შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

tutmaji
ბოდიალა
Posts: 141
Joined: 19 თებ 2011, 15:47
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by tutmaji » 14 მარ 2011, 00:47

შეგეწიოთ წმინდა მამა შიოს ლოცვა. ძალიან კარგი განწყობა დაეუფლება დამინს თქვენი ფოტოებიდან გამომდინარე :)

nodarsho
ბილიკზე მოარული
Posts: 57
Joined: 24 სექ 2009, 22:17
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by nodarsho » 14 მარ 2011, 05:36

მშვენიერი გასვლა შემდგარა. თოვლი, მზე, ყოჩივარდები...ფოტოებიც სახასიათოა და კარგი... ოღონდ, კომენტარების ნაკლებობაა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by qvevri » 14 მარ 2011, 09:21

1.შიომღვიმის სამრეკლოსა და ტაძარზე (სატრაპეზოზეც) წარწერები არ გადაიღეთ?
2. სახალტბის ტაძრის წარწერები არ გადაიღეთ?
3. მარტო ერმანეთს უღებდით სურათებს?
4. კარგი გასვლა გქონიათ!

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by CheLo » 14 მარ 2011, 11:25

qvevri შიო მღვიმეში არ გადაგვაღებინეს თან წირვა იყო და წარწერების რა მოგახსენო მაგრამ ხატები გადავიღე სხალტბაზე.. წარწერები არც იყო რუსების კვალი ეტყობოდა იქაც...
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by meleksa » 14 მარ 2011, 11:35

წამოსცლა მინდოდა, მაგრამ მუხლმა არ გამომიშვა :roll:
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by pataputina » 14 მარ 2011, 11:47

მოკლედ ამ გასვლის გაკეთების იდეა ორი წლის წინანდელი იგივე მარშრუტის განუმეორებლობამ განაპირობა (როლ- რა რთული წინადადება დავწერე)
ჰხოდა თან თუ გავითვალისწინებთ რომ მაშინ 08.02.09 იყო და სურათებს თუგადახედავთ, ნახავთ რომ ზოგი საზაფხულო, ზოგი საგაზაფხულო ფორმებში ვართ, ვიფიქრე, რომ ისაო... ამ შუა მარტში წამოვწვებით ტრიალ მინდორზე და დავისვენებთ-გამოვიძინებთმეთქი, მაგრამ იიიიიიიიმხელა თოვლი დავხვდა როომ.... O_O


ჰხოდა შევიკრიბეთ 09:00 ზე სამთო ქიმიასთან(აი სამთო ქიმიასთან შეკრება მაინც სხვანაირი ისაა...:შ , მოვიდა ზვიადი თავისი საყვარელი სამარშუტოთი ჩავსხედით 20 ადამიანი და დავიძარით შიო მღვიმისკენ.

მონასტერში წირვა მიმდინარეობდა და დავესწარით ბოლომდე, ქადაგებას მოვუსმნეთ, ჯვარს ვემთხვიეთ და გავემართეთ ზემოთ და ზემოთ :D


შიომღვიმედან სხალტბაში გაასასვლელი ბილიკი თოვლით დაფარული დაგვხვდა...ამ გზაზე ნამყოფი მანამდე სამჯერ ვიყავი, მაგრამ ჩემი მეხსიერების ამბავივისაც ააქქამდე არ მოეხსენებოდა, აწი გაითვალისწინებს, რომ ისა.... :შ ერთდერთი ნაცნობი ხე შემხვდა ტყეში :შ :შ სხვა თანამეკარველეებიდან ამ გზაზე ნამყოფი ქოჩო და მირანდა იყვნენ და ერთობლივი მეხსიერების დაძაბვით გავუყევით გზას...

გვირაბში გაძრომის მერე საცალფეხო ბილიკიც გაქრა.. ბალახებზე ჩამოკიდებულებმა გავაგრძელეთ გზა ზევით და ზევით...იმედი გვქონდა რომ მთის თავზე მოქცევისას სასურველ ადგილას აღმოვჩნდებოდით, მაგრამ როგორც დიდი მიშა იტყოდა "ნურას უკაცრავად...." :შ :შ მივხვდით რომ გზა შეგვეშალა, მაგრამ საით უნდა წავსულიყავით ვერ გავარკვიიეთ :შ

ჩამოვბობღდით ისევ ქვემოთ... გზა მთლიანად გადათვლილი იყო, ფეხსაცმელები თოვლით აგვევსო, თან უსასტიკესი ქარი უბერავდა და კინაღამ ისა.... მაგრამ მაინც ვიარეთ იქამდე სანამ იმ ადგილს არ მივაგენით, სადაც ორი წლის წინ კარვული გაფრენა მოეწყო :D მოკლედ, გზა ნაპოვნი იყო... და უკვე თავისუფლად შეგვეძლო ცოტა დაგვესვენა და წახემსებაზეც გევზრუნა... ვიღას ახსოვდა სველი ფეხები .... :ც


ის მინდორი, რომელზეც წამოწოლა და დაძინება გვქონდა განზრახული წასვლამდე, მუხლამდე თოვლით იყო სავსე :D მაგრამ მაინც ვიკოტრიალეთ კარგად :შ :შ

დაახლოებით 6 საათისათვის წეროვნამდე ჩამოვაღწიეთ გადატალახიანებულგაყინულებმა, მაგრამ გადაკარგემოციურებულებმა და ზვიადის სამარშრუტო ავუტალახეთ :ც

გზად მცხეთაში შევჩერდით და ყაი/ჩავა დავაყოლეთ ემოციებით სავსე დღეს :ც


ასე იყო ეს ამბავი

პირადად ჩემთვის ჩემი კარვული გასვლების სიას ერთ-ერთი ღიმილიანსიხარულიანად მოსაყოლი დღე შეემატა, რომელიც სავსე იყო
ექსტრემითაც და მარტივი ბოდიალობებით
გადაიაენძელებული ტყით
და
გადათოვლილი გზებით
მზით
და
ქარით
დაღლით და კვირის მარაგის სამყოფი დასვენებით...


მადლობა 20-ვე ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ გასვლაში

დდიდიდიდი სიაოვნებით გავკვალავდი ახალ გზებს კიდევ ბევრჯერ თქვენთან 1ად



და განსაკუტრებული მადლობა ზვიადს, იმისთვის, რომ ისა..... :შ
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by CheLo » 14 მარ 2011, 12:02

ესეიგი ვისაც აინტერესებს და ასეთი ბევრი იქნება ჯერ მივედით შიო მღვიმეში სადაც დავესწარით დილის წირვას შემდეგ ე მეგონა რომ უკან ჩავიდოდით და სხალტბაში სამარშრუტო წაგვიყვანდა : ) და ეს რომ წამოვბოდე მითხეს ფეხით მივდივართ წეროვანშიო და იქ დაგხვდებაო.. როგორ მეთქი და აგერ ამ მთებს ხომ ხედავო მანდ უნდა ავიდეთო : )

მოკლედ წავედით და 2 საათი მოვანდომეთ მარტო 1 მთაზე ასვლას ძალიან ციცაბო მთა იყო თან თოვლი თან ვსრიალებდით და ტოტებს ვეჭიდებოდი : ) რამდენჯერ ეკლიან რაღაცას წავავლე ხელი და სულ დასუსხული ვიყავი : ) ავედით და ვაიიი დავიკარგეთ ქვემოთ გადასავარდნი იყო და რომ შევხედეთ მგონი სხვა მთაზე ავედით : ) პირველი მე მივდიოდი ძაან ზოზინებდნენ და მთელი კარავი მე მომყვებოდა ))) მერე 1 საათი დავისვენეთ და მანდ ვმსჯელობდით როგორ მოვხვედრილიყავით ზემოთ : ) მერე ცოტა დაბლა ჩამოვედით და ტყე ტყე როგორღაც ვიპოვნეთ გასასვლელი და მივედით იმ მთაზე რომელიც ზემოდან გადაჰყურებდა შიო მღვიმს. მაგრამ არც იქ იყო ადვილი ასვლა რადგან თოვლი იყო ტალახი და მიწა იშლებოდა და ხელებით დავბობღავდით : ) იქაც რომ ავედით იმხელა თოვლი იყო ბილიკი არ ჩანდა და იქაც ცოტახანი ვიფიქრეთ ხომ არ შეგვეშალა გზა თქო და მაინც გავაგრძელეთ... ბოლოს როგორ იქნა ყველა მთა შემოვიარეთ და სადგაც 5 საათზე უკვე ვიყავით სულ მაღლა იმ სიმაღლეზე რომ შორს თბილისის ზღვა და თემქა მოჩანდა ჭიასავით. ცოტა წავიხემსეთ და გაუყევით სხალტბისკენ.

ვნახოთ სხალტბის ეკლესია და იქაც გავჩერდით ცოტახანი მერე კი დაურეკეთ ზვიადის და დავაწექით სოფელ წეროვნამდე.. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ლაშქრობა იყო ექსტრიმი, ადრენალინი და დიდი სიამოვნება : ) ბოლოს რომ ჩავედით უნდა გენახათ სამარშრუტოს დანახვა როგორ გვესიამოვნა : ) სირბილით მივედით და რადგან ზვიადმა პატივი გვცა და მხოლოდ საწვავის ფული გამოგვართვა დაგვჩა 40 ლარი და გადავწყვიტეთ მცხეთაში სალობიეში შევსულიყავით სადაც დავლიეთ ჩაი, ყავა ვჭამეთ ლობიანები ხაჭაპურები და ენერგიითაც ავივსეთ ; ) ბოლოს ზვიადიმ შემოგვთავაზა წამოდით ჯვარზე წაგიყვანთო მაგრამ ბავშვების უმეტესობას სველი ქონდა ფეხები და თან ქარი იყო და წამოვედით თბილისში.. სახლში 10 საათზე მოვედი : )
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by CheLo » 14 მარ 2011, 12:11

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by CheLo » 14 მარ 2011, 12:21

შიო მღვიმე
Image
Image
Image
Image
ესეც შიო მღვიმის კომპლექს ეკუთვნის ერთ ერთ მთაზე შემოგხვდა : )
Image
Image
Image
Image
სხალტბა
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
skopi
ბოდიალა
Posts: 219
Joined: 05 ივლ 2010, 15:52
Location: მგონი თბილისი
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by skopi » 14 მარ 2011, 12:35

მართალია დავსველდით და მივიყინეთ, მართალია წონასწორობას ვერ ვინარჩუნებით ქარის გამო, მართალია ისა მართალია ესაა :D :D მაგრამ შესანიშნავი გასვლა იყო :)
მადლობა ხალხ და მადლობა ჰხათო შენ :)
Image

tamari-khevi
მაწანწალა
Posts: 464
Joined: 08 დეკ 2008, 11:13
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by tamari-khevi » 14 მარ 2011, 13:41

ყოჩაღ,ყოჩაღ, თითოეულ მონაწილეს!!! რა ლამაზი, მზიანი და ყოჩივარდებიანი გასვლა გქონიათ!!!!!!!!!!!!

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by CheLo » 14 მარ 2011, 14:23

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
skopi
ბოდიალა
Posts: 219
Joined: 05 ივლ 2010, 15:52
Location: მგონი თბილისი
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by skopi » 14 მარ 2011, 14:34

აუჰ სადმე ატვირთეთ და ბმულები დადეთ რა :/
Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by MIRANDA » 14 მარ 2011, 14:47

მიყვარს ხოლმე შთაბეჭდილებების წაკითხვა... განსაკუთრებით იმ გასვლის თემაში, რომლის მონაწილე მეც ვიყავი... უკვე ყველაფერი დაიწერა, მაგრამ მე მაინც შევეცდები თანმიმდევრულად მივყვე...

სამთო ქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან 9:30 სთვის დავიძარით... შიო-მღვიმის მონასტერთან მალე მივედით და წირვას მივუსწარით. წირვას ბოლომდე დავესწარით და ქადაგებასაც მოვუსმინეთ. დადებითად დამუხტულები გავუდექით გზას სხალტბისკენ... თავიდან ბილიკს მივუყვებოდით და ადვილად ავედით პატარა ტაძრამდე, რომელიც შიო-მღვიმის კომპლექსში შედის. შემდეგ იქიდან ისევ გამოვუყევით ბილიკს, გავძვერით მიწის მოკლე გვირაბში და ავედით იმ ადგილამდე სადაც ჯვარი არის... აი, იქიდან უკვე გზადაგზა გაჩერება და დაფიქრება ხშირად დაგვჭირდა. ხან დათოვლილი იყო და ბილიკი არ ჩანდა, ხან თითქოს ჩიხში შევდიოდით. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არასწორად მივდიოდით და გზა აგვერია, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სულ სწორად გვივლია. მივედით იმ ადგილამდე სადაც წინა გასვლის დროს (8 თებერვალი, 2009)შედგა "კარვული გაფრენა"... ტრადიციულად "გავაფრინეთ", ფოტოები გადავიღეთ და იქვე წახემსების გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან წინ კიდევ ბევრი თოვლი ჩანდა და იყო იმის შესაძლებლობა, რომ მინდორიც თოვლიანი დაგვხვედროდა, თან ქარიც უბერავდა და მინდორზე კიდევ უფრო მეტად საგრძნობი იქნებოდა ქარის ქროლვა :D

მოკლედ, როგორც აღმოჩნდა გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან მინდორზე ლამის მუხლებამდე თოვლი დაგვხვდა. ტრადიციის დარღვევა არ გვინდოდა, ამიტომ მინდორზე მოკლე დროით მაინც წამოვგორდით :) შემდეგ გზა სხალტბისკენ განვაგრძეთ. სხალტბის კვირაცხოველი ვნახეთ, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

გზა წეროვნისკენ თოვლ-თოვლ განვაგრძეთ. იქ ზვიადი დაგვხვდა. მცხეთაში, რესტორან "ოპიზარში" ჩაი და ყავა დავლიეთ, ლობიანი და ხაჭაპურიც დავაყოლეთ. ზვიადიმ შემოგვთავაზა, ჯვარზე ავიდეთ და მცხეთას გადმოვხედოთო, მაგრამ გასვლის მონაწილეებს ფეხები სველი ჰქონდათ და რომ არ გაგვციებოდნენ გადავწყვიტეთ პირდაპირ თბილისისკენ წამოვსულიყავით. 20:15-ზე უკვე სახლში ვიყავი :)

რაც შეეხება შთაბეჭდილებებს:
ძალიან დიდხანს გამყვება ამ დღისგან მიღებული სიამოვნება და დადებითი ენერგია. უსაზღვროდ კარგი გასვლა გამოვიდა, რომელიც მონაკვეთებში იყო ძალიან მარტივი, მონაკვეთებში საშუალო სირთულის და იყო ძალიან რთული მონაკვეთებიც... გზა ხან თოვლიანი იყო, ხან ტალახიანი, ხან მშრალი, ხან ფოთლიანი, ხან ქვებიანი.. მათ შორის ზოგჯერ ფართო და ზოგჯერ იმდენად ვიწრო, რომ ფეხს ნახევრად ვდგამდით.. წვიმის გარდა ყველაფერი გვქონდა - თოვლიც, ქარიც და მზეც... ძალიან ბევრი ვიხალისეთ, ფოტოებიც გადავიღეთ, ვიხტუნავეთ, ვიფრინეთ, თოვლში ვიგორავეთ და ა.შ.

იდიდ აბოლდამ, ანიტუპატაპ!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი - 13.03.11

Post by ARCHILI » 14 მარ 2011, 21:23

რამდენი ახალი კარაველია...

:)

უმრავლესობა ვერც ვიცანი, თავი ახალდარეგისტრირებული მეგონა...

:D

ჰოდა...

აქ პატაპუტინას სტილში უნდა, აზრი გავწყვიტო, მერე კიარადა, ჰხუხ, ო, მუნ, და ჰხოოო...

კიარადა...

ჰხუხჰხთ...

:)

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]