ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 01 დეკ 2010, 20:19

კარვები მალე გავშალეთ და მზად ვიყავით წვიმის მისაღებად.

Image

Uploaded with ImageShack.us

არხოტელი მხედარი ბიჭი

Image

Uploaded with ImageShack.us

წვიმამაც არ დაახანა და ყველანი კარვებში შეგვყარა. თუმცა დიდხანს არ ვუწვალებივართ და მალევე გადაიღო. კლდეებს წვიმაში უფრო მუქი ფერი მიეღო:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ახიელი

Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Bernar on 21 იან 2011, 19:25, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 დეკ 2010, 21:33

საკმაოდ მოგშიებოდა ამდენ დავიდარაბაში. მალევე დავანთეთ ცეცხლი და დედაჩემმა გემრიელი სადილი მოგვიმზადა. გემრიელად მივირთვით და დღევანდელი დღით კმაყოფილები დასასვენებლად წამოვწექით ზოგი სად და ზოგი სად. :)
თუმცა მალევე ყველას უყივლა შინაგანმა სამყარომ: მერაბმა და მისმა ბანდამ კარტის თამაში გააჩაღა; დედაჩემი, მამაჩემი და ავთო ბიძია რაღაცაზე საუბრობდნენ; მე კიდე ახიელისწყლის ხეობაში გადავწყვიტე გასეირნება: ძალიან მინდოდა კიდეგანას კალთებისათვის და მათ შორის ჩაწოლილი მყინვარისათვის შემევლო თვალი. :)

სამი კაცის აყოლიება მოვახერხე. ასე, რომ მე, გიორგი, ბექა და ქრისტინე ახიელისაკენ გავემართეთ.

ახიელი

Image

Uploaded with ImageShack.us

ახიელის ძველისძველი კოშკი

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს უფრო ახლოდან და ცოტა გვერდიდან

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 დეკ 2010, 21:38

ბილიკი მარცხნიდან მიჰყვებოდა მდინარე ახიელისწყალს, რომელიც მოდიდებული ჩანდა და დუჟმორეული ეხეთქებოდა ნაპირებს. სანამ ხეობაში შევედით კიდევ ერთხელ გამოვხედეთ ახიელის კოშკს კლდეების ფონით:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 დეკ 2010, 21:43

ესეც ჩვენ ავტოგადაღებით :)

Image

Uploaded with ImageShack.us

იქვე ბილიკის გვერდზე მადისაღმძვრელი ჟოლო მოვიძიეთ! როგორც ჩანს ამ ხეობაში უჭირდა მზის მცხუნვარე სხივებს შემოღწევა. ქრისტინე ფაქტზე დავიჭირეთ: არხოტელებს პარავდა ჟოლოს :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

ბექა და ქრისტინე

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 დეკ 2010, 21:57

საკაოდ ლამაზი ხეობა იყო: მდინარის მარჯვენა ნაპირის ფერდობზე ფიჭვისა და არყის ტყე იყო შეფენილი, მარცხენა ნაპირის ფერდობები კი ალპური ბალახით იყო დაფარული და როგორც ეტყობოდა ადგილობრივები საძოვრებად იყენებდნენ.
დრო არც ისე ბევრი გვქონდა და თან საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ დანიშნულების ადგილამდე ჯერ კიდევ საკმაოდ იქნებოდა სასიარულო. თან სავარაუდოდ ბილიკიც გაფუჭდებოდა ნელ-ნელა. ამიტომ ბექამ და ქრისტინემ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მე და გიორგიმ კი გზა განვაგრძეთ. როდესაც ახიელისწყლის მარცხენა შენაკადი გადავლახეთ, ეს პატარა ობობა გადავიღე, რომლსი მსგავსიც საქართველოში, სხვაგან ნამდვილად არ შემხვედრია:

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ის მარჯვენა შენაკადი

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 დეკ 2010, 22:07

რაც უფრო წინ მივდიოდით, ბილიკი მით უფრო გაუვალი და ცუდი ხდებოდა, თან ჭიუხების თავზე ლეგა ღრუბლებიც იკრიბებოდნენ. გიორგის ნელ-ნელა დაღლა ეტყობოდა და დროც აღარ გვქონდა ბევრი დარჩენილი.

ეს გიორგია: არ ეპუებოდა დაღლილობას, მაგრამ დრო არ ითმენდა

Image

Uploaded with ImageShack.us

ამიტომ გადავწყვიტე ბოლო მონაკვეთი მარტოს გამევლო და სწრაფად დავბრუნებულიყავი.

ეს ახიელისწყლის ხეობა მაღლიდან

Image

Uploaded with ImageShack.us

ენერგიულად გავემართე ხეობის გასაყოფისაკენ. ასე ორმოცდაათიოდე მეტრში ბილიკი უკვე აღარც ემჩნეოდა დედამიწას და თან ფერდობიც საკმაოდ დაქანებული იყო. ამასობაში წვიმის წვეთებიც მომხვდა ერთი, ორი და თან სველ ქვებზე სიარული კიდევ უფრო მეტ დროს მართმევდა. ერთი ორჯერ ლამის წავკოტრიალი ფერდობზე, თუმცა საშიში არაფერი არ იყო. ეგ იყო, რომ დროში ვერ ვასწრებდი სასურველ ადგილზე მისვლას. უკვე შებინდებას იწყებდა და თან წვიმასაც უმატებდა. ამიტომ იძულებული გავხდი შუა გზიდან უკან მოვბრუნებულიყავი. არადა ნახევარი საათი რომ მქონოდა ყველაფერის ნახვას მოვასწრებდი. როდესაც გიორგისთან მივედი უკვე კარგად წვიმდა, თუმცა ახიელის თავზე სინათლეს ვხედავდით: როგორც ჩანს მხოლოდ კიდეგანას ირგვლივ იყვნენ საავდრო ღრუბლები მოქუჩებული. ჩვენ სწრაფად დავეშვით ახიელისაკენ. ქვემოთ წვიმამ ნელ-ნელა მოიკლო და ახიელში საერთოდ აღარ წვიმდა. კარგად იყო შებინდებული ბანაკში რომ ჩავედით.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 05 დეკ 2010, 22:11

ეს უკვე დაღამებულია, წეროების თამაში ვისი იდეა იყო ნამდვილად არ მახსოვს :)

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს იქაური ნაგაზი და ჩვენი გვარამ ბატონი :)

Image

Uploaded with ImageShack.us

ნაგაზი ყარამანსაც მოეწონა :)

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც მესამე დღე. დღევანდელი დღეც კარგი და სასიამოვნო იყო, ყველაფრით ალბათ.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 01 იან 2011, 15:44

შემდეგი დილა მზიანი გამოდგა. ცაზე ერთ ფთილა ღრუბელსაც ვერ ნახავდით. თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენს ბანაკამდე მზე ჯერ-ჯერობით ვერ აღწევდა: ირგვლივ მთებს ეფარებოდა.

მძინარე ბანაკი

Image

Uploaded with ImageShack.us

ჭიმღის კლდე და გველისმთა

Image

Uploaded with ImageShack.us

სანამ სხვები გაიღვიძებდნენ გადავწყვიტე მდინარის მეორე ნაპირზე ერთერთ ფერდობს შევყოლოდი და ზემოდან დამეხედა არე-მარისათვის. ზემოდან ასე მოჩანდა იქაურობა :)

Image

Uploaded with ImageShack.us

ახიელის კოშკი საჯიხვეების და კიდეგანას ფონით

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ბანაკი

Image

Uploaded with ImageShack.us

გაუღვიძიათ როგორც ჩანს :)

Image

Uploaded with ImageShack.us

სოფელი ახიელი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 01 იან 2011, 15:57

კიდევ ცოტა ხანს ვტკბებოდი იქაური ხედებით, ხოლო შემდეგ უკან დავბრუნდი. უკან დაბრუნებისას კიდევ ერთი ფოტო და ერთიც პანორამა გადავიღე

Image

Uploaded with ImageShack.us

ახიელის პანორამა:

Image

Uploaded with ImageShack.us

ბანაკში რომ მივედი უკვე ყველას ეღვიძა და სხვადასხვანაირად საქმიანობდნენ. საუზმემდე მე და დედაჩემი სოფელში ავედით: დედაჩემი ალბათ ელისო დეიდას დახმარებით მოამზადებდა საუზმეს. ამასობაში მე და ნაროზაულების ოჯახის ერთერთი წევრი ვსაუბრობდით. მისი თქმით აქაურების მთავარი გასაჭირი უგზოობა იყო. მართლაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არხოტი საქართველოში ყველაზე მივარდნილი მხარეა. გარდა იმისა, რომ სამანქანო გზა არ არსებობს არხოტი დანარჩენ საქართველოს საცალფეხო ბილიკებით უკავშირდება, რომლებიც საშუალოდ 3000 მეტრიან უღელტეხილებზე გადის. მაგალითისათვის ჯუთის და ახიელის დამაკავშირებელი უღელტეხილი 3287 მეტრია ხოლო ფეხით სასიარულო მანძილი ახიელიდან ჯუთამდე დაახლოებით 40 კილომეტრია. კარგი მოსიარულე ამ მანძილის გავლას ასე 5-6 საათი მაინც მოანდომებს. არხოტელების შეიძლება ითქვას ერთადერთი იმედი მესაზღვრეების ვერტმფრენია, რომელსაც ჩამოაქვს მათთვის პურის ფქვილი და სხვა საჭირო ნივთები.
ამასობაში დედაჩემიც გამოვიდა ნაროზაულების სამოსახლოდან: როგორც ჩვენი საუზმე უკვე მზად იყო! :)

ეს ახიელი

Image

Uploaded with ImageShack.us

ჭიმღის კლდე ახიელიდან. მართლა საოცარი სანახავია: სიტყვებით ამის გადმოცემა უბრალოდ არ შემიძლია

Image

Uploaded with ImageShack.us

ასას ხეობა ჩვენი ბანაკის ქვემოთ, სოფელ ამღისაკენ

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by ეკატო » 02 იან 2011, 01:09

რა სასწაული ადგილებიაააა, სიამოვნებით ვნახავდი ამ სილამაზეს თუ კიდევ მოეწყობა ეს ტური :roll:
ფოტოებიც მშვენიერია და რეპორტაჟიც, ვისიამოვნე :)

პ.ს. რამდენი დღით იყავით წასულები?

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 02 იან 2011, 13:20

ზუსტად 8 დღეში ჩავეტიეთ. :)

P. S. 8 დღე საკმარისი აღმოჩნდა იმიტომ, რომ პირველ დღეს ნაქირავები ტრანპორტით ჯუთაში რომ ავედით იმ დღესვე მოვახერხეთ უღელტეხილის ძირში მისვლა. რეისის ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში ერთ დღეს მთლიანად წაიღებდა მგზავრობა.
თან კიდევ ბარისახოში რომ ჩამოვედით ასე 3 საათი იქნებოდა და დავურეკეთ ჩვენს მძღოს, რომელმაც იმ საღამოსვე დაგვაბრუნა თბილისში. ანუ ტრანსპორტის ქირაობამ 2 დღით შეამცირა ლაშქრობა. თან კომფორტულადაც ვიმგზავრეთ :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 21 იან 2011, 19:22

საუზმემდე კი ასეთი ამბები იყო ჩვენს ბანაკში:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

გურამი სახეს მალავს რატომღაც ;) :D

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 21 იან 2011, 19:24

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ქრისტინე: მოსწყურებია ნამეტანი :)

Image

Uploaded with ImageShack.us

და მეიშვილი: რაღაცს ჩორკნის

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 21 იან 2011, 19:33

დღეს სოფელი ჭიმღა უნდა მოგვენახულებინა, თუმცა მანამდე ბექამ ერთი საინტერესო იდეა მოგვაწოდა: ამ დილით ასაში ბანაობა ყველას მოგვიხდებაო! :)

ჩვენც ავყევით ამ აზრს და აღტკინებულები წავედით კარგი საბანაოს მოსაძებნად. დიდი ხნის ძენნა არ დაგვჭირვებია: მალე მივადექით მშვენიერ საბანაოს. მდინარის წყალი სულ მთლად გამჭვირვალე იყო და საშინლად ცივი! საინტერესო და აღმაფრენით სავსე იყო თოვლიანი კლდეების ძირში ყინულივით ცივ მდინარეში დილით ბანაობა!

ახალგაზრდებიდან ყველამ ვიბანავეთ (ქრისტინეს გამოკლებით), ამიტომ სურათები ქრისტინეს გადაღებულია გიორგის აპარატით. :)

ესეც ჩვენი საბანაო:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მეიშვილო არ თქვა ეხლა უნდა ვიბანაოო? :D:D:D

Image

Uploaded with ImageShack.us

ყარამანს აშკარად უნდა წყალში ჩასვლა! :D

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ჯუთა-არხოტი-წინხადუ-ბარისახო

Post by Bernar » 21 იან 2011, 19:36

ძაან ცივი იყო ისე წყალი, ეხლაც მაჟრიალებს რომ მახსენდება :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მაგარი ამინდი იყო იმ დილას

Image

Uploaded with ImageShack.us

ბექა იყინება :D

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]