თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:29

უკან დაბრუნებისას ნისლი გადაიყარა და მზემაც შემოგვიჭვრიტინა ცოტათი

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:30

ამის მერე ფოტოაპარატის ბატარეა ამიჯანყდა და სურათები თითქმის აღარ გადამიღია თითქმის მთელი გზა. ბუნება უკვე შეცვლილი იყო. თოვლი ხეებიდან ჩამოფერთხილი იყო, რაც ისეთ სილამაზეს ვეღარ ქმნიდა... სამაგიეროდ ნაკვალევი ეტყობოდა უკეთესად:

Image
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:32

უკან დაბრუნებისას ისევ ჩვენს ნაკვალევს გამოვყევით. აღმოჩნდა რომ ნისლის დროს ბევრი არ გვიბოდიალია. ოდნავი გადახვევები იყო მხოლოდ.

ამ სურათზე რაც ჩანს ეს ჩვენი ნაკვალევი არაა. :D

Image
Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 10:06, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:32

სასაფლაოზე რომ ჩამოვედით 3 მუშაკი შემოგვხვდა: დენის ხაზია ზემოთ დაზიანებული და დიდთოვლობის გამო ვერ ავდივართო. ან თქვენ როგორ ახვედით. მგლების რატომ არ შეგეშინდათო. და მოგვიყვნენ ზღაპრები: როგორ დაგლიჯა ერთმა მგელმა 17 კაცი და ა.შ. ამიტომ ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცი როგორ უნდა თრთოდეს მგლების შიშით, სადღაც ბოდიალის ნაცვლად იჯდეს ბუხართან თბილად და ომახიანად ამბობდეს გმირი წინაპრების სადღეგრძელოებს ... :D

ზღაპრები ავითვისეთ და გავაგრძელეთ გზა. ბევრი არ გაგვივლია რომ ჟიგულ ვნახეთ გაჭედილი, თოვლს ეომებოდა. :) დავეხმარეთ ჟიგულს, ამოვათრიეთ და ჯილდოდ მივიღეთ სასაფლაოს ბოლომდე გასეირნება(მეტწილად უკანსვლით). შემდეგ უკვე ასფალტზე შევდგით ფეხი. ვინაიდან გვიანი იყო ვიფიქრეთ რომ ავტობუსი აღარ იქნებოდა და ფეხით დავაწექით. ჩვენდა გასაკვირად ავტობუსი შეგვხვდა, ოღონდ ქვემოდან მომავალი. გზა მაინც გავაგრძელეთ და ცოტაც რომ გავიარეთ ნივა წამოგვეწია(ერთ-ერთი იმ სამი მუშაკიდან). ნივას არცერთი დეტალი ბოლომდე მოჭერილი არ ჰქონდა(სავარაუდოდ) და ჩვენც მთელი სისავსით განვიცადეთ მისი კომფორტი და სირბილე... :D


ნივამ ს. ქიმიამდე ჩამოგვიყვანა(გაახაროს ღმერთმა). ჯერ დღე იყო ფაქტიურად და ვინაიდან არ გვეჩქარებოდა გადავწვიტეთ იქვე მდებარე ”მირზაანი” დაგველაშქრა. ”მირზაანში” კარგა ხანი მოგვიწია ყოფნა. ბევრი საჭმელები არ აგვიღია. ხინკალი და ლუდი მხოლოდ(გემრიელი გვეჩვენა ძალიან), მაგრამ მიმტან გოგოსთან კეკემალულობასა და დაჭერობანას თამაშმა 2-3 საათი წაიღო ალბათ. :D ასე რომ მაინც გვიან მომიწია მისვლა სახლში. :)
Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 09:48, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Mta Mkvarebia » 01 მარ 2011, 09:33

Wanderer
შემშურდაააა :( მეც მინდოდა.
ულამაზეს ქურქში გახვეული დაგხვედრიათ ჭილია ტბის მიმდებარე ტყე.

კუკუდამალობანას ამბავმა დამაინტერესა ;)
Last edited by Mta Mkvarebia on 01 მარ 2011, 09:34, edited 1 time in total.
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:33

დასკვნები:

1) ჩვენ ეს შევძელით! :ყეს: :გაჯგიმვისსიცილაკი:

2) ჭილის ტბაზე თოვლში თუ მიდიხარ ახალმოთოვილზე უნდა წახვიდე. ხეებზე დადებული და შეყინული თოვლი ისეთ საოცარ არტეფაქტებს ქმნის, რომ უბრალო მუხის შემხედვარესაც კი რომელიღაც ზღაპარში გეგონება თავი... :)

3) წადით! სანამ აღმოუჩენიათ, მოასფალტებული გზა გაუყვანიათ, საბაგირო დაუმონტაჟებიათ და სიმშვიდე დაურღვევიათ...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:36

P.S. მადლობა ქსოვრელს! ძვირფას და ჩემი ჭკუის ადამიანს. ნამდვილ მეგობარს. :)

P.P.S. სურათებს ფეისბუკზეც ნახავთ.


P.P.P.S. თხრობის დროს შეიძლება გადავაჭარბე ალაგ-ალაგ, მაგრამ დაიკიდეთ. ალექს არ გამცე. :D
Last edited by Wanderer on 01 მარ 2011, 09:46, edited 2 times in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Wanderer » 01 მარ 2011, 09:38

Mta Mkvarebia
კუკუდამალობანას ამბავმა დამაინტერესა
ეს ის არაა რასაც შენ ფიქრობ. :D ბევრი ხალხი იყო და ვერ აუდიოდა მომსახურებას როგორც ჩანს... ბევრი გვაწვალა...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Tami » 01 მარ 2011, 09:53

ფოტოები :shock: :shock: :shock: განსაკუთრებით აი ის, მზე რომ ანათებს და ნაკვალევი რომ ლამაზად ჩანს :!:

ასეთი თოვლი არც ჩვენ გვაწყენდა რკონში.
ყოჩაღები ხართ, რა კარგი გასვლა გამოგსვლიათ.
პ.ს ქსოვრელმა რა ახრამუნა, ჰქონდა რამე ეკოლოგირად სუფთები და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოები??? :wink:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by Naia » 01 მარ 2011, 10:16

Wanderer
ჭანდერერ შენით და ქსოვრელით აღფრთოვანებული ვარ!!! ულამაზესი ყოფილა იქაურობა და თქვენც ძალიან გიყოჩაღიათ. პირადი გამოცდილებით ვიცი, თუ რა ძნელია გაუკვალავ თოვლში სიარული (მე 1 კმ-საც ძლივს გავდივარ) და თქვენ კი მთელი გზა გაიარეთ!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by lama » 01 მარ 2011, 11:16

Wanderer
მართლაც გასაოცარი ყოფილა დათოვლილი ჭილის ტბა :)

გაიხარეთ

ველით კიდევ
ფოტოებს
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by guruli » 01 მარ 2011, 11:35

Wanderer - მართლაც კარგად გილაშქრიათ და რესპექტები, მაგრამ ჭილის ტბაზე წახვიდე და მე არ გამაგებინო, ეს იგივეა, შარშან კარაველები ბახმაროზე რომ გამეპარნენ. :D :D მასეთი სიამოვნებებისთვის სამსახურსაც კი დავიკიდებ, შე კაცო. :)

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by amigo » 01 მარ 2011, 12:02

ლამაზ ადგილებში გივლიათ :)

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by kiki » 01 მარ 2011, 12:40

Wanderer


ვაი, დავმუნჯდი:? რა სილამაზეააა!! რა სითეთრეა, რა ზღაპარიააა!!

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
თოვლის სამეფო ანუ ჭილის ტბა 27.02.2011

Post by LiBrA » 01 მარ 2011, 13:41

მართლაც რომ თოვლის სამეფო დაგილაშქრავთ, ულამაზესი ყოფილა დათოვლილი ჭილის ტბა და მიმდებარე ტერიტორიები :shock:
მადლობა, რომ ჩვენც გაგვიზიარეთ ეს სილამაზე :)
Wanderer wrote:
ქსოვრელს ძრავი გაუხურდა აშკარად(მგონი დიზელზეა) და წინ გაიჭრა აღმართზე. :D
ვერ დავიჯერებ ქსოვრელის წინ გაჭრა-აჭრას აღმართზე :lol:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]