დავიცვათ ქართული ენა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
დავიცვათ ქართული ენა
Naia
კარგი იქნება, თუ განმარტავ სიტყვა აღჭურვილობასაც.
იხ.ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტომი I

ყაზბეგშიც მსმენიაWanderer wrote:GAMARJOBA SAKARTVELOჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიტყვა!ქიზიყში გავრცელებულია სიტყვა - დოღრიალა.ობიექტური მიზეზების გამო ხშირად მიხდება ხოლმე მისი გამოყენება.
დავიცვათ ქართული ენა
lama
აღჭურვილობა
ჭურვი....
საინტერესო ძირი აქვს ამ სიტყვას
რას ნიშნავდა ნეტავი სიტყვა ჭურვი სულ თავიდან?
აღჭურვილობაკარგი იქნება, თუ განმარტავ სიტყვა აღჭურვილობასაც
აღჭურვილობა
ჭურვი....
საინტერესო ძირი აქვს ამ სიტყვას

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ეს ლექსი შენ გეძღვნება ჩემგან:
http://letitbe-kalo.blogspot.com/2009/0 ... t_817.html
ჩემი დაწერილი არაა ოღონდ. მეგობრების დაწერილია. მაგარი ლექსი გამოუვიდათ.

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
დავიცვათ ქართული ენა
"ბუტილკა" შარვალი როგორ უნდა მოვითხოვო ?
ჩაბოთლებულიი?
:D:D
ჩაბოთლებულიი?

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
სასაცილო ლექსია.Wanderer wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ეს ლექსი შენ გეძღვნება ჩემგან:
http://letitbe-kalo.blogspot.com/2009/0 ... t_817.html
![]()
![]()
![]()
ჩემი დაწერილი არაა ოღონდ. მეგობრების დაწერილია. მაგარი ლექსი გამოუვიდათ.
![]()
![]()
ჩაგეთვლა.
ისედაც, ბევრ რამეში ჩანს, რომ გესმის საგანი.
მომეწონა ჯნოსის ახალი ქვეშმოწერა - :ვიმეტყველოთ გამართული ქართულით:.
ნამდვილად არ არის რთული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
ღმერთო ჩემო, რა დრო დადგა, :ამუნიცია: :აღჭურვილობას: სჯობს, :ქასთინგი: კიდევ შინაარსობრივად
პირდაპირ მისადაგებულ :არჩევას:, :შერჩევას: (ეს უკანასკნელი, ზოგჯერ :სელექციითაც: არის გადმოცემული).
გამოვა ძალით განათლებული და იტყვის, ქართულის დაცვა ახირებააო.
სინამდვილეში კი, ასეთ ადამიანებს წიგნთან ურთი1ობის პრობლემა აქვთ.
ცხადია, სხვა რამესაც ვფიქრობ, მაგრამ ეთიკას არ ვარღვევ.
აგერ, :ჯეოსტარს: ვუყურებ.
კურიოზია პირდაპირ - რუსულ ბარბარიზმებზე ყულაბაში ლარიანს აგდებინებენ და როდესაც :ქასთინგს:
ამბობენ, ანდაც, სხვა უცხოურ ბარბარიზმს, ეს არავის ახსენდება.
პირდაპირ მისადაგებულ :არჩევას:, :შერჩევას: (ეს უკანასკნელი, ზოგჯერ :სელექციითაც: არის გადმოცემული).
გამოვა ძალით განათლებული და იტყვის, ქართულის დაცვა ახირებააო.
სინამდვილეში კი, ასეთ ადამიანებს წიგნთან ურთი1ობის პრობლემა აქვთ.
ცხადია, სხვა რამესაც ვფიქრობ, მაგრამ ეთიკას არ ვარღვევ.
აგერ, :ჯეოსტარს: ვუყურებ.
კურიოზია პირდაპირ - რუსულ ბარბარიზმებზე ყულაბაში ლარიანს აგდებინებენ და როდესაც :ქასთინგს:
ამბობენ, ანდაც, სხვა უცხოურ ბარბარიზმს, ეს არავის ახსენდება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
აღჭურვილობა ჯობია თუ ამუნიცია, ამაზე არაა საუბარი.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ღმერთო ჩემო, რა დრო დადგა, :ამუნიცია: :აღჭურვილობას: სჯობს,
რა თქმა უნდა
აღჭურვილობა სჯობს
მაგრამ, რომ გიმტკიცებენ მათი შინაარსი განსხვავებულიაო
ამაზე გაღიზიანდები

-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
კგია, შენც რომ ფიქრობ, სიტყვა :აღჭურვილობა: რომ სჯობს :ამუნიციას:.lama wrote:აღჭურვილობა ჯობია თუ ამუნიცია, ამაზე არაა საუბარი.GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ღმერთო ჩემო, რა დრო დადგა, :ამუნიცია: :აღჭურვილობას: სჯობს,
რა თქმა უნდა
აღჭურვილობა სჯობს
მაგრამ, რომ გიმტკიცებენ მათი შინაარსი განსხვავებულიაო
ამაზე გაღიზიანდები
შენი და ნაიას მიმოწერა წავიკითხე.
ნამდვილად ასეა, რომ სა1შორისო ლექსიკაში :ამუნიცია: სამხედრო აღჭურვილობის შესატყვისად
გამოიყენება და არავის მოუვა აზრად, ეს სიტყვა სამთო მოლაშქრის ანდაც მეწაღის, დურგლის
აღჭურვილობის შესატყვისად გამოიყენოს.
სხვათა შორის, ქართულ სპორტულ პრესაში რმდენჯერმე უდგილოდ დაწერეს :სპორტული ამუნიცია:.
ვფიქრობ, რომ ამით ჟურნალისტებმა, გარდა იმისა, რომ ტერმინის უცოდინრობა აჩვენეს,
უცხო სიტყვათა რახა-რუხით თავის მოწონებას შეეცადნენ.
ასეა მაშინაც, როდესაც :მეკარის: ნაცვლად :კიპერს: წერენ და ა.შ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
დავიცვათ ქართული ენა
GAMARJOBA SAKARTVELO
გასაგებია გოგა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ აღჭურვილობაც ვერ გამოხატავს სალაშქრო ნივთების ერთობლიობას.
ტერმინი ლაშქრობაც არ არის ზუსტი აღმნიშვნელი...
იმედია დამეთანხმები

- tamuna_gudarexi
- იეტი
- Posts: 2290
- Joined: 15 ივნ 2005, 15:28
- Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა
აღჭურვილობის ნაცვლად სპორტსა და სხვა სფეროებში ასევე ეკიპირებას იყენებენ ზედმეტად
. მე ვფიქრობ, სპორტული იქნება, სალაშქრო, სამხედრო თუ სხვა - აღჭურვილობა ყველა შემთხვევაში მოიცავს აუცილებელ-საჭირო ნივთების ერთობლიობას კონკრეტული შემთხვევისთვის.

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir
დავიცვათ ქართული ენა
tamuna_gudarexi
მართალი ხარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, აღჭურვილობას, უნდა დაემატოს განმსაზღვრელი სიტყვა
მაგ: სპორტული
ან
სამოგზაურო

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
დავიცვათ ქართული ენა
ქართული ენის განმტკიცებისთვის
ბალკომში გავდგი სტაქანი
კრაოტს მოეშვა პრუჟინი,
პრიხოჟიში დგას კუშეტკა,
საინზე დავდე უჟინი.
წყალში ჩავყარე ფეხები,
ორასი მქონდა წნევები
პრიჟოკში ლუსტრას ვეხები,
კასრულში ყრია კევები.
სკავრადას ჟანგი მოედო,
შკაფის თავზე დევს როლიკი,
ლეჟანკა ვნახე დაჭრილი
შიგ იწვა სტარი გომიკი.
კალიდორს როგორც გაცდები,
შიფანერკა დგას კარიჩნი,
გამოაღებ და ბოთლა დგას
შიგნი ასხია ”სტალიჩნი”.
მარაზილკაში შევდე ტუშონკა,
მკვახე მარკოვკას გავკარი კბილი
ქვედა პოლკაზე იდო სგუშონკა,
როგორც პესოკი, ისეთი ტკბილი.
ძაან მოსლაბდა ზონტიკის ტარი
ქვიშნის მურაბას გემო აქვს მჟავე,
კარაკოშკაში უბერავს ქარი
იმპორტულ კურტკას ვიყიდი ხვალე.
ავტორები: მე და მარიკა

ბალკომში გავდგი სტაქანი
კრაოტს მოეშვა პრუჟინი,
პრიხოჟიში დგას კუშეტკა,
საინზე დავდე უჟინი.
წყალში ჩავყარე ფეხები,
ორასი მქონდა წნევები
პრიჟოკში ლუსტრას ვეხები,
კასრულში ყრია კევები.
სკავრადას ჟანგი მოედო,
შკაფის თავზე დევს როლიკი,
ლეჟანკა ვნახე დაჭრილი
შიგ იწვა სტარი გომიკი.
კალიდორს როგორც გაცდები,
შიფანერკა დგას კარიჩნი,
გამოაღებ და ბოთლა დგას
შიგნი ასხია ”სტალიჩნი”.
მარაზილკაში შევდე ტუშონკა,
მკვახე მარკოვკას გავკარი კბილი
ქვედა პოლკაზე იდო სგუშონკა,
როგორც პესოკი, ისეთი ტკბილი.
ძაან მოსლაბდა ზონტიკის ტარი
ქვიშნის მურაბას გემო აქვს მჟავე,
კარაკოშკაში უბერავს ქარი
იმპორტულ კურტკას ვიყიდი ხვალე.
ავტორები: მე და მარიკა

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა
თემურ ჭუმბურიძის წერილი პრესა.გედან იმაზე, თუ რას ამბობენ სომხები ქართულ ანბანზე:
(შემოკლებული ვარიანტი)
მეცნიერების მინისტრ შაშკინის მიერ ერევანში ქართველოლოგიის კათედრის გახსნამდე ორიოდე დღით ადრე 15-მდე ჟურნალისტმა ერევანში ვიზიტისას ხელნაწერთა ინსტიტუტს მივაშურეთ.
გიდმა დიდი შემართებით დაიწყო თითოეული ხელნაწერის, მუზეუმში წარმოდგენილი სომეხი ისტორიკოსების, მწერლებისა თუ პოეტების ბიუსტთა და სხვა ექსპონატთა შესახებ თხრობა.
ის-ის იყო, სომეხი განმანათლებელის, მესროპ მაშტოცის შესახებ მოკლე ექსკურსმაც მშვიდობიანად ჩაიარა და შემდეგ ექსპოზიციასთან გადავინაცვლეთ, რომ ჩვენ უკან მყოფი ჯგუფის გიდის ხმამ მიიპყრო ყურადღება - "სომხური ანბანის შექმნის შემდეგ, სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა ანბანი შეუქმნა მეზობელ ქართველებსა და ალბანელებსაც", - სხაპასხუპით მოუყვა უცხოელ ტურისტებს გიდი.
ჩვენი გიდი მივატოვეთ და შეიძლება "საერთაშორისო საზოგადოებისთვის" უზრდელად, მაგრამ მაინც შევაჩერეთ უცხოელების ჯგუფის "წინამძღოლ-მასპინძელი" და მისი ფუნქცია ჩვენ შევითავსეთ. ჯერ გიდს ვკითხეთ, მესროპ მაშტოცს რა წყაროების მიხედვით მიაწერდა ქართული ანბანის შექმნას. მან V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულება "მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა" დაგვისახელა.
"არსებობს სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც სომეხ სწავლულს, მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში "მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ V საუკუნის ხელნაწერში ეს ცნობა არ არის. იგი ამ თხზულების რამდენიმე საუკუნის შემდეგ გადაწერილ ხელნაწერში არშიაზეა მიწერილი, ხოლო შემდგომი პერიოდის ხელნაწერებში უკვე ტექსტშია მოთავსებული. იმავე პერიოდის, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს", - მივუგეთ გიდს და მეტი დამაჯერებლობისთვის ისევ კორიუნი მოვიშველიეთ, რომელიც ამბობს, რომ მესპორ მაშტოცმა ქართული ენა არ იცოდა და ამას სომეხი მხითარ აირივანეცის ვერსიაც დავუმატეთ...
მოულოდნელმა წინააღმდეგობამ (მოულოდნელი იმიტომ, რომ არ ელოდა, თავის ქალაქში, თავის მუზეუმში, წინააღმდეგობას თუ წააწყდებოდა) მას ფარ-ხმალი არ დააყრევინა და, ჩემი აზრით, ოდნავ სულელური კითხვა დასვა: "მხედრული ანბანი ვინ შექმნაო". ამაზე გულიანად გავიცინეთ და ახლა უცხოელებს მივუბრუნდით. დავიწყეთ საქართველოს ისტორიისა და ქართული ენის წარმოშობის თეორიების ახსნა (სხვათა შორის, იგივე სომხური ვერსიაც ვახსენეთ, თავისი გამაბათილებელი არგუმენტებით).
სასხვათაშორისოდ, მაგრამ ხაზგასმით, უცხოელებს ისიც ვუთხარით, რომ თანამედროვე მეცნიერები აღარც კი დავობენ იმაზე, რომ სომხური ანბანის ავტორი სირიულ და ბერძნულ დამწერლობებთან ერთად, სანიმუშოდ ქართულ ანბანსაც იყენებდა.
ჩვენს "განსწავლულობას" მუზეუმში აყალმაყალი არ გამოუწვევია, მაგრამ აღშფოთებამ და ხმამაღალმა "თხრობამ" აშკარა ყურადღება მიიქცია. ამით კი ადმინისტრაცია დაინტერესდა და დაიწყო ერთი მითქმა-მოთქმა.
ჩვენს გიდს გავხედე, ის იდგა შემდეგ ექსპოზიციასთან და მოთმინებით გველოდა. როცა ვუსაუყვედურეთ, მან რატომ "გამოტოვა" ჩვენთან უცხოელებისთვის განკუთვნილი ვერსია, მშვიდად და აუღელვებლად, ქართულად გვიპასუხა: "აქეთ მობრძანდით", შემდეგ კი რუსულად გააგრძელა: "მე თბილისელი ვარ და ამ თემაზე (გულისმობდა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსიას) საერთოდ არ ვსაუბრობო. ჩვენთვის კი ცხადი იყო, რომ ის თბილისელობის გამო არ "გადაუხვევდა" მუზეუმის წესებს, აქ გადამწყვეტი როლი ჩვენმა ეროვნებამ შეასრულა.
მუზეუმში ჩვენი დავა დიდხანს გაგრძელდა და ახლა ამის თხრობას არ გავაგრძელებ.
სრული ვარიანტის წასაკითხაღ იხილეთ ბმული:
http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1509