ზუგდიდი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ზუგდიდი

Post by Toma » 10 ივლ 2007, 17:56

ხალხო ამ კვირას ზუგდიდში ერთ-ერთ ეკლესიაში ღვთისმშობლის კვართს გამოაბრძანებენ.

doroTea
ბოდიალა
Posts: 268
Joined: 25 თებ 2007, 22:11
Location: Tbilisi
ზუგდიდი

Post by doroTea » 12 ივლ 2007, 02:14

ზუსტად დღეს მითხრა ჩემმა მეგობარმა ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებაზე და ინფორმაცია უნდა გამეგო.

უფრო დაწვრილებით შეგიძლაი დაწერო? სად გამოაბრძანებენ კონკრეტულად და როდის?

P.S. თუ ზუსტად ამ კვირას არის სამწუხაროა, რადგან ხევსურეთში ლაშქრობაა დაგეგმილი და იქ მინდა წასვლა :(

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ზუგდიდი

Post by Toma » 12 ივლ 2007, 09:33

კვართი მე რამდენადაც ვიცი ინახება ზუგდიდში მუზეუმში.
ხოლო დადიანების აშენებულ ეკლესიაში გამოაბრძანებენ კვართს ამ შაბათს და კვირას. ისე არც მე ვიცი ამაზე ზუსტად... შეიძლება მეშლებოდეს და საპატრიარქოს საიტზე იპოვი ნამდვილად

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ზუგდიდი

Post by ლეონტი » 12 ივლ 2007, 09:42

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V); მღვდელმთავრისა იუბენალისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (+დაახლ. 458).
ამ დღეს არის ვლაქერნასთან დაკავშირებული დღეობა რომელიც სწორედ ზუგდიდში მყოფ კვართს უკავშირდება.
კვართი არის სასწაულმოქმედი და მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მის მოსალოცად, განსაკუთრებით უშვილოებს შველის.
ასევე ამ დღეს მოიხსენიება წმინდა ნინო ქართველთა განმანათლებლის დედის ძმა, იუბენალი ,რომელმაც აკურთხა დისშვილი საქართველოში წამოსასვლელად.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ზუგდიდი

Post by Varvara » 18 ივლ 2008, 14:58

ახალი თემა რომ არ გავხსნა, ამ შარშან გახსნილ თემას მივაბავ.

ძალიან გამიმართლა და ზუგდიდში მივლინების დროს (ანუ 15 ივლისს) შევძელი დავსწრებოდი ამ დიდ დღესასწაულს, რომლის ეპიცენტრიც ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის ტაძარშია (ხალხში დღესასწაულს ვლაქერნობას უწოდებენ).

ეს ეკლესია როგორც იცით, დადიანების კარის ეკლესიად ითვლებოდა და მდებარეობს დადიანების სასახლის ტერიტორიაზე.

ღვთისმშობლის კვართს ყოველ წელს დადიანების სასახლის მუზეუმიდან (რომელიც ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს წარმოადგენს) გადმოაბრძანებენ ამ საკათედრო ტაძარში და მთელი დღის განმავლობაში ხალხს საშუალება ეძლევა თაყვანის სცენ მას (დაახლოებით 10-დან 8 საათამდე).

კვართი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუზეუმის საცავში ინახება, საქართველოში (როგორც ვარაუდობენ) ან იერუსალიმიდან ან კონსტანტინეპოლიდან უნდა იყოს მოხვედრილი. გარკვეული პერიოდი კვართი ხობის ტაძარში იმყოფებოდა, ხოლო XX საუკუნის 30-იან წლებში კი ამ მუზეუმში მოხვდა.

როგორც იცით, კვართის ფოტოფირზე გადაღების დროს მასზე გამოჩნდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გამოსახულება (რომელიც ჩვეულებრივ შეუირაღებელი თვალით, არ ჩანს).

კვართთან ერთად მოაბრძანეს სხვა სიწმინდეებიც (ისინი ცალკე, შუშის თავიან ყუთში იყო მოთავსებული) - იოანე ნათლისმცემლის ძვალი, წმინდა გიორგის ძვალი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი და წმინდა მარინეს მკლავი.

კვართი მონაცრისფრო ფერის, ტილოს მასალისგან არის შექმნილი და მოთავსებულია სპეციალურ ჩასაბრძანებელში, ზომით კვართი საკმაოდ დიდია (სიგრძე - 180 სმ).

ამ ვიდეოზე http://bin.ge/file/190648/15072008.mp4.html იხილავთ როგორ მოაბრძანებენ ამ სიწმინდეებს საკათედრო ტაძარში.

უშუალოდ კვართის გამოსახულებას რაც შეეხება, არ ვიცი შეიძლება თუ არა მისი ვიდეო ფაილის ლინკის მითითება აქ.
Last edited by Varvara on 18 ივლ 2008, 15:16, edited 3 times in total.

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ზუგდიდი

Post by Varvara » 18 ივლ 2008, 15:07

დღესასწაულის აპოთეოზი - წირვა დასრულდა, ემზადებიან კვართის გამოსაბრძანებლად შესანიშნავი სიმღერის ფონზე.

http://bin.ge/file/190649/15072008-005-.mp4.html

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ზუგდიდი

Post by Naia » 18 ივლ 2008, 15:09

Toma
რა საინტერესოა...

დიდი ხანია მინდა მანდ ჩასვლა და კვართის ნახვა

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
ზუგდიდი

Post by Varvara » 18 ივლ 2008, 20:51

ხალხო, თომამ ეს თემა ზუსტად 1 წლის წინ გახსნა - 2007-ში.

მე 2008-ში მოვხვდი ამ დღესასწაულზე - 2008 წლის 15 ივლისს.

წელს არანაირი გასვლა არ იგეგმება ამ კუთხით ზუგდიდში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]