კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 12 ოქტ 2007, 14:51
ამ ორი დღის წინ ვიყავი მესხეთში. ჩემი მიზანი იყო ძველი მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა და გადარჩენა. თან მახლდა საკმაოდ გამოცდილი ამპელოგრაფი და თანაც კარგი კაცი მევენახეობა-მებაღეობის ინსტიტუტიდან. გზაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. მიუხედავად დროის სიმცირისა ვფიქრობ ბევრი მოხერხდა. ბოლოს პაპა ბაგრატას (დევნოსაძე) სახლიც ვნახეთ. ეს ძალიან კარგი კაცი იყო. ის ფაქტიურად ამ მხარეში(ზედა ვარძია) მარტო ცხოვრობდა და კარგ საქმეებსაც აკეთებდა.
ეხლა რაც შეეხება სურათებს.

ამგვარად ვნიშნავდით ვაზებს რათა შემოდგომით ან დაზაფხულზე მივიდეთ და რქები ავჭრათ.
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 12 ოქტ 2007, 14:59
ზოგს რა უმართლებს პროფესიაში.

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:08

შუა მუშაობაში

ვაი სირცხვილო, რას იტყვის ჩემი მენეჯერი(გვარსა და სახელს არ დავასახელებ) მოკლედ მუშაობას არ გაცლის ეს ხალხი.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:13

ა კიდო.

ჩვენი მასპიმძელი. მესხი პაპა სახელად მიხეილი.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:41

ზემო ვარძია, როგორც მითხრეს ეს აფთიაქიაო, ცოტა გაციებული ვიყავი, მივედი ასპირინი უნდა მეყიდა და არა გვაქვსო

ისევ ვამჯობინე ჭანჭურის არყით მემკურნალა

ეს კლდეში ნაკვეთი ყურძნის წნეხია, ცუდ მდგომარეობაშია. მეორედ რომ მივალ ვეცდები ამოვასუფთაო.

ესეც პაპა ბაგრატას სახლში კლდეში ნაკვეთი საწნახელი თავისი თაღარით.
Last edited by
qvevri on 22 თებ 2008, 19:21, edited 2 times in total.
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 12 ოქტ 2007, 15:49
პაპა ბაგრატას სახლთან ერთი ძალიან ძველი კაკლის ხე ვნახე საიდანაც სათესლე ნაყოფი წამოვიღე. ხე დაახლოვებით 200-ზე მეტი წლისა უნდა იყოს და როგორც მითხრეს ძველი მესხური ჯიშიაო. ვისაც გინდათ გიწილადებთ.

აი ეს ხეც.

მინდა ვთქვა რომ გასამრავლებლად წამოვიღე ასევე პაპა ბაგრატას დარგული კაკლის ნაყოფებიც.

მასპინძელმა ლიტრანახევრიანი ჭანჭურის არაყი მაჩუქა და მითხრა რომ ეს ჭანჭური პაპა ბაგრატას დარგულიაო, მე საჩუქარი სიამოვნებით მივიღე, ეტიკეტი დავაკარი და კოლექციაში მოვათავსე.
-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 12 ოქტ 2007, 20:20
dzalian magaria

.. gmertma xeli mogimartot am gvtisnier saqmeshi

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 12 ოქტ 2007, 20:28
qvevri
როგორც მითხრეს ძველი მესხური ჯიშიაო. ვისაც გინდათ გიწილადებთ.
მე მინდა. თანაც, ძალიან!

-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 12 ოქტ 2007, 21:25
qvevri wrote:
მე ეს გემრიელობები მინდა.მშია.

-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 12 ოქტ 2007, 22:31
qvevri
ეს რა მადლიანი საქმისთვის მოგიკიდია ხელი
ბაგრატ დევნოსაძე ალბათ გარდაიცვალა ხოოო?
ასი წელი რომ შეუსრულდა აღნიშნეს მაშინ,
იმის მერე ბევრი დრო გავიდა და
აღარც მსმენია რამე.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 12 ოქტ 2007, 22:56
ჰოო, კარგი ადგილები მოგივლია, მადლიანი.
აბა თამარ მეფე ვარძიაში ფეხშიშველი არ ავიდოდა, მანდ რომ საქართველოს მფარველი ანგელოსი არ მჯდარიყო.
ბაგრატ დევნოსაძემ დიდი სიკეთე მიყო. მეფუტკრეობის ანბანი შემასწავლა და ერთი თუ ორი ნაყარიც მაჩუქა. მის მიერ ნაჩუქარ სანაყრე ყუთს დღესაც ვინახავ აივანზე.
მაგარი კაცი იყო ღმერთმა გაანათლოს, რო გაიგო რაჭველი ვიყავი ზედ გადამყვა, მე რომ ცოცხალი ვარ რაჭველ კაცს ვუმადლიო.
ფრონტზე დაჭრილი ვეგდე და ვკვდებოდი, მოვიდა და ზურგით გამათრიაო, ვეუბნებოდი წადი მე მაინც ვკვდებიო და არ ქნა, სანამ არ გამიყვანა სამშვიდობოსო.
მერე ის კაცი ფრონტზე დაიღუპა.როგორც მახსოვს.
ბაგრატ პაპა მეუბნებოდა, რადგან გიყვარს ფუტკარი და აქაურობა , მოდი ჩვენებური ქალი მოიყვანე და აქ დასახლდიო, თვითონ იმ გამოქვაბულში ცხოვრობდა სადაც დაიბადა.
ვენახი გააშენა ,სხვადასხვა ადგილობრივი, ძველი ჯიშები მოიძია და ამბობდა ვეხვეწები ეს ნერგები უსასყიდლოდ წაიღეთ, თქვენი არაფერი, მინდა და გაამრავლეთო, მაგრამ არავის ესმოდა, აი იქნებ ქვევრო ,გააკეთო ეს კეთილი საქმე.
ღმერთი შეგეწევა.