diklo9

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 22 ივლ 2010, 10:56

თქვენის ნებართვით განვაგრძობ წინა მონათხრობიდან :)

ზოგიერთ თქვენგანს ალბათ გაუჩნდა კითხვა ნინი და დათო შორეული ნათესავები ხომ არ არიანო, შეიძლება ასეც ყოფილიყო რომ არა ერთი ფაქტი, მაიას და მერაბის დედა ღონღაძეების მიერ აყვანილი შვილია და ეს ფაქტი არათუ ოჯახისწევრებმა, მეზობლებმა და ნათესავებმაც იციან, მითუფრო რომ მაიასაც და მერაბისაც თავის ბიოლოგიურ დეიდასთან და დეიდაშვლებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და ჩვენც ყველა მათგანს ძალიან კარგად ვიცნობთ :)

დათომ დღის აღმოჩენის შემდეგ აქტიურად დაიწყო მაიასთან შეხვედრის ორგანიზებაზე ზრუნვა. თავდაპირველად კონცერტის ბილეთების ყიდვას ფიქრობდა, შემდეგ ლაშქრობის იდეაზე გადაერთო, საბოოოდ კი რესტორანზე შევჩერდა, მშვიდად ვისაუბრებთ, ხელს არავის შეგვიშლისო.

და აი დადგა ჩემთვის ლილი გაცნობის, ლილის და დათოსთვის მონატრებული მაიას ნახვის დღე.

საღამოს დათომ დამირეკა, აბა რას აკეთებ, 10 წუთში გამოგივლი და მზად იყავიო, მახსოვს მეძინდა, რაღაც ვერ ვიყავი კარგად და ვუთხარი ვერ წამოვალ თქო, მარა დაჟინებით მომთხოვა, მაია შეიძლება ვერ ვიცნო თან შენს გარეშე აბა როგორ წავალო და მეც სხვა გზა არ მქონდა ავდექი და გავემზადე.

დათომ თავდაპირველად მე გამომიარა მანქანით რადგან მის სამსახურთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი, შემდეგ მაიკოს გავუარეთ, ბოლოს ლილის. აღმოჩნდა რომ მაია და ლილი დიღომში გვერდი გვერდ კორპუსებში ცხოვრობდნენ :)

შუა სადილბისას დათოს და ლილის დიალოგს რომ ვიხსენებ ყოველთვის მეღიმება :) ლილი დათოს მიერ გამოკვლეული ახალი ამბის თავისეულ ვერსიას ჰყვება: მირეკავს ჩემი ძმა აღფრთოვანებული და მიყვება: ინტერნეტში ვიღაც გოგო გავიცანი, რომელიც მაიას ნათესავი აღმოჩნდაო. სიტყვა "ვიღაცაზე" გამეღიმა და დათოს შევხედე, აშკარად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მარა იხტიბარი არ გაიტეხა და ლილის მიუბრუნდა ღიმილით: არა ლილი, მე ვიღაც გოგოს როგორ გეტყოდი, ნინი გითხარი და არ გახსოვსო :) ლილი იმდენად იყო გადართული ამბის მოყოლაზე რომ ვერ მიხვდა და თავის ვერსიას აგრძელებდა: არა ეგრე არ იყო, კარგად მახსოვს რაც მითხარიო :D

მერე თემა შეცვალეს, ბავშვობის ამბებს ჰყვებოდნენ და მეც თითქოს დროში გადავაადგილდი... საერთო ნაცნობები და მეგობრები მცხეთაში, ნათესავები ტეზერში... თითქოს ერთ გარემოში ვტრიალებდით და მაინც ინტერნეტი გახდა ჩვენი გაცნობის საშუალება....

საღამო მართლაც და სასიამოვნო აღმოჩნდა...უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. მაშინ აღმოვაჩინე რომ და-ძმა საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ძალიან ზრუნავდნენ ერთმანეთზე და სულ ერთად იყვნენ, სამსახურშიც კი :)

სადილის შემდეგ დათომ ყველანი ისევ სახლებში ჩამოგვარიგა, ჯერ ლილი, შემდეგ მაია, ბოლოს მე. გზაში ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, შემდეგ დავემშვიდობე და სახლში ავედი, თვითონ არმაზში დაბრუნდა...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
diklo9

Post by tamuna_gudarexi » 22 ივლ 2010, 11:02

ნინი_85
ნიინ :*

რა უნდა გავამხილო, დიკლოს და ლილის ისე ვიცნობდი ცალ-ცალკე, არ ვიცოდი, რომ და-ძმა იყვნენ :) დიკლო ლაგოდეხის გასვლაში გავიცანი, ლილი - ალილოზე. მგონი თვალივის გასვლაში გავიგე ან ჯვრის დასუფთავების აქციაზე, რომ ლილი დათოს და იყო. გამიკვირდა თავიდან, მაგრამ მერე ლილის შევხედე და იმხელა მსგავსება დავინახე, ვიფიქრე, აქამდე როგორ ვერ მივხვდი-მეთქი :)

ველი ამბის გაგრძელებას!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
diklo9

Post by Ninukala » 22 ივლ 2010, 11:40

ნინი_85
უნდა გამოვტყდე, საერთოდ დიდი პოსტების კითხვა არ მიყვარს ხოლმე და ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება, დღეს კი ბოლოში რომ ჩავედი გული დამწყდა რომ ასე მალე დამთავრდა შენი მონათხრობი... ნინ ძალიან სასიამოვნოდ ყვები.... მალე გააგრძელე.... :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
diklo9

Post by Katy » 22 ივლ 2010, 13:46

ნინი_85

თხრობის დიდი ნიჭი გქონია!
ვეთანხმები Ninukalaს, მეც არ მიყვარს გრძელი "პოსტები", მაგრამ შენს ნაწერს დიდი ინტერესით ვკითხულობ :)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
diklo9

Post by Ledi » 02 აგვ 2010, 15:16

ნინი, გაგრძელებას კიდევ დიდხანს უნდა ველოდო? :x ......... ;)

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 16 აგვ 2010, 19:58

ჩემი მკურნალობა უკვე ახალ ეტაპზე გადადიოდა და ექიმმა ანალიზის ჩაბარებიდან შედეგების გაგებამდე მცენარეული ვიტამინები დამინიშნა რომელიც თბილისში მხოლოდ გაგარინზე, ტენტორიუმში იყიდება. ისე მოხდა რომ იმ დღეს დათომ სკაიპში მკითხა დღეს რას აკეთებო.
- წამლის საყიდლად მივდივარ საბურთალოზე, მცენარეული ვიტამინია და მარტო ერთგანაა თბილისში.
- მართლა? მოდი მე გაგიყვან მანქანით
- არა იყოს არ შეგაწუხებ, ჩემით გავალ შორს ხომ არაა
- მეც მაქვს ქალაქში საქმეები და ბარემ გზად გავაკეთებ. ხომ არ გეჩქარება? 1 საათში გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
- არ მეჩქარება, დაგიცდი.
არ ვიცი ჩემს გამო გადაწყვიტა თუ მართლა ჰქონდა იმ დღეს გეგმაში რამე მსგავსი, მარა ისე მოაგვარა ყველაფერი უარის თქმა ვერ მოვახერხე.
შეპირებულზე ცოტა გვიან მოვიდა. სახლიდან ჩემი დახეული ჯინსებით, პატარა მწვანე, სპორტულ ჩანთით და ფერადი მაისურით გავედი. ბებიაჩემმა მომაძახა: სირცხვილია რითი მიდიხარ, რას იფიქრებს ადამიანიო. ბებოსგან განსხვავებით კი დათოს სულ სხვა რეაქცია ჰქონდა, მანქანაში რომ ჩავჯექი სახე გაუნათდა და გულახდილად აღნიშნა: რა კარგად გამოიყურებაი, როგრო გიხდება ეგ ჩაცმულობაო.

დავიძარით საბურთალოსკენ.
- მოდი თუ არ გეჩქარება გზად ტოიოტაში შევივლი, საბუთები მაქვს მისატანი
- კარგი
შევიარეთ ტოიოტაში. მანქანიდან გადავიდა და დავრჩი მარტო. ვზივარ და ველოდები როდის დაბრუნდება, უცბათ მახსენდება თიკო ერი და ტელეფონზე ვრეკავ:
- თიკო, სამსახურში ხარ?
- კი
- აგერ შენს სამსახურთან ვარ მეც და თუ გცალია გნახავდი
- კი მცალია, ამოდი მეორე სართულზე და მეც გამოვალ
- კარგი
დათო დაბრუნდა.
- ჩემი კარველი მეგობარი მუშაობს აქ და უნდა ვნახო
- კიბატონო
მანქანიდან გადავედი. რატომღაც მეგონა რომ მანქანაში დამელოდებოდა მარა ჩემდა გასაკვირად უკან გამომყვა. ავდივართ კიბეებზე და ვეუბნები ტოიოტას დედოფალი უნდა გაგაცნო თქო და კიბეების თავში თიკო გვხვდება.
- თიკო, როგორ ხარ? გაიცანი ეს დათოა, კარველი დიკლო9
- დათო ეს თიკო_რ -ია
ცოტა ვისაუბრეთ. თიკომ შეგვიპატიჟა, თუმცა უარი ვუთხარით, მე წამალზე მეჩქარებოდა, დათოს კიდევ ჰქონდა საქმეები. დავემშვიდობეთ და წამოვედით.
აფთიაქს ადვილად მივაგენით, გზის პირასვე იყო. შევიძინეთ უცნაური შეფუთვით, უცნაური ფერის დრჟეები, ძალიან საინტერესო შემცველობით, რომელიც დათომ ადგილზევე დააგემოვნა :D

- ახლა სად მივდივართ?
- ესპანური ენის ცენტრში
- რა ცენტრია?
- "კარმენი"
- და მანდ რა გვინდა?
- ნახევარი წელი დავდიოდი ესპანურზე, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, მეხმიანებიან ხოლმე, როცა ფიესტები ან რამე სხვა ღონისძიებები აქვთ, დიდი ხანია არ მივსულვარ და მინდა მოვიკითხო.
- ესპანურს რატო სწავლობდი?
- სამხრეთ ამერიკაში ვაპირებდი წასვლას
- საინტერესოა
- ჯერ კიდევ ლონდონში დავგეგმე ყველაფერი, ყველა დეტალი მქონდა გათვლილი, სად ვიცხოვრებდი, სად ვიმუშავებდი...
- დიდი ხნით აპირებდი წასვლას?
- ნახევარი წლით
- დიდი დროა, მერე?
- მერე აქ ჩამოვედი, ენის სწავლა დავიწყე...
- წახვედი?
- არა
- სამწუხაროა, თუ ასე ძალიან გინდოდა და ასე დეტალებში გქონდა დაგეგმილი უნდა წასულიყავი კიდეც
- მერე გეგმები შემეცვალა და უკვე ვეღარ მოვახერხე
- იმედია მომავალში წახვალ
- იმედია...

დოლიძის ასახვევთან გავჩერდით. ცოტა ფეხით ვიარეთ და დანიურ სახლში შევედით ტკბილეულის შესაძენად. იქიდან კი ყველანაირი მცდელობის მიუხედავად რუსთაველზე ვერანაირად ვერ მოვხვდით. გზები გადაკეტილი იყო ასაიათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული მსვლელობის გამო. უკანაც ვერ მიოვტრიალდით და ასე აღმოვჩნდით მეტეხის ხიდთან.
- როგორ დღის შესაბამისად გამოვიყურები, დავიხედე შარვალზე
- არაუშავს, გადავიდეთ და ვნახოთ რა ხდება.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 16 აგვ 2010, 20:48

ხიდთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი, კიდევ ელოდნენ მსვლელობაში მონაწილეებს. ხალხს შევერიეთ...
ცოტა ხანში აბო ტფილელის ტაძართან ჩავედით და მტკვრის პირას გავჩერდით. საუბარი მე დავიწყე თანაც"მეტად საინტერესო" თემაზე (!) დათოს ჩემი ავადმყოფობის მოლეკულურ მექანიზმებს ვუხსნიდი :D ჩემდა გასაკვირად მისმენდა, მისმენდა არა ზრდილობის გამო, არამედ იმიტომ რომ მართლა აინტერესებდა, კითხვებს მისმევდა და გულმოდგინედ ელოდა პასუხს. მაშინ აღმოვაჩინე რომ დათოსთან ნებისმიერ თემაზე შეიძლებოდა გესაუბრა, გქონოდა ჯანსაღი დისკუსია, შეიძლება რაღაცა დოზით კამათიც კი რომელიც ჩხუბამდე არასოდეს არ მიდიოდა, მე ყოველთვის ჩემს პოზიზიაზე ვრჩებოდი, ის თავისაზე და კამათიც კი დათოს ღიმილით სრულდებოდა, რაც აბსოლიტურად ანეიტრალებდა ყველანაირ დაძაბულ სიტუაციასაც კი :)

დასაღამოვსდა. ცოტა აგრილდა. ისევ ხიდზე ავედით. "ტკბილი ქვეყანა" გემრიელ კვერებს არიგებდა უფასოდ, ჩვენც შეგვხვდა თითო-თითო.

რადღან ხიდი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადავსებული იყო ხალხით გადავწყვიტეთ მოედანთან შემოგვევლო.
- გობე!
- ნინი! -გაუნათდა თვალები გობეს და თბილად გადამეხვია- როგორ ხარ?
- კარგად, ანა და ლევანი აქ არიან?
- არა ამჯერად მარტო ვარ
- გობე, გაიცანი ეს დათოა, კარველია სხვათაშორის ;)
- სასიამოვნოა, გოგი
- დათო
ერთმანეთ ხელი ჩამოართვეს.
გობეს დავემშვიდობეთ და გზა განვაგრძეთ... დათომ ვერ მოითმინა არ აღენიშნა:
- როგორ გულიანად მოგესალმა, კარგი ადამიანი ჩანს
- კი, გობე, ძალიან კარგი ადამიანაი :)

ხიდს მარჯვენა მხარეს მოვექეცით რომ როგორმე მეორე მხარეს გადავსულიყავით. ხალხი მართლაც ძალიან ბევრი იყო. დათომ მარჯვენა ხელი ჩამჭიდა და ხალხს შეერია, მიდის წინ თამამად, მე მივყვები უკან კრავივით... როგორც იქნა ხალხის სიმჭიდროვეს გავცდით მარა დათო ხელს არ მიშვებს :D
ბოლოს მოიხედა და ჩემი გაუცებული სახე რომ დაინახა გამიშვა :D

ისევ მანქანაში ჩავსხედით და ვაზისუბნისკენ ავიღეთ გეზი, თბილისისი ზღვით უნდა გადავსულიყავით გლდანში. თბილისის ზღვას მე ისე როგორ ჩავუვლიდი ჩემი "საქმენი საგმირონია" რომ არ მეხსენებინდა და თბილისის ზრვის გადაცურვის მცდელობის ამბები მოვუყევი :D იდეა ძალიან მოეწონა, შემდეგ წელს აუცილებლად შემოგიერთდებითო...
მერე "საქმენი საგმირონიას" დაივინგის კურსების ამბები მოაყოლა: როგორ ჩავიდა დაშვებულ სიღრმეზე ქვემოთ (რომელ ზღვაში არ მახსოვს) მოიხსნა ჟანგბადის სასუნთქი და დაიწყო ჩაძირულ გემში დარჩენილი ჰაერით სუნთქვა, რის გამოც ტრენერი კინაღამ მოხსნეს სამსახურიდან, თვითონ კი სერთიფიკატი მაინც აიღო :D

ამასობაში გლდანში მივედით, რადგან ძალიან გვშიოდა ყავის სახლს ვესტუმრეთ. რაღაცნაირი კარგი გარემო იყო და დათოს ძალიან მოსწონდა: ასე მგონია საზღვარგარეთ რომელიმე ბარში ვარ, რომელსაც ზედა სართულზე სასტუმრო აქვს და სადილის შემდეგ იქ ავიდვარო.
ვისადილეთ. რადგან წამლებისგან ცოტა ხანი შესვენება მქონდა აღებული ლუდი დავლიე, პირველად ოთხი თვის შემდეგ(!) მომნატრებია...

სადილის განმავლობაში ვსაუბრობდით, ამჯერად დათოს ევროპაში მოგზაურობაზე ავტოსტოპით: მთელი ერთი თვე მარტო დავდიოდი ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ბოლოს ისე მომბეზრდა ბარიდან არ გამოვდიოდი და ერთი სული მქონდა სახლში როდის დავბრუნდებოდიო.

ვუსმენდი და ჩემს ჯერ კიდევ აუხდენელ ოცნებას ვხედავდი...

არა, მაინც როგორ ვგავართ ერთმანეთს!

სახლში მისულმა ბებოს მოვახსენე: ტყუილად ნერვიულობდი, დათოს ჩემი ჩაცმულობა ძალიან მოეწონა, აღნიშნა კიდევაც გიხდებაო :D
ბებომ შემომხედა გაოცებულმა და ცოტა ხანში ღიმილით აღნიშნა:
- რაღა გიჭირს, გიპოვნია შენნაირი...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
marmenio
მაწანწალა
Posts: 545
Joined: 13 აგვ 2009, 17:08
diklo9

Post by marmenio » 16 აგვ 2010, 22:28

უფო და უფრო მიყვარდება და ახლობელი ხდება ჩემთვის დათო.

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 18 სექ 2010, 20:41

მომდევნო დღეს სკაიპში მწერს, მარჯანიშვილის თეატრში კარგი სპექტაკლები გადის, მართალია დღეს არ მცალია მარა ამ დღეებში არ გინდა წავიდეთო? რა თქმა უნდა დავთანხმდი, ამდენი ხანი სახლიდან არ გამოვსულვარ და ამაზე ვეტყოდი უარს?

დღეზე შევთანხმდით. სპექაკლი საღამოს 8 საათზე იწყებოდა. ბებომ შეიცხადა, გვიანიაო და დათოს მივწერე, პასუხად კი: ბებოს გადაეცი დათომ თქვა გვიანი არააო :D

ცოტა ადრე გამომიარა, გზად "კარმენში" უნდა შეევლო, ცენტრის დაბადების დღე ახლოვდებოდა და დაურეკეს შენი იდეებით მოდი ჩვენთანო :) მივედით. ძალიან სასიამოვნო საზოგადოებაში აღმოვჩნდი, ახალგაზრდა მასწავლებლებიუ და მოსწავლეები, მთლიანად გადართულები საორგანიზაციო საკითხებზე ერთად აყალიბებდნენ საღამოს გეგმას. სამი წამყვანი შეირჩა, მათ შორის დათო :D წამყვანების ტექსტზე ყველამ ერთად დაიწყო მუშაობა. დათომ მე ჩემს ტექსტს სახლში კარგად ჩამოვაყალიბებ და ხვალ განახებთ, ახლა კი ძალიან გვეჩქარება და უნდა წავიდეთ, თორემ სპექტაკლზე დაგვაგვიანდებაო. თბილად დაგვემშვიდობნენ ყველანი და ჩვენც წამოვედით.

მივედით თეატრში და ცოტა გამიკვირდა რომ მარტო ორნი ვიქნებოდით, რატომღაც ველოდი რომ დათოს მეგობრებიც მოვიდოდნენ, ლევანი მაინც. ავედით სხვენში და დავიკავეთ ადგილები. სპექტაკლის დაწყებამდე წუთები რჩებოდა დათომ რომ მკითხა რას აკეთებ ხოლმე სახლში, რითი ერთობიო. თითქოს სულ არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მარა ისე მოვუყევი ყველაფერი მე თვითონ გამიკვირდა: იტალიელი მოსწავლე მყავს ინტერნეტით ინგლისურს ვასწავლი, ის იტალიურს მასწავლის. არ გაკვირვებია. ინგლისში ყოფნის დროს სამსახურში დამჭირდა ერთ-ერთი კომპიუტერული პროგრამა, ინტერნეტით მოვძებნე ადამიანი ვისაც შეეძლო ესწავლებინა, ხან მე მივდიოდი იმასთან ხან ის მოდიოდა ჩემთან და ასე ვისწავლე. ძალიან ადვილად შეგიძლია შენთვის საჭირო ცოდნის მქონე პირის მოძებნა, ის შენ გასწავლის რაც შენ გჭრდება, შენ იმას ასწავლი რაც მას სჭირდება, ფულს არც ერთი არ იხდით, ორივე მხარე კმაყოფილია :)
ძალიან საინტერესოა, ენების გარდა სხვა რომელიმე საგნის სწავლა თუ შეიძლებოდა ასეთი გზით არც კი მიფიქრია, ღირს ისე საქართველოში მაგის მოსინჯვაც, თუმცა მე აქეთ-იქით სიარულს და დროის და ენერგიის გზაში ხარჯვას ისევ ინტერნეტით სწავლა მირჩევნია :)

გამოაცხადეს რომ სპექტაკლი იწყებოდა და მობილურები უნდა გამოგვერთო. დაიწყო. "სასიყვარულო ბარათები". ჰეჰ, რაღაც საინტერესოდ ჟღერს :) ჩამითრია. ძალიან ცხოვრებისეული აღმოჩნდა. დროდადრო მეჩვენებოდა რომ ჩემს ცხოვრებას თამაშობდნენ სცენაზე და ძალიან გავბრაზდი დათოზე! ეს რა სპექტაკლზე მომიყვანა! რამის ავდექი და საჯაროდ დავტოვე დარბაზი, მაგრამ მოვახერხე თავის ხელში აყვანა და ცოტა მოვდუნდი... არ ვიცი დათო მაკვირდებოდა თუ არა მარა რომ დამკვირვებოდა აუცილებლად შემამჩნევა ემოციების მძაფრ ცვლილებებს. დამთავრდა. დათოს აშკარად შეეტყო რომ მასზეც იმოქმედა სპექტაკლის სიუჟეტმა, მაგრამ არაფერი უთქვამს მანქანაში ჩავსხედით, ცოტა ხანი ჩუმად მივდიოდით, მერე ვეღარ მოითმინა:
- სპექტაკლის ერთ-ერთი გმირის დასჯის სურვილი არ გაგიჩნდა?
- არა
- რატო?
- თავისი თავი ისე დაისაჯა უარესის მოფიქრება შეუძლებელია :)
შემომხედა:
- ისე კი მართალი ხარ და გაეღიმა
შევეცადე თემიდან ცოტა გადამეხვია:
- ერთ-ერთ გმირს კბილებზე რკინები რომ ეკეთა, სპექტაკლის დასაწყისში, აი მაგის გაკეთებას ვაპირებ და ნეტა თუ მომიხდება?
შემომხედა:
- შენ არ გჭირდება და შეკრული შუბლი გაეხსნა:
- მე კი მეკეთა ბავშვობაში...

და საუბარმა სხვა მიმართულება აიღო, სკოლის პერიოდი, მუსიკალური სასწავლებლები, ოხუნჯობები და დავშვობის ნოსტალგია...

საუბარში ისე გავერთეთ სულ ვერ შევამჩნიეთ ჩემს სახლთან მისულები რომ ვიყავით უკვე...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
LiBrA
მაწანწალა
Posts: 834
Joined: 25 აგვ 2009, 16:32
Location: Somewhere Over the Rainbow
diklo9

Post by LiBrA » 18 სექ 2010, 21:05

ბოლო რამდენიმე პოსტი შეგნებულად არ მქონდა წაკითხული... მოვიმარაგე...

დათო, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანდა, ეს ჯერ კიდევ ლაგოდეხის გასვლაში დავასკვენი. ნინ, შენი მონათხრობებით იმ კუთხით გვაცნობ დათოს, რითაც ჩვენ ვერ მოვასწარით გაცნობა...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
diklo9

Post by ნინი_85 » 01 ოქტ 2010, 18:24

დღეს პაატასთან ვიყავი კარავზე და გზად 'კარმენში' შევირბინე, დათოს მასწავლებლების სანახავად... ნათიას ვესაუბრე, რომელიც ახლახანს გავიგე რომ თამუნა გუდარეხის კლასელი ყოფილა...
მერე ესპანელები მოვიდნენ, მე კიდევ ოთახის თვალიერება დავიწყე, ყურადღება ამ ფოტომ მიიქცია, ვიცოდი დათო რომ იყო ჰელოუინზე და ადვილად ვიპოვე კიდეც, მერე ნაცნობმა ღიმილმა მიიქცია ყურადღება და... თამუნა :shock: :shock: აი აქ კი კინაღამ ჩავიკეცე..

Image

ფოტო, რომელმაც შოკში ჩამაგდო... რამდენი საერთო რამ: 'კარმენი', 'კარავი', ერთი და იგივე წვეულება, სიცოცხლის სიყვარული, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება და გარდაცვალების ერთი და იგივე მიზეზი: თამუნა მარდალეიშვილი (შატილიონკა) და დათო სურამელაშვილი (დიკლო9)
მეაც გავთუშდ მეაც!

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
diklo9

Post by anano » 01 ოქტ 2010, 22:35

:(
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
diklo9

Post by Mta Mkvarebia » 01 ოქტ 2010, 22:49

ნინი_85
:(

მახსოვს მაგ ჰელოუინ-წვეულების ფოტოები. სულ ვეხუმრებოდი თამუნას, ალქაჯის სამასკარადო კოსტუმი როგორ მოგიხდა, მაგრამ ძალიან კეთილი და საყვარელი ალქაჯი ხართქო. ერთანეთს თუ იცნობდნენ, ვერ წარმომედგინა :( .

შეიძლება არც იცნობდნენ, მაგრამ ვინ იცის რამდენჯერ გადაიკვეთილა ამ გამორჩეული და ერთნაირი ბედისწერის მქონე ადამიანების გზები :(..
Image

limpompo
ბოდიალა
Posts: 298
Joined: 18 მაი 2008, 19:27
Location: tbilisi
diklo9

Post by limpompo » 02 ოქტ 2010, 01:12

ნინი_85
რაღაც ვგრძნობ რომ მეტირებასავით
მართალია მეც არ ვიცნობდი, მაგრამ....
LiBrA
ხო მეც მოვიმარაგედა ერთად წავიკითხე((((

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
diklo9

Post by Katy » 04 ოქტ 2010, 10:56

რა პატარაა ეს საქართველო...

და რა უცნაურია ეს ცხოვრების გზა... ვის, როდის და რანაირად შეგვახვედრებს, არავინ იცის...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]