უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 დეკ 2010, 20:19
კარვები მალე გავშალეთ და მზად ვიყავით წვიმის მისაღებად.
Uploaded with
ImageShack.us
არხოტელი მხედარი ბიჭი
Uploaded with
ImageShack.us
წვიმამაც არ დაახანა და ყველანი კარვებში შეგვყარა. თუმცა დიდხანს არ ვუწვალებივართ და მალევე გადაიღო. კლდეებს წვიმაში უფრო მუქი ფერი მიეღო:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ახიელი
Uploaded with
ImageShack.us
Last edited by
Bernar on 21 იან 2011, 19:25, edited 1 time in total.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 05 დეკ 2010, 21:33
საკმაოდ მოგშიებოდა ამდენ დავიდარაბაში. მალევე დავანთეთ ცეცხლი და დედაჩემმა გემრიელი სადილი მოგვიმზადა. გემრიელად მივირთვით და დღევანდელი დღით კმაყოფილები დასასვენებლად წამოვწექით ზოგი სად და ზოგი სად.
თუმცა მალევე ყველას უყივლა შინაგანმა სამყარომ: მერაბმა და მისმა ბანდამ კარტის თამაში გააჩაღა; დედაჩემი, მამაჩემი და ავთო ბიძია რაღაცაზე საუბრობდნენ; მე კიდე ახიელისწყლის ხეობაში გადავწყვიტე გასეირნება: ძალიან მინდოდა კიდეგანას კალთებისათვის და მათ შორის ჩაწოლილი მყინვარისათვის შემევლო თვალი.
სამი კაცის აყოლიება მოვახერხე. ასე, რომ მე, გიორგი, ბექა და ქრისტინე ახიელისაკენ გავემართეთ.
ახიელი
Uploaded with
ImageShack.us
ახიელის ძველისძველი კოშკი
Uploaded with
ImageShack.us
ეს უფრო ახლოდან და ცოტა გვერდიდან
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 05 დეკ 2010, 21:38
ბილიკი მარცხნიდან მიჰყვებოდა მდინარე ახიელისწყალს, რომელიც მოდიდებული ჩანდა და დუჟმორეული ეხეთქებოდა ნაპირებს. სანამ ხეობაში შევედით კიდევ ერთხელ გამოვხედეთ ახიელის კოშკს კლდეების ფონით:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 05 დეკ 2010, 21:43
ესეც ჩვენ ავტოგადაღებით
Uploaded with
ImageShack.us
იქვე ბილიკის გვერდზე მადისაღმძვრელი ჟოლო მოვიძიეთ! როგორც ჩანს ამ ხეობაში უჭირდა მზის მცხუნვარე სხივებს შემოღწევა. ქრისტინე ფაქტზე დავიჭირეთ: არხოტელებს პარავდა ჟოლოს

:D:D
Uploaded with
ImageShack.us
ბექა და ქრისტინე
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 05 დეკ 2010, 21:57
საკაოდ ლამაზი ხეობა იყო: მდინარის მარჯვენა ნაპირის ფერდობზე ფიჭვისა და არყის ტყე იყო შეფენილი, მარცხენა ნაპირის ფერდობები კი ალპური ბალახით იყო დაფარული და როგორც ეტყობოდა ადგილობრივები საძოვრებად იყენებდნენ.
დრო არც ისე ბევრი გვქონდა და თან საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ დანიშნულების ადგილამდე ჯერ კიდევ საკმაოდ იქნებოდა სასიარულო. თან სავარაუდოდ ბილიკიც გაფუჭდებოდა ნელ-ნელა. ამიტომ ბექამ და ქრისტინემ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მე და გიორგიმ კი გზა განვაგრძეთ. როდესაც ახიელისწყლის მარცხენა შენაკადი გადავლახეთ, ეს პატარა ობობა გადავიღე, რომლსი მსგავსიც საქართველოში, სხვაგან ნამდვილად არ შემხვედრია:
Uploaded with
ImageShack.us
ესეც ის მარჯვენა შენაკადი
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 05 დეკ 2010, 22:07
რაც უფრო წინ მივდიოდით, ბილიკი მით უფრო გაუვალი და ცუდი ხდებოდა, თან ჭიუხების თავზე ლეგა ღრუბლებიც იკრიბებოდნენ. გიორგის ნელ-ნელა დაღლა ეტყობოდა და დროც აღარ გვქონდა ბევრი დარჩენილი.
ეს გიორგია: არ ეპუებოდა დაღლილობას, მაგრამ დრო არ ითმენდა
Uploaded with
ImageShack.us
ამიტომ გადავწყვიტე ბოლო მონაკვეთი მარტოს გამევლო და სწრაფად დავბრუნებულიყავი.
ეს ახიელისწყლის ხეობა მაღლიდან
Uploaded with
ImageShack.us
ენერგიულად გავემართე ხეობის გასაყოფისაკენ. ასე ორმოცდაათიოდე მეტრში ბილიკი უკვე აღარც ემჩნეოდა დედამიწას და თან ფერდობიც საკმაოდ დაქანებული იყო. ამასობაში წვიმის წვეთებიც მომხვდა ერთი, ორი და თან სველ ქვებზე სიარული კიდევ უფრო მეტ დროს მართმევდა. ერთი ორჯერ ლამის წავკოტრიალი ფერდობზე, თუმცა საშიში არაფერი არ იყო. ეგ იყო, რომ დროში ვერ ვასწრებდი სასურველ ადგილზე მისვლას. უკვე შებინდებას იწყებდა და თან წვიმასაც უმატებდა. ამიტომ იძულებული გავხდი შუა გზიდან უკან მოვბრუნებულიყავი. არადა ნახევარი საათი რომ მქონოდა ყველაფერის ნახვას მოვასწრებდი. როდესაც გიორგისთან მივედი უკვე კარგად წვიმდა, თუმცა ახიელის თავზე სინათლეს ვხედავდით: როგორც ჩანს მხოლოდ კიდეგანას ირგვლივ იყვნენ საავდრო ღრუბლები მოქუჩებული. ჩვენ სწრაფად დავეშვით ახიელისაკენ. ქვემოთ წვიმამ ნელ-ნელა მოიკლო და ახიელში საერთოდ აღარ წვიმდა. კარგად იყო შებინდებული ბანაკში რომ ჩავედით.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 05 დეკ 2010, 22:11
ეს უკვე დაღამებულია, წეროების თამაში ვისი იდეა იყო ნამდვილად არ მახსოვს
Uploaded with
ImageShack.us
ეს იქაური ნაგაზი და ჩვენი გვარამ ბატონი
Uploaded with
ImageShack.us
ნაგაზი ყარამანსაც მოეწონა
Uploaded with
ImageShack.us
ესეც მესამე დღე. დღევანდელი დღეც კარგი და სასიამოვნო იყო, ყველაფრით ალბათ.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 იან 2011, 15:44
შემდეგი დილა მზიანი გამოდგა. ცაზე ერთ ფთილა ღრუბელსაც ვერ ნახავდით. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენს ბანაკამდე მზე ჯერ-ჯერობით ვერ აღწევდა: ირგვლივ მთებს ეფარებოდა.
მძინარე ბანაკი
Uploaded with
ImageShack.us
ჭიმღის კლდე და გველისმთა
Uploaded with
ImageShack.us
სანამ სხვები გაიღვიძებდნენ გადავწყვიტე მდინარის მეორე ნაპირზე ერთერთ ფერდობს შევყოლოდი და ზემოდან დამეხედა არე-მარისათვის. ზემოდან ასე მოჩანდა იქაურობა
Uploaded with
ImageShack.us
ახიელის კოშკი საჯიხვეების და კიდეგანას ფონით
Uploaded with
ImageShack.us
ესეც ბანაკი
Uploaded with
ImageShack.us
გაუღვიძიათ როგორც ჩანს
Uploaded with
ImageShack.us
სოფელი ახიელი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 იან 2011, 15:57
კიდევ ცოტა ხანს ვტკბებოდი იქაური ხედებით, ხოლო შემდეგ უკან დავბრუნდი. უკან დაბრუნებისას კიდევ ერთი ფოტო და ერთიც პანორამა გადავიღე
Uploaded with
ImageShack.us
ახიელის პანორამა:
Uploaded with
ImageShack.us
ბანაკში რომ მივედი უკვე ყველას ეღვიძა და სხვადასხვანაირად საქმიანობდნენ. საუზმემდე მე და დედაჩემი სოფელში ავედით: დედაჩემი ალბათ ელისო დეიდას დახმარებით მოამზადებდა საუზმეს. ამასობაში მე და ნაროზაულების ოჯახის ერთერთი წევრი ვსაუბრობდით. მისი თქმით აქაურების მთავარი გასაჭირი უგზოობა იყო. მართლაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არხოტი საქართველოში ყველაზე მივარდნილი მხარეა. გარდა იმისა, რომ სამანქანო გზა არ არსებობს არხოტი დანარჩენ საქართველოს საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება, რომლებიც საშუალოდ 3000 მეტრიან უღელტეხილებზე გადის. მაგალითისათვის ჯუთის და ახიელის დამაკავშირებელი უღელტეხილი 3287 მეტრია ხოლო ფეხით სასიარულო მანძილი ახიელიდან ჯუთამდე დაახლოებით 40 კილომეტრია. კარგი მოსიარულე ამ მანძილის გავლას ასე 5-6 საათი მაინც მოანდომებს. არხოტელების შეიძლება ითქვას ერთადერთი იმედი მესაზღვრეების ვერტმფრენია, რომელსაც ჩამოაქვს მათთვის პურის ფქვილი და სხვა საჭირო ნივთები.
ამასობაში დედაჩემიც გამოვიდა ნაროზაულების სამოსახლოდან: როგორც ჩვენი საუზმე უკვე მზად იყო!
ეს ახიელი
Uploaded with
ImageShack.us
ჭიმღის კლდე ახიელიდან. მართლა საოცარი სანახავია: სიტყვებით ამის გადმოცემა უბრალოდ არ შემიძლია
Uploaded with
ImageShack.us
ასას ხეობა ჩვენი ბანაკის ქვემოთ, სოფელ ამღისაკენ
Uploaded with
ImageShack.us
-
ეკატო
- მაწანწალა
- Posts: 434
- Joined: 12 ივლ 2010, 21:07
Post
by ეკატო » 02 იან 2011, 01:09
რა სასწაული ადგილებიაააა, სიამოვნებით ვნახავდი ამ სილამაზეს თუ კიდევ მოეწყობა ეს ტური
ფოტოებიც მშვენიერია და რეპორტაჟიც, ვისიამოვნე
პ.ს. რამდენი დღით იყავით წასულები?
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 02 იან 2011, 13:20
ზუსტად 8 დღეში ჩავეტიეთ.
P. S. 8 დღე საკმარისი აღმოჩნდა იმიტომ, რომ პირველ დღეს ნაქირავები ტრანპორტით ჯუთაში რომ ავედით იმ დღესვე მოვახერხეთ უღელტეხილის ძირში მისვლა. რეისის ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში ერთ დღეს მთლიანად წაიღებდა მგზავრობა.
თან კიდევ ბარისახოში რომ ჩამოვედით ასე 3 საათი იქნებოდა და დავურეკეთ ჩვენს მძღოს, რომელმაც იმ საღამოსვე დაგვაბრუნა თბილისში. ანუ ტრანსპორტის ქირაობამ 2 დღით შეამცირა ლაშქრობა. თან კომფორტულადაც ვიმგზავრეთ

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 21 იან 2011, 19:33
დღეს სოფელი ჭიმღა უნდა მოგვენახულებინა, თუმცა მანამდე ბექამ ერთი საინტერესო იდეა მოგვაწოდა: ამ დილით ასაში ბანაობა ყველას მოგვიხდებაო!
ჩვენც ავყევით ამ აზრს და აღტკინებულები წავედით კარგი საბანაოს მოსაძებნად. დიდი ხნის ძენნა არ დაგვჭირვებია: მალე მივადექით მშვენიერ საბანაოს. მდინარის წყალი სულ მთლად გამჭვირვალე იყო და საშინლად ცივი! საინტერესო და აღმაფრენით სავსე იყო თოვლიანი კლდეების ძირში ყინულივით ცივ მდინარეში დილით ბანაობა!
ახალგაზრდებიდან ყველამ ვიბანავეთ (ქრისტინეს გამოკლებით), ამიტომ სურათები ქრისტინეს გადაღებულია გიორგის აპარატით.
ესეც ჩვენი საბანაო:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
მეიშვილო არ თქვა ეხლა უნდა ვიბანაოო?

:D:D
Uploaded with
ImageShack.us
ყარამანს აშკარად უნდა წყალში ჩასვლა!
Uploaded with
ImageShack.us