ხო, მინიშნებები კარგად იყო ეხლა. ზუსტად ბოლო მინიშნებამ დამარწმუნა რომ საათი იყო, თავიდან დრო ვიფიქრე, მერე დღედაღამე და ბოლოს დავრწმუნდი რომ საათი იყო

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
lama wrote:კვირა!!!!!!!!!!!
გადაწყდააააააააააა
დამირეკა ახლკა ქვევრმაააააააააააააააააა
შევთანხმდით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ვაშააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
მაგარი ბიოგრაფია გაქვს, ძმაო.. თქვენობით უნდა მოგმართოთ, რამდენი ათეული საუკუნის ბრძანებულხართ...paata_ wrote:qvevri
გადავთარგმნე ქართულად
კერამიკული წარმოების ისეთი დარგი როგორიც მექვევრეობაა მთლიანად მეღვინეობის ინტერესებს ემსახურება. ქვევრი ის ჭურჭელია, რომელშიც მიმდინარეობს ყურძნის ტკბილისა თუ დურდოს დადუღება და ღვინის შენახვა. ამრიგად მისი დანიშნულება და მნიშვნელობა მეღვინეობაში უდიდესია. ქვევრის, როგორც სამეურნეო ხასიათის მქონე ჭურჭლის წარმოშობა, ძალზე შორეულ წარსულშია სავარაუდო. საერთოდ მეთუნეობა ხუთ ძირითად დარგად იყოფა ესენია: მეაგურეობა, მეკრამიტეობა, მეჭურჭლეობა, მეთონეობა (საიდანაც წარმოიშვა ამ დარგის სახელი მეთუნეობა) და მექვევრეობა. კერამიკული ნაწარმი თითქმის ყველა სახის თიხისაგან მზადდება, რომელსაც მოიპოვებენ როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ქვევრების დასამზადებლად თიხაც განსაკუთრებული უნდა იყოს და დამზადებისა თუ გამოწვის ტექნოლოგიაც სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. სულხან საბას განმარტებით ”ჭური არს კეცთაგან ჭურჭელი: ქვევრი, ყვიბარი, ქოცო, ხალანი, დერგი, ლაგვინი, ლაგვინარი და მისთანანი”. ქვევრების მოცულობა ძველ საქართველოში დაახლოვებით 10-დან 7000—8000 ლიტრამდე მერყეობდა.
ყველა ტექნოლოგიური პროცესის ზუსტი დაცვით ქვევრში ღვინო ხანგრძლივად ინახება, ქვევრის კედლების ძლიერი ფორიანობის საწინააღმდეგოდ ახალ ქვევრებს მიწაში ჩადგმამდე გაათბობენ დაახლოვებით 50-60ოჩ-მდე და შიგნიდან თაფლის ცვილს გამოუსვავენ. გამთბარი ქვევრის კედლები ცვილს ღრმად შეიწოვს და ამრიგად გამოირიცხება როგორც ღვინის გაჟონვის ან გარედან ქვევრში ნესტის შეღწევის რისკი, ასევე ხმარებისა და რეცხვის პროცესში ცვილის მოცილების საშიშროება. ცვილის ამოსმა შესაძლებელია ასევე უკვე მიწაში ჩამარხულ ქვევრშიც. რაც შეეხება მისი რეცხვის სიძნელეს, ეს პრობლემა იმდენად აქტუალური ყოფილა, რომ ძველად არსებობოდა პროფესია “ქვევრის მრეცხავი” და ამრიგად ამ საქმეს ზოგიერთ შემთხვევაში პროფესიონალი ახორციელბდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრის ღვინოში რაიმე ზადის ან დაავადების გაჩენა ძირითადად განპირობებულია სწორედ მისი რეცხვის არასათანადო ჩატარებით. ტრადიციულად ქვევრების გარეთა ზედაპირს კირით ლესავდნენ. ამ ოპერაციას რამოდენიმე დატვირთვა აქვს, მაგრამ უმთავრესად იგი ერთგვარ ანტისეისმურ ღონისძიებას წარმოადგენს, ამის გარდა დაკირულ ქვევრში ნაკლებია გარედან ნესტის ან გრუნტის წყლის შეღწევის რისკი. ქვევრების დაკირვა საქართველოში ძალიან სწრაფად გავრცელდა რაც განაპირობა დაახლვებით XI საუკუნეში მომხდარმა უძლიერესმა მიწისძვრამ რომელმაც უმრავლესობა სავსე ქვევრებისა დააზიანა. ახლო წარსულში ზოგჯერ კირის ნაცვლად ცემენტსაც იყენებდნენ რაც უნდა აღინიშნოს რომ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან ცემენტის ექსპლუატაციის ვადა კირთან შედარებით ძალზე მცირეა და ასევე მას ახასიათებს დაშმორება და დაობება, გამოცდილი მექვევრე ჭურჭლისათვის მომზადებულ თიხას საგულდაგულოდ დაახარისხებს და არავითარ შემთხვევაში მდინარის, წვიმის ან ნაგუბარი წყლით არ მოზელს. უნდა აღინიშნოს რომ ქვევრი იმდენათ დახვეწილი ჭურჭელია, რომ მან გაჩენიდან დღემდე მრავალი საუკუნის შემდეგ თითქმის უცვლელად მოაღწია. ძველი მექვევრეები თავიანთ ნახელავს აუცილებლად უკეთებდნენ დამღას ქვევრის ტუჩზე. დამღა წარმოადგენდა ხის ან რკინისაგან დამზადებულ ერთგვარ ბეჭედს და მასზე გამოსახული იყო ოსტატის ინიციალები, ჯვარი, სხვადასხვა ორნამენტები, ქვევრის დამზადების წელი და სხვა.
ქვევრებს გარდა ღვინისა იყენებდნენ ჭაჭის, მწნილეულის, ყველის, ერბოსა და მარცვლეულის შესანახად, მაგრამ როგორც აღინიშნა იგი მეღვინეობის ჭურჭელია და მისი შექმნაც ამ დარგის განვითარებამ გამოიწვია საქართველოში.
paata_ wrote:ორშაბათ საღამოს ჯობს
მე ის უფრო მაინტერესებს მაკენა რატომ სდუმს. მე მგონი მაიკა რომ არ უშოვე შენზე ნაწყენია??????Toma wrote:ხალხო კვირას სადმე წასვლა არ სჯობს ბუნწიაღში და იქ სადმე მდინარისა და მწვადების თანხლებით შევნთქათ ქვევრის მიერ დაწესებული პრიზი? ან დღის ბოლოს შევიაროთ მის მარანში დასათვალიერებლად. აააა აბა დაფიქრდით და..... თქვით სად წავიდეთ? ანუ კვირა დღე რომ არ გაგვიცდეს
მე ისეთი მაისური მინდა 5-6ლიტრა ლუდს რომ გაუძლოს.Toma wrote:მაკენა მგონი აჭარაშია სემინარზე და შეიძლება კომპიუტერთანაც ვერ მოხვდეს მაგას შენ თუ დაურეკავ და მოკლე შინაარსს გადასცემ თორე ისე არ გაახსენდება რომ კარავზე შემოიჭყიტოს![]()
ადამიანებოოოო გიშოვეთ ნამდვილად გიშოვეთ და როცა გნახავთ ჩაგახუტებთ თქვენს მაისურებს