დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 მარ 2011, 01:31

WenTTo wrote:ტრენერი - მწვრთნელი
სიმულიაცია - აფერისტობა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
შტანგა - ძელი
დროული იყო ამ სიტყვების შემოშველება.
ოღონდ, აფერისტობაც არ არის ქართული
აფერა, აფიორა ფრანგული სიტყვაა (affaire) და აი, როგორ არის განმარტებული უცხო სიტყვათა ლექსიკონში:
აფერა და არა - აფიორა- "საქმე"
სახიფათო ბნელი რამ წამოწყება ფულის მოგების, უცბად გამდიდრების მიზნით; ყალთაბანდობა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
დავიცვათ ქართული ენა

Post by CheLo » 24 მარ 2011, 01:37

აა გასაგებია და უფრო შეესაბამება კიდევაც სიმულიაციას - აფერა.

კიდე რისი დამატება შეიძლება?

ძევიატკა - ცხრიანი
უგალავოი - კუთხური
ფლაგი - ალამი
პადსებია - ფეხქვეშ
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 მარ 2011, 12:23

ბრონი - ჯავშანი
დაბრონვა - დაჯავშნა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
დავიცვათ ქართული ენა

Post by ARCHILI » 27 მარ 2011, 12:29

შეცდომაა GAMARJOBA SAKARTVELO

სწორია გამარჯობა საქართველო


:) :D :D :D
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 მარ 2011, 13:59

გუშინდელ საფეხბურთო თამაშს მედიის მრავალი საშუალება გამოეხმაურა.
ჯურნალისტთა 1მა ნაწილმა კვლავ არ ისურვა :კიპერი: შეეცვალა ქართული სიტყვით - :მეკარით:
ასეთ ჯურნალისტებს ვურჩევ, მოეშვან ინგლისურის ცოდნის წარმოჩენას და მეი პატივით მოეკიდონ ქართულ ენას.
ასევე, მეტი ქართულენოვანი წიგნი წაიკითხონ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 04 აპრ 2011, 15:02

საინტერესო სტატიაა. ბოლომდე ჩავიკითხე და ავტორი მეცნო :)

სწორად მეტყველების მოდა და ენის სიცოცხლე
ქართულ ენაში მოძალებული ბარბარიზმები, კალკირებული გამოთქმები, დამახინჯებული სინტაქსი შეიძლება გლობალიზაციას დავაბრალოთ და ეს ძალიან ადვილი იქნება.

24 საათი 08.10.10

ქართულ ენაში მოძალებული ბარბარიზმები, კალკირებული გამოთქმები, დამახინჯებული სინტაქსი შეიძლება გლობალიზაციას დავაბრალოთ და ეს ძალიან ადვილი იქნება.

მაგრამ პრობლემას ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავყვებით, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი სათავეს საზოგადოების გაუნათლებლობიდან იღებს. დღეს საზოგადოებრივად აქტიური ის თაობაა, ვისი სასკოლო თუ საუნივერსიტეტო განათლების წლები ომს, რევოლუციებს, უშუქობას, უტრანსპორტობას და მოშლილ განათლების სისტემას დაემთხვა. ამიტომ, რადგან გლობალიზაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ, საზოგადოების განათლებაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ. ასეთ დროს “დედაენის საზოგადოების" შექმნა ალბათ დროული და გამართლებული ნაბიჯია, თუკი იგი ქმედითი ღონისძიებების ჩატარებას შეძლებს. ჯერჯერობით კი “დედაენის საზოგადოების" დამფუძნებელთა სახელები იმედისმომცემად გამოიყურება: თამაზ კვაჭანტირაძე - ლიტერატორი და პარლამენტარი, ზაზა გაჩეჩილაძე - პროფესორი, საქართველოს მთარგმნელთა და თარჯიმანთა ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი ნიჟარაძე - რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი. როგორც თამაზ კვაჭანტირაძემ გვაცნობა, “დედაენის საზოგადოების" საპატიო პრეზიდენტობა მათ საქართველოს კათალიკოს- პატრიარქს შესთავაზეს, რაზეც მისმა უწმინდესობამ თანხმობა განაცხადა.

ზაზა გაჩეჩილაძე: “ჩვენი მიზნები პრაქტიკულია და არანაირ ეროვნულ ლიდერობას მიზნად არ ვისახავთ. მიგვაჩნია, რომ ქართული საზოგადოება ენის გადასარჩენად უნდა გაერთიანდეს და ამისათვის არა მხოლოდ ენათმეცნიერებმა და ლიტერატორებმა უნდა იზრუნონ, არამედ ყველამ, ვისაც ამ პრობლემაზე გული შესტკივა. მიგვაჩნია, რომ საჭიროა შეიქმნას ენის დარბაზი, რომელიც გააერთიანებს ლიტერატორებს, მწერლებს, პედაგოგებს, საზოგადო მოღვაწეებს, რიგით მოქალაქეებს, და დარბაზის სამდივნო განსაზღვრავს სამოქმედო მიმართულებებს. გვინდა ვითანამშრომლოთ ყველა სტრუქტურასთან, ვისაც კი ქართული ენის სალიტერატურო ნორმებთან აქვს შეხება: განათლებისა და დიასპორის სამინისტროსთან, მეცნიერებათა აკადემიასთან".

დედაენის საზოგადოების დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ უნდა შეიქმნას ლექსიკისა და ტერმინოლოგიის დარგობრივი კვლევითი ცენტრები, გაღრმავდეს ქართული ენისა და სწორი მეტყველების საჯარო პროპაგანდა მასმედიის საშუალებებით, გამოიცეს და გავრცელდეს დარგობრივი ლექსიკონები, სახელმძღვანელოები, სამახსოვრო ბუკლეტები და სხვა. როგორც თამაზ კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ეს ისეთი საკითხია, რომელმაც პოლიტიკური პოზიცია-ოპოზიცია გვერდზე უნდა გადადოს.

თამაზ კვაჭანტირაძე: “დედაენა ყველას საპატრონოა, არა ერთი კაცის და ფონდის. ჩვენ არავის ვართმევთ ფუნქციებს. შეცდომა იყო თავის დროზე ენის პალატის გაუქმება, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია დარჩა ჰაერში გამოკიდებული, და განათლების სამინისტროს მცირე სტრუქტურა, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ საკითხების მოგვარება, ეფექტურად ვერ მუშაობს. სალიტერატურო ენის დამდგენი კომისია, ფაქტობრივად, პარალიზებულია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელიც ამ კომისიის მუშა ორგანო იყო, გაურკვეველ მდგმარეობაშია. ჩვენთან სათანამშრომლოდ ყველას ვიწვევთ. ქართული ენა 5 ბურჯზე დგას. ესენია: ქართული მწერლობა, ფილოლოგიურ-ლინგვისტური მეცნიერება, სკოლა და მასწავლებლები, მასმედია, ხალხის მეტყველება. არ უნდა ჩავურაზოთ კარი უცხოურ სიტყვებს, მაგრამ თუ მათ დროულად დავახვედრებთ ქართულ შესატყვისს, ენა ბარბარიზმების დამკვიდრებისაგან გადარჩება."

ენა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად იცვლება - გვიმეორებდნენ უნივერსიტეტში ენათმეცნიერების ლექციებზე და ამ ფონზე გვიხსნიდნენ ყველა გრამატიკულ და ლექსიკურ კატეგორიას. და სწორედ იმიტომ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, მას ერთი უცნაური თვისებაც ახასიათებს: მოდურობა. მას პერიოდულად მთელი რიგი სიტყვების თუ გამოთქმების მიღება და ტარება უწევს. თუკი “დედაენის საზოგადოებას" დასახული მიზნის მიღწევა სურს, მან ისე უნდა იმოქმედოს, რომ სწორად მეტყველება გახადოს მოდური.

ბელა ჩეკურიშვილი

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 04 აპრ 2011, 16:20

სმენა - ცვლა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 აპრ 2011, 03:50

14 იგრიკა - დედა ენის დღე.
ყველა ქართველს ვულ20ავ ამ დღეს.
გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაიცვათ ქართული ენა ყველგან, :კარავზე:, ქუჩაში, შინ, მეგობარ-ახლობლებთან,
სუფრასთან, ლაშქრობებში, სხვა და სხვა თავყრილობაზე.
შეეცადეთ, ენის მოფრთხილებით სხვა ქართველებიც დააინტერესოთ. არ დაიზაროთ, არ შეუშენდით თქვენს წამოწყებას.
პირიქით, დუმილი, წაყრუება დამღუპველიც იქნება. წაყრუებით შეიძლება დედა ენის დასამარებას ხელი შეუწყოთ კიდეც.
ქართული ენა ჩვენი ფესვებია.
თუ მას გავახმობთ, უბრალოდ, გადავგვარდებით, ქართველები აღარ ვიქნებით და არაფერი ქართულიც აღარ გვექნება...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 აპრ 2011, 04:03

14 იგრიკა - დედა ენის დღე.
ყველა ქართველს ვულ20ავ ამ დღეს.
გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაიცვათ ქართული ენა ყველგან, :კარავზე:, ქუჩაში, შინ, მეგობარ-ახლობლებთან,
სუფრასთან, ლაშქრობებში, სხვა და სხვა თავყრილობაზე.
შეეცადეთ, ენის მოფრთხილებით სხვა ქართველებიც დააინტერესოთ. არ დაიზაროთ, არ შეუშენდით თქვენს წამოწყებას.
პირიქით, დუმილი, წაყრუება დამღუპველიც იქნება. წაყრუებით შეიძლება დედა ენის დასამარებას ხელი შეუწყოთ კიდეც.
ქართული ენა ჩვენი ფესვებია.
თუ მას გავახმობთ, უბრალოდ, გადავგვარდებით, ქართველები აღარ ვიქნებით და არაფერი ქართულიც აღარ გვექნება...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 აპრ 2011, 16:59

გიგი უგულავას შევახსნებ, რომ :ცეხი: ჩვენებურად :საამქროა:.
დღეს ტელევიზიით აჩვენეს მისი და ახალაგაზრდების შეხვედრა, სადაც წარამარა ამ ბარბარიზმს გაიძახოდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 24 აპრ 2011, 21:03

ქრისტე აღდგა და არა აღსდგა

სწორი ფორმაა: აღდგა!

აღდგომა და არა აღსდგომა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 24 აპრ 2011, 21:23

lama wrote:ქრისტე აღდგა და არა აღსდგა

სწორი ფორმაა: აღდგა!

აღდგომა და არა აღსდგომა
სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის შემდეგაც ხალხი ვერ მიმხვდარა რა უნდა თქვას- "აღსდგა" თუ "აღდგა" ...
Last edited by qvevri on 24 აპრ 2011, 21:26, edited 1 time in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 24 აპრ 2011, 21:25

qvevri wrote:
lama wrote:ქრისტე აღდგა და არა აღსდგა

სწორი ფორმაა: აღდგა!

აღდგომა და არა აღსდგომა
სამწუხაროა, რომ ამდენი ხნის შემდეგაც ხალხი ვერ მიმსხვდარა რა უნდა თქვას- "აღსდგა" თუ "აღდგა" ...
ნამდვილად... ყურში ისეა გამჯდარი რომ მეც გამიძნელდა ამ უხეში შეცდომის დაძლევა!!!

საინტერესოა, რამ განაპირობა ეს??
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamusia » 24 აპრ 2011, 21:28

ეხლა დავფიქრდი და ეგ მართლაც უფუნქციოა
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 მაი 2011, 14:12

სიდენია - სავარძელი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]