ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 14:51

ამ ორი დღის წინ ვიყავი მესხეთში. ჩემი მიზანი იყო ძველი მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა და გადარჩენა. თან მახლდა საკმაოდ გამოცდილი ამპელოგრაფი და თანაც კარგი კაცი მევენახეობა-მებაღეობის ინსტიტუტიდან. გზაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. მიუხედავად დროის სიმცირისა ვფიქრობ ბევრი მოხერხდა. ბოლოს პაპა ბაგრატას (დევნოსაძე) სახლიც ვნახეთ. ეს ძალიან კარგი კაცი იყო. ის ფაქტიურად ამ მხარეში(ზედა ვარძია) მარტო ცხოვრობდა და კარგ საქმეებსაც აკეთებდა.
ეხლა რაც შეეხება სურათებს.
Image
Image
Image
ამგვარად ვნიშნავდით ვაზებს რათა შემოდგომით ან დაზაფხულზე მივიდეთ და რქები ავჭრათ.

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by popins » 12 ოქტ 2007, 14:59

ზოგს რა უმართლებს პროფესიაში. :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:04

Image
Image
გზაში, სოფელ კლდეში ეს არწივი ვნახე, უზარმაზარი ფრთები ჰქონდა :shock:
Image
ხოლო სოფელ აწყურში ღობესთან დაგდებული ეს ქვევრი ვნასე, კბილები ამიკაწკაწდა, თვალთ დამიბნელდა, მუხლებში ძალა დამეკარგა და მთლად ვიღუპებიდი მგონი როდესაც იქაურმა მითხრა მაგის პატრონი უკვე დიდი ხანია აქ აღარ ცხოვრობსო და "ატვეჩაი " მე ვარ წაიღეო, რაღAს ვიზავდი? დავიიღლიავე და წამოვიღე
ეხლა ეს გატეხილი ქვევრი ჩემს ეზოს ამშვენებს. :wink:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:08

Image
შუა მუშაობაში :oops: ვაი სირცხვილო, რას იტყვის ჩემი მენეჯერი(გვარსა და სახელს არ დავასახელებ) მოკლედ მუშაობას არ გაცლის ეს ხალხი.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:13

Image
ა კიდო.
Image
ჩვენი მასპიმძელი. მესხი პაპა სახელად მიხეილი.


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:26

Image
Image
სოფელ კლდეში ეს თურქების დროინდელი მეჩეთი ვნახე, ამ სოფელში ადრე თურქები ცხოვრობდნენ, ერთმა ადგილობრივმა მითხრა რომ აქ ძველად ქართული ეკლესია იდგაო :?: :?: :?: :roll:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:31

Image
Image
რა თქმა უნდა გეცნობათ :!: ეკლესიის გვერდით მოსჩანს სავენახე ტერასები, რომლებსაც ოროკები ეწოდებოდა.
Image
იფ რა კარგი ჩუქურთმაა :D
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:41

Image
ზემო ვარძია, როგორც მითხრეს ეს აფთიაქიაო, ცოტა გაციებული ვიყავი, მივედი ასპირინი უნდა მეყიდა და არა გვაქვსო :lol: ისევ ვამჯობინე ჭანჭურის არყით მემკურნალა :lol:
Image
ეს კლდეში ნაკვეთი ყურძნის წნეხია, ცუდ მდგომარეობაშია. მეორედ რომ მივალ ვეცდები ამოვასუფთაო.
Image
ესეც პაპა ბაგრატას სახლში კლდეში ნაკვეთი საწნახელი თავისი თაღარით.
Last edited by qvevri on 22 თებ 2008, 19:21, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:49

პაპა ბაგრატას სახლთან ერთი ძალიან ძველი კაკლის ხე ვნახე საიდანაც სათესლე ნაყოფი წამოვიღე. ხე დაახლოვებით 200-ზე მეტი წლისა უნდა იყოს და როგორც მითხრეს ძველი მესხური ჯიშიაო. ვისაც გინდათ გიწილადებთ.
Image
აი ეს ხეც.
Image
მინდა ვთქვა რომ გასამრავლებლად წამოვიღე ასევე პაპა ბაგრატას დარგული კაკლის ნაყოფებიც.
Image
მასპინძელმა ლიტრანახევრიანი ჭანჭურის არაყი მაჩუქა და მითხრა რომ ეს ჭანჭური პაპა ბაგრატას დარგულიაო, მე საჩუქარი სიამოვნებით მივიღე, ეტიკეტი დავაკარი და კოლექციაში მოვათავსე.

User avatar
Drumer
ბილიკზე მოარული
Posts: 73
Joined: 02 ივნ 2006, 01:51
Location: თბილსი
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by Drumer » 12 ოქტ 2007, 20:20

dzalian magaria :!:.. gmertma xeli mogimartot am gvtisnier saqmeshi :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by guruli » 12 ოქტ 2007, 20:28

qvevri
როგორც მითხრეს ძველი მესხური ჯიშიაო. ვისაც გინდათ გიწილადებთ.
მე მინდა. თანაც, ძალიან! :wink: :wink:

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by popins » 12 ოქტ 2007, 21:25

qvevri wrote:Image
მე ეს გემრიელობები მინდა.მშია. :lol:

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by GOGONA » 12 ოქტ 2007, 22:31

qvevri

ეს რა მადლიანი საქმისთვის მოგიკიდია ხელი

ბაგრატ დევნოსაძე ალბათ გარდაიცვალა ხოოო?

ასი წელი რომ შეუსრულდა აღნიშნეს მაშინ,
იმის მერე ბევრი დრო გავიდა და
აღარც მსმენია რამე.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ძველი მესხური ვაზის ჯიშები და პაპა ბაგრატას ნასახლარი

Post by ლეონტი » 12 ოქტ 2007, 22:56

ჰოო, კარგი ადგილები მოგივლია, მადლიანი.
აბა თამარ მეფე ვარძიაში ფეხშიშველი არ ავიდოდა, მანდ რომ საქართველოს მფარველი ანგელოსი არ მჯდარიყო.
ბაგრატ დევნოსაძემ დიდი სიკეთე მიყო. მეფუტკრეობის ანბანი შემასწავლა და ერთი თუ ორი ნაყარიც მაჩუქა. მის მიერ ნაჩუქარ სანაყრე ყუთს დღესაც ვინახავ აივანზე.
მაგარი კაცი იყო ღმერთმა გაანათლოს, რო გაიგო რაჭველი ვიყავი ზედ გადამყვა, მე რომ ცოცხალი ვარ რაჭველ კაცს ვუმადლიო.
ფრონტზე დაჭრილი ვეგდე და ვკვდებოდი, მოვიდა და ზურგით გამათრიაო, ვეუბნებოდი წადი მე მაინც ვკვდებიო და არ ქნა, სანამ არ გამიყვანა სამშვიდობოსო.
მერე ის კაცი ფრონტზე დაიღუპა.როგორც მახსოვს.
ბაგრატ პაპა მეუბნებოდა, რადგან გიყვარს ფუტკარი და აქაურობა , მოდი ჩვენებური ქალი მოიყვანე და აქ დასახლდიო, თვითონ იმ გამოქვაბულში ცხოვრობდა სადაც დაიბადა.
ვენახი გააშენა ,სხვადასხვა ადგილობრივი, ძველი ჯიშები მოიძია და ამბობდა ვეხვეწები ეს ნერგები უსასყიდლოდ წაიღეთ, თქვენი არაფერი, მინდა და გაამრავლეთო, მაგრამ არავის ესმოდა, აი იქნებ ქვევრო ,გააკეთო ეს კეთილი საქმე.
ღმერთი შეგეწევა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]