ყველაზე არასტანდარტული დასვენება

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
lenka
Posts: 1
Joined: 22 მარ 2007, 17:39
Contact:
ყველაზე არასტანდარტული დასვენება

Post by lenka » 22 მარ 2007, 17:52

გამარჯობათ,

მე თქვენს საიტზე ახალი წევრი ვარ, მაგრამ რამდენადაც მივხვდი ძალიან ბევრი საიტერესო მარშრუტი იცით და ბევრი ორიგინალური იდეაც შეგიძლიათ შესთავაზოთ ტურისტს!!!

გთხოვთ ამ თემაში დაწერეთ მხოლოდ არასტანდარტული ტურები და მარშრუტები, რომლების რეალურად განხორციელებაც თქვენ შეგიძლიათ, ან იცით ის სააგენტო თუ კერძო პირი ვინც რეალურად ანხორციელებს.

წინასწარ გიხდით მადლობას :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ყველაზე არასტანდარტული დასვენება

Post by Gvalva » 22 მარ 2007, 18:02

lenka

კეთილი იყოს შენი შემოსვლა, გვიყვარს ახალი წევრები და კაი იქნებოდა რასაც ეძებენ ჩვენ ვუპოვოთ და თავიდან გადავუწეროთ ხოლმე ახალ თემაში, მარა მეეჭვება რომ ეს ვინმემ გააკეთოს...

შენით რომ გადაგეთვალიერებინა?? ;)

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ყველაზე არასტანდარტული დასვენება

Post by Kakha » 22 მარ 2007, 18:19

lenka
გვიხარია ახალი წევრის შემოერთება.

მართალი გითხრა, ვერ მივხვდი ზუსტად რას გულისმობ არასტანდარტულ მარშრუტში. იმას რომ ნაკლებად ცნობილი ადგილია თუ ძნელად გასვლადი, თუ ძნელად მისვლადი, თუ ორიგინალური წესით შესასრულებელი. მაგალითისთვის მახსოვს "კარავს" რომ შემოვუერთდი იმ დროს სიტყვამო მოიტანა და ლაპარაკი იყო ახლომახლო და თანაც ცნობილ ადბილებში ისეთ ძეგლების არსებობაზე რომლებიც ნაკლებად პოპულარული და შესაბამისად ნაკლებად ცნობილნი არიან. ჰოდა ერთ-ერთი პირველი გასვლა კარავთან ერთად (ფესით) იყო მცხეთასა და მის შემოგარენში, მაგრამ ისეთ ძელგებზე რომლებიც უმეტესობამ პირველად ნახა. მაგალითად ბაგინეთი, მცხეთის ანტკიური აკლდამა, მცხეთის ანტიკურივე კარიბჭე, ანტიოქიის დედათა მონასტერი. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება - მაგალითად სამთავროს ნეკროპოლი (არ აგერიოს მონასტერ სამთავროში), ღართისკარი და სხვა მრავალი. განა არაა ეს ყოველივე ორიგინალური. აბა შენს მეგობრებს გამოკითხე რამდენ მათგანს აქვს ჩემს მიერ ჩამოთვლილი ძეგლები ნანახი. თანაც გაითვალისწინე მცხეთაზეა საუბარი. დამავიწყდა მეთქვა - იმ დღეს დაახლოებით 12 კმ გავიარეთ ფეხით.

ისე ადმინი მართალს ამბობს - ალბათ დრო უნდა დახარჯო და ლაშქრობების ნაწილი კარგად წაიკითხო. მრავალ საინტერესოს ნახავ იქ.

გაგვიხარდება თუ გსავლისას შემოგვიერთდები.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ყველაზე არასტანდარტული დასვენება

Post by caucasica » 22 მარ 2007, 22:39

lenka
პირველ რიგში მოგესალმები, კეთილი იყოს შენი ფეხი კარავში....
არასტანდარტულიში ალბათ იმას გულისხმობ რომ, რომ თეორიულად მარშუტი არსებობს..მაგრამ ჩვეულებრივი "სტანდარტული" ;) მოკვდავები ამ მარშუტზე არ დადიან.....
ამ მარშრუტი თუ ჯდება არასტანდარტულში ნეტა: ჯუთიდა-ჭიუხები-აბუდელაური-არხოტის მხარე-შატილი-მუცო-აწუნთის უღელთტეხილი-თუშეთი-ალვანი(ან არჭილო-ბორბალოს უღელტეხილი-წოვათუშეთი) მე მგონი კარგი ტრანსრეგიონალური მარშრუტია არა? :shock: :lol:
რაჭა-ქვემო სვანეთი(ზესხო)-უშგული(ზემო სვანეთი) :roll:

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ყველაზე არასტანდარტული დასვენება

Post by chuna » 23 მარ 2007, 00:57

lenka

ჩვენ მხოლოდ არასტანდარტულებზე დავდივართ და თანაც-არასტანდარტულად!
ამაში დარწმუნდები პირველი გასვლისთანავე! მთავარია, შემოგვიერთდე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]