
ზოგიერთ თქვენგანს ალბათ გაუჩნდა კითხვა ნინი და დათო შორეული ნათესავები ხომ არ არიანო, შეიძლება ასეც ყოფილიყო რომ არა ერთი ფაქტი, მაიას და მერაბის დედა ღონღაძეების მიერ აყვანილი შვილია და ეს ფაქტი არათუ ოჯახისწევრებმა, მეზობლებმა და ნათესავებმაც იციან, მითუფრო რომ მაიასაც და მერაბისაც თავის ბიოლოგიურ დეიდასთან და დეიდაშვლებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და ჩვენც ყველა მათგანს ძალიან კარგად ვიცნობთ

დათომ დღის აღმოჩენის შემდეგ აქტიურად დაიწყო მაიასთან შეხვედრის ორგანიზებაზე ზრუნვა. თავდაპირველად კონცერტის ბილეთების ყიდვას ფიქრობდა, შემდეგ ლაშქრობის იდეაზე გადაერთო, საბოოოდ კი რესტორანზე შევჩერდა, მშვიდად ვისაუბრებთ, ხელს არავის შეგვიშლისო.
და აი დადგა ჩემთვის ლილი გაცნობის, ლილის და დათოსთვის მონატრებული მაიას ნახვის დღე.
საღამოს დათომ დამირეკა, აბა რას აკეთებ, 10 წუთში გამოგივლი და მზად იყავიო, მახსოვს მეძინდა, რაღაც ვერ ვიყავი კარგად და ვუთხარი ვერ წამოვალ თქო, მარა დაჟინებით მომთხოვა, მაია შეიძლება ვერ ვიცნო თან შენს გარეშე აბა როგორ წავალო და მეც სხვა გზა არ მქონდა ავდექი და გავემზადე.
დათომ თავდაპირველად მე გამომიარა მანქანით რადგან მის სამსახურთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი, შემდეგ მაიკოს გავუარეთ, ბოლოს ლილის. აღმოჩნდა რომ მაია და ლილი დიღომში გვერდი გვერდ კორპუსებში ცხოვრობდნენ

შუა სადილბისას დათოს და ლილის დიალოგს რომ ვიხსენებ ყოველთვის მეღიმება



მერე თემა შეცვალეს, ბავშვობის ამბებს ჰყვებოდნენ და მეც თითქოს დროში გადავაადგილდი... საერთო ნაცნობები და მეგობრები მცხეთაში, ნათესავები ტეზერში... თითქოს ერთ გარემოში ვტრიალებდით და მაინც ინტერნეტი გახდა ჩვენი გაცნობის საშუალება....
საღამო მართლაც და სასიამოვნო აღმოჩნდა...უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. მაშინ აღმოვაჩინე რომ და-ძმა საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ძალიან ზრუნავდნენ ერთმანეთზე და სულ ერთად იყვნენ, სამსახურშიც კი

სადილის შემდეგ დათომ ყველანი ისევ სახლებში ჩამოგვარიგა, ჯერ ლილი, შემდეგ მაია, ბოლოს მე. გზაში ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, შემდეგ დავემშვიდობე და სახლში ავედი, თვითონ არმაზში დაბრუნდა...