ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
lenka
- Posts: 1
- Joined: 22 მარ 2007, 17:39
-
Contact:
Post
by lenka » 22 მარ 2007, 17:52
გამარჯობათ,
მე თქვენს საიტზე ახალი წევრი ვარ, მაგრამ რამდენადაც მივხვდი ძალიან ბევრი საიტერესო მარშრუტი იცით და ბევრი ორიგინალური იდეაც შეგიძლიათ შესთავაზოთ ტურისტს!!!
გთხოვთ ამ თემაში დაწერეთ მხოლოდ არასტანდარტული ტურები და მარშრუტები, რომლების რეალურად განხორციელებაც თქვენ შეგიძლიათ, ან იცით ის სააგენტო თუ კერძო პირი ვინც რეალურად ანხორციელებს.
წინასწარ გიხდით მადლობას

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 22 მარ 2007, 18:02
lenka
კეთილი იყოს შენი შემოსვლა, გვიყვარს ახალი წევრები და კაი იქნებოდა რასაც ეძებენ ჩვენ ვუპოვოთ და თავიდან გადავუწეროთ ხოლმე ახალ თემაში, მარა მეეჭვება რომ ეს ვინმემ გააკეთოს...
შენით რომ გადაგეთვალიერებინა??

-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 22 მარ 2007, 18:19
lenka
გვიხარია ახალი წევრის შემოერთება.
მართალი გითხრა, ვერ მივხვდი ზუსტად რას გულისმობ არასტანდარტულ მარშრუტში. იმას რომ ნაკლებად ცნობილი ადგილია თუ ძნელად გასვლადი, თუ ძნელად მისვლადი, თუ ორიგინალური წესით შესასრულებელი. მაგალითისთვის მახსოვს "კარავს" რომ შემოვუერთდი იმ დროს სიტყვამო მოიტანა და ლაპარაკი იყო ახლომახლო და თანაც ცნობილ ადბილებში ისეთ ძეგლების არსებობაზე რომლებიც ნაკლებად პოპულარული და შესაბამისად ნაკლებად ცნობილნი არიან. ჰოდა ერთ-ერთი პირველი გასვლა კარავთან ერთად (ფესით) იყო მცხეთასა და მის შემოგარენში, მაგრამ ისეთ ძელგებზე რომლებიც უმეტესობამ პირველად ნახა. მაგალითად ბაგინეთი, მცხეთის ანტკიური აკლდამა, მცხეთის ანტიკურივე კარიბჭე, ანტიოქიის დედათა მონასტერი. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება - მაგალითად სამთავროს ნეკროპოლი (არ აგერიოს მონასტერ სამთავროში), ღართისკარი და სხვა მრავალი. განა არაა ეს ყოველივე ორიგინალური. აბა შენს მეგობრებს გამოკითხე რამდენ მათგანს აქვს ჩემს მიერ ჩამოთვლილი ძეგლები ნანახი. თანაც გაითვალისწინე მცხეთაზეა საუბარი. დამავიწყდა მეთქვა - იმ დღეს დაახლოებით 12 კმ გავიარეთ ფეხით.
ისე ადმინი მართალს ამბობს - ალბათ დრო უნდა დახარჯო და ლაშქრობების ნაწილი კარგად წაიკითხო. მრავალ საინტერესოს ნახავ იქ.
გაგვიხარდება თუ გსავლისას შემოგვიერთდები.
-
caucasica
- იეტი
- Posts: 1238
- Joined: 02 ივნ 2006, 22:11
-
Contact:
Post
by caucasica » 22 მარ 2007, 22:39
lenka
პირველ რიგში მოგესალმები, კეთილი იყოს შენი ფეხი კარავში....
არასტანდარტულიში ალბათ იმას გულისხმობ რომ, რომ თეორიულად მარშუტი არსებობს..მაგრამ ჩვეულებრივი "სტანდარტული"

მოკვდავები ამ მარშუტზე არ დადიან.....
ამ მარშრუტი თუ ჯდება არასტანდარტულში ნეტა: ჯუთიდა-ჭიუხები-აბუდელაური-არხოტის მხარე-შატილი-მუცო-აწუნთის უღელთტეხილი-თუშეთი-ალვანი(ან არჭილო-ბორბალოს უღელტეხილი-წოვათუშეთი) მე მგონი კარგი ტრანსრეგიონალური მარშრუტია არა?

რაჭა-ქვემო სვანეთი(ზესხო)-უშგული(ზემო სვანეთი)

-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 23 მარ 2007, 00:57
lenka
ჩვენ მხოლოდ არასტანდარტულებზე დავდივართ და თანაც-არასტანდარტულად!
ამაში დარწმუნდები პირველი გასვლისთანავე! მთავარია, შემოგვიერთდე!