ზუგდიდი
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
ზუგდიდი
ზუსტად დღეს მითხრა ჩემმა მეგობარმა ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებაზე და ინფორმაცია უნდა გამეგო.
უფრო დაწვრილებით შეგიძლაი დაწერო? სად გამოაბრძანებენ კონკრეტულად და როდის?
P.S. თუ ზუსტად ამ კვირას არის სამწუხაროა, რადგან ხევსურეთში ლაშქრობაა დაგეგმილი და იქ მინდა წასვლა

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V); მღვდელმთავრისა იუბენალისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (+დაახლ. 458).
ამ დღეს არის ვლაქერნასთან დაკავშირებული დღეობა რომელიც სწორედ ზუგდიდში მყოფ კვართს უკავშირდება.
კვართი არის სასწაულმოქმედი და მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მის მოსალოცად, განსაკუთრებით უშვილოებს შველის.
ასევე ამ დღეს მოიხსენიება წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებლის დედის ძმა, იუბენალი ,რომელმაც აკურთხა დისშვილი საქართველოში წამოსასვლელად.

ახალი თემა რომ არ გავხსნა, ამ შარშან გახსნილ თემას მივაბავ.
ძალიან გამიმართლა და ზუგდიდში მივლინების დროს (ანუ 15 ივლისს) შევძელი დავსწრებოდი ამ დიდ დღესასწაულს, რომლის ეპიცენტრიც ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძარშია (ხალხში დღესასწაულს ვლაქერნობას უწოდებენ).
ეს ეკლესია როგორც იცით, დადიანების კარის ეკლესიად ითვლებოდა და მდებარეობს დადიანების სასახლის ტერიტორიაზე.
ღვთისმშობლის კვართს ყოველ წელს დადიანების სასახლის მუზეუმიდან (რომელიც ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს) გადმოაბრძანებენ ამ საკათედრო ტაძარში და მთელი დღის განმავლობაში ხალხს საშუალება ეძლევა თაყვანის სცენ მას (დაახლოებით 10-დან 8 საათამდე).
კვართი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუზეუმის საცავში ინახება, საქართველოში (როგორც ვარაუდობენ) ან იერუსალიმიდან ან კონსტანტინეპოლიდან უნდა იყოს მოხვედრილი. გარკვეული პერიოდი კვართი ხობის ტაძარში იმყოფებოდა, ხოლო XX საუკუნის 30-იან წლებში კი ამ მუზეუმში მოხვდა.
როგორც იცით, კვართის ფოტოფირზე გადაღების დროს მასზე გამოჩნდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გამოსახულება (რომელიც ჩვეულებრივ შეუირაღებელი თვალით, არ ჩანს).
კვართთან ერთად მოაბრძანეს სხვა სიწმინდეებიც (ისინი ცალკე, შუშის თავიან ყუთში იყო მოთავსებული) - იოანე ნათლისმცემლის ძვალი, წმინდა გიორგის ძვალი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი და წმინდა მარინეს მკლავი.
კვართი მონაცრისფრო ფერის, ტილოს მასალისგან არის შექმნილი და მოთავსებულია სპეციალურ ჩასაბრძანებელში, ზომით კვართი საკმაოდ დიდია (სიგრძე - 180 სმ).
ამ ვიდეოზე http://bin.ge/file/190648/15072008.mp4.html იხილავთ როგორ მოაბრძანებენ ამ სიწმინდეებს საკათედრო ტაძარში.
უშუალოდ კვართის გამოსახულებას რაც შეეხება, არ ვიცი შეიძლება თუ არა მისი ვიდეო ფაილის ლინკის მითითება აქ.

Last edited by Varvara on 18 ივლ 2008, 15:16, edited 3 times in total.
ზუგდიდი
დღესასწაულის აპოთეოზი - წირვა დასრულდა, ემზადებიან კვართის გამოსაბრძანებლად შესანიშნავი სიმღერის ფონზე.
http://bin.ge/file/190649/15072008-005-.mp4.html