ჯავახეთი - შაორის მეგალითური კულტურის ძეგლი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯავახეთი - შაორის მეგალითური კულტურის ძეგლი

Post by Makena » 30 აგვ 2010, 18:41

აი რას წერდა შაორის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი: ,,ფარავნის ტბას ერთვის წყარო შაორისა, მდინარე გამომდინარე კლდიდამ, და სავსე არს კალმახითა. ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი "
დიახ, სწორედ ამ ციხესიმაგრის სანახავად გახლდით ჩემს მეგობრებთან ერთად, როგორც იტყვიან გზა გავკვალეთ, ამ ციხეზე არათუ ნამყოფი ადამიანის მოძებნაა ძნელი, ძნელია მოძებნო ადამიანი ვისაც გაუგონია ამ ციხის შესახებ და შეუძლია გზა მიგასწავლოს.
შაორის მთა(მას ქოროღლის მთასაც უწოდებენ) ჯავახეთში, ფარავნის ტბის შორიახლოს სოფელ ასფარასთან მდებარეობს, სწორედ ამ მთაზე 2800 მეტრზე დგას დგას საქართველოს წინაქრისტისნული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, შაორის ციხე რომელიც სავარაუდოთ ძვ.წ. მეორე ათასწლეულს მიეკუთვნება.
სოფელ ასფარასკენ მიმავალ გზაზე ქართული ზეპირსიტყვიერების მშვენიერი ნიმუში გამახსენდა - ,, თავფარავნელი ჭაბუკი ასფარას ქალსა ჰყვარობდა, ტბა ჰქონდა წინათ სავალი, გასვლას შიგ არა ჰზარობდა..." ამ ამბის ისტორია იცით? :)

ციხის მიგნება საკმაოდ რთულია თუ ნამყოფი არ ხარ, სოფელ ფოკაში მარცხნივ სკოლასთან უნდა გადაუხვიო და სოფელ ასფარასკენ მიმავალ გზას უნდა დაადგე, ფარავანი მარჯვენა მხარეს რჩება, მალე წინ შაორის მთა გამოჩნდება, ერთ მონაკვეთში მკვეთრად მარცხნივ უნდა მოუხვიო და პირდაპირ მთა და მთა უნდა გადახიდე მანქანით, ჯერ მაღლა ადის მინდორი, შემდეგ კი დაბლა მთის ძირამდე ეშევება, რათქმაუნდა ჯიპია საჭირო ამ მარშრუტის გასავლელად.

ეხლა კი ფოტოები

:)
Last edited by Makena on 02 აპრ 2011, 15:09, edited 1 time in total.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯავახეთი - შაორის მეგალითური კულტურის ძეგლი

Post by Makena » 30 აგვ 2010, 18:42

შაორისკენ მიმავალ გზაზე მშვენიერი ხედები იშელება, წინ შაორის 2 მწვერვალიანი მთა მოჩანს.
Image


User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯავახეთი - შაორის მეგალითური კულტურის ძეგლი

Post by Makena » 30 აგვ 2010, 18:46

ძნაზე მტაცებეილი ფრინველი შემოგვხვდა, ვგონებ ძერაა, ან შეიძლება კაკაჩაა..
Image


User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯავახეთი - შაორის მეგალითური კულტურის ძეგლი

Post by Makena » 30 აგვ 2010, 18:48

აი ეს მთა რომ გამოჩნდება, უკვე ახლოს ხართ შაორთან.
Image

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯავახეთი - შაორის მეგალითური კულტურის ძეგლი

Post by Makena » 30 აგვ 2010, 18:50

ვუახლოვდებით
Image
Last edited by Makena on 30 აგვ 2010, 18:52, edited 1 time in total.





User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ჯავახეთი - შაორის მეგალითური კულტურის ძეგლი

Post by Makena » 30 აგვ 2010, 19:01

მთაზე ასასვლელი ბილიკი არ არსებობს, დაკარგულია, მთა მთლიანად ქვის ლოდებით არის დაფარული, ამიტომ საჭიროა დახურული ფეხსაცმელი, მას შემდეგ რაც მთის ორ მწვერვალს შორის არსებულ მინდორზე ახვალ, მარცხნივ მაღალი მწვერვალისკენ უნდა წახვიდე, ქვის ლოდებში მალევე გამოარჩევ ბრტყელი ქვებით დაგებულ ქვის მოზრდილ ბილიკს რომელსაც უნდა გაყვე.
მთიდან აი ასეთი ხედები იშლება.
Image




ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]