miyvars roca...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
miyvars roca...

Post by popins » 30 ოქტ 2007, 19:25

მიყვარს გეგა.
გეგა მიყვარს.

მიყვარს გეგა.
მიყვარს ზღვა. შორს გაცურვა და იქ ლაპარაკი :lol: სიმღერა :lol:
მიყვარს ჩემი პროფესია,ხელის გაგრძელებასავითააა:)
მიყვარს ტაჯიკური ფლოვი:)

ჭვიშტარი,მაწონი ეკოფუდისა:)
მიყვარს ხის სოკო:)ქინძითა და უზომოდ ბევრი ხახვით:)
მიყვარს ლობიო, ჩემი გაკეთებული:)
და დედაჩემის გაკეთებული კარტოფილის ხინკალი:)
მიყვარს ქრიზანთემები,ნოემბრის ყვავილები.
მიყვარს ყვითელი და მწვანე სამოსი და კიდევ ჭრელი.........
მთელი სულით და გულით მიყვარს ჩემი ერთადერთი დაქალი მაიკო(იტალიაში გადახვეწილი).
ჰოდა, მიყვარს როცა კაცი კაცია და ქალს კაცის მაგივრობა არ გჭირდება.

მიყვარს ძლიერები,სუსტები მეცოდებიან...მიყვარს გულმოწყალენი,ბოროტუკელები მეზიზღებიან,მაგრამ აქ ხომ ლაპარაკი სიყვარულზეა,

ჰო ,მიყვარს როცა მაკარევიჩს ვუსმენ და კიდევ გრებენშიკოვს
და დდტ-ს.

ჰოდა მიყვარს........უცხო ქალაქების ქუჩებში ბოდიალი:))))

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
miyvars roca...

Post by likakoo » 31 ოქტ 2007, 10:54

ბევრი რამე მიყვარს! :)

მაგრამ, ყველაზე მეტად მიყვარს, როცა :

1) ხმაურისგან დაღლილი მთაწმინდაზე ავდივარ...

2)როცა თბილისის ხედს უყურებ მამა დავითიდან...

3)როცა ტაძარს ვალაგებ და ირგვლივ საკმევლის სუნია...

4)როცა ჩემი მოძღვარ მლოცავს...

5) როცა სახლში წამოსვლის დროს მადლი მომყვება....

მიყვარს, როცა ვინმეს უ ყ ვ ა რ ვ ა რ! ! ! ! !

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
miyvars roca...

Post by lama » 31 ოქტ 2007, 11:01

მიყვარს, როცა ხოშკაკლავს

ანუ სეტყვაა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
miyvars roca...

Post by Ninukala » 31 ოქტ 2007, 11:24

მიყვრას......
თითქოს მარტივია მაგრამ თან ძნელი..... და მაინც რა მიყვარს.....

მიყვარს ხანდახან მარტოობა და ჩემთვის ფიქრი...
მიყვარს სითბო, როცა გავცემ და ასევე როცა ვიღებ....
მიყვარს ადამინები..
მიყვარს ცხოველები.... ისინი სითბოს უანგაროდ გასცემენ....
მიყვარს ბუნება, ტყე, მთა
აი, ზღვა კიდევ განსაკთრებით, მიყვარს ზღვა.... მას ჩემი გული ნახევარი აქვს შენახული, ნახევარი კი მე დავიტოვე უგულოდ რომარ დავრჩენილიყავი..
მიყვარს ტაძარშI მთელი გულით ლოცვა და რაღაც ამაღლებულის შეგრძნება...
მიყვარს როცა ზებუნებრივს განვიცდი...
მიყვარს მუსიკა....
მიყვარს სიმფონიური მუსიკის მოსმენა ოპერაში, თვალებს რომ დახუუჭავ და წარმოიდგენ რასაც მუსიკა გკარნახობს.... შემდეგ კი გაახელ და რაღაც ყვითელი სინათლეა, რომელიც ძაააალიან მიყვარს....
მიყვარს მეგობრები, ნამდვილი მეგობრები..
მიყვარს დედა....
მიყვარს მამა..
მიყვარს ძმა და მენატრება...
მიყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით შავი შოკოლადი....
მიყვარს სურათების გადაღება და ხალხს რომ მოსწონს.... ;)
ბოლოს კი....

მიყვარხარ საქართველო....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
miyvars roca...

Post by Mta Mkvarebia » 31 ოქტ 2007, 11:39

guruli wrote:კაცი არ მეკითხება ამის დაწერას, მაგრამ ჩეთი ხომ არაა ეს თემა ამ ფორუმზე? არ მინდ, მისმა ავტორმა ამისთვის უხერხულად იგრძნოს თავი, რადგან ახალია და არ იცის ყველაფერი, მაგრამ ესეც იგივე თემის გაგრძელება მგონია, რაც ხევსურულ ლაშქრობაში დავწერე - ახლებს აქაც იგივე ვითარება ჰგონიათ, რაც სხვა ფორუმებზე. არადა, არაა ასე. ყოველ შემთხვევაში, ადრე არ იყო და ახლა კი ვამსგავსებთ ასეთი თემებით.
P.S. თემის ავტორთან კიდე ერთხელ ბოდიში. პირადად არც ვიცნობ და ბუნებრივია, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
მაპატიეთ, რომ პასუხს გწერთ ამ თემის დასაცავად, რადგან მეც ახალი ვარ. მაგრამ ,თუ არ ვცდები, რისი გაგებაც უკვე მოვასწარი, ამ ფორუმს სხვებისაგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ აქ ადამიანები ერთი ოჯახის წევრებად თვლიან თავს. და თუ ჩვენი ოჯახის წევრზე დამატებით ინფორმაციას მივიღებთ, რა უყვარს, სწყინს ან უხარია, არა მგონია, ცუდი იყოს. აი რატომ, მაგალითის სახით მომყავს: არჩილთან ერთად ერთხელ მოვასწარი ლაშქრობაში წასვლა (თრუსოში), შეიძლება ერთი ლაშქრობა ძალიან ცოტაა იმისთვის რომ ვინმე კარგად გაიცნო, მაგრამ მისმა პოსტმა სულ სხვა კუთხით დამანახა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ხალხთან ურთიერთობისას ხშირად ჩვენ ვერ ვიძლევით საჭირო ინფორმაციას საკუთარ თავზე. შეიძლება წლების განმავლობაში იცნობდე ადამიანს და არ გაიხსნას შენთან, მერე უცებ გაიგო რომ მას თურმე პატარას ღიმილი უყვარს, სერიოზული იუმორი უყვარს (მაგალითისთვის), რაღაც აღმოაჩინო საშენო (ანუ შენნაირი) მასში და უცებ მასთან ურთიერთობის ბარიერი მოიხსნას. ნუთუ ეს ცუდია?!.. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი, კიდევ ერთხელ მაპატიეთ...

User avatar
ananooo
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 21 ოქტ 2007, 14:04
Location: tbilisi
miyvars roca...

Post by ananooo » 31 ოქტ 2007, 12:03

Mta Mkvarebia
xo :wink:
me jer ar mdzinebia karavshi :(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
miyvars roca...

Post by guruli » 31 ოქტ 2007, 13:27

Mta Mkvarebia
ამ ფორუმს სხვებისაგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ აქ ადამიანები ერთი ოჯახის წევრებად თვლიან თავს.
საპატიებელი არაფერია - როგორც მე გამოვთქვი ჩემი აზრი, თქვენც ასევე გაქვთ უფლება, იგივე გააკეთოთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ეს ფორუმი ახლებშიც ერთი ოჯახის ასოციაციას იწვევს, მაგრამ ეგეთი ოჯახი თქვენ ძველ ფორუმზე უნდა გენახათ :!: დამიჯერე, რომ ის ბევრად ერთიანი და საინტერესო ოჯახი იყო. აქ არ მინდა ძაან გაოფტოპიკება, მაგრამ ამ თემაზეა ბევრია სალაპარაკო. უფრო სწორად, სამსჯელო და, მგონი, არ შემედავები, რომ აქაურობის ავან-ჩავანზე ცოტა მეტი ვიცი. ნურც ჟანდარმობის მოსურნედ ჩამთვლით (როგორც მოჩვენებიათ ზოგიერთებს :D :wink: ) და ნურც ისე გამიგებთ, თითქოს ახლების წინააღმდეგ გამოვდივარ. პირიქით, ფორუმის გამრავალრიცხოვნებას მივესალმები, ამეებს კი მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ძველი ოჯახის რღვევა და სასტავებად დაყოფა ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ამ საკითხებზე შესაბამის თემაში დავწერ. ოღონდ ცოტა მოგვიანებით, იქნებ - მომდევნო დღეებშიც ანუ როცა მოვიცლი.

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
miyvars roca...

Post by meore monadire » 31 ოქტ 2007, 13:33

ჩემზე ამბობენ თავის მობეზრება უყვარსო :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ananooo
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 21 ოქტ 2007, 14:04
Location: tbilisi
miyvars roca...

Post by ananooo » 31 ოქტ 2007, 13:35

guruli wrote:Mta Mkvarebia
ამ ფორუმს სხვებისაგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ აქ ადამიანები ერთი ოჯახის წევრებად თვლიან თავს.
საპატიებელი არაფერია - როგორც მე გამოვთქვი ჩემი აზრი, თქვენც ასევე გაქვთ უფლება, იგივე გააკეთოთ. ძალიან სასიამოვნოა, როცა ეს ფორუმი ახლებშიც ერთი ოჯახის ასოციაციას იწვევს, მაგრამ ეგეთი ოჯახი თქვენ ძველ ფორუმზე უნდა გენახათ :!: დამიჯერე, რომ ის ბევრად ერთიანი და საინტერესო ოჯახი იყო. აქ არ მინდა ძაან გაოფტოპიკება, მაგრამ ამ თემაზეა ბევრია სალაპარაკო. უფრო სწორად, სამსჯელო და, მგონი, არ შემედავები, რომ აქაურობის ავან-ჩავანზე ცოტა მეტი ვიცი. ნურც ჟანდარმობის მოსურნედ ჩამთვლით (როგორც მოჩვენებიათ ზოგიერთებს :D :wink: ) და ნურც ისე გამიგებთ, თითქოს ახლების წინააღმდეგ გამოვდივარ. პირიქით, ფორუმის გამრავალრიცხოვნებას მივესალმები, ამეებს კი მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ძველი ოჯახის რღვევა და სასტავებად დაყოფა ავიცილოთ თავიდან, მაგრამ ამ საკითხებზე შესაბამის თემაში დავწერ. ოღონდ ცოტა მოგვიანებით, იქნებ - მომდევნო დღეებშიც ანუ როცა მოვიცლი.
ratomgac mgonia ro axlebis cinaagmdegi xar da gerchivna marto dzvelebi yopiliyavit...imedia ubralod mgonia da meti araperi...
me jer ar mdzinebia karavshi :(

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
miyvars roca...

Post by Mta Mkvarebia » 31 ოქტ 2007, 13:39

[quote="ananoooratomgac mgonia ro axlebis cinaagmdegi xar da gerchivna marto dzvelebi yopiliyavit...imedia ubralod mgonia da meti araperi...[/quote]

არა, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, ანანო, დამიჯერე. ამას მაშინვე მიხვდები, როცა მათთან ერთად ლაშქრობაში წახვალ. ბრწყინვალე ხალხია :D :D :D

User avatar
ananooo
ბილიკზე მოარული
Posts: 61
Joined: 21 ოქტ 2007, 14:04
Location: tbilisi
miyvars roca...

Post by ananooo » 31 ოქტ 2007, 13:57

mec magis imedia maqvs :D
me jer ar mdzinebia karavshi :(

User avatar
BioHazard
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 16 ივლ 2007, 10:31
Contact:
miyvars roca...

Post by BioHazard » 31 ოქტ 2007, 14:01

ცჰელი სისიჰლის შჰეფებში პირის მოტჰვრა მიკვარს...

Image
Starless...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
miyvars roca...

Post by Naia » 31 ოქტ 2007, 14:01

ananooo
ამ კარავზე (და არა ფორუმზე ;) თავიდან ყველა ახალი იყო. ამიტომ ყველას დიდი სიხარულით იღებენ. ამას ჩემი პირადი მაგალითიდან გამომდინარე ვამბობ. ოდნავადაც არ მიგრძვნია რამე დისკრიმინაცია, რომ ახლად შემოკარვებული ვიყავი...

გურულს რაც შეეხება, მესმის რასაც გულისხმობს და ვეთანხმები კიდეც. ხშირად, როდესაც ძალიან ბევრი პლიუსი და უცნობი მოდის ლაშქრობაში, რატომღაც ძნელია 'ერთ ოჯახად' შეკვრა და ადგილი აქვს ე.წ. 'კუტოკებად' დაყოფას და გაუცხოებას ისე, რომ ლაშქრობის დასასრულს ხშირად ყველას გაცნობასაც კი ვერ ვახერხებთ და ერთმანეთს უცნობებად ვშორდებით. არადა კარვის ხიბლი ხომ ზუსტად იმაში მდებარეობს, რომ გაიცნო და დაუმეგობრდე ახალ ადამიანებს და კიდევ უფრო გააფართოვო 'ოჯახი'.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
miyvars roca...

Post by guruli » 31 ოქტ 2007, 14:09

ananooo
imedia ubralod mgonia da meti araperi...
იმედია, მხოლოდ გგონია ასე და მართლა ეგრე არ ფიქრობ. და ეგ პოსტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც არაერთხელ მითქვამს - ახლები აქაც იქცევით ისე, როგორც სხვა ფორუმებზე ხართ მიჩვეულები, ანუ აქაურობაც ჩეთი გგონიათ. არადა, ადრე არ იყო ასე. ფორუმზე უკვე წაკამათების პრეცენდენტიც დაფიქსირდა. თანაც, არაფრის გამო, მაგრამ მიზეზი ის იყო, რომ ახალი წევრი სედარებით ძველ ფორუმელს მოეკიდა სწორედ ისე, როგორც სხვა ფორუმებზეა მიღებული - როგორც თანაფორუმელს და არა როგორც ოჯახის წევრს. ადრე არც ამგვარები ხდებოდა და ზუსტად ესაა საშიში პრეცენდენტი - ჯერ ჩეთი, მერე - ასეთი კინკლაობები, ბოლოს კი გინების პრეცენდენტიც გაჩნდება ანუ აქაურობაც დაემსგავსება სხვა ფორუმებს. არადა, ამნაირობებმა სხვა ცუდი რამეც მოიტანა უკვე - ლაშქრობებში სასტავებად სიარული. ადრე არც ეს ხდებოდა...
თუმცა ამაზე უფრო დაწვრილებით იმ თემაში დავწერ (სხვა რამეებსაც), ახლა კი ერთს დავამატებ - აქაურ განსხვავებულ ვითარებებში რომ ვერ ერკვევით და სხვა ფორუმების მსგვასად იქცევით, ეს ბოლომდე არც თქვენი - ახლების ბრალიც არაა. თქვენ იქცევით ისე,რასაც ხართ მიჩვეულები. არადა, აქ შემოსვლისას რაღაც საერთო წესები უნდა გხვდებოდეთ, რომლითაც გაიგებთ, რაა ამ ფორუმზე დასაშვები და რა - არა. ვიდრე ფორუმი პატარა იყო, ამის საჭიროება არც იყო, მაგრამ ახლა, ამდენი ხალხის შემოსვლამ ეს თავისთავად მოიტანა.
ვისაც მართლა ჟანდარმი ან ამის მოსურნე ვგონივარ, იმათ ერთს ვკითხავ - თუ ატყობთ, რომ ბოლო ხანებში ადმინიც კი არ პოსტავს ფორუმზე? როგორ გგონიათ, არ შემოდის აქ და არ კითხულობს, თუ საწერი გამოელია? გადახედეთ აბა, ძველ თემებს, რა აქტიურად პოსტავდა! სხვა თუ არაფერი, მასპინძლობის გამო მაინც ეცით პატივი და მთლად ისე ნუ გამოგივათ, გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოო. :lol: :lol: :lol:
კიდე ვიმეორებ - ამ თემაზე ძალზე ბევრია სასუბრო. მე იქ ბევრ ისეთ რამეზეც ვილაპარაკებ, რაც შენს დარეგისტრირებამდე მოხდა და რაც ნამდვილად არ იყო მოსაწონი - ესეც ზოგადად და არა იმ კუთხით, რომ ვიღაც სხვაზე ცუდია. ალბათ, გამოსავალიც არსებობს თუნდაც იმით, რომ საჩეთაოდ შეიქმნას ცალკე განყოფილება თუნდაც ჩეთისთვის და წერონ იქ, არც უნდათ, ხოლო ვისაც არ უნდა - არც შევა. მოკლედ, სამსჯელო მართლაც ბევრია და ვიმსჯელოთ, თორემ არავინ არაა ახლების შემომატების წინააღმდეგი.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
miyvars roca...

Post by guruli » 31 ოქტ 2007, 15:00

Naia - დიდი მადლობა გამოხმაურებისა და ჩემი პოზიციის გამყარებისთვის. იმედია, სხვებიც დაგეთანხმებიან და იტყვიან, რომ პირველ ლაშქრობებში და პირველ ურთიერთობებში პრობლემა არც მათ შეჰქმნიათ. ასეთი პრეცენდენტი კარავზე არ მომხდარა. პირიქით, ვცდილობთ (იქნებ მეტ-ნაკლები მონდომებით და მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ მაინც), რომ უცხოობის გამო ვინმე თავი უხერხულად არ იგრძნოს და ეს უცხოობის მომენტი რაც შეიძლება, მალე გადავალახინოთ. მე პირველად რომ წავედი კარავთან ლაშქრობაში, აბსოლუტურად არ ვიცნობდი არავის - აქ პოსტაობით და ფოტოებით თუ ვიცოდი და 2-ჯერ ტელეფონზე მქონდა ნალაპარაკევი კოტეტბელთან. ამის მიუხედავად, ის გასვლა - დავათში, ღვთისმშობლის ეკლესიაში იმ უძველესი სტელას სანახავად, რომელიც სინამდვილეში, თბილისში ყოფილა, რომელიღაც მუზეუმში. :lol: :lol: ამ აბსოლუტური უცხოობის მიუხედავად, ის გასვლა ჩემთვის დაუვიწყარია, იმდენად კარგი იყო ყველაფერი და იმდენად შინაურულად მიმიღეს. ეს ტრადიციაა, რაც, უფლის მადლით, დღემდე გრძელდება და ასეც უნდა გაგრძელდეს.
Naia, მხოლოდ ამ ფრაზაში შევიტან პატარა კორექტივს:
ხშირად, როდესაც ძალიან ბევრი პლიუსი და უცნობი მოდის ლაშქრობაში, რატომღაც ძნელია 'ერთ ოჯახად' შეკვრა და ადგილი აქვს ე.წ. 'კუტოკებად' დაყოფას და გაუცხოებას
მე არ ვამბობ, რომ უცხოები და +-ები, თუნდაც ბევრნი, არ წამოვიდნენ ლაშქრობაში... პრინციპულად არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას და ვატყობ, აქ ზოგიერთს ჟანდარმად სწორედ მაგიტომ მოვეჩვენე, :lol: რომ ეგონათ, იგივე აზრის გატარებას ვცდილობ. პირიქით - ახლების და +-ების წამოუსვლელად ვერც კარავი გაიზრდება. ისიც ბუნებრივია, რომ იქნებ ბევრ ხალხში ყველა ვერ გაიცნო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინიც დარეგისტრირდებიან და გავიცნობთ კიდეც. პრობლემა ის კი არაა, რომ სასტავები უშუალოდ ლაშქრობისას ჩნდება, არამდე ის, რომ ლაშქრობაში წასვლამდე ჩნდება, თავად ფორუმზე... დედის სულს ვფიცავარ (ამაზე წმინდა საფიცარი არაფერი მაქვს და თუ ვინმე ურწმუნო თომაა, მისი პრობლემაა), სწორედ ეს არ მინდა, თორემ მე იმ ჩუმად მოწყობილ ლაშქრობებშიც მეძახიან და მეც რე დავე-პმ-ო ვინმეს, წამიყვანენ როგორმე. ჩემს მოუცლელობას რა ვუთხარი, თორემ ღიად გამოცხადებულ ლაშქრობებში წამოვალ, რა პრობლემაა. :lol: :lol:
BioHazard
ცჰელი სისიჰლის შჰეფებში პირის მოტჰვრა მიკვარს...
ცხელი სისხლი თუ ცხვირ-პირიდან მოდის, ეგ რამდენად მოგწონს, მის ჰაზარდ? :lol: :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]