Naia - დიდი მადლობა გამოხმაურებისა და ჩემი პოზიციის გამყარებისთვის. იმედია, სხვებიც დაგეთანხმებიან და იტყვიან, რომ პირველ ლაშქრობებში და პირველ ურთიერთობებში პრობლემა არც მათ შეჰქმნიათ. ასეთი პრეცენდენტი კარავზე არ მომხდარა. პირიქით, ვცდილობთ (იქნებ მეტ-ნაკლები მონდომებით და მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ მაინც), რომ უცხოობის გამო ვინმე თავი უხერხულად არ იგრძნოს და ეს უცხოობის მომენტი რაც შეიძლება, მალე გადავალახინოთ. მე პირველად რომ წავედი კარავთან ლაშქრობაში, აბსოლუტურად არ ვიცნობდი არავის - აქ პოსტაობით და ფოტოებით თუ ვიცოდი და 2-ჯერ ტელეფონზე მქონდა ნალაპარაკევი კოტეტბელთან. ამის მიუხედავად, ის გასვლა - დავათში, ღვთისმშობლის ეკლესიაში იმ უძველესი სტელას სანახავად, რომელიც სინამდვილეში, თბილისში ყოფილა, რომელიღაც მუზეუმში.

ამ აბსოლუტური უცხოობის მიუხედავად, ის გასვლა ჩემთვის დაუვიწყარია, იმდენად კარგი იყო ყველაფერი და იმდენად შინაურულად მიმიღეს. ეს ტრადიციაა, რაც, უფლის მადლით, დღემდე გრძელდება და ასეც უნდა გაგრძელდეს.
Naia, მხოლოდ ამ ფრაზაში შევიტან პატარა კორექტივს:
ხშირად, როდესაც ძალიან ბევრი პლიუსი და უცნობი მოდის ლაშქრობაში, რატომღაც ძნელია 'ერთ ოჯახად' შეკვრა და ადგილი აქვს ე.წ. 'კუტოკებად' დაყოფას და გაუცხოებას
მე არ ვამბობ, რომ უცხოები და +-ები, თუნდაც ბევრნი, არ წამოვიდნენ ლაშქრობაში... პრინციპულად არ ვეთანხმები მაგ მოსაზრებას და ვატყობ, აქ ზოგიერთს ჟანდარმად სწორედ მაგიტომ მოვეჩვენე,

რომ ეგონათ, იგივე აზრის გატარებას ვცდილობ. პირიქით - ახლების და +-ების წამოუსვლელად ვერც კარავი გაიზრდება. ისიც ბუნებრივია, რომ იქნებ ბევრ ხალხში ყველა ვერ გაიცნო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინიც დარეგისტრირდებიან და გავიცნობთ კიდეც. პრობლემა ის კი არაა, რომ სასტავები უშუალოდ ლაშქრობისას ჩნდება, არამდე ის, რომ ლაშქრობაში წასვლამდე ჩნდება, თავად ფორუმზე... დედის სულს ვფიცავარ (ამაზე წმინდა საფიცარი არაფერი მაქვს და თუ ვინმე ურწმუნო თომაა, მისი პრობლემაა), სწორედ ეს არ მინდა, თორემ მე იმ ჩუმად მოწყობილ ლაშქრობებშიც მეძახიან და მეც რე დავე-პმ-ო ვინმეს, წამიყვანენ როგორმე. ჩემს მოუცლელობას რა ვუთხარი, თორემ ღიად გამოცხადებულ ლაშქრობებში წამოვალ, რა პრობლემაა.
BioHazard
ცჰელი სისიჰლის შჰეფებში პირის მოტჰვრა მიკვარს...
ცხელი სისხლი თუ ცხვირ-პირიდან მოდის, ეგ რამდენად მოგწონს, მის ჰაზარდ?
