დიახ, სწორედ ამ ციხესიმაგრის სანახავად გახლდით ჩემს მეგობრებთან ერთად, როგორც იტყვიან გზა გავკვალეთ, ამ ციხეზე არათუ ნამყოფი ადამიანის მოძებნაა ძნელი, ძნელია მოძებნო ადამიანი ვისაც გაუგონია ამ ციხის შესახებ და შეუძლია გზა მიგასწავლოს.
შაორის მთა(მას ქოროღლის მთასაც უწოდებენ) ჯავახეთში, ფარავნის ტბის შორიახლოს სოფელ ასფარასთან მდებარეობს, სწორედ ამ მთაზე 2800 მეტრზე დგას დგას საქართველოს წინაქრისტისნული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, შაორის ციხე რომელიც სავარაუდოთ ძვ.წ. მეორე ათასწლეულს მიეკუთვნება.
სოფელ ასფარასკენ მიმავალ გზაზე ქართული ზეპირსიტყვიერების მშვენიერი ნიმუში გამახსენდა - ,, თავფარავნელი ჭაბუკი ასფარას ქალსა ჰყვარობდა, ტბა ჰქონდა წინათ სავალი, გასვლას შიგ არა ჰზარობდა..." ამ ამბის ისტორია იცით?

ციხის მიგნება საკმაოდ რთულია თუ ნამყოფი არ ხარ, სოფელ ფოკაში მარცხნივ სკოლასთან უნდა გადაუხვიო და სოფელ ასფარასკენ მიმავალ გზას უნდა დაადგე, ფარავანი მარჯვენა მხარეს რჩება, მალე წინ შაორის მთა გამოჩნდება, ერთ მონაკვეთში მკვეთრად მარცხნივ უნდა მოუხვიო და პირდაპირ მთა და მთა უნდა გადახიდე მანქანით, ჯერ მაღლა ადის მინდორი, შემდეგ კი დაბლა მთის ძირამდე ეშევება, რათქმაუნდა ჯიპია საჭირო ამ მარშრუტის გასავლელად.
ეხლა კი ფოტოები
