"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 16:03

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მწყემსების მორიგ ბინასთან შევჩერდით. მივხვდით, რომ დაღამებამდე ვერც ვესტმოში და, მით უმეტეს ვერც ვესტომტაში, ასვლას ვერ მოვახერხებდით. და რადგან ვიწრო ბილიკებზე ღამით სიარული სახიფათო იყო, გადავწყვიტეთ იქვე დავბანაკებულიყავით. აქვე კარგი საბანაკო ადგილიაო, გვირჩიეს, და გავემართეთ იმ ადგილისკენ. კარგი საბანაკე ადგილი საქონლის ნეხვით და ქვებით იყო მოფენილი :), შეძლებისდაგვარად მოვასუფთავეთ იქაურობა და გავშალეთ კარვები. თუმცა მანამდე კარგა ხანს ვეძებეთ საკუთარი ბარგი. ტომრების გამოყენებას ერთი დიდი მინუსი ჰქონია, კაცმა არ იცის, შენი ბარგი რომელია :) ქეთომ ჭკუა იხმარა, თავის ტომრებს მარკერით "ქეთო" დააწერა თბილისშივე, ამიტომ ჩვენსავით გამწარებული არ ეძებდა ყოველ საღამოს ბარგს :). ახლოში პატარა ნაკადული ჩამოდიოდა მთიდან, მისი სასმელად გამოყენებაც შეიძლებოდა და საბანაოდაც. თუმცა ისეთი ცივი იყო, ძლივს გავუძელით. ამიტომ კარავი რომ გავშალე, ისე ვკანკალებდი, საძილეში ჩაწოლას არაფერი მერჩივნა. თურმე იაკოც ჩემს დღეში ყოფილა. მაგრამ 1 საათის მერე , როცა კარველებმა ვახშმობა მოასწრეს, კოცონის გარშემო გაბნეულმა მუსიკის ჰანგებმა ორივე გამოგვიტყუა თბილი კარვებიდან. პაატა კარხელაური ბალალაიკაზე უკრავდა და მღეროდა: "იქ სადაც გაზაფხული ივნისში იწყება"... ამის მოსმენის მერე კარვებში რა გაგვაჩერებდა. სიმღერა სიმღერას ცვლიდა, სადღეგრძელო- სადღეგრძელოს, ლექსი - ლექსს, და ცეკვა-ცეკვას. შეშა ტკაცუნობდა და ცეცხლის ალი ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში ადიოდა. ნაწილი არაყს სვამდა, ჩვენ კიდევ ჩვენს ჭიქამტეებთან ერთად ბარსას მიერ დაწურულ დევების სისხლს მივირთმევდით ღობეზე გადაკიდებული ჭიქიდან :wink: (აქ ერთი ანეკდოტის პერიფრაზი გავაკეთე, ვინც ეს ანეკდოტი იცის, ღობეზე გადაკიდებული ჭიქის მნიშვნელობასაც მიხვდება ;) ) დევების სისხლმა იმდენი ქნა, იაკოს სიცივე სულ დაავიწყა და ისეთი ლამაზი ლექსები სთქო რომ სულ დაგვავიწყდა, დასაძინებლად წასასვლელები და ადრე ასადგომები რომ ვიყავით. ამიტომ საკმაოდ გვიან დავიშალეთ.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 16:16

Naia
ნაპირზე არც ისე, შიგნით არ ვიცი. თუმცა მგონი ლაშამ თუ ბარსამ ფეხით გადაკვეთეს ერთერთი ტბა და მკერდამდე მიწვდათ წყალი მგონი. მეორე ტბაზე ვერაფერს გეტყვი. აი დანარჩენი 2 კი არანაირად აიქნებოდა ღრმა.

მესამე დილა გათენდა:

Image
Image
Image
Image

ჩვენს ბანაკს ზემოდან რომ დავხედე, მივხვდი რომ იმ მთაგორიან ადგილას, მაგაზე სწორ ადგილს მართლა ვერაფრით ვიპოვნიდით :).

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 16:21

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ავკეცეთ კარვები, ჩავალაგეთ ბარგი. ზურგჩანთები მეგზურებს დავუტოვეთ და დრო რომ არ დაგვეკარგა მათ ლოდინში გზას გავუდექით, რადგან ვიცოდით, რომ ვესტმომდე და ვესტომტამდე ერთი ბილიკი მიდიოდა და გზა არ დაგვებნეოდა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მწყემსების ეს ბინა სოფელ საჭიღოლოს ახლოს მდებარეობს. შორიდან დავინახეთ მწყემსთა სადგომიც და სოფელიც.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

შორს ვესტომთა ჩანს, მაღლა, მთაზე შეფენილი სოფელი, მაგრამ მანამდე ვესტმოში უნდა ავიდეთ. თუმცა ვესტმო ჯერ არ ჩანდა.
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 16:36

Image
Image

ისევ ვესტომთა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ვესტმოც გამოჩნდა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image


აქ ჩვენებს შევუერთდით, ჩვენს ლოდინში ერთ სტუმართმოყვარე ოჯახში რომ აფარებდნენ გრილ აივანზე სიცხისგან თავს და თან ალუდს აგემოვნებდნენ. 2 დღის წინ ყოფილა დღეობა ვესტმოში და ამიტომ ალუდის გასინჯვის საშუალებაც მოგვეცა. თუმცა დრო ცოტა გვქონდა და ამიტომ მალევე განვაგრძეთ გზა, შევუყევით ვესტომთისკენ მიმავალ , მთაში გაჭრილ ბილიკს. ცხენები ჯერ არ ჩანდნენ.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 17:17

ავაღწიეთ ვესტმოში და ცხენებიც მოგვადგნენ.

აი იქ კიდევ "მოვესიყვარულეთ" მე და პაატა ერთმანეთს :D პაატამ გაიგო რომ ჯვარბოსელში ხითანობა და დოღი იმართებოდა იმ დღეს. და იქ წასვლა მოინდომა, თქვენ დოჭუში წადით და მე ჯვარბოსელში წავალო. ჯგუფის გაყოფა არ გვინდოდა ამიტომ ცოტა ხნის ფიქრის მერე, გადავწყვიტეთ მარშრუტში ცვლილებები შეგვეტანა და ყველა ხითანობაზე წავსულიყავით. მით უმეტეს, რომ პირველადი მარშრუტის განხორციელების შემთხვევაში გზა გვიგრძელდებოდა და შეიძლებოდა წოვათაც ვერ მოგვესწრო. თან დოჭუ სამანქანო გზასთან ახლოსაა, ხეობის დასაწყისსია და მისი ნახვა თუშეთში სხვა დროს ამოსულ ადამიანს არ უნდა გაუჭირდეს. ამ იმედით გადავეწყვეთ ხითანობაზე დასწრების განწყობაზე.

მანამდე კი ვესტომთის ალუდი გავსინჯეთ. ვინ კათხებით და ვინ ჯიხვის ყანწებით.
ყველა სოფელსი გასხვავებული ალუდი აქვთ, ზოგის მოტკბოა, ზოგის მომჟავო. ვესტომთაში ალუდმა ბურახი მოგვაგონა, მერე რომ გავიგეთ, რომ ჩირს და შაქარს უმატებენ სვიას, არ გაგვკვირვებია. ძალიან გემრიელად მივირთვით ცივი ალუდი. მე პირადად ეს სასმელი ამ სოფელში ყველაზე მეტად მომეწონა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მერე გავუყევით გზას ჯვარბოსლისაკენ.

Image

მალე შემაღლებულ ადგილას გავედით და იქიდან ილიურთა და ბეღელა დავინახეთ

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ეს საბძელი რომ დავინახეთ თავის სარეკლამო წარწერით, მაშინვე ბარსას დავუძახეთ :D
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 17:39

Image
Image
Image

სადღაც შორს დოჭუც გამოჩნდა. ამ კუთხიდან საკმაოდ არაეფექტურად ჩანდა.

Image

ისევ ილიურთა

Image

გულდათუშული

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ბეღელა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ერთ ადგილად გზა იყოფოდა, ჯვარბოსლისკენ გზა მარცხნივ მოდიოდა, ჩვენებს რომ გზა არ შეშლოდატ, გზაზე ისრების დახაზვა მოვიფიქრეთ, 10-ოდე ისარი დავხაზეთ და ერტი-ორ ადგილას კარავიც მივაჩხაპნეთ, რომ მიმხვდარიყვნენ, ვისი დატოვებული იყო ისრები.
Image
Image

მაგრამ თურმე რად გინდა :D ცოტა ხანში ყიჟინა შემოგვესმა და იმ კამაზის ძარაძე, გვერდზე რომ ჩაგვიქროლა, ნაცნობ სილუეტებს მოვკარით თვალი :D. ყველა აქ იყო, სულ ბოლოს ვინც მოდიოდა ისინიც კი, თურმე ილიურთაში ერთ ოჯახში სტუმრობაც კი მოესწროთ, ალუდი და უგემრიელესი თუშური ყველი იქაც გაესინჯათ :D. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ავფოფხდით ძარაზე და ძირს მოვკალათდით ნაშალი ქვების ნატეხებს შორის.

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 17:59

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ჯვარბოსელში ჩავედით
Image

ხალხი დოღისთვის და პურობისთვის ემზადება

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 18:09

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ჩვენებმა ისე იცეკვეს, გადარიეს თუშები :)

Image
Image
Image

თუშებმა ისევ გვიმასპინძლეს. ერთი ოჯახის რძლები გავიცანით, ჩვენთან ერთად ჩამოსხდნენ და პატარა სუფრაც მოგვიწყვეს, თავის სადღეგრძელოებით, სიმღერით და გარმონზე და დოლზე აჟღერებული მელოდიებით. ფალკონმა ოცნება აისრულა :) ამდენი ხანია თუში ქალის მიერ გარმონზე შესრულებული სიმღერის მოსმენა უნდოდა და ამ გოგოების დედამთილმა, სასიამოვნო ქალბატონმა დიდხანს არ გვახვეწნინა, ჩვენი თხოვნა რომ მოისმინა :D

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 09 აგვ 2011, 18:16

დოღი დაიწყო, უფრო სწორედ ცხენოსნები დოღის საწყისი ადგილისკენ გაემართნენ.

Image
Image
Image
Image

მანამდე კი სუფრა და ქეიფი გრძელდება თავის ცეკვა-თამაშით.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

მდინარის გაღმა ცხენებიც გამოჩნდნენ.

Image
Image
Image
Image
Image

Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by qvevri » 10 აგვ 2011, 09:07

განაგრძო!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 10:33

დოღი ორჯერ ჩაატარეს. ორი დროშა ჰქონდათ გამარჯვებულისთვის და იმიტომ. მერე, როგორც მოგვიანებით ვერხოვანის სასტუმროს დიასახლისმა გვითხრა, ვისთანაც წყლის მარაგის შესავსებად დავდიოდით ხოლმე, მეორე დროშა დაღუპული შვილის სახელზე დაუმზადებია ერთერთ ოჯახს და ჯილდოდ დაუწესებია.

დოღის მეორე ნაწილის საყურებლად რამდენიმე კარველი მდინარისკენ წამოვედით და იქვე მდებარე ბორცვზე ჩრდილს შევაფარეთ თავი, თან იქიდან უფრო კარგად ჩანდა ყველაფერი. მაგრამ ერთი საინტერესო მომენტი გამოგვპარვია. დოღის მერე გამარჯვებულს მხარზე ისვამენ, წრეში ჩამდგარი თუშები, ერთ წრეს მეორე ცოცხალი წრე ადგამს ზემოდან და ასე ტრიალ-ტრიალით და "გვწყალობდეს, გვწყალობდეს" ძახილით მიყავთ იმ ადგილთან სადაც დროშა გადაეცემა. ამ ტრადიციას თურმე ქორბეღელა ჰქვია. ეს ყველაფერი სხვა კარველებისგან გადმოცემით გავიგე, ამიტომ შესაძლო უზუსტობისგან თავს ვიზღვევ :).

Image

ლალიმას-მა პირველ დოღში გამარჯვებულის სოფლის თავს მიულოცა გამარჯვება. მათ კი დალოცვის გარეშე არ გამოუშვეს.

Image
Image
Image
Image
Image
Image

დოღის მეორე ნაწილი დაიწყო.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

გამარჯვებულები დროშებს ამაყად მიაფრიალებენ თავიანთი სოფლებისკენ.

Image
Image
Image
Image
Image
Image

დოღი და დღესასწაული დამთავრდა და ის იყო, სოფლისკენ გავემართეთ, რომ ერთერთი სუფრიდან საკუთარი სახელი შემომესმა, ხმა თან მეცნო და თან მეუცხოვა, მივხვდი რომ ჩვენი თანამგზავრების ხმას არ გავდა, გავიხედე და ვის ვხედავ - კარველ გომეწარს - რეზო ბაშინურიძეს, კოტეტბელის მეგობარს, ვინც წინა წელს წაგვიყვანა თუშეთში მე, ფალკონი და კიდევ 15-ოდე კარველი. ძალიან გაგვიხარდა რეზოს ნახვა, არც ის ჩანდა ნაკლებად გახარებული. დიდი სითბოთო მოგვიკითხა და დიდი სიამაყით გვაჩვენა მთაზე შეფენილი მისი მშობლიური სოფელი კოკოლთა. მახსოვს შარსან სულ კოკოლთაზე გვესაუბრებოდა, მაგაზე ლამაზი სოფელი თუშეთში არ არსებობსო :). რეზოს თავის სოფელში მიპატიჟებაზე სამწუხაროდ უარი უნდა გვეთქვა, ისედაც დატვირთული გეგმა გვქონდა. ამიტომ სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ, დავემშვიდობეთ და გავემართეთ დასაბანაკებლად.

Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 10:36

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

იმ ადგილის გვერდით, სადაც უნდა დავბანაკებულიყავით სასტუმრო "სარგირი" იყო, იმ ორი დღის განმავლობაში, რაც ვერხოვანში გავჩერდით, წყლის მარაგის შესავსებად და შხაპის მისაღებად მაგ სასტუმროში დავდიოდით ხოლმე .
სასტუმრო "ელკანას" მიერ გამოვლენილ თუშეთში 5 საუკეთესო სასტუმროს შორის შედის. სერთიფიკატიც ეკიდათ კედელზე.
ესეც სასტუმროს ოთახი-მუზეუმის ინტერიერი და თავად სასტუმრო

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

giorgi_barca
ბოდიალა
Posts: 137
Joined: 30 სექ 2010, 14:08
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by giorgi_barca » 10 აგვ 2011, 10:48

ლიკა ლაშქრობის მონაწილეთა სიაში ისევ ქეთოს + ვარ და როცა მოახერხებ,იქნებ ჩაასწორო :)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by keto » 10 აგვ 2011, 11:14

უი, ეს ბარსელონა მაისურიანი რეზო ბაშინურიძეა? :lol: :lol: სანამ დოღი დაიწყებოდა, ჩრდილში რომ ვისხედით გორაკზე, დაბლა დასეირნობდა, მაისურის წარწერა შევამჩნიეთ და გიო-ბარსას დავანახვეთ :)))))))
Keep Smiling...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
"ლამზირია თუშითა" - თუშეთი 30.07-6.08.11.

Post by Mta Mkvarebia » 10 აგვ 2011, 12:16

giorgi_barca
ჩავასწორე :)

keto
კი, ეგაა :) გავაცანით კიდეც მერე გიოს :).


Image
Image
Image
Image

საბანაკე ადგილას რომ მივედით, ვნახეთ რომ კარგად არ იყო შერჩეული, საკმაო დაქანება ჰქონდა და 2 ღამის გათევა გაგვიჭირდებოდა, ამიტომ იქვე ახლოს უკეთესი ადგილი რომ იპოვა ბარსამ, ყველა იქ გადავბარგდით, ნაწილი გაუშლელი და ნაწილი გაშლილი კარვებით :))

Image

ილიამ თუ აწია ქალი, მე რით ვარ ნაკლებიო? ;)

Image
Image
Image

იმ ღამითაც შემოვუსხედით კოცონს სიმღერების და მუსიკის ჰანგების ქვეშ. შეშის მოგროვებაზე კვლავ ჩვენი გასვლის გმირმა - ფალკონის პლიუსმა, მისტერ ყავა გინდა თუ ჩაი-შეშა მოიტანა-კოცონი დაანთო-გოგოები მდინარეზე გადაიყვანა-გზა გაკვალა-გზა ჩაკეტა-ძაღლები დააფრთხო - წყლულები მოაშუშა და ასე უსასრულოდ... -ჯორჯ მეინმა იზრუნა. ჯორჯი ისეთი მზრუნველი, გულიანი და საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ყველას გული მოინადირა. ჯერ ხომ გამართული ქართულით მეტყველებდა, სხვები თუ ბარბარიზმს იტყოდნენ ის მის ქართულ შესატყვისს ამბობდა.
Last edited by Mta Mkvarebia on 10 აგვ 2011, 12:19, edited 1 time in total.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]