შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by nagli33 » 30 აგვ 2010, 20:22

idler
აბა თქვენ იცით :D
Image

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ინა-უნა » 30 აგვ 2010, 20:23

ყოჩაღ თქვენ, 26 სთ გივლიათ. სურათები მაგარია!

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by nagli33 » 30 აგვ 2010, 20:40

მაგარი გასვალა იყო, ეს ლაშქრობა LOST-ის სერიას გავდა.
ხალხს "თეთრი ცხელება დაეწყო" ზოგს ფოთოლი ქვის ლოდი ეგონა, ზოგს კიდევ ბენდენა, ზოგი წვერებიან კატას ხედავდა, ზოგი ბუნჩულა დათვებს :D:D:D

მეგობრობამ, გუნდურმა მოქმედებამ( ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის) გაიმარჯვა და ყველა უვნებელი დაბრუნდა.

მადლობა ყველას, თქვენ გაიხარეთ ჯიგრები ხართ :D
Image

stranger
მაწანწალა
Posts: 846
Joined: 09 იან 2010, 21:45
Location: ჩემი ოთახი
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by stranger » 30 აგვ 2010, 20:49

ჩამოხვედით ჯიგრებო როგორც იქნა.მეტი რაღა დავწერო. :roll: ჰო და სიხარულებო :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by guruli » 31 აგვ 2010, 00:12

ყოცაღ, konstantine, მართლა კარგი რეპორტაჟია.
კარგ ადგილასაც იყავით და კარგი თავგადასავლებიც გქონიათ. ეკალ-ბარდებში შენი გადაყირავების ისტორიაზე გულიანად ვიცინე. :)

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 31 აგვ 2010, 01:05

VIII დღე

ძილისგუდები....

მარიამობის დღესასწაული რატომღაც ერთ ერთი ჩემი საყვარელი დღსასწაულია. თუ მარიამობას რაჭაში ხვდები, ეგ უკვე სხვა საქმეა.
დილის ძილი რა საყვარლობაც არის, ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ. კააააააააარგად გამოვიძინეთ, და რომ დავიღალეთ ძილით, აი მერე გავიღვიძეთ. დროს განზრახ არ ვასახელებ. ნელ ნელა ავდექით, გავბოდიალდით გარეთ, დავიწყეთ ფაცი-ფუცი. მერე დავფიქრდით და თურმე მოგვშიებია ჰმ.... გადავხედეთ ჩვენს საკვების საცავს და აღმოვაჩინეთ ტუშონკები, შპროტები (გოგას საყურადღებოდ, არ ვიცი ქართულად როგორ არის) გავაცხელეთ და ატყდა ერთი ამბავი სუფრაზე. მერე გავწექით შვეულად ლოგინებზე. და აი პირველი ორი დღის რეპორტაჟი ზუსტად რომ ავტვირთეთ შოვიდან.

მარიამობას სად უნდა წახვიდე როცა რაჭაში ხარო? მრავალძალშიიიიიი. მართალია. დავიწყეთ ტრანსპორტის ძიება. ჯერ ერთი მინიბუსი ვნახეთ, იმან ისეთი ფასი გვითხრა, მომენტალურად დავემშვიდობეთ. მერე ისე გამოვიდა რომ ვეღარ მივდიოდით. ისეთი სურვილი გვქონდა წასვლის რომ, ღვთის ნებით მაინც გამოვძებნეთ ტრანსპორტი და ასე 4 საათისკენ გავეშურეთ მრავალძალის გზას. მანძილი იყო ასე 35-40 კმ მრავალძალამდე, რომელიც დავფარეთ 3 საათში. გზაში პირდაპირი ჩართვა მქონდა ჩემს მეგობარ ვანსკი ბიძიასთან. რაღა მოგატყუოთ და ძალიან გაუხარდა. გვგულშემატკივრობდა ჩვენ. მოვასმენინეთ პირდაპირ ეთერში ჩვენი ბიჭების შესრულებული სიმღერები.

რომ მივედით მრავალძალის გადასახვევთან, ვიარეთ ზუსტად 15 კმ აღმართი, ძალიან ბევრი შემხვედრი მანქანა შეგვხვდა. ჩვენ მივდიოდით ერთი დაგვიანებით. მინდა ავღნიშნო რომ ამ დილას მონადირე, შალვა, ალექსი, თამუსია გამოეშურნენ ფეხით მრავალძალისკენ. ზუსტად რომ ავდიოდით გზად დაგხვდნენ. წივილკივილით შევხვდით ერთმანეთს.

როცა მივედით ეკლესიასთან ჩვენს გარდა არავინ იყო ორი იქაური დინჯი რაჭველის გარდა. გამოველაპარაკეთ და როგორც აღმოვაჩინეთ ერთი ბატონი ბრძანდებოდა გვარად სხირტლაზე. მეორესთან ჩემდა სამწუხაროდ ვეღარ მოვასწარი გამოლაპარაკება. მოგვიყვნენ საინტერესო ამბებს იქაურობაზე. თქვენ წარმოიდგინეთ და რიგით მეორე ადგილი ყოფილა (ზღვის დონიდან), ყველაზე მაღლა ზღვის დონიდან (2000 მეტრზე მეტი). ნამდვილად არ ვიცოდი.

Image

Image

Image

Image

ჩვენებმა რამოდენიმე გალობაც შეასრულეს მრავალძალის ეკლესიაში.

Image

შეგვაღამდა გზად რათქმაუნდა. ყველანი მიფენილები ვიყავით მინიბუსში, ცოტა დავიღალეთ. ამდენი ენერგია რაც იქ დავხარჯეთ ნუ იტყვი რა. კარგად გვიან მივედით მინდა გითხრათ. რამდენადაც სწორად მახსოვს ამ დღეს ცეცხლი არ დაგვინთია (ვითომ?). ჰო არ დაგვინთია. საღამოს ვიჭორავეთ, ვიმხიარულეთ მერე სუფრას მიუჯექით. გვარიანად ვიხვანცალეთ და მივიძინეთ.

მეორე დღეს კი თბილისისკენ უნდა წამოვსულიყავით....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

mousvenari
ბოდიალა
Posts: 196
Joined: 13 თებ 2010, 12:52
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by mousvenari » 31 აგვ 2010, 01:20

ყოჩაღ კონსტანტინე !
ნამდვილად იმსახურებ შექებას!
რაჭაშიც და თბილისშიც!

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 31 აგვ 2010, 01:54

mousvenari
დიდი მადლობა...
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by konstantine » 31 აგვ 2010, 02:05

IX დღე

გათენდა...

დავიწყეთ მოწესრიგება... რათქმაუნდა რომ მხიარულად დავიწყეთ დილა. ძალიიიიიიიიიიან ოდნავი მოწყენილობა იგრძნობოდა. არა იმიტომ რომ ისე ვერ მოვილხინეთ როგორც საჭირო იყო, ან რაიმე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. მიზეზი მარტივია: თბილისში წასვლის დრო დადგა.

სად იყო და სად არა მოგრუხუნდა ჩვენი მინიბუსი. დავიწყეთ ნელ ნელა ჩალაგება ჩვენ ჩვენი სამოსის და სალაშქრო ეკიპირების. არავის არ უნდოდა წასვლა. მართალია ჩვენს გასვლაში უმეტესობას ვიცნობდი მაგრამ, იყო რათქმაუნდა ახალი სახეებიც. ისე დაუახლოვდით, ერთმანეთს რომ დიდი პუტკუნა ოჯახი გავხდით. დავცალეთ დაკავებული კოტეჯები. გადავეცით გასაღებები იქაურობის მოურავს, ბატონ გელას. დავტვირთეთ ჩვენი ბარგით მინიბუსი. გამოვემშვიდობეთ იქაურებს და დავიძარით თბილისისკენ.

ჰო კაი, ტირილი და მოწყენილობა არ დამანახოთ ახლა (შტო ზა ბეზაბრაზიე ჩორტ პო ბერი!!! მომიტევე გოგა). მთლად პირდაპირ თბილისისკენ კი არ წავსულვართ. უნდა გვენახა, ბარაკონის ეკლესია, საქართველოს ყველაზე ულამაზესი ნიკორწმინდის ტაძარი და შემდეგ გვეთამაშა დახჩობანა შაორზე. ამ ნორმატივებს რომ ჩავაბარებდით მერე შეგვეძლო უკვე წასვლა თბილისისკენ.

რათქმაუნდა პირველი გაჩერება იყო ბარაკონის ეკლესია. პირველად ვნახე ეს ძეგლი. მშვენიერ ადგილასაც არის. გზიდან ქვემოთ არის ჩასასვლელი დაახლოებით 20 მეტრი.

Image

Image

რამოდენიმე სამახსოვრო სურათი გადავიღეთ და გავსწიეთ შემდგომი ადგილისკენ.

რაჭაში ადრე ხშირად დავდიოდი, ოღონდ ქვემო რაჭაში, და სულ მიწევდა გვერდის ავლა ნიკორწმინდის. ერთხელ შევიარე და დაკეტილი დამხვდა (ბედი აქვს მოკლედ ნუ იტყვი, შავი კატაც გზას უთმობს). როგორც იქნა ავისრულე ოცნება და არა მარტო მე. რამდენადაც ვიცი და დიდი იმედი მაქვს რომ არ ვცდები ნიკორწმინდის ეკლესია არის ყველაზე ლამაზი ეკლესია ჩუქურთმების თვალსაზრისით. არ მეორდება, ერთნაირ ჩუქურთმას ვერ იპოვნით. თან როცა მივედით, ორი წყვილი იწერდა ჯვარს. მიუხედავად ამისა მაინც მოვახერხეთ ეკლესიაში შესვლა.

Image

Image

პირდაღებულები დავდიოდით გარკვეული პერიოდი. მართლაც რომ ულამაზესი იყო. ვინაიდან და რადგანაც დროში ცოტა ვერ ვიყავით (გამოსვლა დავაგვიანეთ, ტრადიციას ხომ არ უღალატებდით), მალევე მოგვიწია იქაურობის დატოვება.

შემდეგი გაჩერება შაორის წყალსაცავი (კარებს ნუ მიეყრდნობით... ჰმ). გაჩერება და გადახტომა ერთი იყო მინიბუსიდან, შეცვივდნენ მოკლედ ტბაში, დაიწყეს დახჩობანას თამაში. დაიღალნენ რა ქნან. მერე ამოვიდნენ ნაპირისკენ გაშრნენ და ცოტაც მზეს მიეფიცხნენ. ამასობაში მოვასწარი მესამე დღის რეპორტაჟის ატვირთვაც. გავივსეთ მინიბუსში და წავედით თბილისისკენ.
გზად ცოტა მოგვშივდა და გავჩერდით ერთ-ერთ საკვებ პუნქტთან (მემგონი რესტორანი იყო). ოსტრი (ქართულად ამ საჭმელს ბასრი ჰქვია?) დავაგემოვნეთ. სასმელი მოგვიტანეს “cora cola”. კოკა კოლას ვინ იყო არ ვიცი. ფაქტია ძუკუს სარდაფში ჩამოსხმული ნეშომპალის ლიმონათი იყო. ძალა მოგვემატა, გავსწიეთ თბილისისკენ. სიმღერები გაისმოდა ჩვენს მინიბუსში.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ კი მოუახლოვდით თბილისის მისადგომებს. და ბოლოს კი იმ ადგილზე გავჩერდით სადაც 21 აგვისტოს შევიყარენით. თქვენ წარმოიდგინეთ და სადაც გავჩერდით, უცებ ნაცნობი სახეები შევნიშნე. ქალბატონი ლია, და თამუნია გუდარეხი (ოქრო). გაგვიხარდა მარგამ რა გაგვიხარდა. დავიწყეთ ნელ-ნელა ჩამობარგება. გაუშვით მინიბუსი. მაგრამ ჩვენ არ ვიშლებით მაინც. სადამდე ვიქნებოდით, კარვებს ხომ არ გავშლიდით ბოლო-ბოლო. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დავიშალეთ, ძალიან ახლო მომავალში შეკრების პერსპექტივით.




რეპორტაჟს რაც შეეხება, მაქსიმალურად მოვინდომეთ და მემგონი რომ ნორმალური გამოგვივიდა. ყოველ შემთხვევაში ერთადერთი რეპორტაჟია ჯერ-ჯერობით რომელიც პირდაპირ ლაშქრობიდან გაიხსნა. დიდი მადლობა ნინიას და ლიბრას დახმარებისთვის. ასევე უღრმესი მადლობა ამ ლაშქრობის ყველა მონაწილეს, რათა ასეთი ბედნიერი დღეები გავატარეთ ერთად.


ასე დამთავრდა ჩემო კარგებო ეს ჩვენი მხიარული გასვლა ზემო რაჭაში... გისურვებთ რომ აუცილებლად ეწვიოთ და ნახოთ იქაური ბუნება. არ ინანებთ.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 31 აგვ 2010, 12:30

ასეთი სახეებით გავედით თბილისიდან :) ხალხს ისევ ეძინება განსაკუთრებით დაგვიანებულებს :lol:
Image

ტყიბულში გავჩერდით,ბაზარი მიიარმოიარეს,ზოგიერთებმა კი იქვე გავისეირნეთ და ლამაზი გედებიც აღმოვაჩინეთ
Image

Image

Image

შემდეგი გაჩერება უწერა და მჟავე წყალიც დავაგემოვნეთ,ულამაზესი ნაძვებიც გამოჩნდა
Image

Image

Image

Image
Image

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 31 აგვ 2010, 12:43

ეს არის მკვლელი ნინიას სახლი :lol: იქვე ახლოს დავბანაკდით
Image

Image

ესეც მიდამოები
Image

Image

Image
Image

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 31 აგვ 2010, 12:47

ეს ჩვენი ანგელოზი ნინია,ისე არ დაიჯეროთ მკვლელია :lol: :lol: :lol: :lol:

Image

ეს თაკოა,მონადირეს პლიუსი,კოსტანტინესა და ბუტკუცუნას გმირი :lol:

Image

თაკო,კოსტანტინე,ლაშა და მე

Image
Last edited by ninininuca on 04 სექ 2010, 21:26, edited 1 time in total.
Image

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 31 აგვ 2010, 12:53

გზად ბუბასკენ

Image

Image

Image
Last edited by ninininuca on 01 სექ 2010, 12:20, edited 1 time in total.
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by Jnosy » 31 აგვ 2010, 13:08

ninininuca
ყოჩაღ ნინ, Так держать!!!
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ninininuca
მაწანწალა
Posts: 336
Joined: 08 ივლ 2009, 08:22
შოვი 2010 (რაჭა ჩემი სიყვარული)

Post by ninininuca » 31 აგვ 2010, 13:09

:)))))))
ლამაზი ნაძვები და ღრუბლები
Image

Image

ესეც მე
Image

ეს სურათი ამშვენებს ჩემს კომპიუტერს
Image

Image

Image

გოგუნებიი :)
Image

ისევ მე
Image
Last edited by ninininuca on 04 სექ 2010, 21:26, edited 1 time in total.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]