Post
by ARCHILI » 07 აგვ 2007, 16:07
ჩემი სიმდიდრე ჩემი სულია.. ჩემი სიცოცხლე ადამიანთა სიყვარულია.. ჩემი ოცნება ადამიანთა ნახვაა.. ჩემი სიტყვები - თქვენი მოკითხვა... ხომ გახსოვთ, ცნობილი გამოთქმა, როცა მარადისობა წამს უტოლდება და წამი მარადისობას არ უდებს ტოლს..
და..
თქვენი ცნობა ორივეა ერთდროულად.. ჩაწნულ-მოკაზმული სილამაზეები და მზეები ხართ.. აყვავებულ-აქორაფებული, დაუდევნელი.. სიტყვებს გადაჭარბებული და სათქმელს ჩაკერებულები... თითოეული წუთი მონატრებად ქცეულა.. ამჟამინდელი წამისა კი გშურს, რომ ის თავის თავშია და დარჩება მარადისობად.. და ეს ყველაზე მეტი სიმდიდრეა..
მშობლიურობა პირობითია, იქ, სადაც სიყვარულია, ყველაფერიო პირობითია და ყველაფერი სათნოა, და რაც სათნოა და რაც სიყვარულია, ის ღმერთიცაა.. მერე.. დაგირეკავს ვინმე პირველად, გეტყვის თუნდაც, მე 023 ვარო და ამ ხმაში არა უცხოს, არამედ მშობლიურს მოისმენ.. ანდაც.. დაჯდები ერთ-ერთი მორიგი კოცონის წინ და იქვე ორ ადამიანს ისე გაესხსნები და გაგულწრფელდები, რომ საკუთარი თავის გაგიკვირდება.. ისეთ რამეს იტყვი, ისეთ რამეს გაუმხელ, საუკეთესომ და უახლოესმა რომ არ იცის..
ანდაც.. ჩამოხვალ ერთ-ერთი მორიგი შემოვლიდან და გაჩერებული მანქანიდან ნაცნობ სახეს რომ დაინახავ, ისეთი მშობლიურის სიხარულით გაიხარებ და ისე გადაეხვევი, თითქოს საკუთარი დედა ან და გენახოს ათი წლის უნახავი.. ცრემლებამდე გაუღიმებ და არ შეგრცხვება, მიუხედავად იმისა, რომ კაცი ხარ, ცრემლი კი ქალის მიჯნურია..
და აქ, რასაც ვამბობ, ყოველი სიტყვა რეალურია და მომხდარი.. ყოველი დასახელებული გმირი ნამდვილია და თქვენ თავად ამოიცნობთ..
ძმებო.. ლომებო.. შემომეშველეთ.. ბექავ, კოტეტბელ, გობე და სხვებო.. სიტყვებს ვერ ვმორჩილობ, მხოლოდ ნაწილით-ღა ვიფარგლები... "გულში ვიბრუნებ".. დამეხმარენით.. უარს ნუ იტყვით.. ფიცხელაურის ბექავ.. შენი ჯერია, დუმილს ვერ გაპატიებ.. ვიცი, რომ სათქმელი ჩემზე მეტი გაქვს.. და ვინც შემოგვეშველება კიდევ, მათ გაუმარჯოთ.. შემდეგ ნაწერი სა-დღე-გრძელ-ოდ უნდა ითქვას.. სამარადჟამოდ..
=========================================
Last edited by
ARCHILI on 07 აგვ 2007, 18:38, edited 3 times in total.