დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 20 სექ 2010, 19:52

Naia
კარგი იქნება, თუ განმარტავ სიტყვა აღჭურვილობასაც.

იხ.ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი I
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by teo- » 20 სექ 2010, 20:51

Wanderer wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
ქიზიყში გავრცელებულია სიტყვა - დოღრიალა.
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიტყვა! :D ობიექტური მიზეზების გამო ხშირად მიხდება ხოლმე მისი გამოყენება. :D
ყაზბეგშიც მსმენია
არა ექსკურსიას! Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by arcivi9 » 21 სექ 2010, 13:33

lama
კარგი იქნება, თუ განმარტავ სიტყვა აღჭურვილობასაც
აღჭურვილობა
აღჭურვილობა
ჭურვი....
საინტერესო ძირი აქვს ამ სიტყვას :roll: რას ნიშნავდა ნეტავი სიტყვა ჭურვი სულ თავიდან?
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
დავიცვათ ქართული ენა

Post by Wanderer » 22 სექ 2010, 19:19

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ეს ლექსი შენ გეძღვნება ჩემგან:
http://letitbe-kalo.blogspot.com/2009/0 ... t_817.html

:D :D :D

ჩემი დაწერილი არაა ოღონდ. მეგობრების დაწერილია. მაგარი ლექსი გამოუვიდათ.

:D :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
დავიცვათ ქართული ენა

Post by Shanshika » 22 სექ 2010, 23:23

Wanderer wrote:
http://letitbe-kalo.blogspot.com/2009/0 ... t_817.html

:D :D :D

მაგარი ლექსი გამოუვიდათ.

:D :D :D
აჰაჰააააააააა ... ვაიმე :D:D:D...
...Finding Inspiration...

User avatar
likakoo
იეტი
Posts: 1294
Joined: 29 ივნ 2007, 14:27
Location: msoflio
დავიცვათ ქართული ენა

Post by likakoo » 22 სექ 2010, 23:33

"ბუტილკა" შარვალი როგორ უნდა მოვითხოვო ?

ჩაბოთლებულიი?
:D:D:D

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 სექ 2010, 00:44

Wanderer wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ეს ლექსი შენ გეძღვნება ჩემგან:
http://letitbe-kalo.blogspot.com/2009/0 ... t_817.html

:D :D :D

ჩემი დაწერილი არაა ოღონდ. მეგობრების დაწერილია. მაგარი ლექსი გამოუვიდათ.

:D :D :D
სასაცილო ლექსია.
ჩაგეთვლა.
ისედაც, ბევრ რამეში ჩანს, რომ გესმის საგანი.
მომეწონა ჯნოსის ახალი ქვეშმოწერა - :ვიმეტყველოთ გამართული ქართულით:.
ნამდვილად არ არის რთული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 სექ 2010, 11:02

ღმერთო ჩემო, რა დრო დადგა, :ამუნიცია: :აღჭურვილობას: სჯობს, :ქასთინგი: კიდევ შინაარსობრივად
პირდაპირ მისადაგებულ :არჩევას:, :შერჩევას:
(ეს უკანასკნელი, ზოგჯერ :სელექციითაც: არის გადმოცემული).
გამოვა ძალით განათლებული და იტყვის, ქართულის დაცვა ახირებააო.
სინამდვილეში კი, ასეთ ადამიანებს წიგნთან ურთი1ობის პრობლემა აქვთ.
ცხადია, სხვა რამესაც ვფიქრობ, მაგრამ ეთიკას არ ვარღვევ.

აგერ, :ჯეოსტარს: ვუყურებ.
კურიოზია პირდაპირ - რუსულ ბარბარიზმებზე ყულაბაში ლარიანს აგდებინებენ და როდესაც :ქასთინგს:
ამბობენ, ანდაც, სხვა უცხოურ ბარბარიზმს, ეს არავის ახსენდება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 23 სექ 2010, 11:34

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ღმერთო ჩემო, რა დრო დადგა, :ამუნიცია: :აღჭურვილობას: სჯობს,
აღჭურვილობა ჯობია თუ ამუნიცია, ამაზე არაა საუბარი.

რა თქმა უნდა
აღჭურვილობა სჯობს

მაგრამ, რომ გიმტკიცებენ მათი შინაარსი განსხვავებულიაო

ამაზე გაღიზიანდები :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 სექ 2010, 00:04

lama wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ღმერთო ჩემო, რა დრო დადგა, :ამუნიცია: :აღჭურვილობას: სჯობს,
აღჭურვილობა ჯობია თუ ამუნიცია, ამაზე არაა საუბარი.

რა თქმა უნდა
აღჭურვილობა სჯობს

მაგრამ, რომ გიმტკიცებენ მათი შინაარსი განსხვავებულიაო

ამაზე გაღიზიანდები :)
კგია, შენც რომ ფიქრობ, სიტყვა :აღჭურვილობა: რომ სჯობს :ამუნიციას:.
შენი და ნაიას მიმოწერა წავიკითხე.
ნამდვილად ასეა, რომ სა1შორისო ლექსიკაში :ამუნიცია: სამხედრო აღჭურვილობის შესატყვისად
გამოიყენება და არავის მოუვა აზრად, ეს სიტყვა სამთო მოლაშქრის ანდაც მეწაღის, დურგლის
აღჭურვილობის შესატყვისად გამოიყენოს.
სხვათა შორის, ქართულ სპორტულ პრესაში რმდენჯერმე უდგილოდ დაწერეს :სპორტული ამუნიცია:.
ვფიქრობ, რომ ამით ჟურნალისტებმა, გარდა იმისა, რომ ტერმინის უცოდინრობა აჩვენეს,
უცხო სიტყვათა რახა-რუხით თავის მოწონებას შეეცადნენ.
ასეა მაშინაც, როდესაც :მეკარის: ნაცვლად :კიპერს: წერენ და ა.შ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 24 სექ 2010, 00:09

GAMARJOBA SAKARTVELO
გასაგებია გოგა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ აღჭურვილობაც ვერ გამოხატავს სალაშქრო ნივთების ერთობლიობას. :)

ტერმინი ლაშქრობაც არ არის ზუსტი აღმნიშვნელი...

იმედია დამეთანხმები :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 24 სექ 2010, 00:14

აღჭურვილობის ნაცვლად სპორტსა და სხვა სფეროებში ასევე ეკიპირებას იყენებენ ზედმეტად ;) . მე ვფიქრობ, სპორტული იქნება, სალაშქრო, სამხედრო თუ სხვა - აღჭურვილობა ყველა შემთხვევაში მოიცავს აუცილებელ-საჭირო ნივთების ერთობლიობას კონკრეტული შემთხვევისთვის.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 24 სექ 2010, 09:56

tamuna_gudarexi
მართალი ხარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, აღჭურვილობას, უნდა დაემატოს განმსაზღვრელი სიტყვა

მაგ: სპორტული

ან

სამოგზაურო
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დავიცვათ ქართული ენა

Post by Tamari-ch. » 24 სექ 2010, 11:37

ქართული ენის განმტკიცებისთვის


ბალკომში გავდგი სტაქანი
კრაოტს მოეშვა პრუჟინი,
პრიხოჟიში დგას კუშეტკა,
საინზე დავდე უჟინი.
წყალში ჩავყარე ფეხები,
ორასი მქონდა წნევები
პრიჟოკში ლუსტრას ვეხები,
კასრულში ყრია კევები.
სკავრადას ჟანგი მოედო,
შკაფის თავზე დევს როლიკი,
ლეჟანკა ვნახე დაჭრილი
შიგ იწვა სტარი გომიკი.
კალიდორს როგორც გაცდები,
შიფანერკა დგას კარიჩნი,
გამოაღებ და ბოთლა დგას
შიგნი ასხია ”სტალიჩნი”.
მარაზილკაში შევდე ტუშონკა,
მკვახე მარკოვკას გავკარი კბილი
ქვედა პოლკაზე იდო სგუშონკა,
როგორც პესოკი, ისეთი ტკბილი.
ძაან მოსლაბდა ზონტიკის ტარი
ქვიშნის მურაბას გემო აქვს მჟავე,
კარაკოშკაში უბერავს ქარი
იმპორტულ კურტკას ვიყიდი ხვალე.

ავტორები: მე და მარიკა :-)


:lol: :lol: :lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ოქტ 2010, 03:53

თემურ ჭუმბურიძის წერილი პრესა.გედან იმაზე, თუ რას ამბობენ სომხები ქართულ ანბანზე:

(შემოკლებული ვარიანტი)

მეცნიერების მინისტრ შაშკინის მიერ ერევანში ქართველოლოგიის კათედრის გახსნამდე ორიოდე დღით ადრე 15-მდე ჟურნალისტმა ერევანში ვიზიტისას ხელნაწერთა ინსტიტუტს მივაშურეთ.

გიდმა დიდი შემართებით დაიწყო თითოეული ხელნაწერის, მუზეუმში წარმოდგენილი სომეხი ისტორიკოსების, მწერლებისა თუ პოეტების ბიუსტთა და სხვა ექსპონატთა შესახებ თხრობა.

ის-ის იყო, სომეხი განმანათლებელის, მესროპ მაშტოცის შესახებ მოკლე ექსკურსმაც მშვიდობიანად ჩაიარა და შემდეგ ექსპოზიციასთან გადავინაცვლეთ, რომ ჩვენ უკან მყოფი ჯგუფის გიდის ხმამ მიიპყრო ყურადღება - "სომხური ანბანის შექმნის შემდეგ, სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა ანბანი შეუქმნა მეზობელ ქართველებსა და ალბანელებსაც", - სხაპასხუპით მოუყვა უცხოელ ტურისტებს გიდი.

ჩვენი გიდი მივატოვეთ და შეიძლება "საერთაშორისო საზოგადოებისთვის" უზრდელად, მაგრამ მაინც შევაჩერეთ უცხოელების ჯგუფის "წინამძღოლ-მასპინძელი" და მისი ფუნქცია ჩვენ შევითავსეთ. ჯერ გიდს ვკითხეთ, მესროპ მაშტოცს რა წყაროების მიხედვით მიაწერდა ქართული ანბანის შექმნას. მან V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულება "მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა" დაგვისახელა.

"არსებობს სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც სომეხ სწავლულს, მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში "მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ V საუკუნის ხელნაწერში ეს ცნობა არ არის. იგი ამ თხზულების რამდენიმე საუკუნის შემდეგ გადაწერილ ხელნაწერში არშიაზეა მიწერილი, ხოლო შემდგომი პერიოდის ხელნაწერებში უკვე ტექსტშია მოთავსებული. იმავე პერიოდის, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს", - მივუგეთ გიდს და მეტი დამაჯერებლობისთვის ისევ კორიუნი მოვიშველიეთ, რომელიც ამბობს, რომ მესპორ მაშტოცმა ქართული ენა არ იცოდა და ამას სომეხი მხითარ აირივანეცის ვერსიაც დავუმატეთ...

მოულოდნელმა წინააღმდეგობამ (მოულოდნელი იმიტომ, რომ არ ელოდა, თავის ქალაქში, თავის მუზეუმში, წინააღმდეგობას თუ წააწყდებოდა) მას ფარ-ხმალი არ დააყრევინა და, ჩემი აზრით, ოდნავ სულელური კითხვა დასვა: "მხედრული ანბანი ვინ შექმნაო". ამაზე გულიანად გავიცინეთ და ახლა უცხოელებს მივუბრუნდით. დავიწყეთ საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის წარმოშობის თეორიების ახსნა (სხვათა შორის, იგივე სომხური ვერსიაც ვახსენეთ, თავისი გამაბათილებელი არგუმენტებით).

სასხვათაშორისოდ, მაგრამ ხაზგასმით, უცხოელებს ისიც ვუთხარით, რომ თანამედროვე მეცნიერები აღარც კი დავობენ იმაზე, რომ სომხური ანბანის ავტორი სირიულ და ბერძნულ დამწერლობებთან ერთად, სანიმუშოდ ქართულ ანბანსაც იყენებდა.

ჩვენს "განსწავლულობას" მუზეუმში აყალმაყალი არ გამოუწვევია, მაგრამ აღშფოთებამ და ხმამაღალმა "თხრობამ" აშკარა ყურადღება მიიქცია. ამით კი ადმინისტრაცია დაინტერესდა და დაიწყო ერთი მითქმა-მოთქმა.

ჩვენს გიდს გავხედე, ის იდგა შემდეგ ექსპოზიციასთან და მოთმინებით გველოდა. როცა ვუსაუყვედურეთ, მან რატომ "გამოტოვა" ჩვენთან უცხოელებისთვის განკუთვნილი ვერსია, მშვიდად და აუღელვებლად, ქართულად გვიპასუხა: "აქეთ მობრძანდით", შემდეგ კი რუსულად გააგრძელა: "მე თბილისელი ვარ და ამ თემაზე (გულისმობდა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსიას) საერთოდ არ ვსაუბრობო. ჩვენთვის კი ცხადი იყო, რომ ის თბილისელობის გამო არ "გადაუხვევდა" მუზეუმის წესებს, აქ გადამწყვეტი როლი ჩვენმა ეროვნებამ შეასრულა.

მუზეუმში ჩვენი დავა დიდხანს გაგრძელდა და ახლა ამის თხრობას არ გავაგრძელებ.


სრული ვარიანტის წასაკითხაღ იხილეთ ბმული:
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1509
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]