, მიწა უფრო ლამაზია თუ წყალი???

Image

ძაან მაგაროზააააააა!!!!

მიწა და წყალი ღმერთმა არ ქნას უერთმანეთოდ,

ნუ შეაჯიბრებ რაა?

ის გამახსენდა, დედა უფრო გიყვარს თუ მამაო? :wink:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 16 აგვ 2007, 18:09

ვეთანხმები გოგონას ორივე ხელიაწეული..

ეტო ტოჟე პრავდა..

ხომ გახსოვს:

"გვაქვს უთვალავი ფერითა"-ო (ვეფხისტყაოსანის პროლოგშივე).. ჰოდა, სილამაზით ადამიანები განებივრებული ვართ, მხოლოდ სათანადოდ ვერ ვაფასებთ..

:)
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by GOGONA » 16 აგვ 2007, 18:14

თქვენი შემხედვარე აკვარიუმი მომინდა :roll:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by ARCHILI » 16 აგვ 2007, 18:18

GOGONA wrote:თქვენი შემხედვარე აკვარიუმი მომინდა :roll:
მე ბავშვობიდან მყავს თევზები და აკვარიუმი.. ეს არის ერთ-ერთი სასწაულებრივი სანახაობა, რაც შენს თვალწინ იშლება.. ხედავ შენს წინასე სამყაროს სრულად.. სრული ელფერით..

თუ ყველაფერი რიგზეა აკვარიუმსი და მიკროკლიმატი გაქვს დამყარებული და ბიოლოგიური წონასწორობა და ა.შ. თუ მრავლდებიან ეს თევზები და ერთი სიტყვით, როგორც მე ვუწოდებ "ოკეანის ნატეხი" გაქვს სახლში, შენ ისეთ რამეს შეიცნობ, რასაც ვერაფერი სხვა ვერ გეტყვის..

სხვათა შორის, სენს სახლში ტავისუფლად არის შესაძლებელი აკვარიუმის დადგმა და იმ ლამაზ ორანჟერეასთან ერთად უნიკალური სანახაობა გექნებოდა...

:roll: :roll: :roll:
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by GOGONA » 16 აგვ 2007, 19:19

abaldui

მგონი ჰოოო :roll:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by Gvalva » 15 ნოე 2007, 17:16

დღეს ორმა პატარაბავშვმა "სათევზოში" წასვლა მოითხოვა. მიუხედავად იმისა რომ არ მეცალა, წავედით... იგულისხმება ზოოპარკის აკვარიუმი.

თითქოს აკვარიუმი პირველად დამენახოს ისე მომივიდა!!

ძალიან მომინდა მეც მყოლოდა თევზები...

სად მომეძიებინა მასალა და ინფო რომ ვფიქრობდი მშობლიურ ფორუმზე ეს თემა გამახსენდა. ეხლა ორი შეკითხვა მაქვს:

1. რა იცით აკვარიუმის საკუთარი ხელით დამზადებაზე?

2. ამ შაბათ-კვირას ვინმეს ხომ არ გინდათ დიღმის ბაზარზე გავიდეთ და თევზები დავათვალიეროთ?

მესამეც რაა.. :)

ამ ბავშვებიდან ერთ-ერთს ოთხკუთხა თევზი ძალიან მოეწონა, როგორც გავარკვიე ტეტრაოდონების ოჯახიდან, ყვითელია, ყავისფერი წინწკლები აქვს და მართლაც ტეტრაედრივითაა. რამე იცით ამ თევზზე? იშოვება თბილისში?

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
აკვარიუმისტიკა ვის იტაცებს?....

Post by mika » 15 ნოე 2007, 17:57

Gvalva
მე მაქვს აკვარიუმი ბავსჰვობიდან მოყოლებული ტევზები სულ მყავს.....

ასე რომ სჰემიძლია დაგეხმარო
medical student

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]