რაგბის მატჩები

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 28 მაი 2011, 22:47

დღევანდელ თამაშშიც შეუდარებელი იყო ბახვა კობახიძე. ამ ბიჭს ჩინებული დარტყმა და მიზანი აქვს.
სამწუხაროდ პირველ ტაიმს ვერ ვუყურე და მხოლოდ მეორე ტაიმიდან შევძელი ტელევიზორთან მეგულშემატკივრა და მეორე ტაიმის პრველმა წუთებმა დამძაბეს, რადგან ბურთის პირველივე გათამაშებაზე ლელო მივიღეთ, თუმცა მალევე ლელოთი ვუპასუხეთ და აღარც გაჩერებულან ჩვენი მომავალი ბორჯღალოსნები :) შედეგი სახეზეა, თუმცა ისევ ეს ტრამვები, ლელოს მოედნის სიახლოვეს წინ თამაში და პატარ პატარა ხარვეზები გამოსასწორებელია. იაპონია ძლიერი გუნდია და მთEლი მობილიზებით გვმართებს თამაში. მე ისღა დამრჩენია წარმატებები ვუსურვო მომავალ თამაშზე და ფინალში იმედია სამოას შევხვდებით :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 28 მაი 2011, 23:10

ტექნიკური მონაცემები:
იაპონია
საშუალო სიმაღლე - 182სმ. ყველაზე მაღლები - იუჰო აშიია და ნაოიუკი ცუჯი 190 სმ.
საშუალო წონა - 97 კგ. ყველაზე მძიმეწონოსანი - მაო ენოკი 120 კგ, წინა ხაზზე საშუალო წონა - 106 კგ.

საქართველო
საშუალო სიმაღლე - 185 სმ. ყველაზე მაღალი კოტე მიქაუტაძე - 200 სმ.
საშუალო წონა - 111 კგ. ყველაზე მძიმეწონოსანი ზურა ჟვანია - 125 კგ. წინა ხაზზე საშუალო წონა - 116 კგ.

ეს არის დღვანდელი მატჩების მიხედვით, შეიძლება მომდევნო თამაშისთვის შეიცვალოს მონაცემები.
ინფორმაცია მოძიებულია რაგბის საერთაშორისო გამგეობის ვებ გვერდზე: http://www.irb.com/jwrt/news/newsid=204 ... ay+preview
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 29 მაი 2011, 13:08

იაპონიასთან ჰაერივით გვინდა გამარჯვება :)

ძლიერები არიან იაპონელები, მაგრამ ჩვენი მონდომება უფრო ძლიერი აღმოჩნდება იმედია :)

აი ფინალში კი სამოასთან მოგება უფრო მეტად გამახარებს :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 29 მაი 2011, 17:59

meleksa wrote:იაპონიასთან ჰაერივით გვინდა გამარჯვება :)

ძლიერები არიან იაპონელები, მაგრამ ჩვენი მონდომება უფრო ძლიერი აღმოჩნდება იმედია :)

აი ფინალში კი სამოასთან მოგება უფრო მეტად გამახარებს :)
ჯერ იაპონიას მოვუგოთ და მერე სამოაზე ვიფიქროთ. ოთხშაბათს გადამწყვეტი დღეა. თორე მერე სავარაუდოდ ურუგვაისთან მოგვიწევს მესამე ადგილის გარკვევა :)
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 29 მაი 2011, 18:05

ქართველების “მონპელიე” TOP 14-ის ფინალშია!

Image

არგენტინელი მარტინ ბუსტოს მოიანოს მიერ ბოლო წუთზე გატანილმა ჯარიმამ, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის ნახევარფინალში, ქართველების “მონპელიეს”, “რასინგ მეტროზე” ერთქულიანი უპირატესობა მოაპოვებინა და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში, ის ფინალში ითამაშებს.
მარსელის “ველოდრომზე” გამართული შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის და გიორგი ჩხაიძის გუნდი, მეტოქეს 17 ქულით ამარცხებდა, მაგრამ “რასინგ მეტრომ” სიტუაცია სათავისოდ შეატრიალა და შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე წინაც გაიჭრა. მოკლედ, მატჩის პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. “რასინგ მეტრომ” ანგარიში ფრასუა შტეინის ჯარიმით გახსნა, მოიანომ ჯარიმით მე-12 წუთზე გაათანაბრა. მალე, “მონპელიე” ფაბიენ როლფესის სინბინით დაისაჯა და ჯონათან ვიშნევსკიმ ჯარიმით კვლავ თავისიანები დააწინაურა, თუმცა, კაცნაკლულმა “მონპელიემ” ჯარიმის უფლება თავადაც მოიპოვა და მე-19 წუთზე წონასწორობა აღდგა.
“მონპელიე” უდისციპლინობით გამოირჩეოდა და ყვითელი ბარათით მეორედაც დაისაჯა - 52-ე წუთზე, რეფერიმ ტრინ დუკი გაასინბინა, მაგრამ “რასინგ მეტროს” დამრტყმელმა, ჯონათან ვიშნევსკიმ ყოველივე ეს სათანადოდ ვერ გამოიყენა, რამდენიმე ჯარიმა გააფუჭა და ამან “მონპელიეს” მოგება განაპირობა.
ქართველთა გუნდმა ინიციატივა 32-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც ფაკეტის გარღვევის შემდეგ, მირანდემ ლელო დადო და თანაგუნდელები დააწინაურა, მოიანომ კი რეალიზაცია გამოიყენა. “მონპელიემ” უპირატესობა მე-2 ტაიმის დაწყებისთანავე გაზარდა - ტრინ დუკის გარღვევას მხარი სანტიაგო ფერნანდესმა აუბა და არგენტინელმა ლელო კუთხეში გაიტანა, მეორე არგენტინელმა კი რეალიზაცია არ გააფუჭა.
51-ე წუთზე, მოიანომ მონაგარს კიდევ ერთი ჯარიმა შეჰმატა და გუნდი 23:6 დააწინაურა. თითქოს “მონპელიეს” გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ “რასინგ მეტრომ” ბოლომდე იბრძოლა. 52-ე წუთზე, “მონპელიე” სინბინით დაისაჯა და რამდენიმე წამში ბობომ “რასინგ მეტროს” პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო, თუმცა, სანამ “მონპელიეს” დასჯილი მორაგბე სინბინიდან დაბრუნდებოდა, ვიშნევსკიმ რიცხვობრივი უპირატესობით თანაგუნდელები მეორედ ახეირა, ამჯერად, რეალიზაციც ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე დაიყვანა.
ოც წუთში ხუთქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და “რასინგ მეტრომაც” მოინდომაც, რაც ლელოთი 74-ე წუთზე დაგვირგვინდა. ვიშნევსკის ამჯერად მიზანმა აღარ უმტყუნა და რეალიზაციით თანაგუნდელები დააწინაურა, მაგრამ იმ დღეს გამარჯვებას “მონპელიე” უფრო იმსახურებდა - ბოლო წუთზე, მოიანომ ჯარიმა ზუსტად დაჰკრა და საკუთარ გუნდს 26:25 მოაგებინა.
გოდერძი შველიძე და გიორგი ჩხაიძე, ტრადიციულად, განაცხადში არ იყვნენ, გიორგი ჟღენტი და მამუკა გორგოძე კი, თამაშში პირველივე წუთებიდან ჩაერთვნენ. გორგოძემ შერკინების მესამე ხაზში სრულად ითამაშა, პირველხაზელი ჟღენტი კი, მწვრთნელმა 71-ე წუთზე შეცვალა.
ამრიგად, “მონპელიე” ოთხ ივნისს, პარიზში, “სტად ფრანსეზე”, Top 14-ის ფინალში ითამაშებს და იქ “ტულუზას” დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” დაამარცხა - 29:6.

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=20881&lang=1
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 01 ივნ 2011, 20:48

საქართველო 14 - 29 იაპონია სამწუხაროდ წავაგეთ რიგი მიზეზების გამო და ვფიქრობ ფინალში ორი ღირსეული გუნდი გავიდა. რა თქმა უნდა გამიხარდებოდა ჩვენი გამარჯვება, მაგრამ წინასწარ თავს არ ვიიმედებდი, რადგან იაპონიას საკმაოდ სწრაფი გუნდი ყავს როგორც ეროვნული ნაკრები ასევე ახალგაზრდულიც და პირველ რიში ამ სისწრაფით გვაჯობეს. შერკინებაში ბურთის გამოტანის სწრაფად ჩაკეტვა, თუმცა არც ძალით ჩამოგვრჩნენ და უმეტეს შემთხვევებში გვაჯობეს კიდეც. 2 საჯარიმო და ერთიც გარდასახვა გავაცუდეთ. ბახვას ამ თამაშში არ წაუვიდა დარტყმები, სამწუხაროდ. ცოტა მსაჯობაც გაურკვეველი იყო, იმათ წინდავარდნილ ბურთზე ჩვენ გვაჯარიმებდა, შეიძლება მხოლოდ მისთვის შესამჩნევი ჯარიმები ხდებოდა, არ ვიცი. მოკლედ ასე იყო თუ ისე წავაგეთ, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ და მედგრად ვიდექით. გამოჩნდა სისწრაფისა და ხელით თამაშის უპირატესობა, რომელსაც ჩვენმა ჯანიანმა ბიჭებმა ვერაფერი მოუხერხეს.
იყო მომენტები როცა ვახერხებდით ჩვენი თამაშის თამაშს და ლელოც დავდეთ ამის წყალობით, მაგრამ ეს იყო მცირე ხნიანი გაბრწყინებები. მოწინააღმდეგემ ტაქტიკურად გვაჯობა პირველ რიგში და თავისი თამაში მოგვახვია თავს. ბევრად წინ არის კლასით იაპონია ჩვენზე.
ბიჭებისთვის ეს თამაშები გამოცდილების დასაგროვებლად საკმაოდ კარგია, რადგან აბსოლიტურად განსხვავებულ გუნდებს ვეთამაშებით და ეს კი გამოცდილებას შემატებს მათ. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენ ბიჭებს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ურუგვაის წინააღმდეგ და დავტკბეთ დიდი რაგბის ცქერით ფინალურ შეხვედრაში სამოა-იაპონია.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 01 ივნ 2011, 20:56

დღე მესამე

"ა" ჯგუფი
ურუგვაი 33-5 აშშ
სამოა 50-14 რუსეთი

"ბ" ჯგუფი
კანადა 49-23 ზიმბაბვე
საქართველო 14-29 იაპონია

ფინალური შეხვედრა და დარჩენილი თამაშები გაიმართება 5 ივნისს, კვირას.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 02 ივნ 2011, 09:16

ძალით აღმართი ყოველთვის როდი იხვნება

“გვეგონა, რომ ძალისმიერი თამაში ჩვენი კოზირი იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. იაპონია შერკინებაში ვერ დავჩაგრეთ, მოლში აქეთ გვაჯობეს, ჩვენი გათვლები არასწორი აღმოჩნდა და სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში დავმარცხდით. ნამდვილად არ ველოდი, იაპონია მოლსა და შერკინებაში ჩვენზე ძლიერი რომ იქნებოდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, ჩვენზე ძლიერ გუნდთან დავმარცხდით - მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. ვეცდებით, ურუგვაისთან მატჩისთვის განწყობა შევიქმნათ და მოსაგებად ვითამაშოთ, თუმცა, ამის გაკეთება იოლი არ იქნება”, - თქვა ნამატჩევს საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა მთავარმა მწვრთნელმა, პაატა ნარიმანაშვილმა.
დიახ, იაპონიამ საქართველოს ნაკრებს აჯობა ყველაფერში - ძალაში, ჭკუაში, ტაქტიკაში, თავგამოდებულ თამაშში და უბრალოდ, რაგბის ცოდნაში. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რაგბი მხოლოდ მიაწექი-გადათელე არაა და თუ საკმარისი ტაქტიკურ-ტექნიკური ცოდნა არ იქნება, წინსვლაზე ვიღან ჩივის, უკუსვლა გარანტირებული იქნება. ის, რაც ჩვენი და უფრო დაბალი დონის გუნდებისთვის სრულიად საკმარისი, შედარებით მაღალ დონეზე ხეირის მომტანი არაა და ამ კუთხით მხოლოდ 20-წლამდელთა ან ეროვნულ ნაკრებს კი არა, მთელ ქართულ რაგბს აქვს უზარმაზარი სამუშაო გასაწევი.
იაპონიამ თავგანწირული დაცვა ითამაშა, ძალაში არ დაიჯაბნა, მასპინძლებს სივრცეები შეუზღუდა, სისწრაფესა და ბურთის გაშლაში მეტოქეს აჯობა, ისევე, როგორც დერეფანსა და ფეხით ტაქტიკურ დარტყმებში და შედეგიც ლოგიკური აღმოჩნდა. პირველი 10 წუთის შემდეგ, იაპონია 11:0-ს იგებდა - ნაკამურას ორ ჯარიმას, იაპონელთა მარცხენა ფლანგზე გარღვევა მოჰყვა, ლაფაელე ვაიფუს მხარი ლიიმ აუბა, ცენტრისკენ გაიწია, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და ჰიკოსაკამ ალამთან ლელო დადო. რეალიზაცია არაზუსტი იყო.
ნელ-ნელა საქართველოს ნაკრები გონს მოეგო. მე-16 და 28-ე წუთებზე, ბახვა კობახიძემ ქართველები თამაშში დააბრუნა, თუმცა, იაპონელებმა მალევე ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს. ამას, აზიელთა ზედიზედ რამდენიმე დაჯარიმება მოჰყვა და შედეგად, მათი პირველხაზელი ენოკი სინბინით დაისაჯა, კობახიძემ კი ჯარიმით სხვაობა კვლავ ხუთ ქულამდე დაიყვანა და ტაიმიც დასრულდა - 9:14.
დაიწყო მე-2 ტაიმი და საქართველოს ნაკრებმა პირველზე უფრო შესამჩნევი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ წინსვლა უწინდებურად არ ჩანდა და თამაში, ძირითადად, მეტოქის 22-ის ხაზსა და ცენტს შორის მიმდინარეობდა. მეტოქეს, პერიოდულად, ბურთი ფეხის კარგი დარტყმით მეტოქის ნახევარზე გადაჰქონდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. აქ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯარიმების გამოყენებას, მაგრამ დაძაბულობამ კობახიძეზეც იმოქმედა და მან 2 გასატანი ჯარიმა გააფუჭა.
53-ე წუთზე, იაპონია საქართველოს ნახევარზე გადავიდა, დერეფანი მოიგო, მოლი დააყენა, წინ წაიწია, მერე ბურთი ფლანგზე ჩაათამაშა და ჰანომ თავისი გუნდის მე-2 ლელო გაიტანა, ნაკამურამ კი რეალიზაცია გამოიყენა.
ქართველთა რაქიდან მოკლე დარტყმებმა შედეგი ერთხელ მოიტანა, როდესაც ამ ყველაფერს გაგოშვილის გარღვევა, მერე ბურთის მარცხენა ფლანგზე ჩათამაშება და ნავროზაშვილის ლელო მოჰყვა, მაგრამ მჭედლიშვილს რეალიზაცია გაუფუჭდა. მიუხედავად ამისა, ანგარიში ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა და იმედი გაჩნდა, თუმცა, იაპონიამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ხუთ წუთში ჯარიმით უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა.
რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ქართველთა შეტევები მით უფრო უსუსურ ხასიათს იღებდა, ჰოდა, ყველაფერი 77-ე წუთზე დასრულდა, როდესაც იაპონიამ მეორედ შესძლო კარგი მოლის დაყენება. ამჯერად, ჰიკოსაკამ ჩათვლის მოედნამდე იარა და შეხვედრას ლოგიკური წერტილი დაუსვა - 29:14 იაპონიის სასარგებლოდ.
ფინალში იაპონელთა მეტოქე სამოა იქნება, რომელმაც რუსეთს თავიდან 2 ლელო კი გაუტანა, მაგრამ მერე სლავებმა მოინდომეს, საპასუხო ლელო-რეალიზაციით ჩამორჩენა შეამცირეს და მეტოქე დააბნიეს. სამოელები იქამდე მივიდნენ, რომ ფააპელემ ჯარიმების კარში დარტყმები იკადრა და ორჯერ შესვენებამდე, ერთხელ კი მატჩის განახლებისას, ამ გზით გუნდს ქულები შესძინა. უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში რუსებმა 3 გასატანი ჯარიმა გააფუჭეს და მართალია, 50-ე წუთზე, ლელო-გარდასახვით სხვაობა ერთხელაც შეამცირეს - 14:21, მაგრამ ძალა აღარ შერჩათ - სამოამ გაილაღა, კიდევ 5 ლელო გაიტანა, თამაშისთვის არაშესაფერისი უპირატესობით - 50:14 იმარჯვა.
რუსეთის მარცხით იხეირა ურუგვაიმ, რომელსაც A ჯგუფში დამსახურებული მე-2 ადგილი შერჩა და მსოფლიო თასის “ალაფაზე” პრესტიჟულ მე-3 ადგილს საქართველოს შეეცილება.
ურუგვაიმ ამერიკის ნაკრებს ყველაფერში აჯობა, პირველ ტაიმში ერთგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მერე ის მეთოდურად გაზარდა და 33:5 იმარჯვა.
B ჯგუფის აუტსაიდერებში კარგა ხანს უქულო ბურთაობა მიდიოდა. კანადამ ლელოთი ანგარიში მხოლოდ 30-ე წუთზე გახსნა და რეალიზაციაც გამოიყენა, მაგრამ შესვენებამდე ზიმბაბვემ ჯარიმა და ლელო მიითვალა და ტაიმი 8:7 მოიგო.
მე-2 ნახევარში, კანადელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მიუხედავად აფრიკელთა წინააღმდეგობისა, 49:23 იმარჯვა, რის შედეგადაც რუსეთს მე-5 ადგილისთვის დაეჭიდება, ზიმბაბვე კი აშშ-ს, ბოლოსწინა, მე-7 საფეხურს შეეცილება.

5 ივნისი. კვირა.
VII ადგილისთვის. “შევარდენი”
აშშ - ზიმბაბვე (13:30)
V ადგილისთვის. “ავჭალა”
რუსეთი - კანადა (13:30)
III ადგილისთვის. “ავჭალა”
საქართველო - ურუგვაი (15:45)
ფინალი. “ავჭალა”
სამოა - იაპონია (18:00)

წყარო: http://worldsport.ge/Read.aspx?news=210 ... w#comments
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 05 ივნ 2011, 12:16

IRB ერთა თასი, ბუქარესტი, რუმინეთი

10 ივნისი
20:00 საქართველო - კინგზი (სამხ. აფრიკა)

15 ივნისი
18:00 საქართველო - არგენტინა "ა" ნაკრები

19 ივნისი
20:00 საქართველო - ნამიბია
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 06 ივნ 2011, 00:10

დღე 4, ფინალური თამაშები

მე-7 ადგილისთვის
აშშ 30 - 29 ზიმბაბვე

მე-5 ადგილისთვის
რუსეთი 24 - 49 კანადა

მე-3 ადგილისთვის
ურუგვაი 15 - 20 საქართველო

1 ადგილისთვის და საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე
სამოა 31 - 24 იაპონია

ადგილები ასე გადანაწილდა:

1. სამოა (გაისად გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის)
2. იაპონია
3.საქართველო
4. ურუგვაი
5. კანადა
6. რუსეთი
7. აშშ
8. ზიმბაბვე

ამგავრად დასრულდა სარაგბო დიდი ზეიმი თბილისში მე პირადად მოუთმენლად ველი IRB ერთა თასის დაწყებას და ეროვნული ნაკრების თამაშს იმ კვირაში :)
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
რაგბის მატჩები

Post by meleksa » 06 ივნ 2011, 00:35

ეროვნული ნაკრები თამაშობს რუმინეთის ტურნირია მგონი ხო?
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რაგბის მატჩები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 ივნ 2011, 02:21

კიდევ კგ, მ3 ადგილი მაინც დავიკავეთ.
სამოას 1ლი ადგილი ნამდვილად ეკუთვნოდა.
ჩვენებმა უფრო გონივრული რაგბი უნდა ისწავლონ, მხოლოდ ძალისმიერი რაგბით მოგება სულ უფრო და უფრო გაჭირდება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
რაგბის მატჩები

Post by QEBURIUS » 06 ივნ 2011, 17:18

ამ ტურნირზე მხოლოდ 1 მატჩს ვუყურე და მაშინაც იაპონელებმა დამსახურებულად "გვიქნეს"...
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 07 ივნ 2011, 00:05

ფინალში სამოამაც დამსახურებულად "უქნა" იაპონიას :) ფინალური თამაში იყო ნებისმიერ საერთაშორისო ტურნირსა თუ მსოფლიო ჩემპიონატს დაამშვენებდა
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
რაგბის მატჩები

Post by avtokh » 15 ივნ 2011, 20:09

10 ივნისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დაიწყო IRB ერთა თასის ტრადიციული ტურნირი.

მონაწილე გუნდები:
რუმინეთი
საქართველო
პორტუგალია
ნამიბია
სამხრეთ აფრიკული "მეფეები" (kings)
არგენტინა "იაგუარები" - იგივე "ა" ნაკრები


მცირედი ინფორმაცია სამხრეთ აფრიკული "მეფეების" შესახებ:
კეიპის პროვინციის გუნდი “მეფეები” კეიპის პროვინციის გუნდია, რომელიც 2009 წელს ჩამოყალიბდა. ის სამი პროვინციის - ჩრდილოეთ კეიპის, დასავლეთ კეიპის და აღმოსავლეთ კეიპის პროვინციების საუკეთესო მორაგბეებს აერთიანებს.

10 ივნისის თამაშების შედეგები:

რუმინეთი 13 - 11 ნამიბია
საქართველო 17 - 31 სამხრეთ აფრიკული "მეფეები"
არგენტინა "იაგუარები" 21 - 25 პორტუგალია

15 ივნისის თამაშების შედეგები

საქართველო 14 - 13 არგენტინა "იაგუარები"
რუმინეთი 23 - 27 სამხრეთ აფრიკული "მეფეები"
პორტუგალია 23 - 29 ნამიბია

ე.ი. "მეფეებმა" რუმინეთის შერკინება მეფურად ათრიეს და ვგონებ ჩვენი შერკინებაც არანაკლებ დღეში ჩააგდეს. თითქმის ყველა შერკინებიდან აართვეს ბურთი თან ისე, რომ მათ შერკინებას რამდენიმე მეტრით წევდნენ უკან.

19 ივნისის თამაშების შედეგები

პორტუგალია 12 - 39 სამხრ. აფრიკული "მეფეები"
საქართველო 23 -18 ნამიბია
რუმინეთი 13 - 37 არგენტინა "იაგუარები"

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:


მ ფ წ ქ
სამხრეთ აფრიკა "მეფეები" 3 0 0 13
საქართველო 2 0 1 8
არგენტინა "იაგუარები" 1 0 2 7
ნამიბია 1 0 2 6
რუმინეთი 1 0 2 5
პორტუგალია 1 0 2 5

ამგვარად ამ ტურნირზე მეორენი ვართ და იმედია გამოვლენილ სისუსტეებს და შეცდომებს მსოფლიომდე გამოასწორებენ და სარაგბო დიდ ზეიმზე ახალ ზელანდიაში ღირსეულად წარვსდგებით.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]