თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
უკან დაბრუნებისას ნისლი გადაიყარა და მზემაც შემოგვიჭვრიტინა ცოტათი

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
ამის მერე ფოტოაპარატის ბატარეა ამიჯანყდა და სურათები თითქმის აღარ გადამიღია თითქმის მთელი გზა. ბუნება უკვე შეცვლილი იყო. თოვლი ხეებიდან ჩამოფერთხილი იყო, რაც ისეთ სილამაზეს ვეღარ ქმნიდა... სამაგიეროდ ნაკვალევი ეტყობოდა უკეთესად:

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
უკან დაბრუნებისას ისევ ჩვენს ნაკვალევს გამოვყევით. აღმოჩნდა რომ ნისლის დროს ბევრი არ გვიბოდიალია. ოდნავი გადახვევები იყო მხოლოდ.
ამ სურათზე რაც ჩანს ეს ჩვენი ნაკვალევი არაა.

ამ სურათზე რაც ჩანს ეს ჩვენი ნაკვალევი არაა.

Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 10:06, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
სასაფლაოზე რომ ჩამოვედით 3 მუშაკი შემოგვხვდა: დენის ხაზია ზემოთ დაზიანებული და დიდთოვლობის გამო ვერ ავდივართო. ან თქვენ როგორ ახვედით. მგლების რატომ არ შეგეშინდათო. და მოგვიყვნენ ზღაპრები: როგორ დაგლიჯა ერთმა მგელმა 17 კაცი და ა.შ. ამიტომ ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცი როგორ უნდა თრთოდეს მგლების შიშით, სადღაც ბოდიალის ნაცვლად იჯდეს ბუხართან თბილად და ომახიანად ამბობდეს გმირი წინაპრების სადღეგრძელოებს ...
ზღაპრები ავითვისეთ და გავაგრძელეთ გზა. ბევრი არ გაგვივლია რომ ჟიგულ ვნახეთ გაჭედილი, თოვლს ეომებოდა.
დავეხმარეთ ჟიგულს, ამოვათრიეთ და ჯილდოდ მივიღეთ სასაფლაოს ბოლომდე გასეირნება(მეტწილად უკანსვლით). შემდეგ უკვე ასფალტზე შევდგით ფეხი. ვინაიდან გვიანი იყო ვიფიქრეთ რომ ავტობუსი აღარ იქნებოდა და ფეხით დავაწექით. ჩვენდა გასაკვირად ავტობუსი შეგვხვდა, ოღონდ ქვემოდან მომავალი. გზა მაინც გავაგრძელეთ და ცოტაც რომ გავიარეთ ნივა წამოგვეწია(ერთ-ერთი იმ სამი მუშაკიდან). ნივას არცერთი დეტალი ბოლომდე მოჭერილი არ ჰქონდა(სავარაუდოდ) და ჩვენც მთელი სისავსით განვიცადეთ მისი კომფორტი და სირბილე...
ნივამ ს. ქიმიამდე ჩამოგვიყვანა(გაახაროს ღმერთმა). ჯერ დღე იყო ფაქტიურად და ვინაიდან არ გვეჩქარებოდა გადავწვიტეთ იქვე მდებარე ”მირზაანი” დაგველაშქრა. ”მირზაანში” კარგა ხანი მოგვიწია ყოფნა. ბევრი საჭმელები არ აგვიღია. ხინკალი და ლუდი მხოლოდ(გემრიელი გვეჩვენა ძალიან), მაგრამ მიმტან გოგოსთან კეკემალულობასა და დაჭერობანას თამაშმა 2-3 საათი წაიღო ალბათ.
ასე რომ მაინც გვიან მომიწია მისვლა სახლში. 

ზღაპრები ავითვისეთ და გავაგრძელეთ გზა. ბევრი არ გაგვივლია რომ ჟიგულ ვნახეთ გაჭედილი, თოვლს ეომებოდა.

ნივამ ს. ქიმიამდე ჩამოგვიყვანა(გაახაროს ღმერთმა). ჯერ დღე იყო ფაქტიურად და ვინაიდან არ გვეჩქარებოდა გადავწვიტეთ იქვე მდებარე ”მირზაანი” დაგველაშქრა. ”მირზაანში” კარგა ხანი მოგვიწია ყოფნა. ბევრი საჭმელები არ აგვიღია. ხინკალი და ლუდი მხოლოდ(გემრიელი გვეჩვენა ძალიან), მაგრამ მიმტან გოგოსთან კეკემალულობასა და დაჭერობანას თამაშმა 2-3 საათი წაიღო ალბათ.

Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 09:48, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
Wanderer
შემშურდაააა
მეც მინდოდა.
ულამაზეს ქურქში გახვეული დაგხვედრიათ ჭილია ტბის მიმდებარე ტყე.
კუკუდამალობანას ამბავმა დამაინტერესა
შემშურდაააა

ულამაზეს ქურქში გახვეული დაგხვედრიათ ჭილია ტბის მიმდებარე ტყე.
კუკუდამალობანას ამბავმა დამაინტერესა

Last edited by Mta Mkvarebia on 01 მარ 2011, 09:34, edited 1 time in total.
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
დასკვნები:
1) ჩვენ ეს შევძელით! :ყეს: :გაჯგიმვისსიცილაკი:
2) ჭილის ტბაზე თოვლში თუ მიდიხარ ახალმოთოვილზე უნდა წახვიდე. ხეებზე დადებული და შეყინული თოვლი ისეთ საოცარ არტეფაქტებს ქმნის, რომ უბრალო მუხის შემხედვარესაც კი რომელიღაც ზღაპარში გეგონება თავი...
3) წადით! სანამ აღმოუჩენიათ, მოასფალტებული გზა გაუყვანიათ, საბაგირო დაუმონტაჟებიათ და სიმშვიდე დაურღვევიათ...
1) ჩვენ ეს შევძელით! :ყეს: :გაჯგიმვისსიცილაკი:
2) ჭილის ტბაზე თოვლში თუ მიდიხარ ახალმოთოვილზე უნდა წახვიდე. ხეებზე დადებული და შეყინული თოვლი ისეთ საოცარ არტეფაქტებს ქმნის, რომ უბრალო მუხის შემხედვარესაც კი რომელიღაც ზღაპარში გეგონება თავი...

3) წადით! სანამ აღმოუჩენიათ, მოასფალტებული გზა გაუყვანიათ, საბაგირო დაუმონტაჟებიათ და სიმშვიდე დაურღვევიათ...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
P.S. მადლობა ქსოვრელს! ძვირფას და ჩემი ჭკუის ადამიანს. ნამდვილ მეგობარს. 
P.P.S. სურათებს ფეისბუკზეც ნახავთ.
P.P.P.S. თხრობის დროს შეიძლება გადავაჭარბე ალაგ-ალაგ, მაგრამ დაიკიდეთ. ალექს არ გამცე.

P.P.S. სურათებს ფეისბუკზეც ნახავთ.
P.P.P.S. თხრობის დროს შეიძლება გადავაჭარბე ალაგ-ალაგ, მაგრამ დაიკიდეთ. ალექს არ გამცე.

Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 09:46, edited 2 times in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
Mta Mkvarebia
ბევრი ხალხი იყო და ვერ აუდიოდა მომსახურებას როგორც ჩანს... ბევრი გვაწვალა...
ეს ის არაა რასაც შენ ფიქრობ.კუკუდამალობანას ამბავმა დამაინტერესა

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
ფოტოები
განსაკუთრებით აი ის, მზე რომ ანათებს და ნაკვალევი რომ ლამაზად ჩანს
ასეთი თოვლი არც ჩვენ გვაწყენდა რკონში.
ყოჩაღები ხართ, რა კარგი გასვლა გამოგსვლიათ.
პ.ს ქსოვრელმა რა ახრამუნა, ჰქონდა რამე ეკოლოგირად სუფთები და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოები???

ასეთი თოვლი არც ჩვენ გვაწყენდა რკონში.
ყოჩაღები ხართ, რა კარგი გასვლა გამოგსვლიათ.
პ.ს ქსოვრელმა რა ახრამუნა, ჰქონდა რამე ეკოლოგირად სუფთები და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოები???

თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
Wanderer
ჭანდერერ შენით და ქსოვრელით აღფრთოვანებული ვარ!!! ულამაზესი ყოფილა იქაურობა და თქვენც ძალიან გიყოჩაღიათ. პირადი გამოცდილებით ვიცი, თუ რა ძნელია გაუკვალავ თოვლში სიარული (მე 1 კმ-საც ძლივს გავდივარ) და თქვენ კი მთელი გზა გაიარეთ!

მართლაც გასაოცარი ყოფილა დათოვლილი ჭილის ტბა
გაიხარეთ
ველით კიდევ
ფოტოებს
მართლაც გასაოცარი ყოფილა დათოვლილი ჭილის ტბა

გაიხარეთ
ველით კიდევ
ფოტოებს
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
Wanderer - მართლაც კარგად გილაშქრიათ და რესპექტები, მაგრამ ჭილის ტბაზე წახვიდე და მე არ გამაგებინო, ეს იგივეა, შარშან კარაველები ბახმაროზე რომ გამეპარნენ.
მასეთი სიამოვნებებისთვის სამსახურსაც კი დავიკიდებ, შე კაცო. 

თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
ლამაზ ადგილებში გივლიათ 

თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
Wanderer
ვაი, დავმუნჯდი:? რა სილამაზეააა!! რა სითეთრეა, რა ზღაპარიააა!!
ვაი, დავმუნჯდი:? რა სილამაზეააა!! რა სითეთრეა, რა ზღაპარიააა!!
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011
მართლაც რომ თოვლის სამეფო დაგილაშქრავთ, ულამაზესი ყოფილა დათოვლილი ჭილის ტბა და მიმდებარე ტერიტორიები
მადლობა, რომ ჩვენც გაგვიზიარეთ ეს სილამაზე

მადლობა, რომ ჩვენც გაგვიზიარეთ ეს სილამაზე

ვერ დავიჯერებ ქსოვრელის წინ გაჭრა-აჭრას აღმართზეWanderer wrote:
ქსოვრელს ძრავი გაუხურდა აშკარად(მგონი დიზელზეა) და წინ გაიჭრა აღმართზე.![]()